IMEDI /  03 აპრილი 2020, 17:07 / სანდო წყარო

2020 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს აეროპორტები ჯამში - 710 143 მგზავრს მოემსახურა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2020 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს აეროპორტები ჯამში - 710,143 მგზავრს მოემსახურა. რაც -30% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი 1,014,734 მგზავრი). კლება ფიქსირდება ამავე პერიოდის რეისებთან დაკავშირებითაც. 2020 იანვარ-მარტში საქართველოს ხუთივე აეროპორტში 3,785 რეისი განხორციელდა, რაც -27% ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2020 წელი - 5,200 რეისი). საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის კლების მიზეზი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, როგორც საქართველოში, ასევე თითქმის მთელ მსოფლიოში, რეგულარული სამგზავრო გადაზიდვების შეჩერებაა.

ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულდება რეგულარული სატვირთო გადაზიდვები და სპეციალური ჩარტერული რეისები, რომელსაც საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით ნიშნავს. შეზღუდვები ასევე არ ეხება მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებს, როგორიცაა ამბულატორიული, ავარიული, ტექნიკური და სხვა სახის ფრენები.

მარტში მგზავრთნაკადის კლება ამბროლაურის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2020 წლის მარტში 79 556 მგზავრს მოემსახურა, რაც -75 % ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი მგზავრი 314 067). რაც შეეხება ჯამს სამი თვის ჭრილში: შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში აქაც კლება ფიქსირდება. იანვარ-მარტში თბილისის აეროპორტი 479 108
მგზავრს მოემსახურა. რაც 40%-ით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 804,675- მგზავრი). რაც შეეხება ცვლილებას რეისების კუთხით, სამი თვის ჭრილში საქართველოს ძირითად აეროპორტში რეისები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედეარები 36%-ით არის შემცირებული და იანვარ-მარტში სულ 2 717 რეისი განხორციელდა. (2019 წელი 4 269 რეისი).

2020 წლის მარტში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 7 303 მგზავრმა ისარგებლა. რაც 66%-ით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი 21 664 მგზავრი). სამი თვის ჭრილში კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 47 574 მგზავრს მოემსახურა, რაც 8%-ით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 51 916 მგზავრი).

ბოლო წლების განმავლობაში პირველად, 2020 წლის მარტში მგზავრთნაკადის კლება ფიქსირდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მარტში 27 439 მგზავრს მოემსახურა, რაც 49%-ით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 53 316 მგზავრი). სამი თვის ჭრილში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 16%-იანი ზრდაა და 181 675 მგზავრი შეადგინა. (2019 წელი 156 784 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს:

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2020 წლის მარტში 328 ადამიანს მოემსახურა და მგზავრთნაკადი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით შემცირდა. (2019 წელი 421 მგზავრი).

ერთადერთი, სადაც მარტში მგზავრთნაკადის ზრდა ფიქსირდება, ამბროლაურის აეროპორტია. გასულ თვეს აეროპორტით 45 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით გაიზარდა. (2019 წელი 45 მგზავრი).

ადგილობრივი აეროპორტები, 2020 წლის სამ თვეში ჯამურად 1 786 მგზავრს მოემსახურნენ. რაც 31%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 1 359 მგზავრი).

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

12 აპრილი 2021, 11:25

COVID19

ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება და უნდა გავითავისოთ, რომ მესამე ტალღის დაწყების რისკი დიდია

„ფაქტია, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება და ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ მესამე ტალღის დაწყების დიდი რისკია. შეიძლება ვთქვათ, რომ ის დაწყებულია, თუმცა ფართო მასშტაბი ჯერჯერობით არ აქვს მიღებული. ყველა ინდიკატორი, რომელიც აფასებს ეპიდსიტუაციას, სამწუხაროდ, გაუარესებული არის, ყველა. ეს მცირე აფეთქებები დაიწყო დიდი თავშეყრებიდან, ამიტომ უნდა გავითავისოთ, რომ დროებით ხელი უნდა ავიღოთ ამ დიდ თავშეყრებზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

12 აპრილი 2021, 11:22

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 245 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 99 ადამიანი გარდაიცვალა.

12 აპრილი 2021, 11:18

სამართალი

პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 385 ფაქტი გამოავლინა

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1116 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 149 ფაქტი გამოვლინდა.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

12 აპრილი 2021, 11:16

მსოფლიო

ირანმა ისრაელი ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტში დაადანაშაულა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა ისრაელი ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტში დაადანაშაულა.

ენტონი ბლინკენი

12 აპრილი 2021, 11:02

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ჩინეთმა საერთაშორისო ექსპერტებს ინფორმაციაზე წვდომა არ მისცა, რამაც კორონავირუსის პანდემია უფრო გაართულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთმა საერთაშორისო ექსპერტებს ინფორმაციაზე წვდომა არ მისცა, რამაც კორონავირუსის პანდემია უფრო გაართულა.

12 აპრილი 2021, 10:58

COVID19

რა შემთხვევაშია აუცილებელი სამედიცინო პირბადის გამოყენება და როდის შეიძლება ნაჭრის პირბადის მოხმარება. ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

„მსოფლიოში, ძირითადად, ორი ტიპის პირბადეა გავრცელებული; ნაჭრის პირბადე და სამედიცინო, ანუ ქირურგიული პირბადე. ნებისმიერმა ადამიანმა, რომლის ასაკი 60 წელი და ზემოთაა, ასევე, მათ, ვისაც აქვთ ერთი თანმხლები დაავადება მაინც - სასუნთქი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადება, დიაბეტი, ჭარბი წონა, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსივნე, აუცილებლად უნდა ატაროს სამედიცინო პირბადე. სხვა კატეგორიის ადამიანებმა, თუ პირბადე სტანდარტებს შეესაბამება, შესაძლებელია, ატაროს ნაჭრის პირბადეც“.

12 აპრილი 2021, 10:56

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 288 755 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 277 829, გარდაიცვალა 3 883 პაციენტი.

12 აპრილი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 359 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 526 პაციენტი.

დავით სერგეენკო

12 აპრილი 2021, 10:40

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: ვფიქრობ, უახლოეს დღეებში უნდა ვიხილოთ საბოლოო გადაწყვეტილებები

ვფიქრობ, უახლოეს დღეებში უნდა ვიხილოთ საბოლოო გადაწყვეტილებები, როგორც პოზიციის, ასევე, ოპოზიციის მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, სჯერა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებისკენ მიმართული და არა - პარტიული.

BAFTA

12 აპრილი 2021, 10:40

კულტურა

BAFTA 2021-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ცერემონია ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ოთხ მთავარ ნომინაციაში გამარჯვებული „ნომადლენდი“ გახდა - ფილმის ავტორი ქლოი ჟაო საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს, მთავარი როლის შემსრულებელი ფრენსის მაკდორმანდი საუკეთესო მსახიობ ქალად, ჯოშუა ჯეის რიჩარდსი კი საუკეთესო ოპერატორად. თვითონ სურათი წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს.

12 აპრილი 2021, 10:36

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 1 824 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 38 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 824 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ოთარ ტატიშვილი

12 აპრილი 2021, 10:32

COVID19

ოთარ ტატიშვილი მოქალაქეს, რომელსაც პანდემიის არსებობის არ სჯერა, ბოქსირებული და რეანიმაციული განყოფილებების დათვალიერებას სთავაზობს

„იმედის დილის“ წამყვანი და ექიმი, ოთარ ტატიშვილი მოქალაქეს, რომელმაც ქუჩაში ჩატარებული გამოკითხვისას თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის არსებობის არ სჯერა, ბოქსირებული და რეანიმაციული განყოფილებების დათვალიერებას სთავაზობს. გამოკითხვისას მოქალაქემ თქვა: „ბევრი ნაცნობი მყავს, იმათაც ვეკითხები: „ვინმე დაიღუპა ჩვენ გარშემო?“.

12 აპრილი 2021, 10:31

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 168 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 168 912 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 904 ადამიანი გარდაიცვალა.

12 აპრილი 2021, 10:29

რეგიონი

აბასთუმანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა სრულდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ასრულებს. შესრულებული სამუშაოები, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშივლმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

ლევან დავითაშვილი

12 აპრილი 2021, 10:07

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენი მიზანია, მიმდინარე წლიდან, პრიორიტეტი გახდეს ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, დარგის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივები და რთველი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა.

ირაკლი კობახიძე

12 აპრილი 2021, 10:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ირაკლი კობახიძე შეხვედრებს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართავს.

12 აპრილი 2021, 09:53

საზოგადოება

აპრილიდან სკოლის მოსწავლეებთან განათლების სისტემის სოციალური მუშაკები იმუშავებენ

კონკურსის გზით დამატებით კიდევ 22 აპლიკანტი შეირჩევა და საბოლოოდ, საქართველოს ყველა რეგიონის ცენტრს ეყოლება სოციალური მუშაკი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაბამის სოციალურ მომსახურებას გაუწევს.

12 აპრილი 2021, 09:46

სამართალი

პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ლ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

12 აპრილი 2021, 09:28

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში დღისით ჰაერის +20 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს, ღამით კი +9 გრადუსია. დედაქალაქშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

12 აპრილი 2021, 09:11

საზოგადოება

პარლამენტში ტურიზმის ადმინისტრაციის საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ

დარგობრივი კომიტეტის წევრებს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წარუდგენს. კომიტეტის სხდომა 13:30 საათზეა ჩანიშნული.