აკაკი საღირაშვილი: კერძო სექტორთან შევთანხმდით, როგორი ფორმითა და ტრანსპორტით მოხდეს საქართველოში ბიტუმის უწყვეტი მიწოდება

ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს შეეხება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტის - ბიტუმის უწყვეტი მიწოდების საკითხი განიხილეს, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრას მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი ხელმძღვანელობდა და მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის, საბაჟო დეპარტამენტის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების მიმართულებისა და პროფილური ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში ბიტუმის, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა ირანი, კორონავირუსის გავრცელების მომეტებული საფრთხის შემცველ ქვეყნად იქნა აღიარებული. ირანიდან ბიტუმი საქართველოში, ძირითადად, სატვირთო ავტომანქანებით შემოდის, რომელთა გადაადგილების წესში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ცვლილება შევიდა და საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან შემომავალი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პრევენციული ზომები ამოქმედდა.
მინისტრის მოადგილის, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, საქართველო, ირანის სხვა მეზობელი სახელმწიფოების მსგავსად, პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავს. მისი თქმით, აუცილებელია, როგორც საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სხვა სამრეწველო მიზნებისთვის ბიტუმის შეუფერხებელი მიწოდება. შეხვედრის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოში ბიტუმის მსხვილი იმპორტიორები და მომხმარებლები არიან, აღნიშნული პროდუქტის ქვეყანაში შემოტანისა და ტრანსპორტირების ალტერნატიულ გზებზე, აგრეთვე პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად ბაზარზე შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის, შემოტანის ვადებსა და ღირებულებაზე ისაუბრეს.
„შეხვედრა ძალიან პროდუქტული იყო. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია, რაც ფორმით შეიძლება შემოვიდეს ბიტუმი საქართველოში, რა ტარიფით და რა ვადებში, მათ შორის, მულტიმოდალური სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში. ჩვენ სრული სურათი გვაქვს ბაზარზე არსებული ალტერნატივების შესახებ, ასევე ვადებისა და ფასების შესახებ. ვფიქრობთ, რომ ინდუსტრია თავად შეარჩევს ბიტუმის შემოტანის ოპტიმალურ ფორმას და სატრანსპორტო საშუალებას, რათა პროდუქტი ბაზარს უწყვეტად მიეწოდოს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2023, 10:46
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი და ირაკლი შატაკიშვილი გერმანიაში სახელობო პროფესიების პალატას ეწვივნენ
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი, პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში სახელობო პროფესიების პალატას ეწვივნენ.

06 დეკემბერი 2023, 10:34
მსოფლიო
ჯო ბაიდენი: ტრამპი რომ არ იყრიდეს კენჭს, არ ვარ დარწმუნებული, რომ მე ვიყრიდი კენჭს. თუმცა მას გამარჯვების საშუალებას ვერ მივცემთ
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მეორე ვადით არ ეყარა კენჭი, თუ თანამდებობისთვის ბრძოლას არც მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი ისურვებდა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

06 დეკემბერი 2023, 10:27
საზოგადოება
გიორგი ამილახვარმა ეროვნული კონკურსის „WorldSkills საქართველო 2023“ დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ეროვნული კონკურსის „WorldSkills საქართველო 2023“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. მინისტრმა ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა, მათ წარმატებები უსურვა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

06 დეკემბერი 2023, 10:27
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინა შეიძლება ომში დამარცხდეს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინა შეიძლება ომში დამარცხდეს. ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ უკრაინული რედაქცია იტყობინება.

06 დეკემბერი 2023, 10:11
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთმა პოლ უილანისა და ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების მორიგ წინადადებაზე თქვა უარი
რუსეთმა პოლ უილანისა და ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების საკითხზე მორიგ წინადადებაზე თქვა უარი. ამის შესახებ სახელმწიფო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეტიუ მილერმა განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 10:08
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: გვქონდა არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან, რომლებსაც აინტერესებდათ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები
გვქონდა არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან, რომლებსაც აინტერესებდათ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 10:00
მსოფლიო
ჰონდურასში ავარიას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა
სამგზავრო ავტობუსი ჯერ მოცურდა, ხიდს დაეჯახა, შემდეგ კი მდინარეში გადავარდა. შემთხვევა დედაქალაქიდან დაახლოებით 41 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

06 დეკემბერი 2023, 09:46
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ვითხოვთ მკაფიო წინადადებებს, მკაფიო გზასა და მარშრუტს იმისა, თუ როგორ შეიძლება, საქართველო გახდეს ნატოს წევრი
„ყველას ვეუბნებით, რომ ჩვენგან მზადყოფნა ნატოს წევრობაზე არის, რაც ჩვენი კონსტიტუციური ამოცანაცაა. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მკაფიო წინადადებებს, მკაფიო გზას და მარშრუტს იმისა, თუ როგორ შეიძლება, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი“, -აღნიშნა სამხარაძემ.

06 დეკემბერი 2023, 09:31
LIVE ისრაელი
ბენიამინ ნეთანიაჰუ: მივმართავ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, გსმენიათ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, მათ მიმართ საშინელი სისასტიკისა და სექსუალური დასახიჩრების შესახებ? სად ჯანდაბაში ხართ?
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ქალთა და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე გაერო, ხმამაღლა არ საუბრობენ იმ მრავალრიცხოვან სექსუალურ ძალადობაზე, რომელსაც „ჰამასი“ ისრაელელი ქალების მიმართ სჩადის.

06 დეკემბერი 2023, 09:05
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: ევროპისთვის საქართველოს მზაობა არის ნათელი და მკაფიო, როგორც პოლიტიკური, ასევე სექტორული და რეფორმების თვალსაზრისით
საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. შეხვედრა გაიმართა ელჩებთან როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ ვითარებაში, ყველგან იყო ერთი და იმავე გზავნილი, რომ საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, - ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 08:44
LIVE ისრაელი
რა ხდება ისრაელ-„ჰამასის“ ომის 61-ე დღეს
ჰან-იუნისი ღაზის სექტორში სიდიდით მეორე ქალაქია და სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის ზრდის პარალელურად, ისრაელი უკიდურესად ამკაცრებს უსაფრთხოების ზომებსაც. სისტემატური რეიდებით, მოწმდება ყველაფერი, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანები.

06 დეკემბერი 2023, 08:37
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი სურვილია, როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ და მოლდოვამ დადებითი პასუხი მიიღონ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ კონკრეტული საკითხებია უკრაინასთან მიმართებაში, საქართველო არ გახდეს უკრაინის საკითხის მძევალი
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ მიიღოს დადებითი პასუხი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ახლა საქართველოზე მიმდინარეობს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს საკითხი რომელიმე სხვა საკითხს არ მიებას“, -აღნიშნა სამხარაძემ.

06 დეკემბერი 2023, 08:24
ტექნოლოგიები
„ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში, საქართველო თავისუფალ ქვეყნად დასახელდა
ანგარიშში ინტერნეტის თავისუფლების დონე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით – დაბრკოლებები წვდომისთვის, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები.

06 დეკემბერი 2023, 08:12
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეები საქართველოში ამინდი გაუარესდება
აღმოსავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან კი მოსალოდნელია თოვა. წვიმიანი ამინდს პროგნოზირებენ თბილისში, სადაც ამინდი 10 გრადუსამდე გათბება. არამდგრადი ამინდები 13 დეკემბრამდე შენარჩუნდება.

06 დეკემბერი 2023, 08:03
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

06 დეკემბერი 2023, 00:51
მსოფლიო
უკრაინული მედია: ზელენსკიმ გააუქმა ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან
აშშ-ის სენატში უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააუქმა ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 00:31
საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

06 დეკემბერი 2023, 00:28
სპორტი
ბექა გაბისონია კიკბოქსინგში ევროპის ჩემპიონია
ქართველი კიკბოქსიორი ბექა გაბისონია ევროპის ჩემპიონია. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქამრისთვის შეხვედრაში მან პოლონელი პაველ სადოუსკი დაამარცხა.

05 დეკემბერი 2023, 23:55
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „კლიმატის კანონის თეთრი წიგნის“ საჯარო განხილვა გაიმართა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „კლიმატის კანონის თეთრი წიგნის“ საჯარო განხილვა გაიმართა.

05 დეკემბერი 2023, 23:52
LIVE ისრაელი
ნეთანიაჰუ: „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ, ისრაელის სამხედროებს მოუწევთ ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე კონტროლის შენარჩუნება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ, ისრაელის სამხედროებს მოუწევთ ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე კონტროლის შენარჩუნება.