imedi /  25 თებერვალი 2020, 11:45 / სანდო წყარო

თორნიკე რიჟვაძე „ოცნების ქალაქზე“: 21-ე საუკუნეში ბათუმის შუაგულში ადამიანებს ასეთ პირობებში არ უნდა ეცხოვრათ

თორნიკე რიჟვაძე

თორნიკე რიჟვაძე

წელიწადნახევრის წინ, როდესაც აჭარის უმაღლესმა საბჭომ მე და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოგვიცხადა, მე ვთქვი, რომ ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა და ჩვენი ხელისუფლების ღირსების საკითხი იყო, რომ 21-ე საუკუნეში ბათუმის შუაგულში ადამიანებს ასეთ პირობებში არ ეცხოვრათ, - ამის შესახებ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„ოცნების ქალაქი“, რომელიც ახლა უკვე რეალობად იქცა, წარმოადგენდა პრაქტიკულად მუყაოს ქალაქს. ზოგადად, ამ მოცემულობას ძალიან ბევრი საფუძველი აქვს, მათ შორის უყურადღებობა ხელისუფლების მხრიდან როგორც პოლიტიკის, ისე აღსრულების ნაწილში. თუმცა ამ ყველაფრის განმაპირობებელი ფაქტორი ის  სიდუხჭირე იყო, რომელიც მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობას აწუხებს. იქ მიწის რესურსი ძალიან შეზღუდულია, რის გამოც ხალხს მოუწია საცხოვრებლად სხვა ადგილზე გადასვლა და ასე გაჩნდა დასახლება, სადაც არ არსებობდა წყალმომარაგება, წყალარინები, ელემენტარული ჰიგიენის პირობები. როდესაც ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, მაშინ იქ ცხოვრობდა 1100-მდე ბავშვი, ახლა კი მათი რიცხვი 2000-მდე გაიზარდა. ეს სიტუაცია მყისიერ გადაწყვეტას საჭიროებდა და ჩვენ პირველ ეტაპზე ავაშენეთ 582 საცხოვრებელი ბინა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან ჩვენ დავიწყებთ საბავშვო ბაღის და სკოლის მშენებლობას. წელიწადნახევრის წინ, როდესაც აჭარის უმაღლესმა საბჭომ მე და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოგვიცხადა, მე ვთქვი, რომ ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა და ჩვენი ხელისუფლების ღირსების საკითხი იყო, რომ 21-ე საუკუნეში ბათუმის შუაგულში ადამიანებს ასეთ პირობებში არ ეცხოვრათ“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ყველა სიახლე

20 სექტემბერი 2020, 11:37

COVID19

გორში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გორში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული შემთხვევა, ტირძნისში 18 სექტემბერს დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტია. კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანია და მას კოვიდკლინიკაში გადაიყვანენ. ლუგარის ლაბორატორიაში სულ 258 ნიმუში იყო გაგზავნილი. ყველა შემთხვევის კონტაქტები გამოვლენილი და შესწავლილია.

20 სექტემბერი 2020, 11:35

საზოგადოება

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. კონკურსის გამარჯვებული საჩხერის მეორე საჯარო სკოლა და მისი დირექტორი ლიკა გომართელი გახდა, რომელსაც ხუთი ათასი ლარი ხოლო სკოლას 30-ი ათასი ლარი გადაეცა.

მარინა ეზუგბაია

20 სექტემბერი 2020, 11:25

COVID19

მარინა ეზუგბაია: აჭარაში ლოკალიზაციისკენ მივდივართ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ. „ერთ დონეზე რომ რჩება, ეს ცუდი არ არის. ეს არის სტაბილიზაციის მაჩვენებელი და იმედია, რომ ყველაზე ცხელ რეგიონში - აჭარაში, ორი კვირის განმავლობაში, დაახლოებით, ერთი და იგივე ციფრები

20 სექტემბერი 2020, 11:19

COVID19

დღე-ღამეში აჭარაში 4 000-მდე PCR-ტესტი ჩატარდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 4 000-მდე PCR ტესტი, აქედან გამოვლინდა 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღეს არსებული მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს გადის 519 პაციენტი, კოვიდკარანტინებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 377 პაციენტია.

დონალდ ტრამპი

20 სექტემბერი 2020, 11:16

მსოფლიო

დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ უზენაეს სასამართლოში ქალ კანდიდატს წარადგენს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში რუთ გინსბურგის შემცვლელად ქალ კანდიდატს წარადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ ახალი მოსამართლე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა დაინიშნოს, ტრამპი კი მიიჩნებს, რომ კანდიდატი დაუყონებლივ უნდა აირჩიონ.

20 სექტემბერი 2020, 11:12

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 14 კრიტიკულად მძიმეა, 80-მდე პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება

კოვიდცენტრებსა და მკურნალობისთვის განკუთვნილ სასტუმროებში 1981 პაციენტია მოთავსებული, აქედან 836 არის კოვიდცენტრებში, მათ შორის 14 კრიტიკულად მძიმე და 80-მდე მძიმე პაციენტია. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და მსუბუქია. ამის შესახებ ინფექციურის სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 43 პროცენტს შეადგენს.

20 სექტემბერი 2020, 11:11

COVID19

სინგაპურში კოვიდინფიცრებულთა კონტაქტების დადგენას სპეციალური მოწყობილობით ეცდებიან

სინგაპურში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ახალი მოწყობილობით, TraceTogether-ით იბრძოლებენ. მცირე ზომის მოწყობილობა Bluetooth-სისტემითაა აღჭურვილი და ადამიანის გადაადგილების შესახებ მონაცემებს 25 დღის განმავლობაში ინახავს.

მარინა ეზუგბაია

20 სექტემბერი 2020, 11:05

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 128 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 128 აჭარაში დაფიქსირდა, 30 - თბილისში.19 - ქუთაისი, სამეგრელო ზემო სვანეთი - 6, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 1, გურია - 4, მცხეთა მთიანეთი - 2, კახეთი - 1. ამის შესახებ ინფექციურის სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 43 პროცენტს შეადგენს.

20 სექტემბერი 2020, 10:51

მსოფლიო

ბრიტანეთში დანით შეიარაღებულმა კაცმა 4 ადამიანი დაჭრა

ბრიტანეთის ქალაქ პლიმუტში დანით შეიარაღებულმა 50 წლის კაცმა 4 ადამიანი დაჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს. თავდასხმა ერთ-ერთი ფაბის სიახლოვეს მოხდა. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

20 სექტემბერი 2020, 10:42

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 1,345 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 1,345 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსით 271,415 ადამიანი დაინფიცირდა. ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 9,386-ს აღწევს.

20 სექტემბერი 2020, 10:34

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 196 ადამიანს დაუდასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3502 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1494 ადამიანი, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.

სოზარ სუბარი

20 სექტემბერი 2020, 10:25

საზოგადოება

სოზარ სუბარი საბავშვო ბაღის დირექტორებს შეხვდა

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძის ინიციატივით, ჯავახეთის გამზირზე მედიათეკას ეზოში, საბავშვო ბაღის დირექტორებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე რამდენიმე ძირითად პრობლემას გაუსვეს ხაზი. ყველაზე მწვავედ საბავშვო ბაღების ავტორიზაციის და იმ აღსაზრდელების პრობლემა დგას, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრის მერე უსრულდებათ, რის გამოც მათ სკოლაში არ იღებენ.

ირაკლი ჩიქოვანი

20 სექტემბერი 2020, 10:19

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ხურჩასა და კოკში შეხვდა. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლოებას ის გეგმები გააცნო რის განხორციელებასაც გამარჯვების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაიწყებს.

20 სექტემბერი 2020, 10:10

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, რესან კონცელიძემ მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყო

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს კარდაკარ შემოვლის პრინციპით აგრძელებენ.

20 სექტემბერი 2020, 09:58

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 5.4 მილიონს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინდოეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 92 605 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო მაჩვენებელმა 5.4 მილიონს გადააჭარბა. ამასთან, დღე-ღამეში, ქვეყანაში ვირუსს 1 113 ადამიანი ემსხვერპლა. სულ ინდოეთში 86 752 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

20 სექტემბერი 2020, 09:35

საზოგადოება

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკომ სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ დადგენილება გამოსცა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა.

20 სექტემბერი 2020, 09:23

სპორტი

ჭიდაობაში 23-წლამდელთა 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აღარ ჩატარდება

ჭიდაობაში 23-წლამდელთა 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აღარ ჩატარდება. ტურნირი 23-29 ნოემბერს ფინეთის ქალაქ ტამპერეში უნდა გამართულიყო, თუმცა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით შემოღებული სამოგზაურო შეზღუდვების გამო, მისი გაუქმება გადაწყვიტა.

20 სექტემბერი 2020, 09:10

საზოგადოება

20 სექტემბერს „საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“ აღინიშნება

ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში, 20 სექტემბერს, „საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“ აღინიშნება. ეს დღე 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ის მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში გარემოს ავტომობილების გამონაბოლქვისგან დაცვას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას.

20 სექტემბერი 2020, 08:56

მსოფლიო

საბერძნეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

საბერძნეთში ციკლონ „იანოსს“ უკვე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქეს კი სახლები დაეტბორა. უამინდობამ ყველაზე მეტად ათენის ჩრდილოეთის მდებარე რაიონები დააზარალა. ქვეყნის ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილია.

20 სექტემბერი 2020, 08:37

რეგიონი

კახეთში უკვე 95 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული

კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. რეგიონში უკვე გადამუშავებულია 95 ათას ტონაზე მეტი ყურძენი: 72 ათას ტონაზე მეტი „რქაწითელი”, 18 ათას ტონაზე მეტი „საფერავი”, 1,6 ათასი ტონა “კახური მწვანე”, 3 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.