Imedi.ge /  18 თებერვალი 2020, 18:47 / სანდო წყარო

საკრებულომ თბილისის ბიუჯეტის 217 მილიონი ლარით გაზრდას მხარი დაუჭირა

თბილისის ბიუჯეტი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები 31 ხმით 1 წინააღმდეგ დაამტკიცეს. დედაქალაქის ბიუჯეტი 217 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში მილიარდ 239 მილიონი ლარით განისაზღვრა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, ბიუჯეტის დიდი ნაწილი ძველი, ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას და ავტოპარკის განახლებას მოხმარდება.

დედაქალაქის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. 

ყველა სიახლე

კორონავირუსი ისრაელი

24 სექტემბერი 2020, 12:25

COVID19

25 სექტემბრიდან ისრაელში ორი კვირით სრული კარანტინი გამოცხადდება

25 სექტემბრიდან ისრაელში ორი კვირით სრული კარანტინი გამოცხადდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 12:24

COVID19

იმერეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქუთაისის ლაბორატორიაში 1300-ზე მეტი ნიმუში გამოიკვლიეს და აქედან 22 შემთხვევაზე დადებითი პასუხი მიიღეს. გუბერნატორის ინფორმაციით, 11 შემთხვევაში დაინიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს კვლევა. დანარენი დადასტურებული შემთხვვები კი უკვე არსებულ კოვიდინფიცირებულთა კონტაქტებია. სულ იმერეთის კოვიდკლინიკებში, სხვადასხვა რეგიონიდან 300 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 160 შემთხვევა იმერეთშია გამოვლენილი.

24 სექტემბერი 2020, 12:17

COVID19

12 ივლისის შემდეგ რუსეთში კორონავირუსის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა

12 ივლისის შემდეგ რუსეთში კორონავირუსის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6,595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1,128,836-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით 149 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 19,948-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 929,829 პაციენტი.

ბირკიანი

24 სექტემბერი 2020, 12:04

სამართალი

სოფელ ბირკიანში მცხოვრები შშმ პირი პოლიციამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით დააკავა

გამოძიება 32 წლის კაცს ამერიკელ მოქალაქესთან 19 სექტემბერს მომხდარ ინცინდენტს ედავება, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბაწარას ხეობაში ტურისტული მარშრუტით გადაადგილებისას შეხვდა. დაკავებული შშმ პირია და მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მათ შორის დაკავებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 12:02

პოლიტიკა

გიორგი გახარია გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში OGP-ს სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე.

იაკობ ბრეგვაძე

24 სექტემბერი 2020, 11:51

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოში ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე იკითხება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილისთვის საქმეზე, ძალადობისთვის, ძალადობის ორგანიზების და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების ე.წ. ოქროს მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე იკითხება. მისი ადვოკატის განმარტებით ის ყველა დეტალზე ისაუბრებს. ირმა ჭკადუას თქმით ბრეგვაძემ არ იცის კონკრეტული პირები შესაბამისად ვერავის ამოიცნობს, იცის მხოლოდ მათი რაოდენობა რადგან ბნელოდა.

რესან კონცელიძე

24 სექტემბერი 2020, 11:51

პოლიტიკა

რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ბათუმში, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდნენ

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატ ტიტე აროშიძესთან ერთად, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა.

24 სექტემბერი 2020, 11:44

COVID19

ზუგდიდში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ კორონავირუსზე 631 ნიმუში გაიტესტა, მათგან ხუთი დადებითია. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ახალი შემთვევებიდან 4 ზუგდიდის კლასტერს უკავშირდება, ხოლო ერთი საბერიოდან გადმოსული მოქალაქეა, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს 200-ზე მეტი ანალიზის კვლევა.

uncle bens რებრენდინგი

24 სექტემბერი 2020, 11:43

მსოფლიო

კორპორაცია Mars-ი ბრენდს Uncle Benʼs სახელწოდებას და ლოგოტიპს შეუცვლის

„ვაცნობიერებთ უთანასწორობას, რომელიც ბრენდის სახელწოდებას და სახეს უკავშირდება და როგორც ივნისში აღვნიშნეთ, მზად ვართ შევიცვალოთ“, - განაცხადეს კომპანიაში.

24 სექტემბერი 2020, 11:36

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი 3,372 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3,372 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში COVID-19 188,106 ადამიანს დაუდგინდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 52 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3,757-მდე გაიზარდა, ჯამში 83,458 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი შერმადინი

24 სექტემბერი 2020, 11:33

სპორტი

გიორგი შერმადინი „ბილბაოსთან“ მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

ესპანეთის ლიგა „ენდესას“ მეორე ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარმა“ სტუმრად „ბილბაო“ 81:70 დაამარცხა.

24 სექტემბერი 2020, 11:31

COVID19

სომხეთში კორონავირუსი 374 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 374 ადამიანს დაუდასტურდა, 3 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 48,251 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 945 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 43,266.

ლუის სუარესი

24 სექტემბერი 2020, 11:22

სპორტი

ლუის სუარესი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს

„ბარსელონას“ ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ მადრიდული კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

24 სექტემბერი 2020, 11:20

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 86,508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 86,508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 5,732,518-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინდოეთში მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 91,149-ს აღწევს, ჯამში კი 4,674,987 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

24 სექტემბერი 2020, 11:17

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრელ კოლეგას უმასპინძლებს

24-25 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის თავდაცვის მინისტრი ესტუმრება. ტიბორ ბენკოს ქართველი კოლეგა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. ეს იქნება უნგრეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები გაფართოებულ შეხვედრას გამართავენ. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეები საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

მარინა ენდელაძე

24 სექტემბერი 2020, 11:17

COVID19

მარინა ენდელაძე: მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, სისტემა გამართულია

„ამ მატებას ჩვენ ველოდებოდით. რა თქმა უნდა, ამდენი კოვიდინფიცირებულის კონტაქტის მოძიების შემდეგ მოემატებოდა. მაგრამ სისტემა გამართულია, მინდა დავამშვიდო მოსახლეობა. უკვე მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით და ყველანაირად შევძლებთ ამ პაციენტების მართვას“, - განაცხადა ენდელძაემ.

24 სექტემბერი 2020, 11:13

რეგიონი

პარლამენტის თავმჯდომარემ და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ოზურგეთში ფერმერებთან შეხვედრა გამართეს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და “ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ პროექტებზე, დარგის განვითარების ხელშეწყობაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

კორონავირუსი საქართველო

24 სექტემბერი 2020, 11:10

COVID19

კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში, 34 კი თბილისში დაფიქსირდა

„გამოვლინდა 259 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს არის 164 შემთხვევა, თბილისში - 34, იმერეთში - 22, აქედან 15 ქუთაისში, სამი წყალტუბოში, თერჯოლაში - ერთი, საჩხერეში - ერთი, ბაღდათში - ორი. სამეგრელო-ზემო სვანეთში - 15, გორში - ერთი, მარნეულში - ერთი, მცხეთაში - ერთი, საზღვარგარეთიდან იმპორტირებული - ხუთი“, - განაცხადა ენდელაძემ.

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 11:06

COVID19

გიორგი გახარია: ადაპტაციის ეტაპზე, ჩვენ სწრაფად უნდა გამოვავლინოთ, ეფექტიანად ვუმკურნალოთ და ასევე სწრაფად დავაბრუნოთ ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეები ნორმალურ ცხოვრებაში

დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რისკების მართვის, ადაპტაციის ეტაპზე, ეს მოიცავს სწრაფი გამოვლენის და გავრცელების შენელების ეტაპს, კლინიკურ მართვას და ადამიანის სწრაფ დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მეორე ეტაპზე და აღნიშნა, რომ მეორე ეტაპი იყო ადაპტაცია და მთავრობას, სწორედ ამ ადაპტაციისთვის სჭირდებოდა დრო.

24 სექტემბერი 2020, 11:05

COVID19

აჭარაში კორონავირუსის 164 შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში აღებული 4000-მდე PCR ტესტიდან, 164 ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის, სტაციონარში მკურნალობს - 497 პაციენტი, მათ შორის 47 არასრულწლოვანი და 14 ორსული, კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 694 პაციენტი, 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო საკარანტინო სივრციდან ბინაზე 38 პაციენტი გაეწერა.