imedi /  19 მარტი 2020, 13:53 / სანდო წყარო

„საქნახშირი“ „ძიძიგურის შახტის“ თანამშრომლების საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს

შპს „საქნახშირი“

შპს „საქნახშირი“ გასული თვის განმავლობაში ტყიბულში, „ძიძიგურის შახტში“ დასაქმებული პირების მხრიდან უფლება-მოვალეობების შეუსრულებლობისა და სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის გამო, მათი ანაზღაურების საკითხს აქტიურად განიხილავს, - ამის შესახებ ნათქვამია შპს „საქნახშირის“ განცხადებაში.

კომპანიაში ამბობენ რომ შპს „საქნახშირი“ ცდილობს, შექმნილი სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსავალი მოძებნოს და მენეჯმენტის კეთილი ნების საფუძველზე, დასაქმებულები თებერვლის კუთვნილ ანაზღაურებას თითქმის სრულად მიიღებენ. გამონაკლისს წარმოადგენს თებერვლის თვის გაცდენილი 6 დღის ანაზღაურების საკითხი.

„საკითხი ეხება მიმდინარე წლის თებერვლის თვეში მეშახტეების მიერ რამდენიმე დღის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე გამოუცხადებლობისა და საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობის საკითხს, რის გამოც კომპანიის კანონიერი ინტერესი შეილახა, დაირღვა ოპერირების უწყვეტი ციკლი და კომპანიამ განიცადა მნიშვნელოვანი დანაკარგი.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის თებერვლის პერიოდში დასაქმებულებს არაერთი გაცდენილი დღე ჰქონდათ, კომპანია ტყიბულის შახტების სოციალურ მნიშვნელობას სრულად აცნობიერებს, შესაბამისად, შპს „საქნახშირის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, სიტუაციის გარკვევის მიზნით, პროფკავშირებისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, რომლის შედეგადაც, კომპანიამ გარკვეული კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო - მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც შედგა ოქმი, რაც შპს „საქნახშირის“ მხრიდან გაცდენილი სამუშაო დღეების ანაზღაურებას, ხოლო მეშახტეების მხრიდან სამუშაო პროცესის განახლებას ითვალისწინებს.

შესაბამისად, შპს „საქნახშირის“ მენეჯმენტის კეთილი ნების საფუძველზე, დასაქმებულები თებერვლის კუთვნილ ანაზღაურებას თითქმის სრულად მიიღებენ. გამონაკლისია თებერვლის თვის გაცდენილი 6 დღის ანაზღაურების საკითხი. საუბარია 10 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით, ასევე 24-27 თებერვლის პერიოდზე, როდესაც დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე არ გამოცხადდნენ.

აღსანიშნავია, რომ მეშახტეები მიმდინარე წლის 10-12 თებერვალს სამუშაო ადგილებზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ მივიდნენ, რაც შეეხება 24-27 თებერვალს, აღნიშნულ პერიოდში შპს „საქნახშირის“ მიერ ოფიციალური ბრძანება ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, „ძიძიგურის შახტის“ თანამშრომლები სამუშაოდ „მინდელის შახტზე“ უნდა გადასულიყვნენ. მათ განემარტათ, რომ აღნიშნული დროებითი ღონისძიება განპირობებული იყო მეშახტეთა სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვით. კერძოდ, ძიძიგურის შახტის ამწე-დანადგარზე ბაგირებს ექსპლუატაციის ვადა ამოეწურა და შეცვლას საჭიროებდა, რაც რამდენიმე კვირას მოითხოვდა, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი შახტის ჩასასვლელი გაიხსნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ დასაქმებულებს აღნიშნული ბრძანება და მისი საფუძველი მკაფიოდ განუმარტა, 24-27 თებერვლის ჩათვლით, „ძიძიგურის შახტის“ თანამშრომლები სამუშაო ადგილზე მაინც არ გამოცხადდნენ და სამსახურში მხოლოდ 28 თებერვალს მივიდნენ.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, შპს „საქნახშირმა" საკუთარი დასაქმებულების ინტერესები კიდევ ერთხელ გაითვალისწინა და მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც „ძიძიგურის შახტის“ თანამშრომლებს ეს პერიოდიც აუნაზღაურდებოდათ, თუმცა, კუთვნილი შვებულების ხარჯზე და იმ შემთხვევაში, თუკი თანამშრომლები კომპანიას კუთვნილი საშვებულებო დღეების გამოყენების შესახებ განცხადებით მიმართავდნენ.

აღნიშნულის შესახებ კომპანიამ დასაქმებულებს აცნობა, თუმცა მათ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად, შეთანხმება ვერ შედგა. საინიციატივო ჯგუფმა შპს „საქნახშირს“ შემხვედრი წინადადებითა და შემუშავებული შეთავაზებით თავად მიმართა, რომლის თანახმადაც, კომპანია თანამშრომლებს თებერვლის თვის სრულ ანაზღაურებას იმ შემთხვევაში მისცემდა, თუკი მარტის თვეში „ძიძიგურის შახტზე“ დასაქმებული პირები შრომით პროცესს განაახლებდნენ. შპს „საქნახშირი“ აღნიშნულ ინიციატივასაც დათანხმდა, რაც შეხვედრის ოქმითაც დაადასტურეს. თუმცა, შეთანხმების მიუხედავად, მომდევნო დღეს, 14 მარტს, „ძიძიგურის შახტში“ დასაქმებული პირები სამსახურში მაინც არ გამოცხადდნენ, შეთანხმება დაარღვიეს და მის შესრულებაზე უარი განაცხადეს.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანია იძულებული გახდა, რომ თებერვლის თვის ზემოთ აღნიშნული გაცდენილი 6 სამუშაო დღე არ აანაზღაუროს. მოვლენების არათანამიმდევრული განვითარების მიუხედავად, კომპანია მზად არის, მოლაპარაკების პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში განაახლოს და ამ მიზნით პროფკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდებს, დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სოციალური კეთილდღეობის მიღწევის უზრუნველსაყოფად მოლაპარაკების პროცესში ჩაერთონ. ამავე დროს, პროცესში მონაწილე გარკვეულ პირებს მოუწოდებს, ნუ მოახდენენ პროცესის დესტრუქციას და შექმნილ ვითარებას ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე ნუ გამოიყენებენ.

შპს „საქნახშირი“ კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომპანიაში არსებული შრომის უსაფრთხოების დამკვიდრება მისთვის პრიორიტეტულია და მზად არის, ამ მიზნის უზრუნველსაყოფად შესაბამის დასაქმებულთა გაერთიანებებთან აქტიურად ითანამშრომლოს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2020, 15:22

რეგიონი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ თანამდებობა დატოვა. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, მან ჯერ პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ლაშა გოგიაშვილი დანიშნა, ამის შემდეგ კი საკუთარი სურვილით სამსახურიდან წავიდა

01 აპრილი 2020, 15:19

ეკონომიკა

Bloomberg: ნავთობის ბაზრებს აპოკალიფსი ემუქრება

ამის მიზეზი ოპეკის გადაწყვეტილებაა და ასევე ნედლეულზე მოთხოვნის შემცირებაა. ამ თემზე bloomberg ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.

მარიამ ქვრივიშვილი

01 აპრილი 2020, 15:14

COVID19

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან, - ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

01 აპრილი 2020, 15:09

COVID19

„საქართველოს ფოსტა“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ბინაზე მიაწვდის

„საქართველოს ფოსტა“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ბინაზე მიაწვდის. დღეიდან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები მათთვის განკუთვნილ გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ. ფოსტის კურიერებმა აღნიშნული სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი უფასოდ მთელი საქართველოს მასშტაბით დაარიგეს, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

თბილისის რესპუბლიკური

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 9 პაცინეტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

„ამჟამად კლინიკაში 46 პაციენტი იმყოფება, აქედან 5 რეანიმაციულ განყოფილებაშია. 2-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 3-პაციენტი არის მძიმე. ეს სიმძიმე განპირობებულია ორმხრივი პნევმონიით და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. დღეს ველოდებით 9 პაციენტის ანალიზის პასუხს, მაგრამ ანამნეზის მიხედვით ვფიქრობთ, რომ არაფერი არ იქნება. ჩვენი 46 პაციენტიდან 19 ქალია, 27 კაცი და მათი ასაკი 25-იდან 45 წლამდე მერყეობს“, - განაცხადა კლინიკურმა დირექტორმა.

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

ამერიკის საელჩო საქართველოს სასწრაფო დახმარების პერსონალს მადლობას უხდის

„COVID-19-თან ბრძოლა მოითხოვს მრავალმხრივ ცოდნასა და ნიჭს. ამერიკის საელჩოს სურს, მადლობა გადაუხადოს მათ, ვინც უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ყოფნაში გვეხმარება. დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალს, რომელიც, ხშირად, პირველი გვეხმარება ავად ყოფნისა თუ დაშავებისას. სასწრაფოს თანამშრომლები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ჩვენ მადლიერნი ვართ ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

ალექსანდრე მოწერელია

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

რა ვითარებაა სამეგრელოს აგრარულ ბაზრებში და იცავენ თუ არა მოქალაეები რეკომენდაციებს - რეპორტაში „ქრონიკაში“

ხვალიდან არ დაიწყება თითოეული ჩვენი მოვაჭრის მიერ იმ რკომენდაციების გათვალისწინება და შესრულება, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს გაცემული, მაშინ ჩვენ მივიღებთ აგრარული ბაზრების დახურვის გადაწყვეტილებას, ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს სამეგრელოს აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით განუცხადა. ზუგდიდის აგრალურ ბაზარში ქრონიკის“ გადამღებ ჯგუფს უკონტროლო სიტუაცია დახვდა. მოქალაქეების დიდ ნაწილს პირბადეები ეთათ, თუმცა ისინი ვაჭრობის დროს დისტანციას არ იცავენ. დახლებთან 5-ზე მეტი ადამიანი ერთდროულად იმყოფებოდა. „ქრონიკის“ კამერის გამოჩენის შემდეგ ბაზრობის დირექციამ მოუწოდა მოქალაეებს, დაიცვან დისტანცია. მოქალაქეების ნაწილი აცხადებდა, რომ დისტანციის დაცვა აუცილებელია, თუმცა უმეტესობა ამას არ აკეთებს.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

გერმანიის პრეზიდენტი კორონავირუსთან საბრძოლველად გლობალური ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოდის

შტაინმაიერი, იორდანიის მეფე აბდულა მეორე, სინგაპური, ეთიოპიის და ეკვადორის პრეზიდენტები ჰალიმა იაკობი, სალე-ვორკ ზიუდე და ლენინ მორენ გარკესი მიიჩნევენ, რომ პრობლემის გლობალური გადაწყვეტა ყველას ინტერესებშია.

01 აპრილი 2020, 15:01

ვიდეო

რა ვითარებაა სამეგრელოში

01 აპრილი 2020, 14:59

ვიდეო

უკვე მეორე დღეა გადაკეტილია გორის ყველა გასასვლელი

01 აპრილი 2020, 14:59

ვიდეო

იმერეთში კორონავისრუსის ახალი შემთხვევა დღეს არ გამოვლენილა

01 აპრილი 2020, 14:58

ვიდეო

ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალები მკაცრად ამოწმებენ ქალაქში შესასვლელებს

01 აპრილი 2020, 14:55

საზოგადოება

ვერაზე მაჭავარიანის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად, მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაცით, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 1 900 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები. ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

01 აპრილი 2020, 14:45

COVID19

საქართველოს ბანკი ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს

საქართველოს ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს. ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ბევრ ბიზნესს მოუწია ახალ რეალობაზე გადაწყობა ან საქმიანობის დროებით შეჩერება. იმისათვის, რომ მათ შექმნილ ვითარებაში შეძლონ რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური ზიანი მიადგეთ და ასევე, მოემსახურონ საოპერაციო ხარჯებს, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს პლატფორმას https://argacherde.ge, სადაც ისინი შეძლებენ დარეგისტრირდნენ და საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებელს სპეცილურ ფასად შესთავაზონ. შეთავაზების გამოყენებას მომხმარებელი მას შემდეგ შეძლებს, რაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაბრუნდება და ბიზნესები კვლავ წარმატებით გააგრძელებენ საქმიანობას, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ბანკი ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი

01 აპრილი 2020, 14:34

პოლიტიკა

ხვალ ნატოში საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი ღონისძიებების პაკეტს დაამტკიცებენ

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენგერბმა ონლაინ პრესს-კონფერენციის ფარგლებში „ქრონიკას“ განუცხადა, „ახალი ღონისძიებები ეხება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მეტ ერთობლივ წვრთნებს. ნატო აგრძელებს საქართველოს დახმარებას პრაქტიკულ და პოლიტიკურ დონეზე“.

მაია ცქიტიშვილი

01 აპრილი 2020, 14:34

COVID19

მაია ცქიტიშვილმა განმარტა რა საგადასახადო შეღავათები დაუწესდა ბიზნესს

„ეს იყო მოქალაქეების ნაწილში საბანკო სესხების, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში არსებული სესხების 3 თვით გადავადება. ასევე, გარკვეული პაკეტი იყო შეთავაზებული ტურისტული ბიზნესის მთელი კომპლექსისთვის, დაახლოებით 18 ათას კომპანიას შეეძლო, ესარგებლა ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადავადებით 4 თვის განმავლობაში. ასევე გახსოვთ, რომ მცირე ზომის სასტუმროებისთვის, 50 ადგილზე ნაკლები ზომის სასტუმროებისთვის შევთავაზეთ სესხის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში, პროცენტის თანადაფინანსება და ასევე, განბაჟების გადასახადის გადავადება ავტოიმპორტიორებისთვის, რომელსაც ასევე, ჰქონდა პრობლემა და 38 ათასმა იმპორტიორმა უკვე ისარგებლა ამ შეღავათებით

01 აპრილი 2020, 14:32

COVID19

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ერგნეთში იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საგუშაგოებს მოინახულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოგვიანებით ვახტანგ გომელაური გორის შესასვლელში მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მივა და საგუშაგოებზე არსებულ სიტუაციას გაეცნობა.

01 აპრილი 2020, 14:27

ვიდეო

ცნობილი მოგზაური ფოტოგრაფი ამი ვიტალე

01 აპრილი 2020, 14:27

ვიდეო

იზოლაციის პირობებში მომღერლები გვამხნევებენ

01 აპრილი 2020, 14:26

ვიდეო

იტალიელი მერის, რობერტო მონტიშის, მიმართვა ქართველებს და ვითარება ქალაქ სარდარაში