imedi /  15 აპრილი 2020, 20:18 / სანდო წყარო

ჩვენი პროგრამა სავალუტო ფონდთან იყო და რჩება ძალიან წარმატებული: ივანე მაჭავარიანმა, კობა გვენეტაძემ და მერსედეს ვერა მარტინმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევის გათვალისწინებით, პროგრამის შეფასება პირველად დისტანციურად განხორციელდა.

შედეგად, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასა და პროგრამის საერთო თანხის გაზრდაზე.

ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინს მისიის დაწყებასთან დაკავშირებით მყისიერი გადაწყვეტილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს ჩვენ წინაშე დგას სამი ამოცანა - პირველი, გავუმკლავდეთ პანდემიას; მეორე, შევძლოთ იმ მოსახლეობის სოციალური დაცვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამო მოკლებულია საარსებო წყაროებს; მესამე, შევძლოთ ეკონომიკაზე მიყენებული ზარალის სწრაფად აღმოფხვრა. მოსალოდნელია ეკონომიკის კლების გამო შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება. ამ ფონზე გაზრდილი სოციალური დანახარჯების დასაფინანსებლად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მოიზიდოს დამატებითი დაფინანსება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან შეთანხმება, რადგან შეთანხმების შედეგად საქართველოს გამოეყოფა 200 მლნ აშშ დოლარი. ჩვენ საკმაოდ წარმატებით ვითანამშრომლეთ პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებთან და მიღწეული გვაქვს შეთანხმება დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე მიმდინარე წელს. ამას დაემატება ამავე მოცულობის ინვესტიცია კერძო სექტორში“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ფონდთან შეთანხმება შედგა განახლებულ ეკონომიკურ პროგნოზზე და იმ დანაკლისზეც, რაც ეკონომიკამ პანდემიის გამო განიცადა.

„ჩვენ ველით დაახლოებით 4-5 პროცენტიან ეკონომიკურ კლებას 2020 წელს და ჩვენი შეფასებით, გვექნება დაახლოებით 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დანაკლისი საგადამხდელო ბალანსში. ეს თანხა უკვე მოძიებულია და შეივსება ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ჩვენი პროგრამა სავალუტო ფონდთან იყო და რჩება ძალიან წარმატებული. ამ პროგრამის ფარგლებში, ჩვენ შევძელით მოგვეპოვებინა მაღალი რეპუტაცია რეფორმების, ფისკალური დისციპლინისა და მოწყვლადობის შემცირების მიმართულებით, რისი შედეგიც დღეს არის ის დახმარება, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვთავაზობენ. მნიშვნელოვან გამოწვევებს ველით ასევე ფისკალური კუთხით, ვინაიდან ჩვენ გვეზრდება ხარჯები და გვიმცირდება საგადასახადო შემოსავლები. ამიტომ, სადაც ეს შესაძლებელია, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევამცირებთ ხარჯებს. ამასთან, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობისა, რეფორმების კუთხით ჩვენ შეუფერხებლად განვაგრძობთ მუშაობას. ყველა შეფასებით, ეს შოკი არის დროებითი. რაც ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, გამოიწვევს რეცესიას, მაგრამ, საბედნიეროდ, შემდეგ წლებში ამას მოჰყვება მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკა აუცილებლად აინაზღაურებს ამ დანაკლისს. ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. კობა გვენეტაძის შეფასებით, ეკონომიკური გუნდის სწრაფი მოქმედების შედეგად, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში გაზრდილ თანხებს მიიღებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მიღწეული შეთანხმება პროგრამის ფარგლებში ადრე დამტკიცებული შეთანხმების ფარგლებზე დაახლოებით 375 მლნ დოლარით მეტ რესურსს მივიღებთ, რაც მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ღონისძიებებსა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება ამჯერად ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის გაიყოფა. აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ ამ შეთანხმების დამტკიცებისთანავე ფინანსთა სამინისტრო 200 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი თანხა შემდეგი ორი მიმოხილვის შედეგად ეროვნული ბანკისთვისაა განკუთვნილი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, არსებული გამოწვევების საპასუხოდ ეროვნული ბანკი გააგრძელებს მოქნილი მონეტარული პოლიტიკის განხორციელებას ისე, რომ ინფლაციის მიზნობრივ დონეზე ეტაპობრივად დაბრუნება უზრუნველყოს.

„შოკებთან გასამკლავებლად გაცვლითი კურსის მოქნილობა კვლავ აქტუალური იქნება. თუმცა, ამავდროულად, ფასების სტაბილურობის მანდატის ფარგლებში, ლარის გადაჭარბებული მერყეობის შესარბილებლად და სავალუტო ბაზრისთვის ლიკვიდობის მისაწოდებლად, სავალუტო ინტერვენციები საჭიროების მიხედვით უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული. გასულ წლებში ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს აგროვებდა და ამ პოლიტიკის სარგებელი სწორედ დღეს ჩანს. ამ განსაკუთრებული ვითარების ფონზე, ინტერვენციების საშუალებით, სწორედ იმ დაგროვებულ რეზერვებს გამოვიყენებთ სავალუტო ბაზრისთვის მისაწოდებლად“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მისივე შეფასებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალური დახმარების გარდა, საერთაშორისო და ორმხრივი საფინანსო ინსტიტუტები კერძო სექტორს დამატებით $1.5 მილიარდამდე დაფინანსებას გამოუყოფენ, რომლის ძირითადი ნაწილიც კომერციული ბანკების გავლით რეალურ სექტორში მოხვდება.

„ვირუსით გამოწვეული საფრთხეების დაძლევის შემდეგ, ეს რესურსი წაახალისებს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ ზრდას - საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით 2021-2025 წლების განმავლობაში ეკონომიკის წლიურად საშუალოდ ზრდა 5 პროცენტზე მეტი იქნება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის შეთანხმებაზე გამართული დისკუსია პროდუქტიულად შეაფასა მისიის ხელმძღვანელმა. მერსედეს ვერა მარტინის განცხადებით, გაზრდილი დაფინანსება დაეხმარება ჯანდაცვის და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ღონისძიებების დაფინანსებას, დააკმაყოფილებს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ საგადამხდელო ბალანსის საჭიროებებს და მოახდენს საერთაშორისო საზოგადოების დახმარების მობილიზებას.

„ამ თანხის ნაწილი, დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი იქნება საბიუჯეტო დახმარება, რაც ქვეყნის ხელისუფლებას დაეხმარება სასწრაფო სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროების მოგვარებაში. თანხის ეს ნაწილი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახდება აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ პროგრამის მიმოხილვის დამტკიცებისთანავე. მეექვსე მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომ თანხასთან ერთად, მთლიანი ჩამორიცხვები საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 450 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდება“, - განაცხადა ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.

მერსედეს ვერა მარტინის განმარტებით, COVID-19-ის პანდემიამ წარმოშვა საგადამხდელო ბალანსის დაფინანსების საჭიროება დაახლოებით 1.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით 2020-2021 წლებში და ეს საჭიროება სსფ-ს და სხვა დონორების დახმარებით დაფინანსდება.

“ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა COVID-19-ის პანდემიის გავრცელების კონტროლისა და მისი უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად. გასულ წლებში გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის, ფისკალური და საგარეო რეზერვების ზრდის, კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილ საფინანსო სისტემისა და დონორების მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების წყალობით საქართველო მომზადებულია ამ გამოწვევის პირისპირ. ხელისუფლებამ მოიძია ფინანსური რესურსი საერთაშორის სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც დააფინანსებს ამ გაზრდილ დეფიციტს და ასევე შექმნის რეზერვს, რაც მთავრობას დაღმავალი რისკების მატერიალიზების შემთხვევაში შემდგომი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას მისცემს. ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, შოკის დასრულების შემდეგ განახორციელოს ფისკალური კონსოლიდაცია და გაზარდოს ფისკალური რეზერვი ფისკალურ რისკებთან გასამკლავებლად. ფასების სტაბილურობის და ფინანსური სტაბილურობის მანდატის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკმა განახორციელა სავალუტო ინტერვენციები გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად და გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯები ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. კაპიტალის და ლიკვიდობის ბუფერები დროულად გამოთავისუფლდა ეკონომიკის მხარდასაჭერად. ბანკებს ეთხოვათ მოსალოდნელი დანაკარგი დაუყოვნებლივ ეღიარებინათ. საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა მისი პოლიტიკა მოქნილად შეცვალოს ვითარების შესაბამისად, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ფასების და ფინანსური სტაბილურობა. სტრუქტურული რეფორმების შემდგომი განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის პოტენციალის შენარჩუნებას საშუალოვადიან პერიოდში და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას”, - აღნიშნა მერსედეს ვერა მარტინმა და საქართველოს ხელისუფლებას, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გახსნილი და კონსტრუქციული განხილვებისთვის მადლობა გადაუხადა.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2021, 11:53

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 10 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 294 ადამიანი გარდაიცვალა.

გურამ მაჭარაშვილი

13 აპრილი 2021, 11:45

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მაქვს მოლოდინი, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას საკანონმდებლო საქმიანობის დაწყების შესახებ

მოლოდინი მაქვს, რომ რადიკალურ ოპოზიციაშიც გამოჩნდებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ან ინდივიდუალურად ან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ საკანონმდებლო საქმიანობა დაიწყონ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

13 აპრილი 2021, 11:44

ეკონომიკა

საქსტატი: მარტში ექსპორტი 30.8 პროცენტით გაიზარდა

ექსპორტის ზრდა ნათლად მიანიშნებს ეკონომიკის გაჯანსაღებასა და მიმდინარე ტენდენციების გაუმჯობესებაზე. ამასთან, მარტში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე მცირედით აღემატება 2019 წლის მარტის (პანდემიამდე) მონაცემსაც.

გიორგი ამილახვარი

13 აპრილი 2021, 11:36

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ვფიქრობ, უახლოეს დღეებში შესაძლებელია, გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრთან რიგ საკითხებზე მოლაპარაკება შედგეს

„ამ დღეებში მიმდინარეობდა ელჩებთან შეხვედრები, როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების. არის გარკვეულ საკითხებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა და შემიძლია, გითხრათ, რომ ვფიქრობ, უახლოეს დღეებში შესაძლებელია, გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრთან მაინც რიგ საკითხებზე შედგეს მოლაპარაკების პროცესი, იმ საკითხებზე, რომლებიც ბატონმა დანიელსონმა დააყენა“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

სერგო ჩიხლაძე

13 აპრილი 2021, 11:32

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: შეთანხმების დოკუმენტში, შარლ მიშელის, ღარიბაშვილისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი ხუთივე პუნქტი უნდა აისახოს

პოლიტიკური დიალოგის წარმართვისთვის მხარეთა პოზიციები შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ისაუბრა. „ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ დიპლომატებთან და მათი პოზიციაც არის, რომ ხუთივე პუნქტი, რომელიც ჯერ კიდევ შარლ მიშელის, ღარიბაშვილისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიერ არის ხელმოწერილი, ხუთივე პუნქტი უნდ იყოს ასახული“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

შალვა პაპუაშვილი

13 აპრილი 2021, 11:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ოპონენტები შეთანხმებასა და დათანხმებას შორის სხვაობას ვერ ხედავენ

ჩვენი ევროპელი კოლეგები ძალისხმევას არ იშურებენ ოპოზიციის დასარწმუნებლად, რომ მნიშვნელობა აქვს კონსენსუსსა და შეთანხმებას, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ჩვენი ოპონენტები შეთანხმებასა და დათანხმებას შორის სხვაობას ვერ ხედავენ. მათ სურთ, რომ დავეთანხმოთ ყველაფერში და არა ის, რომ შევთანხმდეთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ვოლსკი

13 აპრილი 2021, 11:27

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: მათ არანაირი არჩევნები არ აინტერესებთ, არც რიგგარეშე, არც მორიგი და არც განმეორებითი

ამათ არანაირი არჩევნები არ აინტერესებთ, არც რიგგარეშე, არც მორიგი და არც განმეორებითი, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის სურვილია, რომ დაძაბულობა პიკამდე მიიყვანონ, რათა შემდგომ ქვეყანაში დესტრუქციული პროცესები განავითარონ.

გიორგი კონდახაშვილი

13 აპრილი 2021, 11:25

სამართალი

ადვოკატი: ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, რადგან არ არსებობს რისკი იმისა, რომ მიიმალება ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს

ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი და მასთან მიმართებით უნდა გაუქმდეს ყველა აღკვეთი ღონისძიება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, საქალაქო სასამართლოსთან ნიკა მელიას პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა.

სალომე სამდაშვილი

13 აპრილი 2021, 11:22

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: მზად ვართ მოლაპარაკებები გავაგრძელოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკების გასაგრძელებლად მზად არიან. მისივე თქმით, მოლაპარაკების პუნქტებთან მიმართებით მათი პოზიცია უცვლელია.

ვოლოდიმირ ზელენსკი

13 აპრილი 2021, 11:15

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი: რუსეთი მზად არის, მაგრამ ჩვენც ასევე მზად ვართ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის რუსეთის შემოჭრისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასში ვიზიტისას ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა.

13 აპრილი 2021, 11:07

სამართალი

შსს-მ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993 ფაქტი გამოვლინდ

13 აპრილი 2021, 11:00

რეგიონი

ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაო დღის ბოლოს სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ რეკომენდებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით ამუშავებენ ავტობუსებს და სამარშუტო ტაქსებს, რათა მომდევნო სამუშაო დღეს ამ სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრების გადაადგილება იყოს უსაფრთხო.

ზაალ ანჯაფარიძე

13 აპრილი 2021, 10:58

საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტზე: 169 დღე რომ ვიჯდე კარავში, არსებობისთვის ვინ უნდა გადამიხადოს და საიდან?

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. „ერთი კითხვა მაქვს. პროტესტის ნიშნად 169 დღე ვიჯდე კარავში, არ ვმუშაობდე, შემოსავალს არ ვიღებდე, მაგრამ არსებობა, ჭამა -სმა და სხვა რამ ხომ მჭირდება? ამას კი სჭირდება ფული. ვინ უნდა გადამიხადოს და საიდან?“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ალესანდრა გალონი

13 აპრილი 2021, 10:57

მსოფლიო

პირველად Reuters-ის 170-წლიან ისტორიაში მთავარ რედაქტორად ქალი დაინიშნა

საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა ალესანდრა გალონი ახალ მთავარ რედაქტორად დაასახელა. ალესანდრა გალონი Reuters-ის 170-წლიან ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ამ პოსტს დაიკავებს.

13 აპრილი 2021, 10:54

თავდაცვა

მეორე განახლებულმა Su-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაპირებისამებრ, პირველი მოდერნიზებული თვითმფრინავის სუ-25-ის რემონტის შემდგომი პირველი საგამოცდო ფრენა 6 მარტს განხორციელდა, ხოლო მეორე საფრენი აპარატის გამოცდა დღეს მოხდა.

13 აპრილი 2021, 10:51

რეგიონი

რუსთავში, 80 ოჯახს, წლების განმავლობაში დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

რუსთავში, 80 ოჯახს, წლების განმავლობაში დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. შესაბამისი განკარგულება, საქართველოს მთავრობამ მიიღო და საცხოვრებელი ფართები, აღნიშნულ ოჯახებს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცათ.

13 აპრილი 2021, 10:51

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 756 თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა - 116, იმერეთი - 97, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 80, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

13 აპრილი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

13 აპრილი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 374 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 422 პაციენტი.

13 აპრილი 2021, 10:44

რეგიონი

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე, სოფელ ბეჩოს მონაკვეთთან, მეწყერი ჩამოწვა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავტომობილო გზა ცალმხრივად აღდგენილია და გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.