03 აპრილი 2020, 11:41 / სანდო წყარო

მსოფლიო ბანკი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის 486 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს

მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული "საგანგებო რეაგირების საწყისი გლობალური პაკეტის" ფარგლებში ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები ისარგებლებენ სწრაფი აღდგენის მექანიზმითა და ასევე სხვა სახის დაფინანსებით, რომლებიც სახელმწიფოებს COVID-19-ის (კორონავირუსის) პანდემიით გამოწვეული შედეგების შემსუბუქებასა და მათზე რეაგირებაში დაეხმარებათ.

COVID-19-ით გამოწვეულ შედეგებზე სწრაფი რეაგირებისთვის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსების პირველი ნაწილიდან, ოცდახუთი ქვეყანა მთლიანობაში, დაახლოებით 2 მლრდ აშშ დოლარს მიიღებს. ამ ქვეყნებს შორისაა ევროპისა და ცენტრალური აზიის ორი ქვეყანა, კერძოდ, ტაჯიკეთი და ყირგიზეთის რესპუბლიკა, რომლებიც შესაბამისად 11.3 მლნ. და 12.15 მლნ. აშშ დოლარს მიიღებენ.

ამასთან ერთად, რეგიონის რამდენიმე ქვეყანა იღებს მსოფლიო ბანკის დახმარებას დაფინანსების სხვადასხვა საშუალების მეშვეობით, ადრეული გაცემის ან არსებული პროექტების და სესხების რესტრუქტურიზაციის ჩათვლით. ყირგიზეთის რესპუბლიკაში 9 მლნ. აშშ დოლარის გადანაწილება განხორციელდა ყირგიზეთის მდგრადობის ამაღლების პროექტის საშუალებით, სრულად აღჭურვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 15 მანქანის, მობილური ტექნიკისა და პირადი დაცვის აღჭურვილობის შესაძენად. კატასტროფების სპეციალური საკრედიტო ხაზიდან (CAT-DDO) რუმინეთისთვის გამოყოფილ იქნა 400 მლნ. ევრო (დაახლოებით 441 მლნ. აშშ დოლარი). ყაზახეთმა განახორციელა სოციალური ჯანდაცვის დაზღვევის პროექტის ნაწილის რესტრუქტურიზაცია 10 მლნ. აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად კრიტიკული მნიშვნელობის სამედიცინო აპარატურისთვის. სომხეთი იყენებს 3 მლნ. აშშ დოლარს ინტენსიური თერაპიისა და პირადი დაცვის აღჭურვილობის შესაძენად წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის მუშაკებისთვის.

„ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო, ჯანდაცვის კუთხით საგანგებო ვითარების წინაშე დგანან, რასაც თან სოციალური და ეკონომიკური სირთულეები ახლავს, რომლის მსგავსიც ახლო წარსულში არ გვახსენდება. მსოფლიო ბანკი თავის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტითა და ფინანსებით ეხმარება ქვეყნებს, შეამსუბუქონ პანდემიის ზეგავლენა ადამიანების ცხოვრებაზე“,-განაცხადა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა.

ამჟამად, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ათზე მეტი ქვეყანა მსოფლიო ბანკთან განიხილავს პროექტებს COVID-19-ის პანდემიის ზემოქმედების შერბილებისა და მასზე რეაგირების მიზნით.

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონის ქვეყნების მთავრობებთან სიცოცხლის დანაკარგების მინიმუმამდე დასაყვანად, ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად და ეკონომიკაზე ზემოქმედების შესარბილებლად. დაფინანსების ეს პირველი ნაწილი დღეს წარმოადგენს დაუყოვნებლივ ღონისძიებას ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ხოლო ხვალ ის მიმართული იქნება სამუშაო ადგილების და საარსებო საშუალებების დასაცავად მომდევნო ფაზების მეშვეობით“, - აღნიშნა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის მომავალმა ვიცე-პრეზიდენტმა, ანა ბიერდემ.

დღეისათვის COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართული მსოფლიო ბანკის რეაგირების ღონისძიებები ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის შემდეგ ქვეყნებში ხორციელდება:

ტაჯიკეთი – სწრაფი რეაგირების ფარგლებში მიღებული დაფინანსება 11.3 მლნ. აშშ დოლარის მოცულობით ხელს შეუწყობს ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობების გაფართოებას აღჭურვილობის, მარაგების და ტრენინგის თვალსაზრისით. ასევე, მიმართული იქნება საზოგადოებასთან კოორდინაციისა და კომუნიკაციის გასაძლიერებლად. ყველაზე მოწყვლადი ოჯახები ასევე დაცულები იქნებიან დროებითი სოციალური დახმარების საშუალებით.

ყირგიზეთის რესპუბლიკა – სწრაფი რეაგირების მიზნით გამოყოფილი 12.15 მლნ. აშშ დოლარი ხელს შეუწყობს ჯანდაცვის მიმართულებით არსებული საჭიროებების დაკმაყოფილებას - სამედიცინო ტექნიკის, პირადი დაცვის აღჭურვილობის და ტესტების შეძენას და ინტენსიური თერაპიის განყოფილებების მოწყობას. ამასთან ერთად, 9 მლნ. აშშ დოლარის გადანაწილება ხდება ყირგიზეთის მდგრადობის ამაღლების მიმდინარე პროექტის საშუალებით სრულად აღჭურვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 15 მანქანის, სწრაფი რეაგირების ჯგუფების მობილური ტექნიკის და პირადი დაცვის აღჭურვილობის შესაძენად წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის მუშაკებისთვის.


რუმინეთი – 400 მლნ. ევროს გამოყოფა (დაახლოებით 441 მლნ. აშშ დოლარი) ქვეყანას დაეხმარება პირველადი ჯანდაცვის გაფართოებაში, განსაკუთრებით მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილისთვის, და აამაღლებს ჯანდაცვის სფეროში ხარჯვის ეფექტიანობას.

ყაზახეთი – 10 მლნ. აშშ დოლარის საშუალებით შესაძლებელი გახდა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის (APV) 236 აპარატის შეძენა, რომლებიც აუცილებელია COVID-19 -ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე პაციენტების მზარდი რაოდენობის სამკურნალოდ ყაზახეთის რეგიონებში. ასევე იგეგმება დამატებითი დაფინანსების გამოყოფა კიდევ 123 ასეთი აპარატის შესაძენად.

სომხეთი – 3 მლნ. აშშ დოლარით ფინანსდება ინტენსიური თერაპიის და პირადი დაცვის აღჭურვილობის შეძენა წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის მუშაკების დასახმარებლად მწვავე რესპირატორული ინფექციების მართვაში COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობისას.

მსოფლიო ბანკი გამოყოფს 14 მლრდ. აშშ დოლარის მოცულობის სწრაფი რეაგირების პაკეტს განვითარებად ქვეყნებში COVID-19-ით გამოწვეული შედეგების საპასუხოდ და აღდგენისთვის საჭირო პერიოდის შესამცირებლად. პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად ჯანდაცვის და ეკონომიკის სფეროებში დაუყოვნებელი რეაგირება გულისხმობს ქვეყნებისთვის დაფინანსების გამოყოფას, დარგობრივ პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემას და ტექნიკური დახმარების გაწევას. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) გამოყოფს 8 მლრდ. აშშ დოლარს კერძო კომპანიების დასახმარებლად, რომლებზეც გავლენა იქონია პანდემიამ, და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად. რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) და განვითარების საერთაშორისო სააგენტო (IDA) თავდაპირველად გამოყოფენ 6 მლრდ. აშშ დოლარს ჯანდაცვის მიმართულებით რეაგირებისთვის. რამდენადაც ქვეყნებს გაცილებით ფართო დახმარება დასჭირდებათ, მსოფლიო ბანკის ჯგუფი 15 თვის განმავლობაში გამოყოფს 160 მლნ. აშშ დოლარს ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობის დასაცავად, საწარმოების მხარდასაჭერად და ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად.

ყველა სიახლე

16 აპრილი 2021, 20:40

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 804 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 804 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 12 955 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

16 აპრილი 2021, 20:36

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 10 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 99 ადამიანი გარდაიცვალა.

16 აპრილი 2021, 20:31

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 15 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 429 ადამიანი გარდაიცვალა.

სოზარ სუბარი

16 აპრილი 2021, 20:30

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ჩვენ გადავდგით შემხვედრი ნაბიჯი და ველოდებით ოპოზიციას

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მზად ვიყავით, თუმცა ოპოზიციამ მზადყოფნა არ გამოთქვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 20:28

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 34 ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისის მერია

16 აპრილი 2021, 20:20

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერია ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ მიწისქვეშა კომუნიკაციებს სრულად შეცვლიან.

16 აპრილი 2021, 20:16

მსოფლიო

გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვრებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს

გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვრებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

იაგო ხვიჩია

16 აპრილი 2021, 20:14

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: დოკუმენტს გავეცნობით, თუ „გირჩის“ გეგმა შესრულდა, რა არგუმენტი უნდა მქონდეს, რომ ხელი არ მოვაწერო

დოკუმენტი იყო შეთანხმების, ანუ შერიგების ქართული პოლიტიკური სპექტრის. ჩვენ, ანუ „გირჩი“ არა ვართ მთავარი მოჩხუბარი მხარე, რომელსაც სჭირდება შერიგება ამ დოკუმენტით, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, ეს მათი შერიგების დოკუმენტია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 19:58

მსოფლიო

ამერიკის სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

16 აპრილი 2021, 19:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მოვუსმინოთ საპატრიარქოს, რომ ნამახვანჰესის საკითხზე ერთადერთი გზა დიალოგია

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს ეკლესიის პოზიცია იყო ერთგვარი ორიენტრი მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს ეხება ნამახვანჰესთან და დავით გარეჯთან დაკავშირებით ძალიან მწვავე საკითხებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა „ქრონიკას“ განუცხადა.

16 აპრილი 2021, 19:54

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს

„ქართულ ოცნებას“ რეფორმებთან დაკავშირებულ სამ საკითხზე კომპრომისზე წასვლა მოუწია, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განცხადა.

სერგო ჩიხლაძე

16 აპრილი 2021, 19:52

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: ის, რაც არჩილ თალაკვაძემ გააჟღერა, შეთანხმების მისაღწევად საკმარისი არ არის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიატორებისშედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა შეთანხმებისთვის საკმარისი არ არის და ეს მხოლოდ დასტურია, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკების გასაგრძელებლად მზადაა.

გაბი აშკენაზი

16 აპრილი 2021, 19:51

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბი აშკენაზიმ განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს.

მარიო დრაგი

16 აპრილი 2021, 19:34

COVID19

იტალიაში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება 26 აპრილიდან დაიწყება

იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქება 26 აპრილიდან დაიწყება. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 19:34

სამართალი

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

16 აპრილი 2021, 19:29

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სარისკო ობიექტების უსაფრთხოება კერძო დაცვის სამსახურის სავალდებულო სწავლება გავლილმა თანამშრომლებმა ან პოლიციამ უნდა დაიცვას

საქართველოს პარლამენტში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სხვა რისკის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი ახლებურად უნდა დარეგულირდეს.

რატი იონათამიშვილი

16 აპრილი 2021, 19:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: დღეს რუსული ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდა ჩვენს ქვეყანაში

დღეს რუსული ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდა ჩვენს ქვეყანაში! ვინც უპირისპირდება შარლ მიშელის ეგიდით მომზადებულ დოკუმენტს, ის, რეალურად, საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის წინააღმდეგია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს

16 აპრილი 2021, 19:13

სამართალი

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 45 წლამდე კაცი სავარაუდოდ ძმამ მოკლა

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 45 წლამდე კაცი სავარაუდოდ უფროსმა ძმამ მოკლა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სოფლის რწმუნებულმა, ჯუმბერ ყურშუბაძემ დაუდასტურა.

ირაკლი ბერაია

16 აპრილი 2021, 19:08

სამართალი

რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობის ფაქტზე ორი პირის დაკავებას ირაკლი ბერაია ეხმაურება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამორჩეული და სამაგალითო სპეცსამსახურია რეგიონში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამსახურის საქმიანობა მასობრივი განადგურების იარაღის დამზადებისთვის საჭირო კომპონენტების და სხვა სახის რადიოაქტიური ნივთიერებებისა თუ მასალების უკანონო ბრუნვის აღკვეთის მიმართულებით. ამ კუთხით სამსახურის საქმიანობა, სხვა მიმართულებებით წარმატებულ ნაბიჯებთან ერთად, ყოველთვის იმსახურებდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უმაღლეს შეფასებებს, - უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობის ფაქტზე ორი პირის დაკავებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ეხმაურება.

გია აბაშიძე

16 აპრილი 2021, 18:57

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საინტერესოა, ახლა რა მიზეზით გაჯიუტდებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, რომ ხელი არ მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს

საინტერესოა, ახლა რა მიზეზით გაჯიუტდებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, რომ ხელი არ მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.