imedi /  17 აპრილი 2020, 13:22 / სანდო წყარო

ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში: EIB-ი გიორგი გახარიასთან შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება

ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) Twitter-ზე წერს.

EIB-ის ტვიტში აღნიშნულია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ლილიანა პავლოვასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, რომელზეც საუბარი შეეხო ჯანდაცვის სექტორში დაუყოვნებლივ გასატარებელ რეაგირების ზომებსა და ეკონომიკური პოზიციების აღდგენის მხარდაჭერას.

„ევროპის გუნდის სახელით, ევროპის საინვესტიციო ბანკი სრულ ვალდებულებას იღებს ახალი კორონავირუსის კრიზისზე რეაგირების მოკლე და საშუალოვადიანი რეაგირების ფარგლებში საქართველოს საჭიროებების მხარდაჭერის კუთხით და ესაა - ქართული ბიზნესის ხელშეწყობა, ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა და არსებული პროექტების დაჩქარებული განხორციელება“, - აცხადებს ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლილიანა პავლოვა.

ყველა სიახლე

კარლ ჰარცელი

03 ივნისი 2020, 16:18

სამართალი

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროკავშირის ელჩს მიმართავენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირის მოქალაქე არასრულწლოვანი საფრთხეშია

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროკავშირის ელჩს მიმართავენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირის მოქალაქე არასრუწლოვანი საფრთხეშია. მას ცხინვალის გავლით ქვეყნიდან არალეგალურად გატაცება ემუქრება, - ამის სესახებ აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ევროკავშირის საელჩოს საქართველოში, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის საქართველოს არაკონტროლირებადი რეგიონიდან, ცხინვალიდან რუსეთის ფედერაციაში გაყვანის აღსაკვეთად, ვინაიდან ორი სახელმწიფო დაწესებულების: სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მხრიდან 2020 წლის 2 ივნისს განხორციელდა შეთანხმებული ოპერაცია, რამაც გამოიწვია ბავშვის ერთი კანონიერი მშობლიდან მეორე კანონერ მშობელზე, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, გადაცემა და წართმევა.

სალომე ზურაბიშვილი და იანოშ არდენი

03 ივნისი 2020, 16:17

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა უნგრეთის პრეზიდენტთან ტურისტული დერეფნების საკითხი განიხილა

„შარშან უნგრეთის პრეზიდენტ ადერს ვუმასპინძლე. სასიამოვნო იყო დღეს პრეზიდენტთან საქართველოსა და უნგრეთს შორის უსაფრთხო ტურისტული დერეფნის საკითხზე საუბარი და იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ გლობალური კრიზისის ერთად დასაძლევად“, - წერს ზურაბიშვილი.

03 ივნისი 2020, 16:12

COVID19

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში 300-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიში კორონავირუსით ინფიცირების 342 შემთხვევა დადასტურდა, დაავადებულებთა საერთო რაოდენობამ კი 182 370-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ინფექციიით 29 პაციენტი გარდაიცვალა, პანდემიამ მთლიანობაში 8 851 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 167 300-ია.

მამუკა მდინარაძე

03 ივნისი 2020, 16:11

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენი საარჩევნო სია დაფუძნებული იქნება გამოცდილებასა და ერუდიციაზე

„მხოლოდ კონცენტრირება და აქცეენტების გაკეთება მხოლოდ ახალ სახეებზე არ იქნება ჩვენი საარჩევნო სიის შედგენის დროს. ახალი სახეც იქნება, გამოცდილი კადრებიც იქნებიან, მათ შორის ჩვენი გუნდიდან, სინთეზში იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სია, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იქნება გამოცდილებასა და ერუდიციაზე და ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდება ასევე ჟინი იმისა, რომ გინდოდეს ამ ქვეყანას რაღაც კარგი გაუკეთო“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი -2“-ის ეთერში განაცხადა.

ნინო ბურჯანაძე

03 ივნისი 2020, 16:01

პოლიტიკა

განიხილება თუ არა ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთ მაჟორიტარ კანდიდატად

ბურჯანაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ, „რუსთავი 2“-ის ეთერში, ნინო ბურჯანაძის შესაძლო მაჟორიტარ კანდიდატურაზე განაცხადა.

03 ივნისი 2020, 15:55

საზოგადოება

ბათუმში, ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის ოთხმა ახლობელმა პირი ამოიკერა

ბათუმში, ე.წ. „კანონიერი ქურდის“, მინდია გორაძის იგივე „ლავასოღლის“ ოთხმა ახლობელმა პირი ამოიკერა. გორაძის ახლობლებმა მისი საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით მსვლელობა მოაწყვეს. მინდია გორაძის დის, ლია გორაძის განცხადებით, მინდია გორაძე შიმშილობს.

შალვა კიკნაველიძის შეხვედრა ფერმერებთან

03 ივნისი 2020, 15:53

საზოგადოება

შალვა კიკნაველიძე: მიზნად დავისახეთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ სოფლის მეურნეობითა და ადგილობრივი წარმოებით

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან, დავით ჯინორიძესთან ერთად, სოფელ აჯამეთში, მამუკა ხაჩიძის საზამთროს ბაღი მოინახულა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

ბექა ლილუაშვილი

03 ივნისი 2020, 15:49

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი ბიუჯეტზე: ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას

სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან კვლავ ადგილი აქვს მცდელობას, მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ბექა ლილუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს. როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აღნიშნავს, როდესაც მთავრობა საუბრობს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში მთავრობა მიმდინარე ხარჯებს 300 მილიონი ლარით ამცირებს, იგულისხმება ყველა ხარჯი, რომელიც ბიუჯეტში იყო მოცემული პანდემიის დაწყებამდე.

პოლიცია

03 ივნისი 2020, 15:43

მსოფლიო

ბრიტანულმა პოლიციამ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციების მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა

„მათ გვერდით ვართ, ვინც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღშფოთებულია იმით, თუ როგორ დაკარგა სიცოცხლე ჯორჯ ფლოიდმა. ამას სამართალი და პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს. მაგრამ რა მიზეზითაც არ უნდა შეიკრიბოს ხალხი, მოქალაქეებს ვთხოვთ, ამ რთულ დროს ოფიცრებთან თანამშრომლობა გააგრძელონ“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მამუკა მდინარაძე

03 ივნისი 2020, 15:39

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კრიზისული მენეჯმენტი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ძლიერი მხარე

„ერთ-ერთი მთავარი ღერძი წარმატებისა, რაც პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე გვაქვს, არის ხელისუფლების სწორი მენეჯმენტი. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს დემოკარატიული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სწორ მენეჯმენტს და განსაკუთრებით კრიზისული მენეჯმენტი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძლიერი მხარე. მოქალაქემ იგრძნო, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პატრონი, რომელიც კი არ ძალადობს ადამიანებზე, არამედ ჰყავს მზრუნველი ხელისუფალი“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი -2“-ის ეთერში განაცხადა.

03 ივნისი 2020, 15:39

ეკონომიკა

საპენსიო აქტივებს 50 მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა

საპენსიო აქტივებს 50 მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა, - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. საინვესტიციო სამსახურმა საკუთარი საინვესტიციო მანდატის ფარგლებში გააანალიზა ბაზარზე არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და მიიღო გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკში არსებული ნაშთის (84 მილიონი ლარი, რომელსაც ერიცხებოდა ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი 8.50% პროცენტი) და კომერციულ ბანკებში არსებული ნაშთების (83 მილიონი ლარი, რომლებსაც ერიცხებოდათ სხვადასხვა საპროცენტო სარგებელი) ოპტიმალურად განაწილებასთან დაკავშირებით.

03 ივნისი 2020, 15:38

COVID19

The Guardian: ჯანმომ და ზოგიერთმა ქვეყანამ COVID-19-ის პოლიტიკა და მკურნალობა არასანდო მონაცემების საფუძველზე შეცვალეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ზოგიერთმა ქვეყანამ COVID-19-ის პოლიტიკა და მკურნალობა არასანდო მონაცემების საფუძველზე შეცვალეს, რომელიც ნაკლებად ცნობილი ამერიკული ანალიტიკური კომპანიისგან მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ოქრუაშვილი

03 ივნისი 2020, 15:27

პოლიტიკა

ირაკლი ოქრუაშვილი მაჟორიტარებზე: თუ ჩვენ გვინდა, მიზანს მივაღწიოთ, უნდა შევთანხმდეთ თბილისსა და დიდ ქალაქებზე

„წარმატების ფორმულა მდგომარეობს ერთობაში. ერთობა განაპირობებს გამარჯვებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ შევთანხმდებით ჩვენ ამ მიზნიდან გამომდინარე იმაზე, თუ სად გვეყოლება საერთო კანდიდატები, ან - სად არა. დიდი ალბათობით, თუ ჩვენ გვინდა, მიზანს მივაღწიოთ და ხელისუფლება შევცვალოთ, უნდა შევთანხმდეთ თბილისსა და დიდ ქალაქებზე. მგონია, რომ ეს შეთანხმება მიღწევადია. არ არის ჩემთვის აუცილებელი მე სადმე ვიქნები თუ არა - ერთად ვიქნებით თუ არა, ეს არის ჩემთვის აუცილებელი“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

03 ივნისი 2020, 15:26

რეგიონი

ბათუმში, ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის ახლობლები მსვლელობას აწყობენ

ბათუმში, ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის“ ახლობლები მისი საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით მსვლელობას აწყობენ.

კახა კალაძე

03 ივნისი 2020, 15:20

საზოგადოება

კახა კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ იყოს ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული, ამას აუცილებლად მივაღწევთ

მთელი ქალაქის მასშტაბით მუშავდება სატრანსპორტო სქემები, თუ როგორ უნდა მოხდეს ავტობუსების გადაადგილება, ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. მას კითხვით მიმართეს, თუ როგორ იმოძრავებენ ავტობუსები ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე. კალაძის თქმით, ავტობუსები იმოძრავებენ საპირისპირო მიმართულებით და ამასთან დაკავშირებით განცხადებები მათ რამდენჯერმე გააკეთეს.

ეკა ბესელია

03 ივნისი 2020, 15:20

პოლიტიკა

ეკა ბესელია: პრემიერის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის გარდა სხვა კანდიდატურის შეთავაზება ლოგიკაში არ ჯდება

„მიჭირს, ეს ინფორმაცია დაგიდასტუროთ ან უარვყო, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რადგან „ქართული ოცნების“ პერიოდში ყველაზე არასტაბილური პოზიცია პრემიერის პოსტია, რომელიც ყველაზე მეტჯერ შეიცვალა და მგონი, რეკორდიც მოიხსნა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი არასტაბილური უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა მეორე არ მახსენდება“.

ნათია თურნავა

03 ივნისი 2020, 15:20

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ბალტიის ქვეყნებიდან, მათ შორის, ესტონეთიდან ტურისტები ჩამოვლენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ტაავი აასთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

გიორგი ვოლსკი

03 ივნისი 2020, 15:17

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ პრემიერის გადადგომის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების გადაფარვას ცდილობს

„ყოველი არჩევნების წინ არის ამორჩეული რომელიმე პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი, რომელთა მიმართაც მიდის ინტენსიური, ინფორმაციული შეტევა. მაგალითად, გიორგი გახარია არათუ მიდის პრემიერის პოსტიდან, არამედ - ოპოზიციურ მოძრაობას ქმნის“.

ჯო ბაიდენი
ფოტო: Shutterstock.com

03 ივნისი 2020, 15:13

მსოფლიო

დემოკრატების პრაიმერიზში კვლავ ჯო ბაიდენი ლიდერობს

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 8 შტატსა და კოლუმბიის ოლქში ჩატარებული პრაიმერიზის შედეგების მიხედვით, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატების მარათონში კვლავ ლიდერია, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქცია წერს. სამშაბათს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ბაიდენის კანდიდატურას მხარს უჭერენ: მერილენდის, მონტანას, ნიუ-მექსიკოს, სამხრეთ დაკოტას, ინდიანას, პენსილვანიის და როდ-აილენდის დელეგატთა უმრავლესობა.

შვედეთი კორონავირუსი

03 ივნისი 2020, 15:10

COVID19

შვედეთში აღიარეს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად მცდარი სტრატეგია აირჩიეს

„ცხადია, ჩვენი ქმედებების გაუმჯობესების პოტენციალი გვაქვს. თუ ამ დაავადებას კვლავ შევხვდებით იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ვიცით, ვფიქრობ შევჯერდებოდით შუალედურ მიდგომაზე მსოფლიოს პასუხსა და იმას შორის, რაც შვედეთმა გააკეთა“, - განაცხადა ტეგნელმა.