imedi /  14 მარტი 2020, 16:34 / სანდო წყარო

„თიბისი“ მომხმარებლებისთვის სესხებზე საშეღავათო პერიოდით სარგებლობასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

თიბისი ბანკი

თიბისის მომხმარებლები სესხებზე საშეღავათო პერიოდით - 30 ივნისის ჩათვლით სესხების გადავადებით ისარგებლებენ. საშეღავათო პერიოდი 13 მარტიდან დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ორშაბათიდან კი მომხმარებლები სესხის გადავადების პირობებთან დაკავშირებით შეტყობინებას თიბისის დისტანციური არხებით მიიღებენ.

ვის შეეხება საშეღავათო პერიოდი?

ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვინც თიბისი ბანკში ამჟამად სარგებლობს საკრედიტო პროდუქტებით, ასევე თიბისი სტატუსის ყველა მომხმარებელს;

რომელ პროდუქტებს შეეხება?

საშეღავათო პერიოდი შეეხება შემდეგ საკრედიტო პროდუქტებს:
იპოთეკური სესხები
სამომხმარებლო სესხები
სასწრაფო სესხი
ავტო სესხები
განვადება
საკრედიტო ბარათები
ოვერდრაფტი
ლომბარდი

სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს და აგრო სესხები;

რამდენ ხანს გაგრძელდება საშეღავათო პერიოდი? ანუ რამდენი გადახდა არ უნდა გადავიხადო ბანკში?

საშეღავათო პერიოდი გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით და შეეხება არაუმეტეს სამი გადახდის გადავადებას;


როდიდან დაიწყება საშეღავათო პერიოდი?

საშეღავათო პერიოდის ჩართვა 2020 წლის 13 მარტიდან დაიწყო;

თუ გადახდა მიწევს დღეს ან მომდევნო კვირაში რა მოხდება?

ყველა იმ მომხმარებელს, ვისაც სესხის გადახდა უწევდა 13 მარტიდან შეეძლება ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით;
გამეზრდება თუ არა სესხის პროცენტი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში?
არა, სესხის საკონტრაქტო განაკვეთების ცვლილება არ მოხდება;

გამეზრდება თუ არა სესხის ვადა?

დიახ, სესხის ვადის გაზრდა მოხდება გრაფიკიანი სესხების შემთხვევაში + საშეღავათო პერიოდი;

გამეზრდება თუ არა ყოველთვიურად გადასახდელი თანხა?

ყოველთვიური გადასახდელი თანხა მცირედით გაიზრდება საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, რადგან ბანკი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გადასახდელი თანხის და დარიცხული პროცენტის გადანაწილებას ახდენს სესხის დარჩენილ ვადაზე;

საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მოხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა?

დიახ, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა, რომლის გადანაწილება მოხდება საშეღავათო პერიოდის შემდგომ, სესხის დარჩენილ ვადაზე;

პროცენტზე პროცენტი ხომ არ დამერიცხება?

არა, პროცენტზე პროცენტის დარიცხვა არ ხდება;

რამდენიმე სესხი თუ მაქვს შემიძლია თუ არა ავირჩიო რომელზე გავრცელდეს საშეღავათო პერიოდი და რომელზე არა?

ფიზიკური პირის სესხების შემთხვევაში არ იქნება შესაძლებელი სესხების არჩევა, საშეღავათო პერიოდი ჩაირთვება ან ყველა საკრედიტო პროდუქტზე ან მომხმარებლის უარის შემთხვევაში - არც ერთზე;
თუ ხართ თიბისი სტატუსის მომხმარებელი, თქვენ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ იმ სასესხო პროდუქტების ჩამონათვალი, რომელზეც გავრცელდება საშეღავათო პერიოდი; ბიზნეს სესხების შემთხვევაში კი მოხდება ინდივიდუალურად განხილვა;

არის თუ არა შესაძლებელი არ ვისარგებლო საშეღავათო პერიოდით?

შესაძლებლობა გექნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ან ბანკის დისტანციური არხებით დააფიქსიროთ უარი საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, მას შემდეგ რაც ბანკისგან მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას; შეტყობინებების გაგზავნა მომხმარებლებთან დაიწყება 16 მარტიდან და მოხდება ეტაპობრივად;

თუ ხართ თიბისი სტატუსის მომხმარებელი, 16 მარტიდან დაგიკავშირდებათ თქვენი პირადი ბანკირი და თქვენი სურვილის შესაბამისად მოხდება საშეღავათო პერიოდის ჩართვა/არ ჩართვა. თუ თქვენ სარგებლობთ თიბისი სტატუსის ციფრული ნაკრებით, დაგიკავშირდებათ სტატუს ცენტრის ოპერატორი და სურვილის შესაბამისად მოხდება საშეღავათო პერიოდის ჩართვა/არ ჩართვა.

ვინც უკვე სარგებლობს საშეღავათო პერიოდის აქციით, გავრცელდება თუ არა მათზე საშეღავათო პერიოდი?

თუ მიმდანარე სესხზე საშეღავათო პერიოდი გრძელდება ივნისის ჩათვლით, ამ შემთხვევაში დამატებით საშეღავათო პერიოდის ჩართვა არ მოხდება (მაგ: სესხი აღებული გაქვთ 2020-ის თებერვლის თვეში, რომელზეც ვრცელდებოდა 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი, ანუ პირველი გადახდა სესხზე უნდა გაგეკეთებინათ ივლისის თვეში, ასეთ შემთხვევაში დამატებითი საშეღავათო პერიოდის ჩართვა აღარ მოხდება);

ხოლო თუ მიმდინარე სესხზე საშეღავათო პერიოდი ნაკლებია ვიდრე ბანკის ამჟამად გამოცხადებული პირობა, ასეთ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის გაგრძელება მოხდება 30 ივნისამდე, არაუმეტეს მომდევნო სამი გადახდის გადავადებისა (მაგ: სესხი აღებული გაქვთ 2020 წლის იანვარში 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით და პირველი გადახდა გიწევდათ აპრილის თვეში, ასეთ შემთხვევაში თქვენს საშეღავათო პერიოდს დაემატება +2 თვე);

როგორ გაიგებს მომხმარებელი საშეღავათო პერიოდის ჩართვის შესახებ?

16 მარტიდან ეტაპობრივად მომხმარებლები მიიღებენ შეტყობინებას, საშეღავათო პერიოდის ჩართვასთან დაკავშირებით. 20 მარტამდე მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა უარი თქვან საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, ხოლო ვინც უარს არ განაცხადებს ავტომატურად ჩაერთვებათ საშეღავათო პერიოდი;

16 მარტიდან მოხდება, ასევე, დაკავშირება სტატუსის მომხმარებლებთანაც. ცვლილება განხორციელდება დისტანციურად მეილით, ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით და არ იქნება საჭირო ბანკში მოსვლა;

ექნება თუ არა მომხმარებელს წინსწრების საკომისიო?

იმ მომხმარებლებს, ვინც ისარგებლებს საშეღავათო პერიოდით, ექნება შესაძლებლობა ყოველთვიური გადასახდელი თანხის ფარგლებში საკომისიოს გარეშე განახორციელოს წინსწრება. საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, წინსწრების საკომისიოზე აღდგება/გავრცელდება კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები;

ვრცელდება თუ არა საშეღავათო პერიოდი 16 მარტიდან გაცემულ ახალ სესხებზე?

დიახ, 16 მარტიდან გაცემულ სესხებზე გავრცელდება საშეღავათო პერიოდი ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე;

(R)

ყველა სიახლე

პაატა იმნაძე

27 ნოემბერი 2020, 13:59

COVID19

როდის არის ინფიცირების შემთხვევების კლება მოსალოდნელი. პაატა იმნაძის კომენტარი

შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ პირველ რიგში ველოდებით იმას, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და დეკემბრის მეორე ნახევარში შემთხვევების მატება აღარ გვექნება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შემდეგ ნელ-ნელა კლება. ჯერჯერობით კლებას ნამდვილად არ ველოდებით, მით უმეტეს, პირველ დღეებში, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნია

27 ნოემბერი 2020, 13:56

COVID19

თამარ გაბუნია: 360 კოვიდინფიცირებული პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 421 საწოლია თავისუფალი

დღევანდელი მდგომარეობით, კოვიდდადებითი შემთხვევა სტაციონარში იყო 5, 577, აქედან 1,034 პაციენტი საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და 360 პაციენტი არის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ესენი არიან ის მძიმე და კრიტიკული პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე

27 ნოემბერი 2020, 13:53

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: პარტიას რესურსი სჭირდება, ამიტომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება მოსულა ბოიკოტის რეჟიმში - ნონსენსია

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიების დაფინანსების საკითხზე პოლიტიკური მოძრაობის პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს. ამ თემაზე ის Facebook-ზე წერს.

თამარ გაბუნია

27 ნოემბერი 2020, 13:52

COVID19

თამარ გაბუნია: სექტემბრის ბოლოს სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო, საბედნიეროდ მათი დიდი ნაწილი სამუშაო ადგილებს უკვე დაუბრუნდა

სამედიცინო პერსონალის დეფიციტი არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომლის გადაჭრაც მარტივად, მოკლე დროში შეუძლებელია. ჩვენ ვმუშაობთ იმ ადამიანური რესურსით, ვინც დღეს სისტემაშია და ეს რესურსი ნაწილდება მეტად ცხელ წერტილებში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თამარ გაბუნია

27 ნოემბერი 2020, 13:46

COVID19

თამარ გაბუნია: ჩვენი მთავარი აქცენტი არის ის, რომ მძიმე და კრიტიკული შემთხვევებისთვის თავისუფალი საწოლი გვქონდეს

ჩვენი მთავარი აქცენტი არის ის, რომ მძიმე და კრიტიკული შემთხვევებისთვის თავისუფალი საწოლი იყოს და თუ პაციენტს რეალურად არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, მისი მართვა მოხდეს კოვიდ-სასტუმროში, რისთვისაც საკმაოდ კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი მუშაობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებულთა ნაკადი არის ძალიან აქტიური და დღეს ჯანდაცვის სექტორზე ინტენსიური დატვითვა მოდის, თუმცა ამის მიუხედავად, გარკვეული რესურსი არსებობს.

27 ნოემბერი 2020, 13:45

COVID19

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხვალ, 21:00 საათიდან, ძალაში შედის გადაადგილების შეზღუდვა, როგორც პირადი ავტომობილებით, ტრანსპორტით, ასევე ქვეითად, გარდა ამისა, შეწყდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა

ეს არის ძირითადი შეზღუდვები, პირველ ეტაპზე და რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ კითხვა-პასუხები, ჩვენ ვაგროვებთ კიდევ დამატებით კითხვებს, რომლებიც შემოდის ჩვენს ცხელ ხაზებზე და დამატებით კიდევ გამოვაქვეყნებთ იმ პასუხებს, რომლებსაც დავინახავთ ხშირად დასმული კითხვების შედეგად. ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

27 ნოემბერი 2020, 13:39

COVID19

ჭიათურაში „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრმა COVID-19-ით ინფიცირებულთა მისაღებად საწოლები დაამატა

ჭიათურაში „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრმა COVID-19-ით ინფიცირებულთა მისაღებად საწოლები დაამატა. სამედიცინო ცენტრში COVID-19-ის მართვის პროცესში დამატებითი საწოლფონდის მობილიზების შედეგად, სხვადასხვა რეგიონიდან და ქალაქიდან კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაცია უკვე დაიწყო.

მაია ცქიტიშვილი

27 ნოემბერი 2020, 13:35

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ველოდებით დასაქმებული პირების, მათ შორის თვითდასაქმებული პირების სიებს იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს

ბანკებთან ერთად ვეცდებით, რომ დავეხმაროთ იმ თვითდასაქმებულ პირებს, რომლებიც მუშაობენ სავაჭრო სექტორში და ბაზრობებზე ან სარესტორნო სექტორში, ვისაც აქვთ საბანკო კრედიტები და სჭირდებათ ბანკებთან დახმარება, რათა მოხდეს მათი სესხების რესტრუქტურიზაცია,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილი

27 ნოემბერი 2020, 13:32

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილი: უნდა გადავეწყოთ იმ ახალ რეალობაზე, რომელიც ყველას გვეხება

ჩვენ ერთხელ უკვე გამოვიარეთ ის ეტაპი, როდესაც ყველა ჩვენი ბაზრობა და მათ შორის სავაჭრო ქსელი მუშაობდა დისტანციურ რეჟიმში, რეალობა არის ის, რომ ბევრი ადამიანი უკვე გადაეწყო ასეთი მომსახურების რეჟიმზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

27 ნოემბერი 2020, 13:26

სამართალი

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ჯგუფურად ლეგალიზაციის ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს.

მაია ცქიტიშვილი

27 ნოემბერი 2020, 13:25

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების ორგანიზების საკითხი არ განიხილება

ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების ორგანიზების საკითხი არ განიხილება, ისევე როგორც არ განიხილება სამხედროების ჩართვა ამ პროცესში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

27 ნოემბერი 2020, 13:15

სამართალი

დიღმის მასივში მდებარე ექსპრესფილიალში შეიარაღებული კაცი შეიჭრა და თანხა გაიტაცა

დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში შეიარაღებული კაცი შეიჭრა და თანხა გაიტაცა. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. როგორც თვითმხილველმა განაცხადა, თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა. ამ დროისთვის ადგილზე კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

სერგი კაპანაძე

27 ნოემბერი 2020, 13:08

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: „ქართული ოცნების“ მხრიდან ლოგიკური და რაციონალური ნაბიჯი იქნება მოლაპარაკებებზე ისეთი წინადადებით მისვლა, რომლებიც მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობას განმუხტავს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ ორმხრივი კონსულტაციები ამერიკის და ევროკავშირის წარმომადგენლებთან საქართველოში და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ჩაინიშნება შეხვედრა.

სერგი კაპანაძე

27 ნოემბერი 2020, 12:49

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: ქამრების შემოჭერა პირველ რიგში მთავრობამ, საჯარო სამსახურმა და ბიუროკრატიამ უნდა დაიწყონ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და კერძო სექტორში დაიკარგება ათი ათასობით სამუშაო ადგილი, ხელისუფლებამ უნდა შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯი.

27 ნოემბერი 2020, 12:44

რეგიონი

ბათუმის საზღვაო აკადემია მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტთან საზღვაო სექტორში დასაქმებულთა განათლებისა და პროფესიული განვითარების კუთხით ითანამშრომლებს

მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ დიპლომისშემდგომი საზღვაო განათლების ცენტრს და მისი მისიაა მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით იყოს მსოფლიო ცენტრი საზღვაო და საოკეანო განათლების, პროფესიული წვრთნის, კვლევისა და გლობალური შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით.

27 ნოემბერი 2020, 12:42

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

28 ნოემბერიდან 6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, 28 ნოემბერს ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 28 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

27 ნოემბერი 2020, 12:31

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 27 543 ადამიანი დაინფიცირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსი კიდევ 27 543 ადამიანს დაუდასტურდა, 496 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფექცია სულ 2 215 533 ადამიანს დაუდასტურდა, 38 558 კი გადაიცვალა.

ზაალ უდუმაშვილი

27 ნოემბერი 2020, 12:30

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: ვინმეს თუ ჰგონია, რომ „ლოკდაუნის“ გამოცხადების შემდეგ პროტესტი ჩაცხრება - ცდება

„ეს „ლოკდაუნი“ კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის ჩვენს მოსახლეობას. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ასეთი მასშტაბური „ლოკდაუნის“ გამოცხადება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ეს ეპიდემიის შეჩერებას ემსახურება. გვესმის ყველაფერი, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ქვეყანა არის უმძიმესი კატასტროფის წინაშე და მას ამ კრიზისიდან გამოყვანა სჭირდება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

27 ნოემბერი 2020, 12:27

საზოგადოება

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, უერთდება, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას. პანდემით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა - მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. თუმცა, ეფექტიანად გამკლავებისთვის, აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს და საზოგადოების ერთიანობა - თითოეული მოქალაქის აქტიური მხარდაჭერა.

27 ნოემბერი 2020, 12:26

თემა

ამბობენ, რომ მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო ახალგაზრდავდება, თუმცა მისი დროულად აღმოჩენა შესაძლებელია. როგორ?

მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო (კოლორექტალური კიბო) არის იმ იშვიათ დაავადებათაგან ერთ-ერთი, რომლის პროფილაქტიკაც რეგულარული გამოკვლევებით არის შესაძლებელი. თუმცა თავისთავად ეს სამედიცინო პროცედურა შეიძლება პაციენტისთვის საზიანოც იყოს. რა შემთხვევაშია ამ მიმართულებით გამოკვლევის ჩატარება რეკომენდებული, ძალიან დიდ კითხვის ნიშანს ბადებს. სამედიცინო ორგანიზაციები ამ თემაზე ხშირად კამათობენ. ამიტომაც საინტერესოა, თუ ვინ და როდის უნდა გაიკეთოს მსხვილი ნაწლავის კიბოზე გამოკვლევა.