imedi /  14 თებერვალი 2020, 15:48 / სანდო წყარო

EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი: ჩვენ ვაგრძელებთ ვალდებულებების შესრულებას, რათა ქვეყანას უფრო ნათელი მომავალი ჰქონდეს და ადამიანებს - უკეთესი ცხოვრება

EBRD

საქართველო EBRD-ის არასდროს ავიწყდება, - ამ სათაურით მასალას გამოცემაში Forbes Georgia ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი აქვეყნებს.

მისი თქმით, არაერთი სამთავრობო რეორგანიზაციის მიუხედავად, EBRD მუდამ საქართველოს ერთგულ პარტნიორად რჩებოდა ძლიერი, კოლეგიალური ურთიერთობებით მთავრობასთან და აგრძელებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რათა ქვეყანას უფრო ნათელი მომავალი ჰქონდეს და ადამიანებს - უკეთესი ცხოვრება.

„1994 წლიდან მოყოლებული, როდესაც EBRD-მ თავისი პირველი პროექტი ჩაუშვა საქართველოში, ბანკი ქვეყანას ინფრასტრუქტურის, ფინანსური და საწარმოო სექტორის გარდაქმნასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში ეხმარება - არა მხოლოდ პროექტების დაფინანსებით, არამედ იმითაც, რომ აქტიურად ვართ ჩართული კორპორაციული მმართველობისა და რისკის მენეჯმენტის სოლიდური სტანდარტების მქონე მდგრადი საბანკო სექტორის შექმნაში. ჩართულები ვიყავით პოლიტიკურ დიალოგშიც ქვეყნის ამბიციური რეფორმების ხელშეწყობის მიზნით.

ამჟამად EBRD-ის ჯამური ვალდებულებები საქართველოში, დაახლოებით, 3.6 მილიარდ დოლარს შეადგენს 239 ინვესტიციის სახით. ქვეყანაში, სადაც 4 მილიონამდე მოსახლე ცხოვრობს, ეს შთამბეჭდავი რიცხვია. ჩვენი პორტფოლიოს, დაახლოებით, ნახევარი მდგრადი ინფრასტრუქტურის სექტორს მოიცავს, რომელსაც ფინანსური სექტორი მოჰყვება - მესამედზე ოდნავ მეტით, და კორპორაციული სექტორი - 20%-ით.

ერთობლივი მიღწევების გამოყენებით, საქართველომ რეფორმები უნდა განაგრძოს. მან უნდა გარდაქმნას სამართლებრივი სისტემა და აქტიურად იმუშაოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, სადაც კარი ყველასთვის ღია იქნება. საქართველომ ადამიანური კაპიტალისა და უნარების განვითარებისთვისაც არ უნდა მოუკლოს მუშაობას, რათა შეამციროს უმუშევრობა და მოსახლეობა სტაბილურობითა და კეთილდღეობით უზრუნველყოს.

ასევე, საქართველომ ინსტიტუციების გაძლიერება უნდა გააგრძელოს, განავითაროს ეკონომიკა, წაახალისოს კონკურენცია, პარალელურად კი ეკონომიკური განვითარების ყველა სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები დანერგოს. საქართველოს მომავალი ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენებაზეა დამოკიდებული. საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს თავისი ნაყოფიერი მიწა და სასოფლო-სამეურნეო მოსავალი გააუმჯობესოს, განაგრძოს სასტუმრო სექტორის განვითარება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზრუნვა არ მოაკლოს მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს.

ევროპასთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ამგვარი სტრუქტურული რეფორმებისთვის მშვენიერ ჩარჩოს, გზამკვლევსა და განრიგს ქმნის. ამ მოგზაურობას შეუპოვრობა და გარკვეული მსხვერპლი დასჭირდება, მაგრამ საბოლოო შედეგი ყველა ძალისხმევას გაამართლებს.

არაერთი სამთავრობო რეორგანიზაციის მიუხედავად, EBRD-ი მუდამ საქართველოს ერთგულ პარტნიორად რჩებოდა ძლიერი, კოლეგიალური ურთიერთობებით მთავრობასთან. ჩვენ ვაგრძელებთ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რათა ქვეყანას უფრო ნათელი მომავალი ჰქონდეს და ადამიანებს – უკეთესი ცხოვრება“, - წერს კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

ყველა სიახლე

იოკო ონო და ჯონ ლენონი

22 სექტემბერი 2020, 17:13

ტაბლოიდი

ჯონ ლენონის მკვლელმა მუსიკოსის ქვრივს ბოდიში მოუხადა

„მინდა ვთქვა, რომ ჩემი დანაშაულის გამო ვწუხვარ. გამართლება არ მაქვს. ეს საკუთარი თავის დიდებისთვის ჩავიდინე. ვფიქრობ, ეს ყველაზე საშინელი დანაშაულია, რაც კი შეიძლება ჩაიდინო უდანაშაულო ადამიანის მიმართ. ეს ძალიან ეგოისტური ქმედება იყო. ვწუხვარ იმ ტკივილის გამო, რომელიც იოკო ონოს მივაყენე. სულ ამაზე ვფიქრობ“, - თქვა ჩეპმენმა.

ბორის ჯონსონი

22 სექტემბერი 2020, 17:04

COVID19

ბორის ჯონსონმა ახალი შეზღუდვების დაწესება გამოაცხადა

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ახალი შეზღუდვების დაწესება გამოაცხადა.

რატი იონათამიშვილი

22 სექტემბერი 2020, 17:03

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: არც სააკაშვილს, არც ბოკერიასა და არც უგულავას არ აქვთ არანაირი რესურსი, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინონ

არც სააკაშვილს, არც ბოკერიასა და არც უგულავას - არც ცალ-ცალკე და არც ერთად არ აქვთ არანაირი რესურსი, რომ გავლენა მოახდინონ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

22 სექტემბერი 2020, 16:59

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3913 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1574 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 23 ადამიანი.

სერგი კაპანაძე/გიორგი ვაშაძე

22 სექტემბერი 2020, 16:58

პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაცმოძრაობას“ ოპოზიციური შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებენ

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინ დააყენა ვიწროპარტიული ინტერესები, არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ მაშინაც, როცა ისანში შეთანხმება ჩაშალა", - აღნიშნავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

ხატია დეკანოიძე

22 სექტემბერი 2020, 16:54

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპულ საქართველოს“ თავისი სახელის გამოყენებაში ადანაშაულებს

ნაცმოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიაში„ევროპულ ქართველოს“, მათ შორის ყველა სხვა პარტიას, თუ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ დააგროვოს იმაზე მეტი ხმა, ვიდრე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, მაშინ შეუძლია განსაზღვროს თავისი პირობები.

22 სექტემბერი 2020, 16:53

საზოგადოება

ტელეკომპანია ,,იმედმა“ უცხოური მედიის მიმოხილვა დაიწყო

ყოველ კვირას, 17:00-საათიან ,,ქრონიკაში“ ტელეკომპანია შემოგთავაზებთ მიმოხილვას, თუ რას წერს უცხოური მედია საქართველოზე. ევროპარლამენტის ანგარიში ასოცირების შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საინვესტიციო გარემოს შესახებ, რაგბის ეროვნული ნაკრები რვა ერის ტურნირზე - ეს და სხვა თემები განიხილებოდა საქართველოს შესახებ გასულ კვირაში.

ბიძინა კულუმბეგოვი

22 სექტემბერი 2020, 16:52

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ამ ეტაპზე გვაქვს შესაძლებლობა, რომ ინფექცია ვმართოთ

ზაფხულის შემდგომ, შიდა ტურიზმის გაზრდილი მობილობის გამო შემთხვევების რაოდენობა რომ გაიზრდებოდა, ეს მოულოდნელი არ ყოფილა, მთავარია ჩვენ ვიცოდეთ ის ციფრები და მზაობის ხარისხი, რაც დღევანდელ სისტემას აქვს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მაია ბუწაშვილი

22 სექტემბერი 2020, 16:51

COVID19

მაია ბუწაშვილი: ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი რომ არ მოხდეს, სწრაფად უნდა გადავიდეთ კოვიდინფიცირებულების ბინაზე მოვლის მოდელზე

ნაკლებად რეალისტურია, რომ ამ COVID-19-ის აფეთქების ლოკალიზება მოხდეს, თუმცა იმისი აუცილებლობა რომ აღმავლობა გეომეტრიული პროგრესიით დაიწყოს არაა, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

დანიელე დე სანტისი

22 სექტემბერი 2020, 16:51

სპორტი

იტალიელი საფეხბურთო მსაჯი დანიელე დე სანტისი საკუთარ სახლში მოკლეს

იტალიელი საფეხბურთო მსაჯი დანიელე დე სანტისი საკუთარ სახლში მოკლეს. შემთხვევა ქალაქ ლეჩეში მოხდა და ადგილზე მისულ სამართალდამცველებს არბიტრთან ერთად მოკლული მისი 30 წლის შეყვარებული ელეონორა მანტაც დახვდათ. როგორც მოწმეები ყვებიან, მათ ყვირილის ხმა გაიგონეს და დაინახეს უცნობი პირი, რომელსაც ხელში დანა ეჭირა და გარბოდა. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

ნათია მეზვრიშვილი

22 სექტემბერი 2020, 16:47

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს დააზარალებს

ეკონომიკის გაჩერებისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ, გასაკვირი არაფერია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა.

ნინო წილოსანი

22 სექტემბერი 2020, 16:44

საზოგადოება

ნინო წილოსანმა მწვანე ბიუჯეტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა დღეს მწვანე ბიუჯეტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას გააცნო კომიტეტის მიერ დამტკიცებული ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ფაქტობრივად, კომიტეტის მომდევნო ოთხი წლის სამუშაო პრიორიტეტებს განსაზღვრავს ბიუჯეტის მიმართულებით.

ჟოზეპ ბორელი

22 სექტემბერი 2020, 16:40

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: მზად ვარ მინსკში გავემგზავრო, თუ ეს კრიზისის დარეგულირებას ხელს შეუწყობს

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ მზად არის მინსკში გაემგზავროს, რათა ხელი შეუწყოს ბელარუსში შექმნილი კრიზისის დარეგულირებას.

ამირან გამყრელიძე

22 სექტემბერი 2020, 16:37

COVID19

ამირან გამყრელიძე: გთხოვთ, პირბადესთან დაკავშირებით სერიოზული საზოგადოებრივი მოძრაობა იყოს ქვეყანაში, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე

უნდა გავაძლიეროთ პირბადის გამოყენების კულტურა. ძალიან გთხოვთ, ტელევიზიები, მედია მოგვეხმარეთ, რომ ადამიანებამდე ეს ინფორმაცია მივიტანოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით სერიოზული საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა იყოს.

ედვარდ სნოუდენი

22 სექტემბერი 2020, 16:36

მსოფლიო

ედვარდ სნოუდენი აშშ-სთვის 5 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი ქვეყნისთვის 5 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

22 სექტემბერი 2020, 16:36

სამართალი

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ გლდანის ციხეში ე.წ. გარჩევა არ მომხდარა და სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ 22 სექტემბერს ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის „სისხლიანი გარჩევა“ მოხდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და სინამდვილეში, დაწესებულებაში მყოფმა სამმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანებები.

მთვარე ნასა ასტრონავტი

22 სექტემბერი 2020, 16:30

ტექნოლოგიები

Nasa-ში პროგრამა Artemis-ის ბიუჯეტი შეიმუშავეს, რომლის მიზანიც ადამიანის მთვარეზე დაბრუნებაა

როგორც Nasa-ში განმარტავენ, პროექტის ბიუჯეტი აშშ-ის კონგრესმა და სენატმა უნდა დაამტკიცონ. მეცნიერები კანონმდებლებისგან 2021 წლისთვის 3.2 მილიარდ დოლარს ითხოვენ წარმომადგენელთა პალატამ სააგენტოს მთვარეზე დასაშვები აპარატის შესაქმნელად 600 მილიონი დოლარი უკვე გამოუყო, თუმცა Nasa-ში აცხადებენ, რომ აპარატის ბოლომდე დასამუშავებლად დამატებითი თანხა სჭირდებათ.

თამარ გაბუნია

22 სექტემბერი 2020, 16:25

საზოგადოება

თამარ გაბუნია: სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით რაიმე ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა

უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან სწავლასთან დაკავშირებულ პროტოკოლებში ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა.

თამარ გაბუნია

22 სექტემბერი 2020, 16:19

COVID19

თამარ გაბუნია: დიდი რაოდენობის ტესტირებების გამო პასუხებზე დაყოვნების დრო დაახლოებით 3 დღემდე გაიზარდა

კორონავირუსზე ჩატარებული დიდი რაოდენობის ტესტირებების გამო, პასუხებზე დაყოვნების დრო დაახლოებით 3 დღემდე გაიზარდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

22 სექტემბერი 2020, 16:15

სამართალი

პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება გადაწყვიტა

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი ყოფილი მსჯავრდებულის საქმეებზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო, აგრეთვე დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, კანონიერ მესაკუთრეს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება.