imedi /  24 თებერვალი 2020, 15:20 / სანდო წყარო

ნათია თურნავა ტრასეკას ახალ გენერალურ მდივანს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) პროგრამის ახალ გენერალურ მდივანს, ასეტ ასავბაევს შეხვდა. 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პროგრამა მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისკენ, რომელიც სათავეს იღებს ევროპაში და სამხრეთ კავკასიის გავლით ცენტრალური აზიისკენ მიემართება. შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მონაწილეობა ტრასეკას პროგრამის ფარგლებში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ნათია თურნავამ ტრასეკას ახალ გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების, ასევე იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ასევე საპორტო შესაძლებლობების გაზრდისკენ მიმართული პროექტები. ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული პროექტების დასრულებისა და ამოქმედების შემდეგ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, ასევე ამაღლდება გადაზიდვების უსაფრთხოება.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საკონტეინერო გადაზიდვების გაზრდილ მაჩვენებელზე. კერძოდ, 2019 წელს საქართველოს პორტები მოემსახურნენ კონტეინერების რეკორდულ მაჩვენებელს - 647,816 ტეუ-ს, რაც 2018 წელთან შედარებით 42 პროცენტით მეტია. აღნიშნული ტენდენცია 2020 წელსაც შენარჩუნდა. ამასთან, გაიზარდა საქართველოს რკინიგზის მეშვეობით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობაც და მატებამ წინა წელთან შედარებით 39 პროცენტი შეადგინა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის გაციფრულების პროექტზე, რომელიც ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით მნიშვნელოვნად გაიზრდება დერეფნის კონკურენტუნარიანობა და მიმზიდველობა, რომელიც ჩინეთსა და ევროპას ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით ერთმანეთთან დააკავშირებს. მხარეები აღნიშნული დერეფნის განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

„ტრასეკას“ პროგრამაში ჩართულია საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ირანი, უკრაინა, მოლდოვა, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

25 სექტემბერი 2020, 00:45

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის იმაში, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი იქნება.

ლევან დავითაშვილი

25 სექტემბერი 2020, 00:33

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: დაახლოებით 9 მილიონ ლარს ვხარჯავთ ახალი ბაზრების ათვისებაზე და არც ერთი თეთრი არ დახარჯულა რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის პრომოციაზე

დღეს ჩვენ ვხარჯავთ დაახლოებით, 9 მილიონ ლარს ახალი ბაზრების ათვისებაზე. ეს არის სახელმწიფოს დანახარჯი, რომელსაც რა თქმა უნდა, ემატება კერძო კომპანიების მარკეტინგული აქტივობა და არც ერთი თეთრი არ დახარჯულა რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის პრომოციაზე, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი დიდია, ძალიან ბევრია გასაკეთებელი.

ლევან დავითაშვილი

25 სექტემბერი 2020, 00:20

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: მე მჯერა, რომ ღვინის სექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის ფლაგმანია და იქნება მომავალშიც

„ერთ წელიწადში ჩვენ თუ ზურგს შევაქცევთ დარგს, ისეთ ზიანს მივიღებთ, რომლის გამოსწორება ძალიან რთული იქნება. ამიტომ დარგისთვუს მდგრადობის შენარჩუნება არის აუცილებელი და მე მჯერა, რომ ღვინის სექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის ფლაგმანია და იქნება მომავალში და ძალიან დიდ როლს შეასრულებს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

25 სექტემბერი 2020, 00:19

სპორტი

„დინამო“ და „ლოკომოტივი“ ევროპა ლიგას გამოეთიშნენ

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ კი ანდალუსიელთა ფეხბურთელებმა, დარვინ მაჩისმა და ხორხე მოლინამ გიორგი მამარდაშვილის კარი ორჯერ აიღეს.

ლევან დავითაშვილი

25 სექტემბერი 2020, 00:05

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენი სტრატეგიაა, მელიორაციაში ინვესტირების გაგრძელება, თუმცა ეს ყოველწლიურად უფრო და უფრო ძვირი ჯდება

დღეისთვის საქართველოში უკვე 170 ათას ჰექტარ ფართობზეა წყლის სარწყავი სისტემები, მთლიანად მელიორირებულია 200 ათასამდე ჰექტარი, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილ რიცხვები“ განაცხადა. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარება სარწყავი ინფრასტრუქტურის, მელიორაციის გარეშე შეუძლებელია. მინისტრმა აღნიშნა, რომ დასავლეთ საქართველოში სხვა პრობლემა აქვთ, რაც ჭარბტენიანობასთანაა დაკავშირებული, კერძოდ, დრენაჟს საჭიროებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კი პირიქით, წყლის ნაკლებობაა.

ლევან დავითაშვილი

25 სექტემბერი 2020, 00:02

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ნახევარი მილიარდი, რაც სახელმწიფომ სოფლის მეურნეობაში ჩადო, კერძო ინვესტიციების მოზიდვის ბერკეტი იყო

ნახევარი მილიარდი, რაც სახელმწიფომ სოფლის მეურნეობაში ჩადო, იყო ბერკეტი იმისთვის, რომ კერძო ინვესტიცია მოგვეზიდა, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, დაახლოებით 11 მილიარდია აგროსასურსათო სექტორის გამოშვება დღეისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, დაახლოებით 60 %-იანი ზრდაა 2012 წელთან შედარებით.

ლევან დავითაშვილი

24 სექტემბერი 2020, 23:51

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენ სტიმულირება გავაკეთეთ იმპორტის ამა თუ იმ სასურსათო პროდუქტის, რომ სასურსათო უზრუნველყოფის კუთხით ქვეყანა დაცული ყოფილიყო

2012 წლისთვის დაახლოებით 900 მილიონი დოლარის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვქონდა აგრო სასურსათო პროდუქციის, იმპორტსა და ექსპორტს შორის განსხვავება ზუსტად ეს იყო, დღეს კი ეს 200 მილიონზე ოდნავ მეტია, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

24 სექტემბერი 2020, 23:47

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი აგროდაზღვევაზე: საქართველომ შეძლო მეტნაკლებად მოქნილი მოდელის შექმნა

ჩვენი მიზანია, რომ ის მეურნეობები, რომელიც ჩართულია სოფლის მეურნეობაში, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული და დაეზღვეს სრულად, თუმცა ჩვენ არ გვაქს ილუზია, რომ სრული დაზღვევა და სრული დაფარვა იქნება, მათ შორის იმ სქემით, რომელსაც ჩვენ ვთავზობთ ფერმერებს და შეფასებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთ-ერთ საინტერესო და კარგ მოდელად - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

24 სექტემბერი 2020, 23:32

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა კერძო სექტორის დახმარებასა და ხელშეწყობას გულისხმობს

დღეს საქართველოში არის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა, რომელიც თანხვედრაშია ევროპულ მიდგომებთან. ეს გულისხმობს კერძო სექტორის დახმარებასა და ხელშეწყობას, - ამის შესახებ გრემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ განაცხადა. მინისტრმა სუბსიდიასა და დახმარების პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომელიც დავითაშვილის თქმით, არის სამინისტროს პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი. მინისტრმა ასევე ისაუბრა სამინისტროს სტრატეგიაზე, რომელიც უწყებამ 2015 წელს ჩამოაყალიბა.

24 სექტემბერი 2020, 23:31

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 32 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 32 მილიონს გადააჭარბა.

კახა კალაძე

24 სექტემბერი 2020, 23:24

საზოგადოება

კახა კალაძე: მე ვალდებული ვარ, როგორც ქალაქის მერი, დავიცვა ჩემი უწყება, სამსახურები და საკუთარი თავი

ერთ-ერთი მედიასაშუალებით გასული ბრალდება, თითქოს მიკროავტობუსების ტენდერი მორგებული იყო კონკრეტულ კომპანიაზე და ამის სანაცვლოდ კახა კალაძემ ე.წ. „ატკატის“ სახით ძვირადღირებული ავტომანქანა „ლენდ როვერ დეფენდერი“ მიიღო, დეზინფორმაცია და სრული სიცრუეა - ამის შესახებ თბილისის მერმა Facebook-ის პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა.

24 სექტემბერი 2020, 23:24

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 16 096 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 096 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 52 ადამიანი გარდაიცვალა.

ლევან დავითაშვილი

24 სექტემბერი 2020, 23:21

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: საქართველო უნდა გახდეს აგროსასურსათო პროდუქტის ნეტო-ექსპორტიორი ქვეყანა

პანდემიმა დაგვანახა რომ აქტუალურია, ქვეყანაში არსებობდეს სასურსათო მარაგები და ასევე ადგილობრივი წარმოებაც, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 23:18

მსოფლიო

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგებს აღიარებს

თეთრი სახლის ოფიცუალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგებს აღიარებს.

24 სექტემბერი 2020, 23:13

COVID19

დაბა ლაითურში კორონავისუსის შემთხვევების მატების გამო გადაადგილება შეიზღუდა

კორონავისუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზის ნომერი.

ირაკლი ჩიქოვანი

24 სექტემბერი 2020, 22:55

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ ნახევარ ჰექტარამდე ფართობზე მოცვის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი დღეს ფერმერ ალექსანდრე გარმელიას და გიორგი ზაქარაიას სახელმწიფო პროგრამით გაშენებული მოცვის ბაღები დაათვალიერა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პროგრამა ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში 178 ჰექტარზე მოცვის ბაღი უკვე გაშენებულია.

კახა კალაძე

24 სექტემბერი 2020, 22:45

საზოგადოება

კახა კალაძე: არ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში

არ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ facecbook-ით ვიდეომიმართვისას გააკეთა. დედაქალაქის მერი ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა.

24 სექტემბერი 2020, 22:39

მსოფლიო

ყაზახეთმა სიკვდილით დასჯა სრულად გააუქმა

ყაზახეთმა სიკვდილით დასჯა სრულად გააუქმა. როგორც ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ყაზახეთი ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მეორე ფაკულტატურ პროტოკოლს შეუერთდა.

მაია მიქაია

24 სექტემბერი 2020, 22:36

COVID19

სასწავლო პროცესის დასაწყებად შრომის ინსპექცია საბავშვო ბაღებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შრომის ინსპექციის დადებითი დასკვნის შემთხვევაში განახლდება, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა, მაია მიქაიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ მიზნით შრომის ინსპექცია არსებულ საბავშვო ბაღებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.

24 სექტემბერი 2020, 22:35

რეგიონი

პარლამენტის თავმჯდომარე და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ოზურგეთში ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და გურიის მხარის რწმუნებული, ზურაბ ნასარაია მეწარმეებს და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.