imedi /  26 თებერვალი 2020, 12:23 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ეკონომიკის საფუძველი თავისუფალი ბიზნესია, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი თავისუფალი ბიზნესია, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020“ გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკის სისტემური გამოწვევა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა. კერძო სექტორსა და სახელმწიფო ინტერესს შორის დაბალანსებული პოლიტიკის გარეშე კი სერიოზული შედეგების მიღწევა შეუძლებელია.

„ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, ვისაუბროთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიღწევებზე. ჩვენი ინტერესი უფრო არის ვისაუბროთ - საქართველოს ბიზნესის მიღწევებზე, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი თავისუფალი ბიზნესია, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. მოგეხსენებათ, ჩვენი ეკონომიკის სისტემური გამოწვევა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა გახლავთ. აქ დაბალანსებული ურთიერთობის, დაბალანსებული პოლიტიკის გარეშე კერძო სექტორსა და სახელმწიფო ინტერესს შორის, სერიოზული შედეგების მიღწევა შეუძლებელია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ დღეს ასეთი მასშტაბური და გლობალური სათაური გვაქვს ჩვენი კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020“, ეკონომიკურ ჭრილში ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ქვეყანას საქართველოს ეკონომიკურად, როგორც ძლიერ პლატფორმას, რომელიც ემსახურება დიდი ეკონომიკების სერვისებით მომარაგებას“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, კონფერენცია საშუალებას იძლევა, ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განიხილონ, პირველ რიგში, ქართული ეკონომიკის გამოწვევები და შესაბამისად, მიღწევებიც.

პრემიერმა ისაუბრა გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების ხელშეკრულებების შესახებ და ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან და ყველა მეზობელთან.

„საქართველო მიზანმიმართულად ახორციელებს მთელი რიგი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების ხელშეკრულებების გაფორმებას. საქართველო გახლავთ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან და ჩვენს ყველა მეზობელთან. უკვე მოლაპარაკების აქტიურ რეჟიმში ვართ და მალე დავასრულებთ ისრაელთან, ასევე ინდოეთთან და ჩვენ გვექნება ძალზედ ძლიერი პორტფელი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებისა.

რატომ? - ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო პატარა ბაზარია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვსურს, რომ ქვეყანა გახდეს, პირველ რიგში, პლატფორმა, ჰაბი, დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობის, ბიზნესაქტივობისა და ინვესტიციების მომსახურების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ ვქმნით ჩვენ ძლიერ პაკეტს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებისა,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში შეიქმნას განსაკუთრებული ბიზნესკლიმატი ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი, სერვისის სფეროში.

„გარდა ამისა, ყველაფერი რაც დაკავშირებულია ტრანსპორტთან, ტრანზიტთან, ლოგისტიკასთან არის პრიორიტეტი ჩვენი ეკონომიკისთვის. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში, აკეთებს იმას, რომ ქვეყანაში შეიქმნას განსაკუთრებული ბიზნესგარემო, განსაკუთრებული ბიზნესკლიმატი ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი, სერვისის სფეროში. სერვისები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის მომავალია. ყველას კარგად გვესმის, რომ ამას სჭირდება ბევრი წელი, სერვისებს სჭირდება მაღალი დონის კომპეტენცია, სერვისზე ორიენტირებული ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი.

სწორედ ამიტომ, მსგავს კონფერენციებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ბიზნესმა, საექსპერტო საზოგადოებამ, მთავრობამ, სწორად ვიპოვოთ ქვეყნის როლი გლობალურ კონტექსტსა და რეგიონულ კონტექსტში.

მივესალმები ამ კონფერენციას, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებს, მივესალმები ბატონ ლეშეკ ბალცეროვიჩს და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს თითოეული მეგობრის მონაწილეობა მსგავს განხილვებსა და დისკუსიებში არის ფასდაუდებელი. დღეს საქართველო არის ტრანზიციის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, რომლის ძირითადი მისწრაფება პოლიტიკური თვალსაზრისით არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეკონომიკური თვალსაზრისით არის - ღია ეკონომიკური ბაზარი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020 წელს“ ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ჩატარდა. წელს ღონისძიებას 200-მდე მონაწილე და სტუმარი დაესწრო. მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ პანელებში მონაწილეობა მიიღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელებზე დისკუსია წარიმართა თემებზე:  საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები;  საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გლობალურ კონტექსტში, ინფრასტრუქტურული განვითარება და როლი კონკურენტუნარიანობის ზრდაში; საქართველო-ევროკავშირის ბაზარზე მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები.

ღონისძიების მიზანი, ეკონომიკის სფეროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, არსებული გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების გლობალურ კონტექსტში გააზრება-განხილვა  იყო.

ყველა სიახლე

კორონავირუსი აფხაზეთი

09 აპრილი 2020, 08:20

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მეორე შემთხვევა გამოვლინდა

ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთი მიერ ოკუპირებულ რეგიონში ვირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულის ჯანმრთელობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

9 აპრილი

09 აპრილი 2020, 07:59

საზოგადოება

9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა

ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

დებორა ბირქსი

09 აპრილი 2020, 06:23

COVID19

დებორა ბირქსი: თუ ხალხი გარეთ გამოსვლასა და სოციალურ ინტერაქციას დაიწყებს, ეპიდემიის მეორე მწვავე ტალღას ვიხილავთ

კორონავირუსის საკითხზე თეთრი სახლის კოორდინატორმა დებორა ბირქსმა განაცხადა, რომ აშშ-ის ზოგიერთ ნაწილებში იმედის მომცემი ნიშნები გამოვლინდა, თუმცა მოსახლეობამ არ უნდა დაიწყოს გარეთ გამოსვლა და სოციალური ინტერაქცია.

09 აპრილი 2020, 05:37

COVID19

აშშ-ში ზედიზედ მეორე დღე კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება

აშშ-ში ზედიზედ მეორე დღე კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. 8 აპრილის მდგომარეობით, აშშ-ში კორონავირუსით 1 973 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

09 აპრილი 2020, 05:23

COVID19

აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: არ ჩანს, რომ ამინდის დათბობასთან ერთად კორონავირუსი გაქრება

აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადებით, სავარაუდო არ არის, რომ ამინდის დათბობასთან ერთად კორონავირუსი გაქრება. ამის შესახებ ნათქვამია მეცნიერების აკადემიის მიერ თეთრი სახლისთვის გაგზავნილ წერილში.

მაიკ პენსი

09 აპრილი 2020, 04:46

COVID19

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სააღდგომო მსახურებას სახლში შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და მისი ოჯახი სააღდგომო მსახურებას სახლში შეხვდებიან. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაიკ პომპეო

09 აპრილი 2020, 04:08

COVID19

მაიკ პომპეო: ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის შეცვლის დრო არ არის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიიჩნევს, რომ ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის შეცვლის დრო არ არის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

09 აპრილი 2020, 03:32

COVID19

კანზასის შტატის კანონმდებლებმა გუბერნატორის განკარგულება გააუქმეს, რომლითაც რელიგიური შეკრებები იზღუდებოდა

კანზასის შტატის კანონმდებლებმა გუბერნატორის განკარგულება გააუქმეს, რომლითაც რელიგიური შეკრებები იზღუდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News ავრცელებს. აქამდე შტატის გენერალურმა პროკურორმა დერეკ შმიდტმა განაცხადა, რომ გუბერნატორის განკარგულება შტატის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და სამართალდამცველებს მოუწოდა, არ განახორციელონ აღნიშნული შეზღუდვა.

დონალდ ტრამპი

09 აპრილი 2020, 03:01

COVID19

დონალდ ტრამპი: ვერ ვიჯერებ, რომ ჯანმოს დირექტორი პოლიტიზებაზე საუბრობს

ვერ ვიჯერებ, რომ ჯანმოს დირექტორი პოლიტიზებაზე საუბრობს იმის გათვალისწინებით, თუ რა ურთიერთობა აქვთ ჩინეთთან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

09 აპრილი 2020, 02:46

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსს 87 000 ადამიანი ემსხვერპლა.

მაიკ პომპეო

09 აპრილი 2020, 02:27

COVID19

მაიკ პომპეო: ჯანმოს დაფინანსების მოცულობას გადავხედავთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ ჯანმოს დაფინანსების მოცულობას გადახედავს. ამის შესახებ მაიკ პომპეომ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ენტონი ფაუჩი

09 აპრილი 2020, 02:08

COVID19

ენტონი ფაუჩი: პოსტ-კორონავირუსულ პერიოდში ხელის ჩამორთმევა შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, პოსტ-კორონავირუსულ პერიოდში ხელის ჩამორთმევა შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს.

დიპლომები რობოტები იაპონია

09 აპრილი 2020, 01:19

ტექნოლოგიები

იაპონიაში დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე სტუდენტები რობოტებმა ჩაანაცვლეს. ვიდეო

ტოკიოში, ბიზნესის უნივერსიტეტის (BBT) ცერემონიას სპეციალურ მანტიასა და ქუდში გამოწყობილი რობოტი ესწრება, რომელსაც სახლში მყოფი სტუდენტი აკონტროლებს. სახის ნაცვლად მანქანას პლანშეტი აქვს, რომელზეც მოსწავლის გამოსახულების ტრანსლირება ხდება. რობოტს დიპლომს გადასცემენ (მას დოკუმენტისთვის სპეციალური თარო აქვს), რის შემდეგ ის ლექტორთა ფოტოს იღებს.

ბექა ოდიშარია

09 აპრილი 2020, 01:18

COVID19

ბექა ოდიშარია: ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე გადის ის ძალისხმევა, რასაც დღეს ქართველი დიპლომატები იჩენენ

დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როდესაც ჩვენი დიპლომატების მუშაობას ჯეროვნად შევაფასებთ. ქართველი დიპლომატები, სალჩოები, საკონსულოები, რიგითი თანამშრომლები თუ პირველი პირები, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ეს გახლავთ რეალობა. ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე გადის ის ძალისხმევა, რასაც დღეს ქართველი დიპლომატები იჩენენ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, პარლამენტარმა, ბექა ოდიშარიამ „ღია ეთერში“ განაცხადა.

პაოლო მალდინი

09 აპრილი 2020, 01:15

COVID19

პაოლო მალდინი და მისი შვილი კორონავირუსისგან განიკურნენ

იტალიური ფეხბურთის და „მილანის” ლეგენდა პაოლო მალდინი კორონავირუსისგან სრულად განიკურნა. მალდინისა და მის შვილს, დანიელს კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდგინდათ და მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. იტალიური მედიის ცნობით, დანიელი საშიში ვირუსისგან რამდენიმე დღეში განიკურნა, პაოლოს კი სახლში რამდენიმე საათში გაწერენ და საქმიანობას დაუბრუნდება, - ინფორმაციას ამის შესახებ sempremilan ავრცელებს.

09 აპრილი 2020, 01:11

ტაბლოიდი

ლონდონში 34 წლის კაცი პირბადეების მოპარვის გამო გაასამართლეს

ლონდონში 34 წლის კაცი პირბადეების მოპარვის გამო, 3 თვით დააპატიმრეს. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული 34 წლის ლერუნ ჰუსეინია, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში შეიპარა და 4 ქირურგიული ნიღაბი მოიპარა. სამართალდამცველებმა ის ჰოსპიტლის სიახლოვეს დააკავეს. როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, ნიღბების მოპარვას კლინიკაში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგანაც ჰოსპიტალში ისედაც დამცავი აღჭურვილობის მწვავე დეფიციტია.

მამუკა მდინარაძე

09 აპრილი 2020, 01:11

COVID19

მამუკა მდინარაძე: ჩვენ აღმოვჩნდით მსოფლიოს იმ მოწინავე ქვეყნების რიგში, ვინც კარგად მომზადებული დახვდა ამ პანდემიას

ვიცე-სპიკერის განცხადებით ხელისუფლება ასევე მუშაობს ეკონომიკური გამოწვევების მიმართულებით. „ასევე არის სხვა ამოცანები, რომ უზრუნველვყოთ ის, რომ ნაკლებად დაზიანდეს ეკონომიკა, გვაქვს შესაბამისი გეგმები და პაკეტები, ამაზე მიდის ასევე მუშაობა და ამ ორ გამოწვევას ჩვენ უნდა შევხვდეთ ადეკვატურად. ერთის მხრივ, რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს ჩვენი ეკონომიკა და მეორეს მხრივ, შევაკავოთ ვირუსის გავრცელება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

09 აპრილი 2020, 01:05

COVID19

უხანმა კარანტინის დასრულება სინათლის შოუთი აღნიშნეს. ვიდეო

უხანმა კარანტინის დასრულება ქალაქის სინათლის შოუთი აღნიშნა, რომელმაც მთელი ქალაქი მოიცვა. ჩინეთის მთავრობა მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევს, იმ შემთხვევაში თუ ისინი საკუთარ ტელეფონებში სათვალთვალო სისტემას დააყენებენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ჩინეთში კორონავირუსით 3,333 ადამიანი გარდაიცვალა.

09 აპრილი 2020, 01:02

COVID19

StopCoV ფონდში ცოტა ხნის წინ 100 მილიონი ლარი ჩაირიცხა

StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩაირიცხა. მონაცემები საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. განახლებამდე თანხა 23 793 096 ლარი იყო. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვერსია, რომ ფონდში 100 მილიონი ლარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.

მამუკა მდინარაძე

09 აპრილი 2020, 00:57

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საარჩევნო შეთანხმებას გარანტირებულად შევასრულებთ

„ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რადგან მათი უდიდესი ჩართულობით იყო მიღწეული ეს შეთანხმება. შესაბამისი საკანონდებლო ცვლილებებიც მოყვება ამას საარჩვენო კოდექსში. ჩვენ ოპოზიციასთან შევთანხმდით და ამ შემთხვევაში ოპოზიციის უდიდესი ნაწილი იყო ძალიან კონსტრუქციული, რომ ჩვენ შემჭიდროვებულ ვადებში მოვახერხებთ ამ ცვლილებების შეტანას“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​