imedi /  25 აპრილი 2020, 16:13 / სანდო წყარო

„სოციალ-დემოკრატები“: მთავრობამ აღიარა სახელმწიფოს როლის მნიშვნელობა და ეს პრინციპულად განსხვავდება ბოლო 30 წლის მიდგომისგან

პარტია „სოციალ-დემოკრატები“ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას ეხმიანება და აცხადებს, რომ მთავრობამ აიღო მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობა, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ის, თუ რა რამდენად ეფექტურად შეასრულებს ამ გეგმას.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა ნათლად აჩვენებს, რომ მთავრობამ ნებით თუ უნებლიეთ გადადგა ნაბიჯი ჩვენს ქვეყანაში უკვე წლების მანძილზე დამკვიდრებული პოლიტიკის გადახედვისკენ, რაც გულისხმობს ე.წ. მცირე მთავრობის იდეისა და პრაქტიკის უარყოფას.

„მნიშვნელოვანია, რომ არ იყო გაზიარებული გადასახადების გაუქმების, სახელმწიფო დანახარჯების შემცირების და მომჭირნეობის პოლიტიკა, რომელსაც მემარჯვენე ოპოზიცია სთავაზობს მთავრობას და რეალურად დამანგრეველია, როგორც კრიზისში, ისე კრიზისის შემდგომ. მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა თავისი მოქალაქეების წინაშე. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები რჩება, რამდენად ეფექტურად შეასრულებს ის ამ პასუხისმგებლობას. თუმცა მთავარია ის, რომ მან აღიარა სახელმწიფოს როლის მნიშვნელობა და ეს არის პრინციპული სხვაობა იმასთან შედარებით, რაც იყო საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ანტიკრიზისული გეგმა გულისხმობს, რომ კრიზისის პერიოდში არსებობს შემდეგი პრიორიტებები: ჯანდაცვა და სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებებით უზრუნველყოფა (სურსათი, ენერგიტიკა). ამავე დროს, იმ ეკონომიკური მიმართულებების და დარგების გაძლიერება, რომლებიც უზრუნველყოფენ სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქციის წარმოებას. ეს არის ღონისძიებები, რომლის მიზანია სურსათით უზრუნველყოფის მხარდაჭერა.
ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია, კონკრეტულად და დეტალურად იყოს წარმოდგენილი ის გეგმა და ამ გეგმის რეალიზაციის მექანიზმები, რაც მთავრობამ უახლოეს დღეებში უნდა განახორციელოს. აუცილებელია, შემუშავდეს კონკრეტული მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მაღალ დონეს, საზოგადოების ფართო მონაწილეობის და ყველა პასუხისმგებლიანი და კონსტრუქციული მოსაზრების გათვალისწინებას. ეს მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ მოხდეს საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება, არსებული ვითარების სიღრმისეულად გაცნობიერება, რათა ამ ახალმა წესებმა ეფექტურად იმუშაოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთანავე, პარტიაში აღნიშნავენ, რომ უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის სოციალური დახმარების ოდენობა და ამ ადამიანების იდენტიფიცირების წესი, დეტალიზებას საჭიროებს. მათივე თქმით, აუცილებელია გამოყოფილი თანხის ოპტიმალურად დახარჯვა, რათა პირველ რიგში მოხდეს მათი უზრუნველყოფა, ვისაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად აქვს, და ეს პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, ხოლო თუკი არსებობს შესაძლებლობა, უნდა მოხდეს საკომპენსაციო თანხების და სოციალური დახმარების გაზრდაც.

„ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ დამსაქმებელთათვის მათ მიერ დასაქმებული ადამიანების (რომელთა ხელფასი 750 ლარი ან უფრო ნაკლებია) საშემოსავლო გადასახადის სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას, რაც მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებას და, ამავე დროს,დაბალშემოსავლიანი ადამიანების უპირატეს მხარდაჭერას. თუმცა მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო სამართლიანი და ეფექტური იქნება, თუ სრულად იქნება გაზიარებული პროგრესულად მზარდი დაბეგვრის პრინციპი- დაბალი შემოსავლების მქონეთათვის გადასახადი უნდა შემცირდეს, ხოლო მაღალი შემოსავლების მქონეთათვის საგადასახადო განაკვეთი უნდა გაიზარდოს. ამით დაკომპენსირდება ის გაზრდილი მოგებები და შემოსავლები, რომლებსაც გარკვეული დარგები და ადამიანები მიიღებენ კრიზისის პერიოდში. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს ღონისძიება, რომლის განხორცილებასაც მთავრობა გეგმავს, ფინანსურად უზრუნველყოფილია სესხებით. ცხადია, რომ ეს სესხები გადასახდელია. ამ სესხების დასაფარად მომავალში ჩვენ, ნებისმიერ შემთხვევაში, მოგვიწევს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ პროგრესული დაბეგვრის პრინციპი შეიძლება გახდეს. ეს რეალობა აუცილებლად დადგება პოსტ-კრიზისულ პერიოდში.

ის მოქმედებები, რომლებსაც ახორციელებს მთავრობა აჩვენებს, რომ სახელმწიფოს, როგორც უპირველეს პასუხისმგებელ მხარეს, აქვს შესაძლებლობა, მოახდინოს საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტა და ეკონომიკის განვითარება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ამას ჰქონდეს გრძელვადიანი ეფექტი,სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც ეკონომიკის მაკოორდინირებელი ძალა და მსგავსი მიმართულებით განვითარება უნდა გააგრძელოს კრიზისის შემდგომ პერიოდშიც.

კარგად უნდა გავაცნობიეროთ ამ ცვლილებების მნიშვნელობა. ეს უნდა იყოს ფუნდამენტური გარდატეხა ქართულ პოლიტიკაში. ის მოქმედებები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს ადასტურებს იმას, რომ მთავრობას აქვს შესაძლებლობა, აღმოფხვრას საზოგადოებრივი პრობლემები და განავითაროს ეკონომიკა, რაც აქამდე ითვლებოდა არა მთავრობის, არამედ ბაზრის მოვალეობად. ამაში აქამდე მთავრობა არ ერეოდა. არადა უმუშევრობა და მისგან გამოწვეული სოციალური ზარალი, ქვეყნის ინდუსტრიული ჩამორჩენა და სხვა საკითხები არ არის მხოლოდ კრიზისული მდგომარეობის შედეგი. ეს დაავადება ჩვენს ქვეყანას „ნორმალურ“ პერიოდშიც აქვს და გაგრძელდება ეპიდემიის შემდეგაც. უმუშევრობის დახმარებას, დასაქმების აქტიურ პოლიტიკას და სწრაფ ინდუსტრიულ განვითარებას კი ესაჭიროება არა მცირე, არამედ დიდი და ძლიერი სახელმწიფო მზარდი ბიუჯეტით და ხარჯვით.ამიტომ სახელმწიფომ ეს პასუხისმგებლობები, რასაც კრიზისის პერიოდში იღებს, უნდა დაიტოვოს მის შემდგომაც, რასაც ვერ გააკეთებს მომჭირნეობის პოლიტიკით.

რა თქმა უნდა, ასეთ რეალობას უპირისპირდებიან ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საკუთარი იდეოლოგიისა და ინტერესების გათვალისწინებით იყვნენ ე.წ. მცირე სახელმწიფოს იდეის დამცველები. „ქართული ოცნებაც“ მისდევდა საქართველოში წლების განმავლობაში დამკვიდრებულ რადიკალურ ნეოლიბერალურ წესრიგს. დღეს კი მთავრობა იძულებულია გადადგას ნაბიჯები პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს მიმართულებით და აკეთებს კიდეც ამას. წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმაც ამის გამოხატულებად მიგვაჩნია. ჩვენ ამას მივესალმებით და მოვუწოდებთ სახელმწიფოს, არ დაუბრუნდეს მანამდე არსებულ მანკიერ პრაქტიკას და არ შეუშინდეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების პოპულისტურ მოწოდობებს და სტერეოტიპულ არგუმენტებს“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:30

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: ალბათ ხვალ ისინი პოლიტიკურ ცირკს მოაწყობენ

„შოუც აღარ არის ეს, შოუს რაღაც ხარისხს გულისხმობს თავის თავში ეს სიტყვა. ეს არის ჩვეულებრივი ცირკი პოლიტიკური, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ იფართხალონ არჩევნებამდე. 5 თვე დარჩა და მათ უნდა აჩვენეონ რაღაც ტიპის მოძრაობა საკუთარ თავს და საკუთარ ამომრჩეველს“, - განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:24

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: 2011-12 წლებში სტრასბურგში საქართველოდან იმდენი საჩივარი შედიოდა, რომ ახალი იურისტების მოყვანა დასჭირდათ

2011-2012 წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესული საჩივრების რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ სასამართლოს კონკურსის გამოცხადება და ახალი იურისტების მოყვანა, ვინაიდან მე, ერთი იურისტი, ერთდროულად 500 საქმეს ვერ ავუდიოდი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:20

სამართალი

თეა წულუკიანმა განმარტა რა ტიპის საჩივრები შედის სტრასბურგში მთავრობის წინააღმდეგ

„მე ვიტყოდი, რომ დღეს საქართველოდან სტრასბურგში მიდის იმავე ტიპის საქმეები, რაც დასავლეთ ევროპული ქვეყნებიდან. მაგალითად, სახელმწიფოს უჩივის მოქალაქე, ძირითადად ეს არიან ქალები, და ამბობენ, რომ „ვერ დამიცვეს სათანადოდ ოჯახში ძალადობისგან“. ეს არის ზოგადევროპული პრობლემა, ეს არ არის მხოლოდ ქართული პრობლემა, ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს ეს პრობლემა. ან კიდევ საჩივარი მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ ესა თუ ის პროცედურული ნორმა დაირღვა რომელიმე ინსტანციაში და ჩვენ არ ვართ შორს იმ სტანდარტისგან, რაც სტრასბურგში არსებობს ევროპული ქვეყნებისადმი“, - განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:15

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემა იყო დანაშაულებრივი და დამოკიდებული ორ-სამ ადამიანზე

„ნაციონალური მოძრაობის“ სისტემა იყო დანაშაულებრივი და დამოკიდებული ორ-სამ ადამიანზე, რომლებიც იღებდნენ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

ირმა ჭკადუა

26 მაისი 2020, 23:07

საზოგადოება

ირმა ჭკადუას თქმით, ნეკა დოროყაშვილმა ამერიკის ღია ჩემპიონატზე კონსპირაციულად შეაღწია და ნიკოლოზ ბასილაშვილს სკანდალი მოუწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმის, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამის შესახებ მან „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა. ადვოკატის თქმით, ნეკა დოროყაშვილმა ამერიკის ღია ჩემპიონატზე ყოფილ მეუღლეს სკანდალიც მოუწყო.

ანა აბაშიძე

26 მაისი 2020, 23:02

საზოგადოება

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი: ბასილაშვილის ოჯახი ითხოვდა, რომ განქორწინების შემდეგ ნეკას 7 წელი არ ექორწინა

როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი მის მეუღლესთან განქორწინებას ითხოვდა, პირობა ჰქონდათ, რომ შემდეგ ნეკას 7 წელი არ ექორწინა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ განაცხადა.

26 მაისი 2020, 23:01

მსოფლიო

რუსეთში უმუშევრობის დონემ ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს მიაღწია

რუსეთში აპრილის თვეში უმუშევრობის დონე 5.8%-მდე გაიზარდა, რაც მაქსიმუმია 2016 წლის აპრილიდან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

26 მაისი 2020, 22:56

სპორტი

უნგრეთის თასის ფინალში ზივზივაძის „მეზოკოვესდი“ გავიდა

უნგრეთის თასის ფინალში ზივზივაძის „მეზოკოვესდი“ გავიდა. „ფეჰერვართან“ თასის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ბუდუმ 72 წუთი ითამაშა და მერვე წუთზე ანგარიში მასპინძელთა კარში სწორედ მან გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა უპირატესობა გაზარდეს, დარჩენილ დროში „ფეჰერვარმა“ გათანაბრება შეძლო.

26 მაისი 2020, 22:50

საზოგადოება

რა წესები იმოქმედებს სავაჭრო ცენტრებში გახსნის შემდეგ

„სავაჭრო ცენტრში შესასვლელად ყველა მომხმარებლისთვის სავალდებულო იქნება ტემპერატურის შემოწმება, დეზობარიერის გავლა, სადენზიფექციო ხსნარით ხელების დამუშავება, ასევე ყველა მომხმარებელს უნდა ეკეთოს პირბადე. შეიცვლება ლიფტის გამოყენების წესები, მხოლოდ 4 ადამიანი დაიშვება, ისინი უნდა იდგნენ ზურგით ერთმანეთთან. ამასთან ერთად, უნდა მოხდეს ძალიან ხშირი ვენტილაცია შენობის და გაწმენდა მოაჯირების, ესკალატორების, ლიფტების და ა.შ“, - განაცხადა ახობაძემ.

ერევანი საქართველოს დროშა

26 მაისი 2020, 22:49

საზოგადოება

ერევნის ქუჩებში სარეკლამო ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

სომხეთის დედაქალაქის, ერევნის ქუჩებში სარეკლამო ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

26 მაისი 2020, 22:42

სპორტი

„ბაიერნმა“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უმთავრესი კონკურენტი დაამარცხა

გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის 28-ე ტურის ცენტრალური მატჩი მიუნხენის „ბაიერნის” გამარჯვებით დასრულდა. მიუნხენელებმა სტუმრად ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უმთავრესი კონკურენტი დორტმუნდის „ბორუსია” მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხეს.

ილიანა იოტოვა

26 მაისი 2020, 22:38

პოლიტიკა

ბულგარეთის ვიცეპრეზიდენტი: ქართველებო, გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, განაგრძეთ ქრისტიანობის ციხე-სიმაგრედ ყოფნა, იყავით დამოუკიდებელნი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საელჩოს Facebook-ის გვერდზე ვიდეოკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

26 მაისი 2020, 22:31

სპორტი

ირმა ჭკადუა: ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილისა და ყოფილი ცოლის წინაშე წყაროს წყალივით წმინდაა

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილისა და ყოფილი ცოლის წინაშე წყაროს წყალივით წმინდაა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა. მისივე თქმით, ბასილაშვილის უდანაშაულობის დამამტკიცებელი ვიდეომასალა არსებობს, თუმცა ვიდეოს გასაჯაროება დაცვის მხარემ არასრულწლოვანის ინტერესების გამო გადაიფიქრა.

იბიცა პლიაჟი

26 მაისი 2020, 22:27

მსოფლიო

იბიცაზე ვირუსის გადამტანი კოღოები გამოჩნდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, კოღოებს ისეთი საშიში ვირუსული ინფექციების გადატანა შეუძლიათ, როგორიცაა ზიკა, დენგე, დასავლეთ ნილოსის ციებ-ცხელება, ჩიკუნგუნია, მალარია და ყვითელი ციებ-ცხელება. ვარაუდობენ, რომ კოღოების გავრცელების მიზეზი მოუვლელი აუზები გახდა.

სალომე ზურაბიშვილი კერსტი კალიულაიდი

26 მაისი 2020, 22:20

საზოგადოება

კერსტი კალიულაიდი: საქართველოს შეუძლია ესტონეთის იმედი ჰქონდეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

„ვულოცავ სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ყოველთვის მსიამოვნებდა ჩვენი ახლო ურთიერთობა და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი უფრო გაძლიერდება. საქართველოს შეუძლია ესტონეთის იმედი ჰქონდეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - წერს კალიულაიდი.

26 მაისი 2020, 22:20

COVID19

საფრანგეთში დღე-ღამეში კორონავირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსს 28 530 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯიმ რიში

26 მაისი 2020, 22:10

პოლიტიკა

სენატორი ჯიმ რიში: ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, ქართველ ხალხს, დამოუკიდებლობის დღეს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ანატოლი ბიბილოვი

26 მაისი 2020, 22:05

პოლიტიკა

ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა დინა გასიევამ განაცხადა. მისივე თქმით, აღლუმზე ანატოლი ბიბილოვი პირადად რუსეთის პრეზიდენტმა მიიწვია.

26 მაისი 2020, 22:03

ეკონომიკა

თბილისი გაზიარებითი ეკონომიკის მხრივ მსოფლიოს 10 ყველაზე მეგობრულ ქალაქს შორის მოხვდა

ინდექსი თავის მხრივ პირველია და მას გამოიყენებენ მომხმარებელთა ინფორმირებისთვის, თუ რომელი ქალაქი უზრუნველყოფს უკეთ ეკონომიკის ამ მოდელზე აგებული სერვისების მრავალფეროვნებას და მხარს უჭერს მომხმარებელთა მიერ მათ ხელმისაწვდომობას.

მამუკა ბახტაძე

26 მაისი 2020, 21:59

საზოგადოება

მამუკა ბახტაძე: დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა

დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე Twitter-ზე წერს.