imedi /  29 აპრილი 2020, 13:19 / სანდო წყარო

ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოში კვლავ მე-5 ადგილზეა

ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოში კვლავ მეხუთე ადგილზეა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ავრცელებს.

„საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ (IBP) გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველომ 100 შესაძლებელი ქულიდან 81 ქულა მიიღო, რაც 2017 წელთან შედარებით, უმნიშვნელო - ერთპუნქტიანი გაუარესებაა. აღნიშნული ცვლილება ძირითადად „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ მხრიდან რამდენიმე საკითხის შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებამ გამოიწვია. ამ მაჩვენებლით 117 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველო, წინა კვლევის მსგავსად, კვლავ მე-5 ადგილზე დარჩა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა და მას მხოლოდ ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და მექსიკა უსწრებენ.

კვლევის მთელი პროცესი დაახლოებით 18 თვეს გრძელდებოდა და იგი ძირითადად 2018 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ მდგომარეობას აფასებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქართველოს ღია ბიუჯეტის კვლევას „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობისთვის“ 2012 წლიდან ატარებს.

ბიუჯეტის გამჭვირვალობის გასაზომად გამოყენებულია 109 სხვადასხვა ინდიკატორი. „ღია ბიუჯეტის ინდექსის” მიზანია შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს ქვეყნის ცენტრალური მთავრობა რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტის საზოგადოებისთვის დროულ ხელმისაწვდომობას და არის თუ არა ამ დოკუმენტებში შეტანილი მონაცემები ამომწურავი. ეს რვა დოკუმენტია:

● ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები

● სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი

● სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიღებული კანონი

● მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი

● სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშები

● სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში

● სახელმწიფო ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიში

● სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ „ღია ბიუჯეტის ინდექსით” ფასდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” ყურადღებას, ასევე, ამახვილებს: ა) ბიუჯეტზე ეფექტიანი ზედამხედველობისა და ბ) საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებზეც. ამ ორი თემის შეფასება „ღია ბიუჯეტის ინდექსის” შემადგენელი ნაწილი არ არის და ცალკე განიხილება. ამ მხრივ საქართველოს კვლავ აქვს გამოწვევები საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეების ჩართულობის კუთხით. კერძოდ, 100 შესაძლებელი ქულიდან საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მხრივ საქართველომ 28 ქულა (მსოფლიოში მე-14 ადგილი) მიიღო, ბიუჯეტზე ზედამხედველობის მხრივ კი - 82 ქულა (მე-11 ადგილი).

შთამბეჭდავი მიღწევების მიუხედავად, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” საქართველოს მთავრობას რიგ რეკომენდაციებს სთავაზობს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ქვეყანა კიდევ უფრო გააუმჯობესებს მიღწეულ შედეგს. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ ანგარიშების კიდევ უფრო დახვეწას და მოქალაქეების საბიუჯეტო პროცესში ჩართულობის გაზრდას უკავშირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

15 აპრილი 2021, 19:15

COVID19

ამირან გამყრელიძე: ინფიცირების შემთხვევათა ბოლო დღეების მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია იძაბება უფრო მეტად, ვიდრე ეს იყო თებერვალ-მარტში

„ჩვენ საკმაოდ სტაბილური ვითარება გვქონდა შარშან გაზაფხულიდან სექტემბრამდე. სექტემბრის 10 რიცხვამდე, მთელ ქვეყანაში 1500-მდე ინფიცირების და გარდაცვალების 19 შემთხვევა გვქონდა. სექტემბრის 15-დან დაიწყო თანდათან მატება, განსაკუთრებით კი, ეს მატება აღინიშნა უკვე ოქტომბერში და მოგეხსენებათ, ძალიან მძიმე იყო ნოემბერ-დეკემბერი. იგივე ვითარება რომ არ მივიღოთ მესამე ტალღის პერიოდშიც, აუცილებელია ყველა იმ რეგულაციის მკაცრად დაცვა, რაც ამჟამად მოქმედებს ქვეყანაში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯო ბაიდენი

15 აპრილი 2021, 19:11

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: რუსეთის ზოგიერთი ქმედება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უჩვეულო და საგანგებო საფრთხეს წარმოადგენს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ რუსეთის ზოგიერთი ქმედება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უჩვეულო და საგანგებო საფრთხეს წარმოადგენს.

დავით მათიკაშვილი

15 აპრილი 2021, 19:08

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: დემოკრატია მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას არ გულისხმობს, აპატურაიმ სწორედ ამაზე მიუთითა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მკაფიო გზავნილებია, რომ დემოკრატია მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას არ გულისხმობს. მისივე თქმით, დემოკრატიის წიაღში იგულისხმება ოპოზიციის პასუხისმგებლობაც, შეასრულონ კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულება.

15 აპრილი 2021, 19:06

რეგიონი

აქციის მონაწილეებთან დიალოგისთვის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იმყოფებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე.

შარლ მიშელი

15 აპრილი 2021, 18:45

მსოფლიო

შარლ მიშელი: ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

15 აპრილი 2021, 18:36

კულტურა

თეა წულუკიანმა ქუთაისში სამი თეატრი მოინახულა და მათთან ერთად სამომავლო გეგმები დასახა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან, კახა სიხარულიძესთან, ქუთაისის მერთან იოსებ ხახალეიშვილთან და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაზა ლომინაძესთან ერთად ქუთაისში სამინისტროს გამგებლობაში მოქმედი სამი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოინახულა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

15 აპრილი 2021, 18:34

რეგიონი

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ.

მაჟორიტარმა დეპუტატმა და მერმა, დღეს ფალიაშვილის ქუჩაზე, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე და 21 მიკრო რაიონში, სკვერების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. ნინო ლაცაბიძე და ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის რამდენიმე უბანში, მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ.

15 აპრილი 2021, 18:30

პოლიტიკა

ეუთოში აშშ-ის მისია: აშშ რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს

აშშ რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს. ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელმა, კორტნი ოსტრიანმა განაცხადა.

პაატა ცინცაძე

15 აპრილი 2021, 18:27

ეკონომიკა

პაატა ცინცაძე: ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილება ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ ეს რესურსი უნდა აითვისოს

ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილებაც ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ უნდა აითვისოს ეს რესურსი. მაგალითად, შვეიცარიაში, რომელიც ტერიტორიით ჩვენზე მცირე ქვეყანაა და მისაბაძია უამრავი მიმართულებით, დღეს ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანაა და მისი ჰესების ჯამური სიმძლავრე 35000 მეგავატია, 10-ჯერ მეტი ვიდრე ჩვენს ჰესებს გააჩნია. ასევეა ავსტრიაში, იტალიაში, ნორვეგიაში, ესპანეთსა და ა.შ. - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ცინცაძემ.

სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 18:27

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში სომხური წარმოშობის მოქალაქეები სარგებლობენ ყველა საშუალებით, რათა შეინარჩუნონ წინაპართა ენა და კულტურა

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ახლობლური, მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდა და კვლავ გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე, ეკონომიკური, ტურისტული პროექტების გაძლიერებასა და განხორციელებაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აპრილი 2021, 18:26

პოლიტიკა

პრემიერის დავალებით ქუთაისში იმყოფებიან რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად მზად არიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად.

15 აპრილი 2021, 18:26

პოლიტიკა

არმენ სარქისიანი: მთიანი ყარაბაღის პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლებელია

სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის განცხადებით, შეუძლებელია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთიანი ყარაბაღის პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე, მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის აღდგენის გზით. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

არმენ სარქისიანი

15 აპრილი 2021, 18:22

პოლიტიკა

არმენ სარქისიანი: საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ქართველ კოლეგას გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 18:16

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ

რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობიდან გამომდინარე განვიხილეთ უკრაინაში შექმნილი საგანგაშო ვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის.

ვლადიმერ ბოჟაძე

15 აპრილი 2021, 18:14

საზოგადოება

ვლადიმერ ბოჟაძე: ვხედავთ ღია მოწოდებებს, მოთხოვნებს, ულტიმატუმებს, რომლებსაც ჰესთან არანაირი კავშირი არა აქვს

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ეს პრობლემა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, თუმცა სიტუაცია განსაკუთრებულად ბოლო პერიოდში დაიძაბა და სწორედ ამ ფონზე გამოჩნდნენ ღიად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ასოცირდებიან რუსეთთან და რუსეთიდან ფინასდებიან, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

15 აპრილი 2021, 18:03

რეგიონი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე დომენიკ მანგო ჩავიდა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე სკანდალურად ცნობილი ბლოგერი დომენიკ მანგო ჩავიდა. მან განაცხადა, რომ იზიარებს აქციაზე შეკრებილთა პროტესტს და „ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგია.

სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 18:00

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: დიალოგისთვის შეთავაზებული ჩვენი პლატფორმა ძალაში რჩება - მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის

„ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას.

ნინო ველთაური

15 აპრილი 2021, 17:57

რეგიონი

ნინო ველთაური: ბათუმში, დასაქმების ფორუმზე 20-მდე მსხვილი დამსაქმებელი, 400-მდე ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი

ბათუმში ხვალ, დასაქმების ფორუმზე 20-მდე მსხვილი დამსაქმებელი, 400-მდე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგინილი, - ამის შესახებ ბათუმიდან პირდაპირ ეთერში „ქრონიკაში“ ჩართვისას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა განაცხადა.

დენიელ ევანსი

15 აპრილი 2021, 17:54

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი, მონტე კარლოს მასტერსიდან ასპარეზობას დენიელ ევანსმა გამოთიშა

ნოვაკ ჯოკოვიჩი, მონტე კარლოს მასტერსიდან ასპარეზობას დენიელ ევანსმა გამოთიშა. მონაკოში მიმდინარე 1000-ქულიან მასტერსზე, 1/8 ფინალური დაპირისპირება, ნოვაკ ჯოკოვიჩს და ედუარდ ევანსს შორის, 2 სეტში ბრიტანელის გამარჯვებით, ანგარიშით: 6-4, 7-5 დასრულდა.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2021, 17:49

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები არ ითვალისწინებენ არანაირ რეკომენდაციას, რასაც ჩვენი მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები გვაძლევენ

სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები არ ითვალისწინებენ არანაირ რეკომენდაციას, რასაც ჩვენი მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები გვაძლევენ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მმართველი ძალა აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას.