imedi /  20 თებერვალი 2020, 15:16 / სანდო წყარო

ივანე მაჭავარიანი: მსხვილი ტელევიზიების მიერ გადასახადების გადაუხდელობა მნიშვნელოვნად აფერხებდა მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი

მსხვილი ტელევიზიების მიერ გადასახადების გადაუხდელობა ამცირებდა საბიუჯეტო შემოსავლებს და მნიშვნელოვნად აფერხებდა მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს, ფინანსთა სამინისტრომ საჯაროდ განმარტა, რომ მსგავსი პრაქტიკა არ გაგრძელდებოდა და ტელემაუწყებლებს მოსთხოვა მიმდინარე გადასახადების გადახდა.

„ეს პოლიტიკა, დამეთანხმებით, თანაბარ პირობებში აყენებს ყველა ტელევიზიას და ამავდროულად, აორმაგებს კერძო მაუწყებლების მიერ ბიუჯეტში გადახდილ თანხებს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანი, ასევე, შეეხო ზოგიერთი ტელევიზიის დავალიანების საკითხს და განაცხადა, რომ გასული წლის ბოლოდან, ტელემაუწყებლებთან დაწყებულია აქტიური კომუნიკაცია დავალიანების დაფარვის კონკრეტული გრაფიკის წარმოსადგენად.

„დღეის მდგომარეობით, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ტელეკომპანიების მიერ, უკვე წარმოდგენილია წინადადებები საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, რომლის მიხედვით, ტელეკომპანიები მომდევნო 5 წლის განმავლობაში, შესაბამისი გადახდის გრაფიკით უზრუნველყოფენ მათ მიერვე დეკლარირებული გადასახადების სრულად გადახდას. აღნიშნული გრაფიკი, ტელეკომპანიებს საშუალებას მისცემს, არ შეწყვიტონ მაუწყებლობა და სრულად დაფარონ დაგროვილი საგადასახადო ვალდებულებები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მან კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა მედიასაშუალებების უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ამასთან ერთად, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა ბიზნესსუბიექტის თანაბარ პირობებში ჩაყენება.

„ტელეკომპანიებისთვის მიმდინარე გადასახადის სრულად გადახდით, ყველა მაუწყებელი პირველად ჩადგება თანაბარ, კონკურენტულ პირობებში, რითაც სატელევიზიო ბაზარზე საბოლოოდ ჩამოყალიბდება თამაშის ერთიანი წესები,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

ყველა სიახლე

26 სექტემბერი 2020, 11:30

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 140 ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 31 911 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 729 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 4 689 613 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 140 537 ადამიანი გარდაიცვალა.

სოზარ სუბარი

26 სექტემბერი 2020, 11:28

საზოგადოება

სოზარ სუბარი: ძალიან მალე ლილოს დასახლებაში ევროსტანდარტების შესაბამისი საცურაო კომპლექსი გაიხსნება

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი ლილოს დასახლებაში, მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივების ძირითადი მოთხოვნა ამორტიზებული ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია და საფეხბურთო მოედნის მოწყობა იყო.

თამარ ჟვანია

26 სექტემბერი 2020, 11:20

პოლიტიკა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ვაჰაგ მურადიანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა გოჩა ლორთქიფანიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

26 სექტემბერი 2020, 11:19

საზოგადოება

აშშ-ის მთავრობამ რუხის კლინიკასა და ყაზბეგის სამედიცინო ცენტრს ექოსკოპიის სისტემები გადასცა

საქართველოს „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში დახმარებისთვის და შორეული საავადმყოფოების სამედიცინო დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისათვის აშშ-ის მთავრობამ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრს ექოსკოპიის სისტემები გადასცა. ახალი აღჭურვილობის ღირებულება $50 000 დოლარია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მარინა ენდელაძე

26 სექტემბერი 2020, 11:15

COVID19

მარინა ენდელაძე: 3 149 მოქმედი შემთხვევიდან 19 პაციენტია მძიმე, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე

ქვეყანაში კორონავირუსის 3 149 მოქმედი შემთხვევა გვაქვს, 19 პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძის მარინა ენდელაძემ განაცხადა.

26 სექტემბერი 2020, 11:13

რეგიონი

აშშ-ის მთავრობამ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრს ექოსკოპიის სისტემები გადასცა

საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში დახმარებისთვის და შორეული საავადმყოფოების სამედიცინო დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისათვის აშშ-ის მთავრობამ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრს ექოსკოპიის სისტემები გადასცა. ახალი აღჭურვილობის ღირებულება $50 000 დოლარია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

26 სექტემბერი 2020, 10:57

სპორტი

„როლან გაროსზე“ ნიკოლოზ ბასილაშვილი ტიაგო მონტეიროს დაუპირისპირდება

ნიკოლოზ ბასილაშვილი „როლან გაროსზე“ გამოსვლას ტიაგო მონტეიროსთან შეხვედრით დაიწყებს. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ბრაზილიელს აქამდე არასოდეს შეხვედრია და ეს მათი პირველი დაპირისპირება იქნება. ბასილაშვილმა ცოტა ხნის წინ ჰამბურგის ტურნირზე ჩემპიონის ტიტული ვერ დაიცვა და პირველივე წრეში ესპანელ ბაუტისტა-აგუტისთან დამარცხდა.

26 სექტემბერი 2020, 10:57

სპორტი

ოთარ კაკაბაძე კარიერას ესპანეთის „ტენერიფეში“ გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას ესპანეთის „ტენერიფეში“ გააგრძელებს. ის ბოლოს შვეიცარიის „ლუცერინში“ თამაშობდა, სადაც პირველი ტურის მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. „ტენერიფემ“ განხორციელებული ტრანსფერის შესახებ პოსტში ქართულად დაწერა.

26 სექტემბერი 2020, 10:50

სპორტი

ლუის სუარესმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი გააფორმა

ურუგვაელმა ფეხბურთელმა ლუის სუარესმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას „ატლეტიკოს“ ოფიციალური საიტი ავრცელებს. 33 წლის თავდამსხმელმა მადრიდის კლუბში სამედიცინო შემოწმება გიარა და ორწლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა. „სუარესის ატლეტიკოში მოსვლით, დაგვემატა ბრწყინვალე ბომბარდირი, რომელსაც ევროპაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ თავის პოზიციაძე“, - ნათქვამია „ატლეტიკოს“ განცხადებაში.

კორონავირუსი

26 სექტემბერი 2020, 10:49

COVID19

Johnson & Johnson-ის ვაქცინის კვლევის მონაწილეთა 99%-ის ორგანიზმში ანტისხეულები გაჩნდა

ამერიკული კომპანია Johnson & Johnson-ის ვაქცინის კვლევის მონაწილეთა 99%-ის ორგანიზმში ანტისხეულები გაჩნდა. კვლევის შედეგები ელექტრონული სამეცნიერო ბიბლიოთეკა medRxiv-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

26 სექტემბერი 2020, 10:47

საზოგადოება

თბილისში, ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირი N39 ბ და ვ კორპუსების მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 2 600 კვ.მ ფართობზე იგება. მიმდინარე საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

26 სექტემბერი 2020, 10:40

საზოგადოება

პროექტის „შემოქმედებითი ზაფხული“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „შემოქმედებითი ზაფხული“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. კონკურსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებმაც თემებზე „მე ევროპელი“ და „მომავლის აფხაზეთი“ ლიტერატურული ჩანახატები, ესეები და ფერწერული ნამუშევრები წარმოადგინეს.

26 სექტემბერი 2020, 10:38

რეგიონი

დედოფლისწყაროში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა

დღეიდან დედოფლისწყაროს გადაუდებელი დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. ადმინისტრაციული შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილთან და დედოფლისწყაროს მერ ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად მოინახულა.

26 სექტემბერი 2020, 10:34

რეგიონი

კახეთში 170 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

კახეთში, „რთველი 2020“-ის ფარგლებში ყურძენი ღვინის საწარმოებს ამ დროისთვის 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალი 172 მლნ ლარს აღწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 25 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი: 123 ათასი ტონა რქაწითელი, 39 ათასი ტონა საფერავი, 2,8 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

კორონავირუსი

26 სექტემბერი 2020, 10:26

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 296 ადამიანს დაუდასტურდა, 60 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 60 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ნინო ცაციაშვილი

26 სექტემბერი 2020, 10:23

სამართალი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა მუშაობის 6-თვიანი ანგარიში წარადგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 6-თვიანი ანგარიში ონლაინ შეხვედრაზე წარუდგინა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა გახსნა.

ნათია მეზვრიშვილი

26 სექტემბერი 2020, 10:01

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი: პრემიერმა ისაუბრა ყველა იმ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, პირველ რიგში, ეს არის რუსული ოკუპაცია, ჰუმანიტარული კრიზისი, რომელშიც ოკუპაციით დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური ცხოვრება უწევთ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მსოფლიო ლიდერებს მკაფიო და პრინციპული გზავნილებით მიმართა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

26 სექტემბერი 2020, 09:49

საზოგადოება

დღეს კახეთსა და მთიან რეგიონებში იწვიმებს, მოსალოდნელია სეტყვაც

26 სექტემბერს კახეთის ტერიტორიაზე და საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ტყის აღრიცხვა

26 სექტემბერი 2020, 09:46

რეგიონი

კახეთის რეგიონში ტყის ეროვნული აღრიცხვა მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში ტყის ეროვნული აღრიცხვა მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფელ მაღრაანში, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოებს გერმანიის ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

წვრთნები

26 სექტემბერი 2020, 09:31

თავდაცვა

ორფოლოს პოლიგონზე 23-ე ბატალიონის საველე წვრთნები დასრულდა

მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე 23-ე ბატალიონის სამხედროებმა ასეულის დონის შემაჯამებელი სწავლება ჩაატარეს, სადაც საბრძოლო სროლებით შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციები განახორციელეს.