imedi /  29 აპრილი 2020, 13:23 / სანდო წყარო

„სოციალ-დემოკრატები“ ფიზიკური პირების 750 ლარამდე შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას მიესალმებიან

სოციალ-დემოკრატები

„მთავრობის მიერ ფიზიკური პირების 750 ლარამდე შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება (ასევე 1500 ლარამდე შემოსავლის 750 ლარიანი წილის 20% საშემოსავლოსგან) წარმოადგენს ე.წ. პროგრესული დაბეგვრის შემოღებას, - ამის შესახებ ნათქვამია „სოციალ-დემოკრატების“ განცხადებაში, რომელსაც საგადასახადო შეღავათების შემოღებასთან დაკავშირებით აქვეყნებენ.

„მთავრობის მიერ ფიზიკური პირების 750 ლარამდე შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება (ასევე 1500 ლარამდე შემოსავლის 750 ლარიანი წილის 20% საშემოსავლოსგან) წარმოადგენს ე.წ. პროგრესული დაბეგვრის შემოღებას. ჩვენ მივესალმებით ამ ღონისძიებას და არა იმიტომ, რომ წლების მანძილზე ვცდილობთ საჯარო პროპაგანდას და კანონპროექტების ინიცირების მეშვეობით ამ პრინციპის დამკვირდრებას საქართველოში, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი სამართლიანი და ამავე დროს ეფექტური მექანიზმი საზოგადოების სტაბილურობისა და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახით ამ პრინციპის შემოღებას აუცილებლად ექნება უარყოფითი ეფექტები - შემცირდება საბიუჯეტო შემოსავლები, რომლებიც უნდა მიემართებოდეს ჯანდაცვას, უმუშევრობის დახმარებას და სხვა სოციალურ მიზნებს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გადასახადები გაიზარდოს მაღალ შემოსავლებზე (ხელფასი, მოგება, დივიდენდი და ა.შ), თუნდაც 5 000 ლარის ზემოთ. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ბიუჯეტის გარეშე ვერ იარსებებს სოციალური დაცვის ეფექტური სისტემა.
ამის მიუხედავად, ეს განხორციელებული ნაბიჯი მისასალმებელია. ეს არის მცირე შემოსავლების ნაკლებად დაბეგვრა უფრო მაღალ შემოსავლიანებთან შედარებით.

როგორ შეიძლება შეიცვალოს მცირეშემოსავლიანი ადამიანების ხელზე ასაღები თანხა: ა) თუ იგივე დარჩათ დარიცხული შემოსავალი, ხელზე ასაღები თანხა გაეზრდებათ (მაგ. დღეს თუ აქვთ დარიცხული ხელფასი 750 ლარი, ხელზე იღებენ 600 ლარს, ხოლო 150 ლარს გადასახადის სახით იხდიან ბიუჯეტში. ახალი წესით, თუ დარიცხული ხელფასი აქვთ 750 ლარი, ხელზე აიღებენ 750 ლარს).

ბ) თუ შეუმცირდათ დარიცხული შემოსავალი (დამსაქმებელთან შეთანხმებით) იმ თანხის ოდენობით, რა თანხასაც ამ დრომდე იხდიდნენ ბიუჯეტში, ხელზე აიღებენ იგივე თანხას, რასაც იღებენ დღეს - თუ დარიცხული 750 ლარი შეუმცირდათ 600 ლარამდე - ხელზე აიღებენ 600 ლარს.

რაც შეეხება დამქირავებელს, პირველ შემთხვევაში, სარგებლის თვალსაზრისით, ის ინარჩუნებს სტატუს-კვოს (ბიუჯეტს კი აკლდება შემოსავალი).

მეორე შემთხვევაში დამსაქმებელ კომპანიას უმცირდება ხარჯები. ეს შეიძლება მოხდეს, როგორც არსებული სიტუაციიდან გამომდინარე იძულებით, კომპანიის შემოსავლების შემცირებიდან გამომდინარე (ეს უკვე ბევრ კომპანიაში მოხდა, საერთო მოთხოვნის შემცირების გამო), ასევე კომპანიის მისწრაფებით, შეამციროს ხარჯები მოგების გაზრდის მიზნით. ამ უკანასკნელისკენ კერძო კომპანიები ისედაც მიდრეკილნი არიან და რამდენადაც ეს შეუძლიათ და გამოსდით, აკეთებენ კიდეც ამას.

აქ წამოიჭრება კერძო კომპანიების ეფექტური ფუნქციონირებისა და დამქირავებელ - დაქირავებულის ურთიერთობის ბევრი საკითხი. სუსტი სოციალირი დიალოგის პირობებში, ამ საკითხების გადაწყვეტა დასაქმებულების გააქტიურებასთან ერთად საჭიროებს სახელწმიფოს აქტიურ ჩარევას და მხარეების ჩართვას კონსტრუქციულ დიალოგში.

ეს ცალკე თემაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დამქირავებლის და დაქირავებულის ურთიერთობები განსაკუთრებულ ყურადღებას, სიღრმისეულ განხილვას და სამართლიან, ობიექტურ, პროგრესულ და პერსპექტიულ გადაწყვეტილებებს საჭიროებს. აუცილებელია ამ საკითხების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგში პირველ პლანზე წამოწევა და ფართო საზოგადოების (ყველა დაინტერესებული მხარის) მონაწილეობით განხილვა. დღესმიმდინარე რადიკალური ცვლილებები თავისთავად ახდენს საკითხის აქტუალიზებას.
ვიმეორებთ: გადასახადების შემცირება დაბალ შემოსავლებზე, უმუშევრობის დახმარებასთან და სხვა ნაბიჯებთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოლიდარული და ეფექტური ეკონომიკისკენ, და არა მხოლოდ კრიზისის პერიოდისთვის, არამედ საზოგადოდ. ჩვენ ვიცით, რომ ამ პრინციპების გაფართოვება და მყარად დამკვიდრება თავისით, საზოგადეობრივი ჩართულობის და პოლიტიკური ბრძოლის გარეშე არ მოხდება, ამიტომ ყველას, ვინც ამ პრინციპებს იზიარებს მოვუწოდებთ არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ უშედეგო კრიტიკით და ჩავერთოთ მიმდინარე პროცესებში. ამ პრინციპების გაფართოვება ჩვენ გვესაჭიროება დიდი ცვლილებებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ადგილი სადაც კეთილდღეობა გაზიარებულია ყველასთვის და არა ერთეულებისთვის, როგორც ეს აქამდე იყო და არის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2021, 09:38

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 აპრილს ქუთაისში წვიმა და +26 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. წვიმას პროგნოზირებენ ოზურგეთშიც, სადაც დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +28 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

19 აპრილი 2021, 09:23

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გრიშაშვილის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის და სადგურის ქუჩის მოსახლეობას.

19 აპრილი 2021, 08:58

სამართალი

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დღეს დისტანციურ რეჟიმში სასამართლო სხდომაა დანიშნული

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დღეს დისტანციურ რეჟიმში სასამათლო სხდომაა დანიშნული. როგორც ბასილაშვილის ადვოკატები აცხადებენ, დღევანდელი პროცესი სავარაუდოდ, გადაიდება, ვინაიდან სხდომა ორ საათზეა დანიშნული, ბასილაშვილს კი პირველ საათზე მატჩი აქვს.

19 აპრილი 2021, 08:42

საზოგადოება

უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი დღეიდან ამოქმედდება

საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს, 320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

19 აპრილი 2021, 08:30

რეგიონი

დღეიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეები კარანტინს აღარ გაივლიან

დღეიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით შემოწმდებიან.

19 აპრილი 2021, 08:17

პოლიტიკა

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, არაფორმალური ვიდეოკონფერენცია გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ინფორმაციას მიაწვდის ბოლო დროს განვითარებული რამდენიმე საკითხის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

19 აპრილი 2021, 08:03

პოლიტიკა

დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე „ქრონიკასთან“ საუბრისას აცხადებს, სესიაზე მსჯელობის მთავარი თემები იქნება გლობალური პანდემია და კოვიდ-19-ის ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების საკითხი, ასევე, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე.

@peakay81

19 აპრილი 2021, 00:42

ტაბლოიდი

პაემანზე მისულმა კაცმა აღმოაჩინა, რომ ქალმა მასთან ერთად კიდევ 16 ადამიანი დაპატიჟა

„როგორც იცით, პაემნებზე არ მიმართლებს, მაგრამ როგორც იქნა გადავწყვიტე კიდევ მეცადა. ეს წლის განმავლობაში პირველად გავაკეთე და აი რა მოხდა - ეს ხუმრობა არ არის“, - ამბობს ვიდეოში მომხმარებელი @peakay81.

18 აპრილი 2021, 23:54

სპორტი

UEFA: სუპერ ლიგის შექმნას არ დავუშვებთ

„თუ ეს მოხდება, ჩვენ - უეფა, ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის საფეხბურთო ასოციაციები და ამ ქვეყნების ჩემპიონატები - ერთიანები ვიქნებით ჩვენს ძალისხმევაში შევაჩეროთ ეს ცინიკური პროექტი, რომელიც რამდენიმე კლუბის პირად ინტერესებს ეფუძნება, მაშინ როდესაც საზოგადოებას სოლიდარობა სჭირდება. ჩვენთვის ყველა ხელმისაწვდომ ზომას განვიხილავთ, როგორც სასამართლო, ასევე სპორტულ დონეზე , რათა ეს არ მოხდეს“, - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

ირაკლი ქადაგიშვილი

18 აპრილი 2021, 23:20

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, რომელიც ხანგრძლივი განხილვის შედეგი იყო და ახლა ერთი-ორ პროცენტზე ვაჭრობა ცოტა უხერხულად მეჩვენება

ჩვენ მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, რომელიც ხანგრძლივი განხილვის შედეგი იყო. იმ დოკუმენტში საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი არანაირ პროცენტებზე და არანაირი ბმა არ არსებობდა რაიმე კუთხით რიგგარეშე არჩევნებთან. ჩვენი ინიციატივით ვთქვით, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება 40%-ზე ნაკლებს აიღებს, მაშინ შეგვიძლია კიდევ ვიმსჯელოთ ზოგადად რაიმე სახით რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონი

18 აპრილი 2021, 23:15

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: იმედი მაქვს, შარლ მიშელის სამართლიან, ზუსტ და საბოლოო წინადადებას ყველა მხარე მიიღებს

„საქართველო, მესამე ცდა იღბლიანი იქნება. იმედი მაქვს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამართლიან, ზუსტ და საბოლოო წინადადებას ყველა მხარე მიიღებს. კომპრომისებზე წასვლა საქართველოსთვის - ეს ძალაა. ქართველები იმსახურებენ, რომ მთელი მათი პარლამენტი მათთვის მუშაობდეს“, - წერს ფონ კრამონი.

ვლადიმერ ბოჟაძე

18 აპრილი 2021, 22:57

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: მართლმსაჯულების გაუმჯობესებას გვთხოვენ და როგორც ჩანს მართლმსაჯულებაში „ჩარევით“ უნდა დავიწყოთ

„რატომ და როგორ შეიცვალა დანიელსონის დოკუმენტი რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელი უკვე მოაწერა ეგ კიდევ ცალკე თემაა. მართლმსაჯულების გაუმჯობესებას გვთხოვენ და როგორც ჩანს მართლმსაჯულებაში „ჩარევით“ უნდა დავიწყოთ. ისე, თუ ამ ახალ დოკუმენტსაც ყველა ოპოზიციური პარტია არ მოაწერს ხელს და რაც მთავარია, პარლამენტში არ შევა, ვერ განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებები. მოკლედ ველოდებით ოპოზიციის პოზიციას“, - წერს ბოჟაძე.

 ლევან ნიკოლეიშვილი

18 აპრილი 2021, 22:51

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ძვირფასო მედიატორებო, მანამდე უნდა ცვალოთ დოკუმენტი, სანამ ნაცებს არ მოეწონებათ?

ცოტა არ იყოს და გაუგებარია, სულ ცოტა ხნის წინ მედიატორები შეთანხმებაზე ხელისმოწერას ეხვეწებოდნენ ორივე მხარეს-შესაბამისად გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა დოკუმენტს. დღეს კი რა ხდება დოკუმენტი შეცვალეს? თან მას შემდეგ, რაც ერთმა მხარემ ხელი მოაწერა და ახალი ვარიანტი წარადგინეს, რომელიც მაინც არ მოსწონს ნაცებს, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი.

18 აპრილი 2021, 22:46

საზოგადოება

კვირის განმავლობაში როგორ ვითარდებოდა პროცესები „ნამახვანჰესზე“ - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი რიონის ხეობიდან

ინვესტორი კომპანიის სპეციალური ტექნიკა და მუშახელი სახელმწიფოს შესაბამისი ნებართვის ფარგლებში მოქმედებს. შეჩერებულია ჰესის მთავარი ნაგებობისა და კაშხლის მშენებლობა, ვიდრე საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა. კითხვები და წუხილი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ძირითადად იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც უკვე 177-ე დღეა იქ აქციას მართავენ. კვირის ბოლოს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ვითარება შედარებით მშვიდია. რკინის კონსტრუქციების ნაწილი, რომელიც ხეობაში იყო აღმართული, კომპანიამ ტერიტორიიდან გაიტანა.

მამუკა მდინარაძე

18 აპრილი 2021, 22:45

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელი უკვე მოაწერა“

იცით, რომ ჩვენი ხელმოწერა ევროკავშირის მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილ დოკუმენტზე უკვე დაფიქსირებულია, რაზეც სამწუხაროდ ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა. ანუ, დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოაწერა ხელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ imedinews-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მან ასევე განმარტა, რატომ არ დაესწრნენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრას მმართველი გუნდის წარმომადგენლები.

ეკატერინე ტიკარაძე

18 აპრილი 2021, 22:41

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ვალდებულები ვართ განსაკუთრებით მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ბიზნესისა და მოქალაქეების იმ ნაწილს, რომლებიც ცდილობენ ქვეყანა გადაარჩინონ შემდეგ ლოკდაუნს

„არის ის მხარე, რომელიც აბსოლუტურად ათვითცნობიერებს თუ რა არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა, იაზრებს თუ რა რისკებთან გვაქვს დღესდღეობით საქმე. ჩვენ პასუხისმგებელი და ვალდებულები ვართ დავიცვათ ყველა ჩვენი მოქალაქე და განსაკუთრებით მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ბიზნესისა და მოქალაქეების იმ ნაწილს, რომლებიც თავიანთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, რა თქმა უნდა, იაზრებენ ამ გამოწვევას და ცდილობენ ქვეყანა გადაარჩინონ შემდეგ ლოკდაუნს და შემდგომში ამ ლოკდაუნით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გივი მიქანაძე

18 აპრილი 2021, 22:23

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

სესიაზე მსჯელობის მთავარი თემა გლობალური პანდემია და კოვიდ 19-ის ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატების საკითხი, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობა, ევროპის საბჭოს სტრატეგიული პრიორიტეტები და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური პროცესები იქნება. საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობასა და მათი სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ასამბლეას სიტყვით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, გივი მიქანაძე მიმართავს.

შარლ მიშელი

18 აპრილი 2021, 22:23

პოლიტიკა

შარლ მიშელის წინადადების თანახმად, კანონმდებლებმა ამბიციური სასამართლო რეფორმა ამ საპარლამენტო ვადაში უნდა მიიღონ

„რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო გადახედვის აუცილებელი პროცედურების დაცვით, საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შეასრულონ საერთო პოლიტიკური პოზიცია, რომ პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობა საჭირო იქნება შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის და ეს დანიშვნები საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას უნდა შეესაბამებოდეს, რათა დანიშვნები განხორციელდეს გამჭვირვალე, არაპარტიული გზით, დამსახურების საფუძველზე. მხარეები ვალდებულებას იღებენ განახორციელონ შემდგომი სასამართლო რეფორმა, ინკლუზიური პროცესის მეშვეობით, სასამართლო რეფორმის მე-3 და მე-4 ტალღების ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განსახორციელებლად მოთხოვნილი იქნება საერთაშორისო კონსულტაცია და დახმარება“, - ნათქვამია შარლ მიშელის წინადადებაში.

ზაალ ანჯაფარიძე

18 აპრილი 2021, 22:15

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს ევროპაცა და თავად მიშელიც, თუ ოპოზიცია ამ დოკუმენტსაც ხელს არ მოაწერს

„ქართული ოცნების" მიერ დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა და 40% „ჩამკეტის" შეთავაზება აღმოჩნდა ის ამოსავალი წერტილი, რასაც დაეყრდნო შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი, როდესაც ეს ზღურბლი 43%-მდე ასწია, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს ევროპაც და თავად მიშელიც, რომელმაც უკვე დასცა მისი რეპუტაცია, დოკუმენტის შეცვლითა და ოპოზიციის კაპრიზებზე დაყოლით, თუ კიდევ დამატებით დაიწყებს დოკუმენტის შინაარსით მანიპულირებას, თუ ოპოზიცია ხელს ამ დოკუმენტსაც არ მოაწერს.

პოლიციის მანქანა

18 აპრილი 2021, 22:06

სამართალი

პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული დააკავეს

პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ ქ.ნ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ლაგოდეხში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.