IMEDI /  25 აპრილი 2020, 21:33 / სანდო წყარო

ბექა ლილუაშვილი: მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, რომ კრიზისის დროს ბიზნესმა სამუშაო ადგილები შეინარჩუნოს და უფრო ნაკლებმა მოქალაქემ დაკარგოს შემოსავლის წყარო

ბექა ლილუაშვილი

ბექა ლილუაშვილი

გეგმა შედგება არა მხოლოდ სოციალური პაკეტისგან, არამედ, იმ ღონისძებებისგან, რომელიც მიმართულია საქართველოში სამეწარმეო სექტორის და ბიზნესის მხარდაჭერაზე, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ბიზნესმა სამუშაო ადგილები და უფრო ნაკლებმა მოქალაქემ დაკარგოს შემოსავლის წყარო,- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას ბრძოლა ორი მიმართულებით უწევს. „ერთი, არის ეპიდემიოლოგიური მიმართულება და ქვეყნის ეკონომიკაზე და ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, ჩვენი ბრძოლის მთავარი ტაქტიკა არის ის, რომ წარმატება იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ ორივე მიმართულებასთან გამკლავება, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რომლის ერთი კომპონენტი არის სოციალური მხარდაჭერის პაკეტი და ასევე ეს გეგმა შედგება იმ ღონისძებებისგან, რომელიც მიმართულია საქართველოში სამეწარმეო სექტორის და ბიზნესის მხარდაჭერაზე.

„გლობალური გამოიწვევების პირველივე დღიდან გვიწევს ბრძოლა ორი მიმართულებით - ერთი, არის ეპიდემიოლოგიური მიმართულება, სადაც ყოველდღიურად ვცდილობთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის შედარებით პოზიტიური მდგომარეობა, რაც გვაქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ხოლო მეორე მხრივ, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკაზე და ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა. ჩვენი ბრძოლის მთავარი ტაქტიკა არის ის, რომ წარმატება იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ ორივე მიმართულებასთან გამკლავება. არ გვინდა, რომ ისე დავაზარალოთ ჩვენი ეკონომიკა, რომ გამოუსწორებელი იყოს ეს ზიანი. სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა.

ერთი კომპონენტი არის სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რომ მიმდინარე კრიზისის პერიოდში, სახელმნწიფომ შეძლოს, იზრუნოს მის თითოეულ მოქალაქეზე, ყველაზე, ვინც ამ პანდებმიის შედეგად დაზარალდა და დაკარგა შემოსავალი. ამიტომ არის ეს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და სახელმწიფოს მცდელობა და საშუალება იმისთვის, რომ მაქსიმალურად იზრუნოს თითოეულ დაზარალებულ ადამიანზე. შესაბამისად, ეს გეგმა შედგება არა მხოლოდ სოციალური პაკეტისგან, არამედ, იმ ღონისძებებისგან, რომელიც მიმართულია საქართველოში სამეწარმეო სექტორის და ბიზნესის მხარდაჭერაზე, რაც იმიტომ არის საქართველოს მთავრობისთვის მთავარი პრიორიტეტი, რომ კრიზისის განმავლობაში მაქსიმალურად შეინარჩუნოს ბიზნესმა სამუშაო ადგილები და უფრო ნაკლებმა ჩვენმა მოქალაქემ დაკარგოს შემოსავლის წყარო“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ყველა სიახლე

დევიდ სასოლი

20 აპრილი 2021, 21:13

პოლიტიკა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარი მიზანი ევროკავშირისა და მისი პარტნიორების კიდევ უფრო დაახლოება და თანამშრომლობის გაღრმავებაა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარი მიზანი ევროკავშირისა და მისი პარტნიორების კიდევ უფრო დაახლოება და თანამშრომლობის გაღრმავებაა. ჩვენი საპარლამენტო თანამშრომლობა მოქალაქეების ხმას წარმოადგენს და ეს პროცესი მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისა და ეკონომიკის დაახლოებისთვის“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დევიდ სასოლიმ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

შარლ მიშელი; არჩილ თალაკვაძე

20 აპრილი 2021, 21:12

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ევროკავშირის მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა აქვს

საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან! საქართველო არის ევროპა და არც თუ ისე დიდი დრო დასჭირდება - ევროკავშირის წევრიც გახდება. ამაში შეუძლებელი არაფერია“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დღეს, პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას.

20 აპრილი 2021, 21:03

მსოფლიო

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნიდან ყველა რუსი დიპლომატის გაძევებას არ გამორიცხავს

ჩეხეთის პირველი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ჰამაჩეკი ქვეყნიდან ყველა რუსი დიპლომატის გაძევებას არ გამორიცხავს.

ანდრიუს კუბილიუსი

20 აპრილი 2021, 21:03

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოსა და უკრაინას აქვთ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - მნიშვნელოვანია, მსგავსი მიდგომა ევროკავშირის კუთხითაც ჩამოყალიბდეს

„მე ვხედავ შესაძლებლობებს, რომ ამბიციური ქვეყნებისთვის უფრო მეტის შეთავაზება შევძლოთ. მნიშვნელოვანია ევროკავშირმა უფრო კონკრეტული შეთავაზებები გააკეთოს და იმუშაოს კონკრეტულ იდეებზე, როგორიცაა სექტორული ინტეგრაცია, ევროკავშირის „ოთხი თავისუფლების“ გავრცელება. ამ ყველაფრისთვის საჭიროა ერთგვარი საგზაო რუკა. საქართველოსა და უკრაინას აქვთ ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მსგავსი მიდგომა ევროკავშირის კუთხითაც ჩამოყალიბდეს“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

ანდრიუს კუბილიუსი

20 აპრილი 2021, 20:58

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: ვფიქრობ, ევროპა „შეშფოთების“ მმართველობის სტილიდან შარლ მიშელის მმართველობის სტილზე უნდა გადავიდეს

„ვულოცავ ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას კრიზისის დასრულება. მათ მოახერხეს შარლ მიშელის დოკუმენტის მხარდაჭერა და მიმდინარე პოლიტიკური და, შეიძლება ითქვას, დემოკრატიული კრიზისის დასრულება“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევრონესტის რიგით მეცხრე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

20 აპრილი 2021, 20:54

პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდა.

ანდრიუს კუბილიუსი

20 აპრილი 2021, 20:51

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს ჩვენი ყურადღება და ევროკავშირის მხრიდან უფრო მკაფიო მიდგომა სჭირდება

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია ოფიციალურად გაიხსნა, რომელსაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი და ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ხელმძღვანელობდნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

20 აპრილი 2021, 20:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ამნისტიის საკითხი ეხება 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს და არა მარტო ნიკა მელიას

ამნისტიის საკითხი ეხება 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს და არა მარტო ნიკა მელიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ნიკა მელიას გირაოს ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის და ნიკა მელია შეძლებს, დატოვოს საპატიმრო, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია.

შალვა პაპუაშვილი

20 აპრილი 2021, 20:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ხვალ არის სამუშაო დღე პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოლეგები აქ იქნებიან

არ არის აუცილებელი სასესიო კვირა იყოს. ხვალ არის სამუშაო დღე პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოლეგები აქ იქნებიან, - ამის შესახებ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, როდიდან ელის საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციონერი დეპუტატების ჩართვას.

სალომე სამადაშვილი

20 აპრილი 2021, 20:34

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ჩვენი პირველი ჩართულობა პარლამენტის საქმიანობაში უკავშირდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს

ოპოზიციის მუშაობა მხოლოდ ამ ამნისტიის კანონთან მიმართებაში დაიწყება. კანონის მიღების შედეგად, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ კი, შევალთ იმ ფაზაში, როდესაც ოპოზიციას სრული შემადგენლობით შეგვიძლია, ყველა დანარჩენ საკითხზეც დავიწყოთ მუშაობა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 აპრილი 2021, 20:30

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დიდ მნიშვნელობას ევროკავშირის დღის წესრიგში

მივესალმებით შარლ მიშელს საქართველოში! - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს.

20 აპრილი 2021, 20:29

პოლიტიკა

ოლივერ ვარჰეი: ევროკავშირი განაგრძობს საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ეხმაურება.

ვახტანგ მეგრელიშვილი

20 აპრილი 2021, 20:24

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ნიკა მელიას ჰქონდა შანსი საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა და დაესრულებინა ის დაპირისპირება, რომლის მთავარი მხარეც მისი პარტიაა

„ნიკა მელიას გათავისუფლება შეიძლება თითქმის დაუყოვნებლივ. მას ევროკავშირმა შესთავაზა საკუთარი გზა და ფორმა, როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ჩემდა სამწუხაროდ, ნიკა მელიამ პიროვნულად თქვა ამაზე უარი. მას ჰქონდა შანსი, როგორც პარტიის ლიდერს, საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა და თავისი პოზიციიდან დაესრულებინა ის დაპირისპირება, რომლის მთავარი მხარეც მისი პარტიაა. მან ეს არ გააკეთა, მაგრამ ამის მიუხედავად, არის მეორე გზა, რომელიც ამ გადაწყვეტილებასაც აზღვევს. და ჩვენ მართლა შეგვიძლია, თუ ეს გვინდა, ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილების გარეშე, ის მაინც გავათავისუფლოთ. და ამას ერთმანეთთან ჩხიკინი კი არა, დასხდომა, კონკრეტულ ტექსტზე მუშაობა და მერე კანონის მიღება უნდა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ჯიმ რიში

20 აპრილი 2021, 20:18

პოლიტიკა

სენატორი ჯიმ რიში: „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას პასუხისმგებლობა ეკისრებათ, შეთანხმება დაიცვან და პოლიტიკური ნდობა აღადგინონ

ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება.

ზურაბ ქადაგიძე

20 აპრილი 2021, 20:13

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ნიკა მელია ზის ციხეში და ფიქრობს, რომ უშუალოდ შიდაპარტიულ თამაშში წააგო, თან ისე წააგო, რომ საბოლოო ჯამში მიშას თოჯინა გამოვიდა

ნიკა მელია ზის ციხეში და ფიქრობს, რომ უშუალოდ შიდაპარტიულ თამაშში წააგო, თან ისე წააგო, რომ საბოლოო ჯამში მიშას თოჯინა გამოვიდა, - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე წერს.

არჩილ თალაკვაძე

20 აპრილი 2021, 20:12

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ნიკა მელიას გადასაწყვეტია, ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიებას დაეთანხმება, თუ არა

რაც შეეხება ნიკა მელიას, ამომწურავი განმარტება, რაც გაკეთდა მედიატორის მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერამდე, მკაფიოდ ამბობს, რომ ეს არის ევროკავშირის მხრიდა გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება. თავად პატიმრობაში მყოფი პირის გადასაწყვეტია, ამ გირაოს დაეთანხმება, თუ არ დაეთანხმება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

გიორგი ვაშაძე

20 აპრილი 2021, 20:10

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ნიკა მელიაზე: გაწერილ ვადებში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მორჩა და დამთავრდა

შეთანხმება გაწერილია დეტალურად ვადებით, იმ ვადებში ყველაფერი უნდა გაკეთდეს. მორჩა და დამთავრდა, - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კითხვას იმის თაობაზე, როგორ და როდის უნდა გათავისუფლდეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობიდან.

გიორგი ვაშაძე

20 აპრილი 2021, 20:10

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ყველა პარტია იქნება პარლამენტში, უბრალოდ მცირე ჯიუტობას აქვს ადგილი

„სალომე სამადაშვილმა ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მასთან არასოდეს მქონია კარგი ურთიერთობა, ვაფასებ მის დამოუკიდებელ, პრინციპულ გადაწყვეტილებას, რადგან ასე უნდა იქცეოდეს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, რომელიც ხედავს, რომ დადგა დრო დასავლური, ევროპული, ეროვნული ტიპის შეთანხმებას მოაწეროს ხელი“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე

20 აპრილი 2021, 20:09

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ კრიზისი დაძლეულია, თუმცა გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლება აუცილებელია

დღეს შეთანხმება მიღწეულია, კრიზისი დაძლეულია. გულწრფელად მინდა, თითოეულ პოლიტიკოსს, საჯარო პირს ვთხოვო, რომ ეს დღე არა კინკლაობისა და ერთმანეთის ლანძღვა-გინებისთვის, არამედ ძალიან სერიოზული, სოლიდური დოკუმენტის იმპლემენტაციაზე საუბრისთვის გამოვიყენოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

20 აპრილი 2021, 20:01

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გუშინ გამოვლინდა, რომ „ნაცმოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის ჯგუფი მუშაობდა შეთანხმების წინააღმდეგ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის ჯგუფი მუშაობდა შეთანხმების წინააღმდეგ. „ჩვენ ასევე მოვისმინეთ მისი თანაპარტიელებისა და მხარდამჭერების მხრიდან ბრალდებები და ვარაუდები, რომ ხომ არ იყო ნიკა მელიას პატიმრობა „ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში. მე, რა თქმა უნდა, არ შევალ ამ განსჯაში და არ მივცემ თავს უფლებას, რომ საზოგადოებას ჩემი დასკვნები შევთავაზო, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლელ პარტნიორებთან ერთად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კრიზისის დასრულებისთვის. იგივე გააკეთა ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა, მაგრამ არ გააკეთა „ნაცმოძრაობამ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.