imedi /  17 მარტი 2020, 19:05 / სანდო წყარო

რა შეიცვლება 15 აპრილიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში

დავით უტიაშვილი

დავით უტიაშვილი

„შეიცვალა შემოსავლების შესწავლა, რაც იყო კრიტიკული საკითხი. ჩვენი მსესხებლების უმეტესობას, არ აქვს შემოსავალი, რომელიც დეკლარირებულია შემოსავლების სამსახურში ან ბანკში“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

„მაგალითად თუ ადამიანი არის ავტომექანიკოსი, ის ნაღდი ფულით იღებს გასამრჯელოს. რეგულაციის თანახმად ასეთ შეთხვევაში შემოსავლების შეფასება ადგილზე უნდა მომხდარიყო, რაც საკმაოდ დიდ ტვირთს წარმოადგენდა“, - აღნიშნა უტიაშვილმა.

ახლა კი ფინანსურმა ინსტიტუტებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ თავად შეიმუშაონ უფრო ეფექტური მექანიზმები და სტატისტიკური მოდელებით შეაფასონ მომხმარებლის შემოსავლები. „უფრო მეტი მოქნილობა დავუთმეთ ახალა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ თავად მოახდინონ შემოსავლების შესწავლა. ცხადია ჩვენ პროცესს დავაკვირდებით. თვითდასაქმებულთან ბანკის წარმომადგენლის მისვლის ვალდებულება აღარ იქნება. ბანკი თავად გამოძებნის მექანიზმებს, რომ თვითდასაქმებულის შემოსავლები შეაფასოს“, - აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

მისი თქმით აქამდე მსესხებლის შემოსავალის მიხედვით იყო რამდენიმე ზღვარი. ეს იყო 1000 ლარამდე, შემდეგ 1000-დან 2000 ლარამდე. 2000-დან 4000-მდე და 4000-ის ზემოთ. „ეს ზღვრები იყო ცალკე პრობლემა. ჩვენ ეს ზღვრები შევამცირეთ 2-მდე. თუ მომხმარებელს აქვს 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი მას შეუძლია სესხის მომსახურების კოეფიციენტი ჰქონდეს 25%-ი. მაქსიმუმ სესხზე თვეში 250 ლარი იხადოს და თუ 1000 ლარზე მეტია შემოსავალი ამ შემთხვევაში 50%. შედარებით დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის ეს ლიმიტი უფრო მკაცრია, იმიტომ რომ მათ საყოფაცხოვრებო ხარჯებზე უფრო მეტი თანხები აქვთ გადასადები. შედარებით მაღალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის ეს უფრო მოქნილია. თუ ადამინს აქვს 2000 ლარი შემოსავალი შეუძლია 1000 ლარამდ იხადოს სესხზე. რაც საკმაოდ გონივრული ლიმიტია. ასევე შემცირდა 40%-იანი ზღვარი ემიგრანტებისთვის უძრავი ქონების შეძენაზე. მათ თანამონაწილეობის სახით მთლიანი თანხის 30%-ის გადახდა მოუწევთ“, - განაცხადა უტიაშვილმა.

დღეს ეროვნულმა ბანკმა გადახდისუნარიანი მსესხებლებისთვის დაკრედიტების წესი შეარბილა.

ცვლილებები „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“დებულებაში სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ძალაში 2020 წლის 15 აპრილიდან შედის.

ყველა სიახლე

ნატალია ბონკი

25 ნოემბერი 2020, 14:24

მსოფლიო

ლეგენდარული ლინგვისტი ნატალია ბონკი გარდაიცვალა

საჭოთა კავშირში ყველაზე ცნობილი ინგლისური ენის სახელმძღვანელოს ავტორი ნატალია ბონკი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი იტყობინება, სადაც პროფესორი სიცოცხლის ბოლო წლებამდე მუშაობდა.

სერგი კაპანაძე

25 ნოემბერი 2020, 14:15

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: არსებობს წინსვლის რესურსი, თუმცა ეს მხოლოდ ახალი არჩევნების ირგვლივ უნდა მოხდეს

„ინდივიდუალური შეხვედრები ჩვეულებრივი ამბავია ელჩებთან, ისინი როგორც წესი იმართება ხოლმე რაუნდებს შორის და ხდება უბრალოდ პოზიციების შეჯერება, ამიტომ, დღესაც ასეთი მორიგი შეხვედრა იქნება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და ჩვენს პარტნიორებს შორის და მოხდება პოზიციების კიდევ ერთხელ გავლა“.

ირმა ინაშილი

25 ნოემბერი 2020, 14:10

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს ხვდება

„ჯერ აყალბებენ არჩევნებს და მერე იწყება „დუბინკები“. ეს რომ არ მოხდეს, მე ვმოქმედებ ჩემი შინაგანი სინდისიდან გამომდინარე. არავითარ შემთხვევაში არ დავექვემდებარები არავითარ ზეგავლენას, კობახიძე-მდინარაძის დაქირავებულ კოორდინატორებს სოციალურ ქსელში, რომლებიც ათას სისაძაგლეს წერენ - შედით პარლამენტში და ა.შ. ვიმოქმედებ გამომდინარე ჩვენი სინდისიდან და ჩვენი პრინციპებიდან. არავითარი მკაფიო და სერიოზული შემოთავაზება, რაც ახალი არჩევნების დანიშვნას უკავშირდება, არ ყოფილა. სხვა დეტალებზე მე მათ ნაცვლად არ ვისაუბრებ, კორექტული არ იქნება“, - განაცხადა ინაშვილმა.

მეტროპოლიტენი

25 ნოემბერი 2020, 14:06

საზოგადოება

მეტროპოლიტენის თანამშრომელთა კორონავირუსით ინფიცირების პრევენციის მიზნით, დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“ გარკვეული ღონისძიებების გატარებას ითხოვს

მეტროპოლიტენის თანამშრომელთა შორის კოვიდის გავრცლების პრევენციის მიზნით, თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ გარკვეული ღონისძიებების გატარებას სთავაზობს

კრიშტიანუ რონალდუ

25 ნოემბერი 2020, 13:44

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა

კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა. Goal-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა „ფერენცვაროშთან“ ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში, 70-ე ბურთი გაიტანა და ამ მაჩვენებლით „ბარსელონას“ არგენტინელ კაპიტანს გაუთანაბრდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

25 ნოემბერი 2020, 13:39

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. „მილანის“ 39 წლის ფორვარდმა ეს პრიზი კარიერაში მეთორმეტედ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას SempreMilan-ი ავრცელებს. სამშობლოში წლის საუკეთესო ფეხბურთელად იბრაჰიმოვიჩს 2007 წლიდან, 2016 წლამდე ზედიზედ აღიარებდნენ, ხოლო 2019 და 2020 წლებში კი ეს ჯილდო კიდევ ორჯერ მიიღო.

25 ნოემბერი 2020, 13:32

რეგიონი

ბათუმში, კოვიდ-სასტუმროში კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა

ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა და შემდეგ თვითდაზიანებებიც მიიყენა. ამ ეტაპზე ექთანი გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, პაციენტი მეტადონის პროგრამაში იმყოფებოდა. მას არ ეკუთვნოდა და ითხოვდა დამატებით წამალს, რაც თავდასხმის მიზეზი გახდა.

ნათია თურნავა

25 ნოემბერი 2020, 13:25

ეკონომიკა

მთავრობა მოქალაქეებისთვის საკომპენსაციო პაკეტზე მუშაობს

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების პარალელურად მუშაობს საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც მოაქალაქეებისკენ იქნება მიმართული, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. „ჩვენ ეს დღეები პრემიერ-მინისტრთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ. ერთი მხრივ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვები გვინდა იყოს დაბალანსებული და ამავდროულად, გვინდა, რომ გადავტეხოთ ის უარყოფითი ტენდენცია რაც გვაქვს ინფიცირებულთა ზრდის თვალსაზრისით. პარალელურად, ვეძებთ ისეთ გზებს, რომ ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ და შევინარჩუნოთ მათი გაჯანსაღების ტენდენცია. ასევე პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც ერთი მხრივ იქნება მოქალაქეებისკენ მიმართული და მეორე მხრივ იმ დარგებისკენ, რომელზეც წერტილოვანი შეზღუდვები მოგვიწევს“, - აღნიშნა თურნავამ.

შალვა ნათელაშვილი

25 ნოემბერი 2020, 13:18

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: ველოდებით ახალი არჩევნების თარიღს და მხოლოდ ამ თემაზე შეიძლება იყოს კონსულტაციები

ველოდებით ივანიშვილისგან ახალი არჩევნების თარიღს და მხოლოდ ამ თემაზე შეიძლება იყოს კონსულტაციები, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა.

კელი დეგნანი

25 ნოემბერი 2020, 13:12

პოლიტიკა

კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად ხვდებიან

„პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა, მხოლოდ ახალი არჩევნები განმუხტავს“, - განაცხადა ნათელაშვილმა შეხვედრის დაწყების წინ.

მეგან მარკლი

25 ნოემბერი 2020, 13:02

ტაბლოიდი

მეგან მარკლმა გაამხილა, რომ მუცელი მოეშალა

„მკვეთრი ტკივილი ვიგრძენი. იატაკზე დავვარდი, არჩი ხელში მყავდა. იავნანას ვღიღინებდი, რომ ორივე მშვიდად ვყოფილიყავით. ჩემს პირველ შვილს ვეხუტებოდი და ვიცოდი, რომ მეორეს ვკარგავდი“, - წერს მარკლი.

აკაკი ზოიძე

25 ნოემბერი 2020, 12:51

COVID19

აკაკი ზოიძე: ინფექციის გავრცელების ტემპი თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილიანობის მკვეთრი მატება

ინფექციის გავრცელების ტემპი თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილიანობის მკვეთრი მატება, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე Facebook-ზე წერს.

რიგა

25 ნოემბერი 2020, 12:46

COVID19

ლატვიაში წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა

ლატვიის ხელისუფლებამ, რიგის გარშემო მდებარე 12 რაიონში კარანტინი გაამკაცრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Delfi ავრცელებს.

25 ნოემბერი 2020, 12:38

ეკონომიკა

ნოემბერში კომერციული ბანკების აქტივები შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 427.12 მლნ ლარით, ანუ 0.79 პროცენტით შემცირდა(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.61 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი ნოემბრისათვის 53.92 მლრდ ლარი შეადგინა.

25 ნოემბერი 2020, 12:23

ეკონომიკა

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი: ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წინა პერიოდებში ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა და კომერციული ბანკების მიერ მიღებულმა მოგებამ ბანკებს სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად კაპიტალის საკმარისი ბუფერების დაგროვების საშუალება მისცა.

ლევან რატიანი

25 ნოემბერი 2020, 12:20

COVID19

ლევან რატიანი: თავი დედაშვილური ურთიერთობისგანაც კი შევიკავოთ, რათა დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც

მე მესმის დღევანდელი ყოფა-ცხოვრების, მაგრამ სიცოცხლეზე დიდი ფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ამიტომ ყველას სიცოცხლე უნდა გადარჩეს და გადავარჩინოთ. ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ერმა, ბერმა ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ. ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, როცა პიკი იქნება, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან, ყველანაირ მიგრაციაზე, დედაშვილურზეც, რომ დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

25 ნოემბერი 2020, 12:09

ეკონომიკა

​​​​​​​Tesla-ს კაპიტალიზაციამ $500 მილიარდს გადააჭარბა

აშშ-ის ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $500 მილიარდს გადააჭარბა. ამის შესახებ Reuters წერს. 2020 წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციებზე ფასი 6-ჯერ გაიზარდა. Tesla-ს აქციებზე ბოლოს, ფასის ნახტომი კომპანიის განაცხადს უკავშირდება

კორონავირუსი

25 ნოემბერი 2020, 12:07

COVID19

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა ანტირეკორდი ზედიზედ მეორე დღეა ფიქსირდება

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 507 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს ანტირეკორდი ქვეყანაში ზედიზედ მეორე დღეა ფიქსირდება. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 37 538 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 660 419 პაციენტი.

გიორგი გახარია ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზე

25 ნოემბერი 2020, 12:03

საზოგადოება

მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს მთავრობა, COVID-19-ის გლობალური პანდემიის მეორე ტალღისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

ლევან რატიანი

25 ნოემბერი 2020, 11:55

COVID19

ლევან რატიანი: უამრავი პაციენტი მოხსნილა მართვითი სუნთქვიდან, მიუხედავად ასაკისა და ქრონიკული დაავადებისა

ყველა სუნთქვის უკმარისობას ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია არ სჭირდება, მაგრამ არსებობს რაღაც ნაწილი, როდესაც ინფექცია პროგრესირებს. პროგრესირებს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექიმი პაციენტს არ უვლის, ამ დროს ინფექცია განიცდის პროგრესირებას და ასეთი გამოხატულება აქვს, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.