imedi /  15 აპრილი 2020, 20:40 / სანდო წყარო

რომან კაკულია: უნდა დავზოგოთ გარკვეული თანხები იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ისინი

რომან კაკულია

რომან კაკულია

დღეს ბევრი ფორმატია ქვეყანაში, რომელიც მიზნად ისახავს შექმნილი ცუდი მდგომარეობიდან გამოსავლების მოძებნას მათ შორის, ეკონომიკასთან დაკავშირებით. ეს მუდმივი ფორმატი იქნება, რომელიც ოთხი ძირითადი მიმართულებით საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს გასცემს პასუხებს სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა დროს“, -ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, პირველი მიმართულება ეხება იმას, თუ რა არის ის ძირითადი თანხა, რომლითაც ხელისუფლება შეძლებს გამოწვევების გამკლავებას.

„როგორი იქნება თითოეული სოციალური ჯგუფისათვის, რომელიც ჩვენს წინაშე არის ამ ეტაპზე სხვადასხვა ტიპის პრობლემებით წარმოდგენილი, მთავრობის პოლიტიკა - რა ტიპის დახმარებებზე შეიძლება ვიფიქროთ, როგორი იქნება მთლიანობაში ვაჭრობასთან დაკავშირებული სისტემა, რომელიც საქართველოში ამ ეტაპზე მოახერხებს იმას, რომ მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯებით, ნაკლები დაზარალებით გავიაროთ ეს პერიოდი და ბიზნესის ინდუსტრიების როგორი სპექტრი შენარჩუნდება სამომავლოდ ამაზე ცოტა მოგვიანებით ჩამოვყალიბდებით. როგორი იქნება ბიზნესის პრიორიტეტების რუკა, რა ტიპის ცვლილებები შეიძლება ამან განიცადოს და ამ ყველაფერს ჩვენ ერთობლივად უნდა გავცეთ პასუხი“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

მისი თქმით, ქვეყანას ჯერ-ჯერობით აქვს ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი.

„ყველასთვის გასაგებია, რომ აქ მონეტარული პოლიტიკის შესაძლებლობები ოდნავ შეზღუდულია და მთელი წნეხი ფისკალურზე გადადის, მაგრამ როდესაც ფისკალურზე ვსაუბრობთ ორად არის ეს გასაყოფი, უნდა დავზოგოთ გარკვეული თანხები იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ისინი, ამიტომ გარკვეული კონკრეტული ბიზნესების არდასახელება მომავალი დახმარებისათვის, ეს სტრატეგიის არქონას კი არ ნიშნავს, ეს არის ჩვენი სტრატეგია სწორედ, რომ დავასახელოთ მაშინ, როდესაც ამის დრო იქნება და მაქსიმალური ეფექტიანობით გამოვიყენოთ ის თანხა, რომლის მობილიზებაც გასაკეთებელი იქნება სწორედ ამ სექტორების დახმარებისათვის“, - აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურება ეს ფორმატი, რომლის ფარგლებში აქტიურად გაგრძელდება მუშობა და ყოველთვის იქნება ის კონკრეტული დრო, როდესაც მიზანშეწონილი იქნება ამა თუ იმ ციფრის დასახელება, რომელიც შემდგომში სავარაუდოდ აღარ უნდა შეიცვალოს.

რომან კაკულიას თქმით, ეკონომიკური კრიზისის, მისი შემდგომი მდგომარეობიდან გამოსვლისათვის არსებულ სპეციალური საბჭოს მუშაობაში ერთი მხრივ, ის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები მონაწილეობენ, რომლებიც დაკავშირებული არიან ეკონომიკასთან, ასევე, შესაბამისი მინისტრები, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის ჩარულობით.​

ყველა სიახლე

ლადო პაპავა

23 აპრილი 2021, 14:58

პოლიტიკა

ლადო პაპავა: დავკარგეთ ზუსტად ის პერიოდი, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო მთავრობაში, როგორც პრემიერ-მინისტრი - დაიკარგა ფაქტობრივად, 2014 წლიდან მოყოლებული დრო

ეკონომისტმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დამტკიცებულ საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც კი მთავრობიდან წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი და მის ადგილზე კვირიკაშვილი მოვიდა, აღნიშნული სტრატეგია შეიცვალა პრიმიტიული ოთხპუნქტიანი გეგმით.

23 აპრილი 2021, 14:58

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტს 9 აპრილს დაღუპულებისთვის გმირების წოდების მინიჭების ინიციატივით მიმართეს

მიენიჭოთ 9 აპრილს დაღუპულ ახალგაზრდებს გმირის წოდება - ამ ინიციატივით დღეს საქართველოს პრეზიდენტს ხათუნა ხოფერიამ მიმართა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ექსკლუზიური უფლება აქვს, მიანიჭოს გარდაცვლილებს საქართველოს ეროვნული გმირის საპატიო წოდება.

სალომე ზურაბიშვილი

23 აპრილი 2021, 14:53

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს

„საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს. საქართველო და უკრაინა სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ერთი და იმავე გამოწვევების წინაშე დგანან. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა თავის ეფექტიანობას ამტკიცებს“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

23 აპრილი 2021, 14:50

საზოგადოება

აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მხედველობის ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. თვალის კლინიკა „ახალ მზერაში“ პროგრამაში მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მორიგ ჯგუფს მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ.

ლადო პაპავა

23 აპრილი 2021, 14:43

პოლიტიკა

ლადო პაპავა: ირაკლი ღარიბაშვილს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა წარმატებული აღმოჩნდეს

ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდგინდებოდა, მე მასთან მქონდა 1-საათიანი, ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკაზე, გეგმაზეც და მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ სტრატეგიის გამოყენება, - ამის შესახებ, ეკონომიკის ექსპერტმა, ლადო პაპავამ, ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

23 აპრილი 2021, 14:40

მსოფლიო

რუსეთმა ოკუპირებული ყირიმიდან სამხედრო წვრთნებში მონაწილე ჯარების გაყვანა დაიწყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებული ყირიმიდან სამხედრო წვრთნებში მონაწილე ჯარების გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

დავით სერგეენკო

23 აპრილი 2021, 14:38

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: ამნისტია ვრცელდება გარკვეულ მუხლებზე

ხელმომწერი პარტიებისა და ცალკეული პოლიტიკოსების, ზოგი მათგანის მოსაზრება იყო, რომ ამნისტია, როგორც ასეთი, უნდა გავრცელდეს კონკრეტულ ადამიანებზე. ეს ნონსენსია და ვერ მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

23 აპრილი 2021, 14:35

COVID19

ამირან გამყრელიძე: ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში, სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ

საპატრიარქოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ წინასააღდგომო პერიოდი იყოს უფრო მოკრძალებული, რამდენადაც შესაძლებელია, ანუ ტაძრებში ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები: პირბადე, დისტანცია, არაგადაჭედილი ტაძრები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან მოსახლეობას მოუწოდა, ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში სასაფლაოებზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეს.

ანრი ოხანაშვილი

23 აპრილი 2021, 14:32

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ამნისტია ნიკანორ მელიას მიერ გირაოს გადახდა-არგადახდაზე არ არის დამოკიდებული

ამნისტია ნიკანორ მელიას მიერ გირაოს გადახდანრი ოახანაშვილი: ამნისტია ნიკანორ მელიას მიერ გიარაოს გადახდა-არგადახდაზე არ არის დამოკიდებულია-არგადახდაზე არ არის დამოკიდებული. ეს შეთანხმება და ჩვენი სწრაფვა ევროპისაკენ მიუღებელია ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ამირან გამყრელიძე

23 აპრილი 2021, 14:29

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის

ახლა ჩვენ დანის პირზე მივდივართ, ეკონომიკაც არ უნდა დავკეტოთ სრულად, როგორც შარშან და მეორე მხრივ, ვაქცინაცია უნდა გავააქტიუროთ, ამიტომ დამატებით შეზღუდვებზე ახლა საუბარი არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

23 აპრილი 2021, 14:29

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ქვეყნისთვის ამ კრიზისის დასრულება არის საჭირო და კრიზისის დასასრულებლად ყველამ რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

შეთანხმების გადახედვა და ამ შეთანხმების ჯანჯღარი არ მგონია, რომ ნორმალური იყოს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. „ქვეყნისთვის ამ კრიზისის დასრულება არის საჭირო და კრიზისის დასასრულებლად ყველამ რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“,- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შალვა პაპუაშვილი

23 აპრილი 2021, 14:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა საპატიმროდან ნიკა მელიას გირაოთი გამოსვლის შემთხვევაშიც გაგრძელდება

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „იმედინიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნიკა მელია დათანხმდება ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას და ამ ფორმით დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა მაინც გაგრძელდება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

23 აპრილი 2021, 14:24

მსოფლიო

უკრაინამ ბენიამინ ნეთანიაჰუს რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულება სთხოვა

უკრაინამ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულება სთხოვა. ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა, ევგენი კორნიიჩუკმა განაცხადა.

23 აპრილი 2021, 14:17

საზოგადოება

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო Eurodesk-ში გაწევრიანდა

საქართველოში Eurodesk-ის ეროვნული კოორდინატორის პოზიციაზე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, გოგი ჩიქოვანი აირჩიეს.

ამირან გამყრელიძე

23 აპრილი 2021, 14:12

COVID19

ამირან გამყრელიძე: ეს პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება, ერთმანეთის გვერდში დგომით წელს მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა ავცრათ

ეს პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება. ჩვენ ყველამ ერთმანეთის გვერდში დგომით წელს უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60%, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ივლისის თვისთვის საჭიროა დღიურ 10,000-12,000 აცრამდე ასვლა, რაც საჭირო მიზნამდე მიგვიყვანს.

მიხეილ სარჯველაძე

23 აპრილი 2021, 14:12

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: როდესაც დოკუმენტი პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესად არის აღიარებული, ამ ფონზე ახალი დისკუსიების გახსნა მიმართულია დესტრუქციული დღის წესრიგის შენარჩუნებისკენ

შარლ მიშელის შეთანხმების ტექსტში ყველა დარღვევაზეა საუბარი. შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ ფარგლები და შინაარსი მკაფიოდ განსაზღვრულია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

23 აპრილი 2021, 14:05

რეგიონი

ჭალადიდის დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტში 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს. დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს ივნისში დასრულდება.

23 აპრილი 2021, 13:59

რეგიონი

გონიოს ციხის მიმდებარედ მცხოვრებმა ოჯახებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს

გონიოს ციხის მიმდებარედ მცხოვრებმა ოჯახებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი წლების განმავლობაში სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, დიდმა ნაწილმა სასამართლოს გზით მოახერხა მიწების დარეგისტრირება, დაახლოებით 40 % კი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია. ისინი აჭარის მთავრობას პროცესის დაჩქარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობის სახლთან აქციებს აანონსებენ.

23 აპრილი 2021, 13:57

პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი ლიეტუვის ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. გრიგოლ ლილუაშვილმა ლიეტუველ დიპლომატს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებული ვითარება გააცნო.

გურამ მაჭარაშვილი

23 აპრილი 2021, 13:55

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფაქტიური ლიდერი ცდილობენ ეს შეთანხმება ვერ შესრულდეს

საერთაშორისო დიპლომატიურ ენაზე სხვანაირად ჩვენი ამერიკელი და ევროპელი კოლეგები ვერ ეტყვიან ოპონენტებს, რომ როდესაც იღებ ვალდებულებას საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ის უნდა შეასრულო ისე როგორც იღებ ვალდებულებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.