imedi /  29 თებერვალი 2020, 11:21 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: საქართველო მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სესიაში „სამხრეთ გაზის კორიდორი: მიღწევები და გამოწვევები.“ თურნავას თქმით, სამხრეთ გაზის კორიდორში მონაწილეობით საქართველო დიდ სარგებელს მიიღებს.

„საქართველო, ჩვენი მოსახლეობა აქედან მიიღებს სერიოზულ ბენეფიტებს, რადგან იზრდება გაზის ის კვოტა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო იღებს სწორედ ამ სატრანზიტო ფუნქციის შესრულებიდან. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიმართული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი საწარმოების ბუნებრივი აირით უკეთესი მომარაგებისკენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

ყველა სიახლე

სასწრაფო დახმარების ბრიგადა

08 აპრილი 2020, 11:49

საზოგადოება

ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული შენობის დემონტაჟის დროს სამი მუშა დაშავდა

ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული შენობის დემონტაჟის შედეგად სამი მუშა დაშავდა. როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ლერმონტოვის ქუჩაზე სამ სართულიანი სახლის დემონტაჟის დროს სამი მუშა მსუბუქად დაშავდა. ისინი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს. ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობდნენ.

ექიმი

08 აპრილი 2020, 11:47

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის თამანშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

„გუშინ 25 კვლევა ჩატარდა და ერთი დადებითი პასუხია მიღებული, 24 უარყოფითი. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადავა, დანარჩენი პროფილური კლინიკების მიხედვით გადანაწილდებიან. კვლევა ჩვენს თანამშრომლებზეც ჩატარდა, რომლებიც, მოგეხსენებათ 14-დღიანი გრაფიკით მუშაობენ. მათთან ყველასთან უარყოფითი პასუხია მიღებული“, - აღნიშნა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

თბილისი

08 აპრილი 2020, 11:42

საზოგადოება

The Daily Signal: საქართველომ დაამტკიცა, რომ აშშ-თან უფრო ძლიერ პარტნიორობას იმსახურებს

„ამერიკის და საქართველოს ურთიერთობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება და ორივე ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლოა. საქართველომ დაამტკიცა, რომ აშშ-ის ერთგულებას და უფრო ძლიერს პარტნიორობას იმსახურებს“, - მიაჩნია სტატიის ავტორს.

08 აპრილი 2020, 11:37

COVID19

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 158 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 158 ფაქტი გამოავლინა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.

08 აპრილი 2020, 11:35

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 8 პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, 4-ის კი დამაკმაყოფიკებელი, - ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა. კლინიკაში ამ დროისთვის 3 საეჭვო პაციენტის პასუხს ელოდებიან, რომლებიც უკვე დადასტურებული შემთხვევბის კონტაქტები არიან. ბოლო 2 შემთხვევიდან, ერთ-ერთი დაინფიცირებული პაციენტის კონტაქტია, მეორე კი, სამტრედიის ცხელების ცენტრიდან შემოიყვანეს. ის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მცხოვრებია, რომელსაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს. სავარაუდოდ, ეს შიდა გავრცელების შემთხვევაა. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.

08 აპრილი 2020, 11:34

COVID19

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი დაიწყო

საქართველოში „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“, მთავრობის 181-ე დადგენილების შესაბამისად, წინასწარ მოწმდება და მონიტორინგი უტარდება სამშენებლო ობიექტებს იმის დასადგენად, თუ რამდენად არის ადგილებზე დაცული კორონა ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები.

თამარ გაბუნია

08 აპრილი 2020, 11:32

COVID19

USAID/Georgia: თამარ გაბუნია გლობალური ეპიდემიის, COVID-19-ის შეკავების წინა ხაზზე იბრძვის და დაუღალავად შრომობს

„ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე და საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ექიმი თამარ გაბუნია გლობალური ეპიდემიის, COVID-19-ის შეკავების წინა ხაზზე იბრძვის და დაუღალავად შრომობს, რათა ჯანდაცვის სისტემამ სათანადოდ დაიცვას საქართველოს მოსახლეობა. ამერიკის შეერთებული შტატები სიამაყით უჭერს მხარს ექიმ თამარ გაბუნიას და ჯანდაცვის სამინისტროს, მათ შორის ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ განხორციელებული ტრენინგებით და გაწეული კონსულტაციებით“, - ნათქვამია USAID/Georgia-ს მიერ facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბორის ჯონსონი

08 აპრილი 2020, 11:26

COVID19

ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ინტენსიური მკურნალობის ცენტრში 2 ღამე გაატარა და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას კორონავირუსთან ბრძოლაში სასუნთქი აპარატი დაეხმარა, - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. ბორის ჯონსოსნს კორონავირუსზე დადებითი პასუხი დაახლოებით 2 კვირის წინ დაუდგინდა, რის შემდეგაც ის წმინდა თომას საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაიყვანეს, რადგან მუდმივად ახველებდა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. თუმცა, ორშაბათს მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

08 აპრილი 2020, 11:16

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის ბავშვს დაუდასტურდა

„კორონავირუსი 25 პაციენტიდან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ეს გახლავთ 14 წლის ბავშვი. ის იმ ოჯახიდანაა, რომლის 2 წევრი გუშინ დადებითი პასუხით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.“, - აღნიშნა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

08 აპრილი 2020, 11:11

COVID19

სოფელ რუისში თვითიზოლაციაში მყოფ ოთხ ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

შიდა ქართლში, სოფელ რუისში თვითიზოლაციაში მყოფ ოთხ ადამიანს, რომელსაც ინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდა კონტაქტი, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ტესტირების პასუხები დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან მიიღეს.

სერგო რატიანი

08 აპრილი 2020, 11:11

საზოგადოება

„ევროპული საქართველო“ განათლების სამინისტროს ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს

„მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ამ მომენტიდან უკვე დავიწყოთ მზადება რთული სცენარისთვის, ამიტომ ვთავაზობთ ხელისუფლებას გამოსავლის რამდენიმე ვარიანტს. ვფიქრობთ, შეთავაზებული წინადადებები, ან მათი მოდიფიცირებული ვარიანტი, შეძლებს უპასუხოს გამოწვევებს და, ამავდროულად, თავიდან ავიცილებთ საგანმანათლებლო სისტემის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებულ რისკებს“, - აცხადებს რატიანი.

კორონავირუსი გერმანია

08 აპრილი 2020, 10:58

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 103 228 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 1 861 პაციენტი. ამასთან ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუკაზე შემთხვევათა რაოდენობა 107 663-ია, გარდაცვლილთა კი 2 ათასს აჭარბებს. Deutsche Welle-ში განმარტავენ, რომ კოხის ინსტიტუტის მონაცემები მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტაციაზეა დაფუძნებული, რომლის ასატვირთად ჯანდაცვის სამინისტროს ხშირად ერთი სამუშაო დღე სჭირდება.

08 აპრილი 2020, 10:45

COVID19

ფოთის საკონტროლო პუნქტებზე კონტროლის წესები შეიცვალა

ფოთის გადაადგილების საკონტროლო პუნქტებზე, მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კონტროლის წესები შეიცვალა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო ექიმები მგზავრებს თერმოსკრინინგს მანქანაშივე უტარებენ. მხოლოდ მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში უწევს მოქალაქეს განმეორებითი თერმოსკრინინგი საგუშაგოებთან მდებარე საველე სამედიცინო პუნქტებში.

მარინა ეზუგბაია

08 აპრილი 2020, 10:43

COVID19

ინფექციურში მოთავსებული ორი ახალი პაციენტი ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება

გუშინ დილით ამ პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებული 195 პაციენტი იყო დაგვემატა 13. ინფიცირებულთა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა. ახალი 13 პაციენტიდან 5 ბათუმშია, 2 ქუთაისში, დანარჩენები თბილისში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

ბათუმის ინფექციური

08 აპრილი 2020, 10:42

COVID19

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ხუთით გაიზარდა

ინფიცირებულთა შორისაა ოჯახის წევრი, კერძოდ შვილი და მამა. სამი პირია სოფელ გვარაში მშობლების სამეზობლოდან. 60 წლის ქალთან ამ დროისთვის გამოკვეთილია 37 კონტაქტი, მათგან 17 მედპერსონალია.

08 აპრილი 2020, 10:38

ტექნოლოგიები

2020 წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარე გასულ ღამეს გამოჩნდა

სუპერმთვარედ დედამიწის თანამგზავრი მაშინ ითვლება, როცა პლანეტასთან უმოკლესი დისტანციის 10%-ის ფარგლებში მდებარეობს. აპრილის მოვლენა წლის ყველაზე ახლომდებარე სუპერმთვარეა, მას ასევე „ვარდისფერ მთვარეს“ უწოდებენ, იმ ყვავილების საპატივცემულოდ, რომლებიც გაზაფხულის მეორე თვეს ყვავის.

08 აპრილი 2020, 10:30

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„დღეს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი შემთხვევა არ გვაქვს დადასტურებული. ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 46 პაციენტი. 46 პაციენტიდან 13-ია დადასტურებული დიაგნოზით კვლავ. აქედან 18 წლამდე პაციენტია 6. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთი პაციენტი რჩება საყურადღებოდ“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

08 აპრილი 2020, 10:28

საზოგადოება

სახალხო დამცველი ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმართვიანობა არ გაზრდილა, საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს და ართულებს დაცვის და დახმარების სერვისებზე პირდაპირ წვდომას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

ექიმი

08 აპრილი 2020, 10:13

COVID19

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში 42 წლის კაცის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა

„რეანიმაციულ განყოფილებაში 6 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. აქედან სამი აპარატურ სუნთქვაზეა და კიდევ ერთი პაციენტი, 42 წლის კაცის საკმაოდ მძიმე და საყურადღებოა, თუმცა მისი მდგომარეობა მცირედ გაუმჯობესდა“, - აღნიშნა კლინიკურმა დირექტორმა.

08 აპრილი 2020, 10:12

ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობმა გაძვირება დაიწყო

დღეს დილას მსოფლიო ბირჟებზე ნავთობზე ფასის ზრდა დაფიქსირდა. ივნისის ფიუჩრსებზე Brent-ის ტიპის ბარელ ნავთობზე ფასი 2,51%-ით გაიზარდა და $32,67 გაუტოლდა. ფასი გაიზარდა მაისის ფიუჩერსებზეც. ბარელის ფასი 5,76%-ით გაიზარდა და $24,99 შეადგინა.