IMEDI /  28 აპრილი 2020, 19:42 / სანდო წყარო

ბექა ლილუაშვილი: თითოეული სამუშაო ადგილი, რომელიც იქმნება ქვეყანაში, არის გარანტია იმისა, რომ ოჯახებში ადამიანებმა შეიტანონ შემოსავალი და ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია

ბექა ლილუაშვილი

ბექა ლილუაშვილი

სამწუხაროა ისეთი ფაქტები, როდესაც ბიზნესს ჰქონდა საშუალება, რომ შეენარჩუნებინათ დასაქმებული და ზოგიერთმა უპასუხისმგებლო ბიზნეს სუბიექტმა მოახერხა და გაუშვა ეს ადამიანი უხელფასო შვებულებაში, ან შეუჩერა შრომითი ხელშეკრულება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„მაგრამ, არიან ასევე ისეთი კომპანიები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გარდა იმისა, რომ ინარჩუნებენ თავიანთ დასაქმებულებს და აძლევენ მათ ხელფასს. იყო განცხადებები ზოგიერთი კომპანიის მხრიდან, რომ ისინი, იმ საშემოსავლო გადასახადის შეღავათს, რაც სახელმწიფომ შესთავაზა კომერციულ სექტორს, გამოიყენებენ იმისთვის, რომ თავიანთ დასაქმებულებს გაუზარდონ ხელფასი. ასეთია დღევანდელი მოცემულობა და გვყავს პასუხისმგებლიანი ბიზნესი და გარკვეულწილად, სამწუხაროდ, ის ბიზნესი, რომელსაც გადარჩენის გამო უწევს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა,განსაკუთრებით სახელმწიფო საწარმოებში, ყველაფერს აკეთებს სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის და დასაქმებულთა ხელშეწყობისთვის.

„დღეს ჩვენ ვდგავართ ისეთი მძაფრი და მასშტაბური გამოწვევის წინაშე, რომლის პირობებშიც საუბარი სახელმწიფო, ან კერძო სექტორზე ამ თვალსაზრისით არ მიმაჩნია მიზანშეწონილად და დღეს თითოეული სამუშაო ადგილი, რომელიც იქმნება ქვეყანაში და არის ქვეყანაში გარანტია იმისა, რომ ოჯახებში ადამიანებმა შეიტანონ შემოსავალი ხელფასის სახით და დაიკმაყოფილონ თავიანთი მიმდინარე საჭიროებები, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ყველა სიახლე

ანრი ოხანაშვილი

29 მაისი 2020, 11:02

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: პარლამენტში დღეს მორიგ მასტერკლასს ველოდებით

„დღეს ველოდებით, რომ პარლამენტში საინტერესო პაექრობა გვექნება. ჩვენ ჩვენს საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას იმ საკითხებზე, რაც მათთვის აქტუალურია“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ანტონიო გუტერეში

29 მაისი 2020, 10:57

COVID19

კორონავირუსისგან ყველაზე დაუცველ ქვეყნად იემენი დასახელდა

კორონავირუსის პანდემიისგან ყველაზე დაუცველი ქვეყანა იემენია, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. „არ არის უფრო დაუცველი ქვეყანა, ვიდრე იემენი. ქალაქ ადენში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდება. იღუპება ინფიცირებულთა 17 პროცენტი. ქვეყანაში არსებული ვითარება ტრაგიკულია“, - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.

29 მაისი 2020, 10:56

სპორტი

თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 12 ივნისს განახლდება

თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 12 ივნისს განახლდება. თურქეთის თასის მატჩები 16 ივნისიდან დაიწყება, ხოლო მეორე და მესამე დივიზიონები და სამოყვარულო ლიგები მოედანს 18 ივლისს დაუბრუნდებიან. გუნდებს სამის ნაცვლად ხუთი ცვლილების გაკეთების უფლება ექნებათ.

29 მაისი 2020, 10:56

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნულმა გვარდიამ ქალაქ მინეაპოლისში 500-ზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა

აშშ-ის ეროვნულმა გვარდიამ ქალაქ მინეაპოლისში 500-ზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა, სადაც საპროტესტო აქციები არ ცხრება შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული გვარდიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანამარია პროდანი

29 მაისი 2020, 10:56

მსოფლიო

Playboy-ს ყოფილი მოდელი საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს

Playboy-ს ყოფილი მოდელი საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს. ჟურნალ Playboy-ს ყოფილი მოდელი ანამარია პროდანი საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს, - ამის შესახებ გამოცემა Brinkwire იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ექსმოდელმა არჩევანი რუმინულ „ჰერმანშტადტზე“ შეაჩერა, რომელსაც მწვავე ფინანსური კრიზისი აქვს.

მარინა ეზუგბაია

29 მაისი 2020, 10:54

COVID19

რვა ახალი კოვიდინფიცირებულიდან ერთი 16 წლისაა

„მათგან ერთი 16 წლისაა, მაგრამ ეს უკვე აღარ მოიხსენიება, როგორც მოზარდი, 16 წელი უკვე, გარკვეულწილად, სციდება ბავშვთა ასაკს. ამ რვა ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმეს არ სცილდება. ვნახოთ, დღეს გაფართოებული კვლევებით რას მივიღებთ“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სერგეი მოხნატკინი

29 მაისი 2020, 10:53

მსოფლიო

რუსი უფლებადამცველი სერგეი მოხნატკინი გარდაიცვალა

ცნობილი რუსი უფლებადამცველი სერგეი მოხნატკინი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტი ვიქტორ შენდეროვიჩი Facebook-ის გვერდზე იტყობინება. „მას ბევრი წელი კლავდნენ და ბოლოს მოკლეს“, - წერს ჟურნალისტი. სერგეი მოხნატკინი მოძრაობა „ადამიანის უფლებებისთვის“ ტვერის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 2010 წელს ის ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს, თუმცა მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა შეიწყალა.

კომუნიკაციების კომისია

29 მაისი 2020, 10:51

საზოგადოება

როგორ ვებრძოლოთ ყალბ ინფორმაციას - კომუნიკაციების კომისია 10 სკოლაში ონლაინ გაკვეთილებს ატარებს

კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, 10 საჯარო სკოლაში 200 მოსწავლისთვის ონლაინ გაკვეთილებს ატარებს. როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსწავლეებს ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარებაში ეხმარებიან, ეს უნარები მოზარდებს ნამდვილი და მოგონილი ამბის ერთმანეთისგან გარჩევასა და ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციაში დაეხმარებათ. ტრენინგი BBC Academy-ის სასწავლო მასალების გამოყენებით მიმდინარეობს.

გიორგი ვოლსკი

29 მაისი 2020, 10:49

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რევანშს შეეცდება

„პარლამენტში პრემიერი მოსვლა კარგია, იგი მესამედ კიდევ მოვა. პრობლემები ძალიან ბევრია, მაგრამ ასეთ ვითარებაში შედეგები გვიჩვენებს, რომ საქმიანობა, რომელიც მთელმა სამთავრობო გუნდმა გაწია ეფექტური იყო“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მარინა ეზუგბაია

29 მაისი 2020, 10:46

COVID19

მარინა ეზუგბაია: სამივე მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა

მძიმე პაციენტებთან დაკავშირებით, გაუმჯობესება გვაქვს. სამივე მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. მათზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოზე მძიმე პაციენტები არიან,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

29 მაისი 2020, 10:43

სპორტი

124 წლის განმავლობაში პირველად წელს ბოსტონის მარათონი არ გაიმართება

გარბენი, რომელშიც ყოველწლიურად 30 000 ადამიანი მონაწილეობს, მანამდე 20 აპრილიდან 14 სექტემბრამდე გადაიტანეს, თუმცა საბოლოოდ ორანოზატორებმა მისი გაუქმება გადაწყვიტეს და მის ნაცვლად ვირტუალური ღონისძიება დაგეგმეს, რომლის მონაწილეებმა ინდივიდუალურად 42-კილომეტრიანი დისტანცია უნდა გაირბინონ.

29 მაისი 2020, 10:38

COVID19

შვეიცარიაში კორონავირუსის გამო სექს-მუშაკებს უსაფრთხოების ახალი ნორმები დაუწესეს

შვეიცარიაში სექს-მუშაკები კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილ მუშაობას 6 ივნისიდან განაახლებენ, თუმცა იძულებულნი იქნებიან უსაფრთხოების ახალი წესები დაიცვან, - ამის შესახებ ინფორმაციას dailymail ავრცელებს. ახალი რეგულაციით, მათ მხოლოდ ორ პოზაში უნდა იმუშაონ, რომლებიც უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებს (ე.წ. Doggy Style და reverse cowgirl პოზიცია), ანალური აქტის შემთხვევაში კი ხელთათმანებიც უნდა ეკეთოთ. რეკომენდებულია პირბადეებიც, ყოველ ახალ კლიენტს კი სექს-მუშაკებმა გამოცვლილი თეთრეული უნდა დაახვედრონ. ამასთან, კლიენტების ანონიმურობა დაცული ვეღარ იქნება. მათ შესახებ ინფორმაციას მინიმუმ 4 კვირით შეინახავენ.

მარინა ეზუგბაია

29 მაისი 2020, 10:38

COVID19

ახალი ინფიცირებულებიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 კი ბოლნისიდან

„ამჟამად კოვიდცენტრებში 158 პაციენტი მკურნალობს. ჩვენთან გუშინ შემოვიდა 8 დადასტურებული შემთხვევვა. ასევე, გვყავს ერთი პაციენტი, რომელსაც სწრაფი ტესტით ვირუსი დაუდგინდა, თუმცა ახლა ველით სრული კვლევის შედეგს. მისი პასუხი დღეს გახდდება ცნობილი“.

29 მაისი 2020, 10:35

სამართალი

განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში, ზ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ო.მ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, გულმკერდის არეში დანით მიაყენა ჭრილობა,მიყენებული დაზიანების შედეგად ო.მ. ადგილზე გარდაიცვალა. ზ.მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

29 მაისი 2020, 10:32

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ სამი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

29 მაისი 2020, 10:29

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში 4 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან ერთი მოზარდია

„32 დადასტურებული პაციენტიდან გუშინ 4 გამოჯანმრთელდა, ერთი მოზარდი და სამი ზრდასრული, კლინიკაში რჩება კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი - ათი ბავშვი და დანარჩენი მოზარდი. პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია, მათი უმრავლესობა გამოჯანმრთელებას ელოდება. კვლევაში ჩასართავად ამ დროისთვის ახალი პაციენტი არ გვყავს“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

თხევადი გაზი

29 მაისი 2020, 10:29

პოლიტიკა

თხევადი გაზის იმპორტის მოსაწესრიგებლად პარლამენტში ინიციატივა დარეგისტრირდა

პარლამენტში ინიცირებულია ცვლილებები ,,საგადასახადო კოდექსში“, რომლის მიზანიც თხევადი გაზის იმპორტთან დაკავშირებით კანონდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და უფრო გამჭვირვალე, სამართლიანი და კონკურენტული საგადასახადო წესების დადგენაა. „პროექტის მიხედვით, თხევადი გაზის იმპორტი დღეს არსებული რთული, ორეტაპიანი დაბეგვრის ნაცვლად ერთ რეჟიმს დაექვემდებარება.

29 მაისი 2020, 10:29

COVID19

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 26 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

29 მაისი 2020, 10:20

კულტურა

YouTube-ზე 20-ზე მეტი საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეობით უფასო ონლაინ-ფესტივალი იწყება

დღეიდან 20-ზე მეტი საერთაშორისო ფესტივალი YouTube-ზე უფასო ონლაინ-ფესტივალს წარადგენს, რომლის სახელწოდებაა We Are One: A Global Film Festival. ფესტივალის ინიციატორია Tribeca, მასში კი სხვებთან ერთად ბერლინალე, კანისა და ვენეციის კინოფესტივალები მონაწილეობენ. 10 დღის განმავლობაში 100-ზე მეტი ფილმი იქნება ნაჩვენები, მათ შორის 13 მსოფლიო და 31 ონლაინ პრემიერა.

ლადისლას ტანგანსვა

29 მაისი 2020, 10:19

მსოფლიო

რუანდის გენოციდში მონაწილეობისთვის ყოფილ მაღალჩინოსანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

რუანდის გენოციდისთვის ყოფილ მაღალჩინოსანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სამხრეთ რუანდაში მდებარე ქალაქ ნიაკიზუს ყოფილ მერს, ლადისლას ტანგანსვას ყოფილ მერს 1994 წლის გენოციდში მონაწილეობაში ედებოდა ბრალი.