imedi /  25 თებერვალი 2020, 21:09 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: არ უნდა დავიშუროთ რესურსები, რაც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს წაახალისებს

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ჩვენი სტარტაპერები უკვე გაცილებით მეტად არიან მომზადებულები და გაცილებით მეტი შანსი აქვთ მოიპოვონ დაფინანსება და გლობალურ ბაზარზე გავიდნენ, - ამის შესახებ 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ  თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2019 წლის ნოემბერში მეოთხედ გამოაცხადა და როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ამან დადებითი შედეგი უკვე მოიტანა - სტარტაპების მომზადების დონე იზრდება, აშკარად ჩანს პროგრესი.

„ჩვენ გვჭირდება მეტი ინოვაციური პროექტი და არ უნდა დავიშუროთ ის რესურსები, რაც წაახალისებს ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს. საქართველო მცირე ეკონომიკაა, მცირე ბაზარი და ჩვენ გვსურს, რომ ჩვენთან მომზადებული სტარტაპი იყოს საინტერესო გლობალური ბაზრისთვის, მხოლოდ ეს არის ჩვენი მომავალი, რასაც ვუყურებთ და მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა მინისტრმა.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში საერთო ჯამში 173-მა აპლიკანტმა შეიტანა განაცხადი. კონკურსის ფინალისტები საფინალო ეტაპისთვის სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეულმა ტრენერებმა მოამზადეს. ტრენინგები ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. 24-25 თებერვალს კონკურსანტები უკვე საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარდგნენ, მათგან 20 სტარტაპი დღეს გამარჯვებულად დასახელდა, თითოეული მათგანი 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

ნათია თურნავამ დაჯილდოების ცერემონიაზე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს და სამხრეთ კავკასიაში მის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს ჩვენი ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერისთვის, ასევე ამერიკელ სპეციალისტებს სილიკონ ველიდან, რომელთაც პროგრამის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

ნათია თურნავამ გამარჯებულ სტარტაპერებს წარმატება მიულოცა და მათ მომავალ მხარდაჭერას დაპირდა.

„ჩვენ ვაშენებთ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, ცოდნაზე დაფუძნებულ ქვეყანას და თქვენ, სტარტაპერები, ხართ ჩვენი გამწევი ძალა. როგორც იცით, ჩვენ ძალიან გავააქტიურეთ მხარდაჭერა სტარტაპების განვითარების მიმართულებით - გვაქვს 100 000 ლარიანი გრანტების პროგრამა, 650 000 ლარიანი გრანტების პროგრამა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის - საკმარისი იქნება ის, როდესაც ჩვენ მთელ ეკოსისტემას შევკრავთ და მეორე რიგის, მესამე რიგის დამფინანსებლები, ენჯელ-ინვესტორები, ვენჩურული ფონდები გაჩნდება და მე დღეს ძალიან მიხარია, რომ კერძო სექტორი უკვე იჩენს ინიციატივას და დაინტერესებას, რომ დააფინანსოს ჩვენს შემდეგ სტარტაპების შემდგომი განვითარების ეტაპები“, - აღნიშნა ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

პროგრამას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

ყველა სიახლე

მარკ კლეიტონი

31 ოქტომბერი 2020, 14:48

პოლიტიკა

ბრიტანეთის ელჩი ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, - განცხადება მარკ კლეიტონმა Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა. „დღეს მე დამკვირვებელი ვარ. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, წავიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი ხმა“, - წერს დიპლომატი.

31 ოქტომბერი 2020, 14:44

პოლიტიკა

გურიაში ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

გურიაში ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ლანჩხუთსა და ჩოხატაურში საჩივარი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. ოზურგეთში ორი საჩივარი დაიწერა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის მიერ.

სალომე ზურაბიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 14:43

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის რთული პირობების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად, წყნარად და უსაფრთხოდ აძლევენ ხმას

მნიშვნელოვანია, რომ დღეს, პანდემიის რთული პირობების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები ხმას აძლევენ. ხმას აძლევენ თავისუფლად, წყნარად და უსაფრთხოდ“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

მაია ბითაძე

31 ოქტომბერი 2020, 14:42

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ჩვენთვის მთავარია, არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიისა და მოსახლეობისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალია აქტივობაა, მოვუწოდებთ ჩვენ მომხრეებს, რომ საარჩევნო დღის ბოლომდე დარჩენილია რამდენიმე საათი, მაქსიმალურად მოვბილიზდეთ და საღამოს ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის წევრმა, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავარია, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიისთვის და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის.

Frankfurter Allgemeine Zeitung

31 ოქტომბერი 2020, 14:41

პოლიტიკა

Frankfurter Allgemeine Zeitung: საქართველოში საპარლემენტო არჩევნები დაიწყო, გამოკითხვებში მმართველი პარტია ლიდერობს

საქართველოში საპარლემენტო არჩევნები დაიწყო, სახელისუფლებო პარტია გამოკითხვებში ლიდერობს. ამის შესახებ გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერს.

ლევან კობიაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 14:30

პოლიტიკა

ლევან კობიაშვილი: გლდანის 110-ვე უბანზე ე.წ. დამკვირვებლები ცდილობენ, ფოტოები გადაუღონ ამომრჩევლებს, რაც კანონის უხეში დარღვევაა

110-ვე უბანზე ე.წ. დამკვირვებლები, რომლებზეც ჩვენ წინა დღეებში ვსაუბრობდით, ცდილობენ, მობილური ტელეფონით გადაუღონ ამომრჩევლებს ფოტოები, რაც კანონის უხეში დარღვევაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 14:24

პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევების უფრო დიდი რაოდენობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ძირითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.„იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა. თუმცა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევის უფრო დიდი რაოდენობა“ - აღნიშნულია ორგანიზაციის იმიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახა ოქრიაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 14:20

პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილის თქმით, მასთან ერთად მყოფი სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები დამკვირვებლები არიან, რომლებმაც უბნები უნდა დაიცვან

თვენახევარი ქარცეცხლში გაგვატარეს აქ და ჩვენი მხრიდან რეაგირება არ იყო, არაფერს ვაკეთებდით. დღეიდან ასე აღარ იქნება. იმედი მაქვს, ჭკუა ეყოფა ყველას, რომ ექსცესები და პროვოკაციები არ დაგეგმონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ დღევანდელი დღე ექსცესების გარეშე ჩაივლის.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 14:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩაიშალა დავალება, იქნებ როგორმე გავრცელებულიყო ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნება“ საარჩევნო უბნებზე თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაატარებს

„საცერივით გამოდის ინფორმაციები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩაიშალა დავალება, იქნებ როგორმე გავრცელებულიყო ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნება“ საარჩევნო უბნებზე თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაატარებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 14:18

პოლიტიკა

მესტიის მუნიციპალიტეტში, უკვე 3 ათასამდე ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

მესტიის მუნიციპალიტეტში ბოლო მონაცემებით 3 ათასამდე ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც 47-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ჯამში მესტიაში 8,860 მოქალაქეა რეგისტრირებული. ამომრჩევლები ამბობენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით უბნებზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციაა გათვალისწინებული.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 14:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა პროვოკაციამ სამგორის 39-ე უბანზე დაპირისპირება გამოიწვია

„სამგორის 39-ე უბანზე ჩვენ ვნახეთ ფიზიკური დაპირისპირების კადრები და თითქოს, იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელმაც დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. აქ იყო განუწყვეტელი ფოტოგადაღება ამომრჩევლებზე, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. მიდიოდა ამომრჩეველი და საათების განმავლობაში, ახლოდან აწარმოებდნენ პროვოკაციულად, ფოტოგადაღებას , თუმცა, როცა ამას არ მოჰყვა ამომრჩევლის მხრიდან რეაგირება, შემდეგ წავიდნენ სიტყვიერ დაპირისპირებაზე, რომ გამოეწვიათ რაიმე სახის კონფლიქტი“.

კახა კალაძე

31 ოქტომბერი 2020, 14:14

პოლიტიკა

კახა კალაძე: 14:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო პროცესი წარიმართა და მიმდინარეობს სრულიად მშვიდ და თავისუფალ გარემოში

ქვეყნის მასშტაბით ხმის პროცესი მიმდინარეობს მშვიდად. სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია თავისუფალი საარჩევნო გარემო და ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა დააფიქსირონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი. სამწუხაროდ, რიგ მედიასაშუალებებს აქვთ საერთო სურათის დამახინჯების და საზოგადოებაში დაძაბულობის განცდის დანერგვის სურვილი და მცდელობა., - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. „ქვეყნის მასშტაბით ხმის პროცესი მიმდინარეობს მშვიდად. სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია თავისუფალი საარჩევნო გარემო და ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა დააფიქსირონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი. სამწუხაროდ, რიგ მედიასაშუალებებს აქვთ საერთო სურათის დამახინჯების და საზოგადოებაში დაძაბულობის განცდის დანერგვის სურვილი და მცდელობა. ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ამ დროისთვის, 14:00 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესი წარიმართა და მიმდინარეობს სრულიად მშვიდ და თავისუფალ გარემოში. დილიდან, სულ რამდენიმე უბანზე იყო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

31 ოქტომბერი 2020, 14:14

პოლიტიკა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გიორგი ვაშაძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გიორგი ვაშაძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. უწყებაში აცხადებენ, რომ 31 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ დეზინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მთაწმინდის რაიონში საარჩევნო სიაში ორი გარდაცვლილი პირი – ზვიად და ნოდარ გელოვანები დაფიქსირდა, რომლებიც წინა საარჩევნო სიაში არ იყვნენ.

31 ოქტომბერი 2020, 14:13

პოლიტიკა

ჩუღურეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე: დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის მაღალი აქტივობაა

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის მაღალი აქტივობაა, - ამის შესახებ განცხადება ჩუღურეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ კალმახელიძემ განაცხადა. მისი თქმის 12 საათის მონაცემებით, ჩუღურეთის უბნებში ამ დროისთვის ამომრჩევლის 18% - 10,802 ამომრჩეველი მივიდა.

საუნივერსიტეტო კლინიკა

31 ოქტომბერი 2020, 14:01

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის გოგო გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.

დავით ზალკალიანი

31 ოქტომბერი 2020, 14:00

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ არჩევანს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და თავის არჩევანი დააფიქსირა. მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაქსიმალურად იყო უზრუნველყოფილი ქვეყნის სტაბილური განვითარება, მინიმუმამდე იყო დაყვანილი გარე საფრთხეები და აუცილებელია, რომ ქვეყანამ სწორედ ამ კურსით გააგრძელოს გზა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

ეკა გიგაური

31 ოქტომბერი 2020, 13:50

პოლიტიკა

ეკა გიგაური შაშკინისა და ოქრიაშვილის მიერ იარაღის ტარებაზე: პარტიებმა არაფერი უნდა გააკეთონ ისეთი, რამაც შეიძლება ამომრჩეველი შეაშინოს

როდესაც ისედაც დაძაბული ვითარებაა, არჩევნები მიმდინარეობს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, არაფერი უნდა გააკეთონ ისეთი, რამაც შეიძლება შეაშინოს ამომრჩეველი, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, დიმიტრის შაშკინისა და კახა ოქრიაშვილის მიერ იარაღის ტარების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ძალიან ბევრი ბარიერი აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, რადგან პანდემიის პირობებში ტარდება არჩევნები და ნუ შევუქმნით დამატებით განწყობებს, რომ არ მივიდნენ არჩევნებზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

31 ოქტომბერი 2020, 13:41

სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არჩევნებზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო

მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, ამომრჩეველთა სახის იდენტიფიცირებისა და ფოტოგადაღების საკითხის კანონიერების შესწავლა დაიწყო.

31 ოქტომბერი 2020, 13:33

პოლიტიკა

შალვა კერესელიძე: საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია

პარტია „ქართული ოცნების“ მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტობის კანდიდატმა, შალვა კერესელიძემ საკუთარი არჩევანი დუშეთში, #2 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივიდა. კერესელიძის განცხადებით, დღევანდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანია. როგორც კერესელიძემ განმარტა, მან ქვეყნის წარმატებასა და განვითარებას მისცა ხმა.

ანა მიქელაძე

31 ოქტომბერი 2020, 13:32

პოლიტიკა

ანა მიქელაძე: ბოლნისის 55-ე უბანზე საარჩევნო ყუთი ადგილზეა

როგორც ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია, ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთი ადგილზეა. რაც შეეხება ყუთის გატაცების მცდელობას, ამასთან დაკავშირებით, ვიძიებთ ინფორმაციას, თუმცა მთავარი არის ის, რომ საარჩევნო უბანზე არის ყუთი, - ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.