imedi /  11 თებერვალი 2020, 19:35 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: დაინტერესებულ ბიზნესს უკვე დღეიდან შეუძლია გაეცნოს წიაღისეულის ლიცენზიების ჩვენ მიერ გამოცხადებულ 100 პარალელურ აუქციონს

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

„ახალი ინიციატივა - წიაღისეულის ლიცენზიების ასი პარალელური აუქციონი, ერთი მხრივ, ემსახურება ბიზნესის განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ემსახურება მიზანს, რომ  წიაღის გადამუშავებით შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და ისეთი კონკურენტული პროდუქცია, როგორიც არის ჩვენი საშენი მასალა,  კერამიკა, წყალი, ბალნეოლოგიურ კურორტებზე განვითარებული მინერალური წყლის საბადოები და ა.შ. ასევე ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საკუთარი საშენი მასალა დომინირებდეს ჩვენს ბაზარზე,  ჩვენი წიაღისეული პროდუქცია იყოს გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანიო, ვიდრე იმპორტირებული და საექსპორტო ბაზრებზე დაიმკვიდროს თავისი ღირსეული ადგილი“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

პროგრამის „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წიაღისეულის ახალი კომპონენტის პრეზენტაცია დღეს მარნეულში, ბაზალტის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა  და მას  საქართველოს მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები, ასევე ბიზნეს ასოციაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალი კომპონენტის დეტალური პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა წარუდგინა.

დაინტერესებულ ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შერჩეულ  და მომზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, რომლებიც არა მხოლოდ წიაღისეულის მოპოვებას, არამედ, უმეტეს შემთხვევაში, მათ ადგილზე გადამუშავებასაც ითვალისწინებს.

პროგრამის გაფართოება და მის ფარგლებში წიაღისეულის ასი სალიცენზიო პარალელური აუქციონის გამოცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით განხორციელდა.

 

ყველა სიახლე

ქართველმა სუმოისტი, ლევან გორგაძე

23 სექტემბერი 2020, 14:14

სპორტი

ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირზე დღეს მე-5 გამარჯვება იზეიმა

დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-11 ორთაბრძოლა კომუსუბი ენდოსთან ჩაატარა, რომელთანაც დღემდე თანაბარი ბალანსი 6-6 გააჩნდა. ტოჩინოშინს თავიდან მთავარმა მსაჯმა წაგება ჩაუთვალა, თუმცა მსაჯთა კომისია შედგა, რომლის გადაწყვეტილებითაც 32 წლის ქართველ სუმოისტს გამარჯვება დაუფიქსირდა.

ისრაელი კორონავირუსი

23 სექტემბერი 2020, 14:05

COVID19

ისრაელში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

სულ ისრაელში კორონავირუსი 200 041 ადამიანს დაუდასტურდა. 1 316 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსი

23 სექტემბერი 2020, 14:04

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. 76 წლის პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედ ემერჯენსში“ 22 სექტემბერს 00:52 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა, დიაგნოზით - სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ცხელება.

დიმიტრი ხუნდაძე

23 სექტემბერი 2020, 13:53

პოლიტიკა

ჯანდაცვის კომიტეტმა „შრომის კოდექსში“ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც დოკუმენტი ითვალისწინებს, ესაა შრომის ინსპექციის გაძლიერება, რომელსაც დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში სამინისტროსა და სასამართლოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე შეუძლია კონკრეტული დაწესებულების შემოწმება.

მარინა ენდელაძე

23 სექტემბერი 2020, 13:52

COVID19

მარინა ენდელაძე: ამ დაავადების მართვას მხოლოდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით შევძლებთ

„ვიცით, რომ გვაქვს ქორწილის, დაბადების დღის კლასტერი, ვიცით რომ დაინფიცირება პირბადის არგამოყენების გამო ხდება, ამიტომ აუცილებელია ამ საკითხებზე კონტროლის გამკაცრება. თუ ინფიცირებულთა დიდი მატება იქნება, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება. დღევანდელი სიტუაცია საყურადღებოა, მაგრამ განგაში საჭირო არ არის, საჭიროა რეკომენდაციების დაცვა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

23 სექტემბერი 2020, 13:46

თავდაცვა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს წინაშე კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან ბრძოლაში . მხარეებმა ასევე უსაფრთხოების კუთხით, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შალვა კერესელიძე

23 სექტემბერი 2020, 13:45

პოლიტიკა

შალვა კერესელიძე: საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობა მთას დაუბრუნდეს

„ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის სარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პირაქეთა ხევსურეთის სოფლებში იმყოფებოდა. შალვა კერესელიძე ბარისახოს, გუდანის, როშკას, არხოტისა და ამღას მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი გეგმები გააცნო.

23 სექტემბერი 2020, 13:41

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდონეზიაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 4,465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 140 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 257,388 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 187,958-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 9,977 ადამიანი ემსხვერპლა.

23 სექტემბერი 2020, 13:27

საზოგადოება

ავჭალის ტერიტორიაზე საუბნო პარკის მოწყობა იგეგმება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის მჭიდრო თანამშრომლობით, ავჭალის ტერიტორიაზე საუბნო პარკის მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ტომ კრუზი

23 სექტემბერი 2020, 13:19

კულტურა

ტომ კრუზის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოგზაურობის თარიღი ცნობილია

ფრენის ორგანიზატორები იქნებიან კომპანიები Space X და Axiom Space. მსახიობს და რეჟისორს საერთაშორისო სადგურზე ილონ მასკის ხომალდი Crew Dragon წაიყვანს. კრუზის და ლაიმანის გარდა ბორტზე ასტრონავტი მაიკლ ელადიო ლოპეს-ალეგრია და კიდევ ერთი მგზავრი იქნება, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში ვარაუდობენ, რომ ეს ფილმის ოპერატორი იქნება.

23 სექტემბერი 2020, 13:18

სამართალი

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 სექტემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 90 ბლოკი (18 000 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

23 სექტემბერი 2020, 13:12

COVID19

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდდადებითი შემთხვევებიდან, 7 პედაგოგია, 1 ფსიქოლოგი, 4 კი დამლაგებელი. აღსანიშნავია, რომ აჭარის სკოლებში გაკვეთილები დისტაციურად ტარდება, მათ მოსწვალეებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

23 სექტემბერი 2020, 12:53

ეკონომიკა

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 3.3 პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.91 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2020, 12:44

საზოგადოება

თბილისის მერიამ და „ნიუ დეველოპმენტმა“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხზე მემორანდუმი გააფორმეს

დავიწყეთ მუშაობა „ოლიმპიურ ვარსკვლავთან“ დაკავშირებით და გავაფორმეთ ხელშეკრულება კომპანია „,ნიუ დეველოპმენტთან“. ახლა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ვართ და ოქტომბრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტებზე უშუალოდ სამუშაოები განახლდეს. ამ მშენებლობის დასრულებას 400 ოჯახი ელოდება და 3 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს ეს პროექტი, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

23 სექტემბერი 2020, 12:43

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2020, 12:42

საზოგადოება

კახა კალაძე: 900-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები უკვე დავუკანონეთ

საცხოვრებლების დაკანონების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამ პროექტის ფარგლებში, 900-მდე ოჯახს უკვე დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები და ეს პროგრამა წარმატებულია და მის განხორციელებას ვაგრძელებთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

23 სექტემბერი 2020, 12:34

COVID19

ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, ბავშვისა და დედის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს კიდევ ერთი საკეისრო კვეთა იგეგმება. სამშობიარო სახლში ჯამში 25 პაციენტია.

მაია ხერხეულიძე

23 სექტემბერი 2020, 12:33

საზოგადოება

პედიატრი: წელს განსაკუთრებული ზამთარი გველის

„წელს განსაკუთრებული ყურადღება გვჭირდება, როგორც მშობლებს, ასევე ექიმებს, რადგან ხშირ შემთხვევაში კორონავირუსული ინფექცია განსაკუთრებით ბავშვებში, მისი მიმდინარეობა არ განსხვავდება ბანალური, სხვა ვირუსული ინფექციებისგან. დასაწყისში გვეგონა, რომ ბავშვებში ეს ვირუსი არ არსებობს, მერე ვნახეთ რომ თურმე ემართებათ, მაგრამ შედარებით მსუბუქად, შემდეგ ვნახეთ, რომ გართულებაც შესაძლებელია, ანუ გზადაგზა ვსწავლობთ რაღაცებს, ამიტომ ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში აუცილებლად საჭიროა ექიმთან კონსულტაცია“, - განაცხადა პედიატრმა.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2020, 12:32

საზოგადოება

კახა კალაძე: ოქტომბერში დედაქალაქში „ფორდის“ მარკის ახალი სამარშრუტო ტაქსები შემოვა

ოქტომბერში დედაქალაქში „ფორდის“ მარკის ახალი სამარშრუტო ტაქსები შემოვა, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, 15 ივლისს გამოცხადდა ტენდერი 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვაზე, რათა მიკროავტობუსების ჩანაცვლება მოხდეს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 18 სექტემბერს გაფორმდა.

ოთარ კახიძე

23 სექტემბერი 2020, 12:23

პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას პასუხობს

პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის ბრალდებას პასუხობს. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, „ევროპული საქართველო“ რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე მათი პარტიის სახელს იყენებს.