imedi /  27 აპრილი 2020, 16:34 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: კომპანიები, რომელთაც პირველივე ეტაპზე მიეცათ ონლაინვაჭრობის უფლება, პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ საქმიანობის განახლებას და დაიცვან წესები

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ის ფაქტი, რომ ონლაინვაჭრობის სფეროს და ბევრ კომპანიას საშუალება მიეცათ გააგრძელონ საქმიანობა შეზღუდვების შერბილების პირველივე ეტაპზე, კარგი შესაძლებლობაა როგორც მომხმარებლისთვის, რომ მიიღოს სასურველი პროდუქცია, ასევე თავად კომპანიებისთვის, რომელთაც ამავდროულად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, უზრუნველყოს თანამშრომლისა და მომხმარებლის უსაფრთხოება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, კომპანიები, რომელთაც დღეს ონლაინ განაახლეს საქმიანობა ან გადავიდნენ საქმიანობის დისტანციურ ფორმატზე, ვალდებული არიან ზედმიწევნით ზუსტად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი გაიდლაინები, რომელთა დაკმაყოფილება დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.

„პირველ რიგში, ეს საჭიროებს უბრალოდ პასუხისმგებლიან მიდგომას იმ კომპანიების მხრიდან, ვისაც დღეიდან ეძლევა ფუნქციონიებს საშუალება. ეს არის ელემენტარული პირობები, რომელიც გაწერილია ჯანდაცვის გაიდლაინებში“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, კომპანიები ვალდებული არიან უზრუნველყონ თანამშრომლები პირადი დაცვის საშუალებებით, მათ შორის პირბადეებითა და ხელთათმანებით, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც მიტანის სერვისს ახორციელებენ და მომხმარებელთან ადგილზე მისვლა უწევთ. ასევე კომპანიებმა უნდა მოახდინონ ოფისებისა და საწყობების პერიოდული დეზინფექცია, უნდა ჰქონდეთ თერმოსკინრინგი, ოფისში ერთდროულად არ უნდა ჰყავდეთ 5 ადამიანზე მეტი და სხვა წესების დაცვა, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

„მივმართავ მათ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები, დაიცვან სანიტარული ნორმები, აკონტროლონ თანამშრომლები - ჰქონდეთ გამართული მოკვლევადობის სისტემა, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს პირადი დაცვის საშუალებები და სხვა. მინდა აღვნიშნო, რომ პირველივე ეტაპზე ამოქმედებულ კომპანიებს დამატებითი პასუხისმგებლობა აკისრიათ როგორც საკუთარ ბიზნესზე, ასევე კლიენტის ჯანმართელობასა და შეზღუდვების შერბილების შემდგომი ეტაპების ამოქმედების გეგმის შეუფერხებლად გაგრძელებაზეც. თუ ამ პერიოდში ამ კუთხით რაიმე სახის ეპიდემიოლოგიური პრობლემა შეიქმნა, ნებისმიერ დროს გვექნება უფლება და მოვალეობაც, რომ გადავდოთ შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ეტაპები. ამიტომ ონლაინ კომპანიები უნდა იყონ ჩვენი თანამოაზრეები ამ ნაწილში. ამასთან, მინდა ბევრ კომპანიას გადავუხადო მადლობა, ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება ამ მოთხოვნებს და ასრულებს მათ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ყველა სიახლე

23 აპრილი 2021, 22:23

მსოფლიო

საფრანგეთის ქალაქ რამბუიეში პოლიციის თანამშრომლის მკვლელობა ტერორისტულ აქტად განიხილება

საფრანგეთის ქალაქ რამბუიეში პოლიციის კომისარიატის თანამშრომლის მკვლელობა ტერორისტულ აქტად განიხილება. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ლევან კობერიძე

23 აპრილი 2021, 22:15

პოლიტიკა

ლევან კობერიძე: გული მწყდება „ლელოზე“, ისინი, ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობის“ მძევლები გახდნენ

„ლელოზე“ გული მწყდება, ისინი, ფაქტობრივად, მძევლები გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, - ამის შესახებ „ლელოს“ ყოფილმა წევრმა, ლევან კობერიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

23 აპრილი 2021, 22:03

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 49 438 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 49 438 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 343 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 აპრილი 2021, 21:56

მსოფლიო

ბელარუსში Skoda-ს ავტომობილების, Nivea-ს კოსმეტიკისა და Liqui Moly-ის ავტომობილის ზეთების შეტანა აიკრძალა

ბელარუსის მთავრობამ დროებით აკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე ავტომწარმოებელ Škoda Auto-ს, ავტომობილის ზეთების მწარმოებელი კომპანია Liqui Moly-ისა და კოსმეტიკური ბრენდების მფლობელი კომპანია Beiersdorf-ის პროდუქციის შეტანა.

23 აპრილი 2021, 21:55

რეგიონი

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი სპექტაკლის პრემიერა გამართა

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი სპექტაკლის პრემიერა გამართა. სპექტაკლი მოწვეულმა რეჟისორმა ნიკოლოზ ლუარსაბიშვილმა, იგორ ბაუერსიმას ცნობილი და მსოფლიოში გახმაურებული პიესის - „ნორვეგია დღეს“ მიხედვით დადგა.

23 აპრილი 2021, 21:51

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 32 340 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 340 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 309 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 აპრილი 2021, 21:50

რეგიონი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრები გამართეს.

ჯორჯიან მანგანეზი

23 აპრილი 2021, 21:50

რეგიონი

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაცია და პროფკავშირები დასაქმებულების ანაზღაურების მატებაზე შეთანხმდნენ

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაცია და პროფკავშირები დასაქმებულების ანაზღაურების მატებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

23 აპრილი 2021, 21:48

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 894 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 894 043 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 151 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 აპრილი 2021, 21:44

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 11 731 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 731 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 95 ადამიანი გარდაიცვალა.

23 აპრილი 2021, 21:41

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 14 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 342 ადამიანი გარდაიცვალა.

23 აპრილი 2021, 21:39

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 678 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 678 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 40 ადამიანი გარდაიცვალა.

შსს

23 აპრილი 2021, 21:34

სამართალი

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ბათუმში ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, ე.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს.

ჯო ბაიდენი

23 აპრილი 2021, 21:33

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ-სა და რუსეთს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის სფეროში პროდუქტიულად თანამშრომლობა შეუძლიათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ და რუსეთი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ითანამშრომლებენ.

ცესკო

23 აპრილი 2021, 20:46

პოლიტიკა

„გირჩის“ საარჩევნო სიის წევრებს 8-დან 129 ნომრის ჩათვლით რეგისტრაცია გაუუქმდათ

„გირჩის“ საარჩევნო სიის წევრებს 8-დან 129 ნომრის ჩათვლით რეგისტრაცია გაუუქმდათ. შესაბამისი განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს გამოსცა.

ჯინ შაჰინი

23 აპრილი 2021, 20:43

პოლიტიკა

ჯინ შაჰინი: საქართველოს პოლიტიკურ ბედს შორსმიმავალი შედეგები აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობისთვის

მსურს საქართველოს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა მივულოცო, თუმცა მძიმე სამუშაო ახლა იწყება, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

23 აპრილი 2021, 20:43

რეგიონი

აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა

ზუგდიდში, ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, ქალაქის მერი გიორგი შენგელია და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (Action Against Hunger) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მარსელა მაქსფილდი სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს შეხვდნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს.

23 აპრილი 2021, 20:42

სპორტი

ვაკის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) ვაკის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გახსნა. სფფ-ს ვაკის საფეხბურთო ცენტრი 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან გადაეცა. გადაცემის პროცესს მხარს უჭერდა სპორტის უნივერსიტეტი.

ნუგზარ წიკლაური

23 აპრილი 2021, 20:35

პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: არ გვინდა, რომ ხეებზე ჯდომასთან და მოღალატეებთან დაკავშირებით გამონათქვამებთან რაიმე კავშირი გვქონდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ მის პარტიას არ სურს, რაიმე კავშირი ჰქონდეს იმ გამონათქვამებთან, რომლებიც დასავლელი პარტნიორების მისამართით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

რონ ჯონსონი

23 აპრილი 2021, 20:27

პოლიტიკა

რონ ჯონსონი: მოხარულნი ვართ, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს

ამერიკელი სენატორი, რონ ჯონსონი აცხადებს, რომ მოხარულია, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს.