IMEDI /  30 აპრილი 2020, 11:51 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: ჩვენ ვმუშაობთ, რომ მკაცრი გაიდლაინების დანერგვის პირობებში საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად იმისთვის, რომ ძალიან მკაცრი გაიდლაინების დანერგვის პირობებში, საქართველოს ტურისტული ბაზარი იყოს უსაფრთხო და ერთ-ერთი პირველი, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი კონტროლის პირობებში - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა წარმომადგენლობითი იყო და დარგის წინაშე არსებული იმ ძირითადი გამოწვევების განხილვას დაეთმო, რომლებიც ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოიქმნა. ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებით დაზარალდა და ამდენად, განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს.

„ჩვენ კრიზისის პირველივე დღიდან ვეხმარებით ტურისტულ ინდუსტრიას სხვადასხვა სახის შეღავათითა და პროგრამის ფარგლებში, მაგრამ ეს დღეს აღარ არის საკმარისი. ტურისტულ ინდუსტრიას დღეს სჭირდება გარკვეული დრო, სანამ არ გახდება ისეთივე მომგებიანი და მიმზიდველი, როგორიც კრიზისამდე იყო. ამავდროულად ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაამარცხებს ეპიდემიას და გახსნის საზღვრებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, სანამ ტურიზმის სექტორი მის წინაშე არსებულ გამოწვევებს დაძლევს, მას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება.

„დღეს ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამაზე, რომელიც მოიცავს როგორც ახლა განსახორციელებელ ანტიკრიზისულ ზომებს, ასევე სამომავლო სტიმულირების ინსტრუმენტებსაც“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, შეხვედრები ტურიზმის სექტორთან სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა დარგის წინაშე არსებული პრობლემური საკითხები სწრაფად და ეფექტურად გადაიჭრას.

ყველა სიახლე

პრინაკა ჩოპრა ჯონასი და ნიკ ჯონასი

13 აპრილი 2021, 00:55

ტაბლოიდი

რა ეცვათ ვარსკვლავებს BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე. ფოტოგალერეა

საღამო ონლაინ ფორმატში ჩატარდა, თუმცა წამყვანები და ის ვარსკვლავები, რომლებიც ნომინანტებსა და გამარჯვებულებს აცხადებდნენ ალბერტ ჰოლში შეიკრიბნენ. მათი ჩაცმულობა ტრადიციულად მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

ლაშა ტალახაძე

13 აპრილი 2021, 00:53

სპორტი

ლაშა ტალახაძე სამშობლოში დაბრუნდა

ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე საქართველოში დაბრუნდა. მას აეროპორტში კულტურის მინისტრის მოადგილე, ოჯახის წვერები, გულშემატკივრები, პატრიარქის ჩოხოსნები, პარლამენტის წევრები დახვდნენ. მან სამი ოქროს მედალი მოიგო და ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

დმიტრო კულება

13 აპრილი 2021, 00:51

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: შეიძლება ისეთი ფაზა დადგეს, როდესაც შეშფოთების გამოთქმა საკმარისი არ იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საფრანგეთისა და გერმანიის ხელმძღვანელობის ქმედებები იმაზეა მიმართული, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი ესკალაციის უგუნურება გააგებინონ.

დუეინ ჯონსონი

13 აპრილი 2021, 00:44

მსოფლიო

დუეინ ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ მომავალში აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

„არ მგონია, ჩვენს დამფუძნებელ მამებს წარმოედგინათ, რომ მათ კლუბს ორმეტრიანი, მელოტი, სვირინგებიანი, ნახევრად შავკანიანი, ნახევრად სამოელი, ტეკილას მსმელი და პიკაპის მფლობელი შეუერთდება. მაგრამ თუ ეს ოდესმე მოხდა, ჩემთვის დიდი პატივი იქნება გემსახუროთ“, - დაწერა ჯონსონმა.

13 აპრილი 2021, 00:32

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 54 562 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 54 562 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 243 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ამირან გამყრელიძე

13 აპრილი 2021, 00:25

COVID19

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა კატეგორია შესაძლოა, აცრან ბინაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ისეთი სერვისის შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება იმ ადამიანების სახლიდან გაუსვლელად აცრა, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვთ.

ამირან გამყრელიძე

13 აპრილი 2021, 00:23

COVID19

ამირან გამყრელიძე: ავიცრები როგორც რიგითი მოქალაქე

„29 აპრილს გამდის ის 4-თვიანი, ანუ 120-დღიანი ვადა. შემდეგ აღდგომაა. ვეცდები, რომ აღდგომის შემდგომ, პირველივე დღეებში ავიცრა. არ ავიცრები ისეთი ვაქცინით, რომ სალაპარაკო გახდეს მოსახლეობისთვის. ავიცრები როგორც რიგითი მოქალაქე, რაც მას ეკუთვნის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ანტონიო გუტერეში

13 აპრილი 2021, 00:20

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში: პანდემიასთან ბრძოლამ მულტილატერალიზმის წარუმატებლობა ცხადყო

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლამ მულტილატერალიზმის წარუმატებლობა ცხადყო.

ბორის ჯონსონი

13 აპრილი 2021, 00:14

ტაბლოიდი

ბორის ჯონსონი სახლს აქირავებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ოქსფორდშირის საგრაფოში კოტეჯს აქირავებს. ამის შესახებ DailyMail წერს. პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების პროტოკოლის გამო მიიღო. კოტეჯი თვეში 4 2 00 ფუნტად ქირავდება.

შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი 2021, 23:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ადეიშვილს ამასაც აპატიებენ ჩვენთვის ადამიანის უფლებებზე ლექციის მკითხველი კადრები

„ქართული ოცნების“ წევრი, შალვა პაპუაშვილი ზურაბ ადეიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აფასებს. Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში პაპუაშვილი წერს, რომ ადეიშვილს ამასაც აპატიებენ „მის მიერ დაფრთიანებული, დღემდე მისით აღფრთოვანებული და ჩვენთვის ადამიანის უფლებებზე ლექციის მკითხველი კადრები“.

12 აპრილი 2021, 23:15

მსოფლიო

G7: რუსეთს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს პროვოკაციები და დაუყოვნებლივ განმუხტოს ვითარება

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტიურობის გამო.

USAID

12 აპრილი 2021, 22:39

ეკონომიკა

USAID-ი: აგროტურიზმს სოფლად მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვს

„აგროტურიზმი ეკონომიკის ის სფეროა, რომელსაც სოფლად მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვს“, - ამის შესახებ USAID-ი მიერ Facebook-ზე გავრცელებულ ტექსტშია აღნიშნული, რომელიც ციფრული პლატფორის პრეზენტაციას ეხება.

12 აპრილი 2021, 22:36

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: რუსეთის ქმედებები და ყოფნა რეგიონში საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობასა და საქართველოს უსაფრთხოებას

რუსეთის ქმედებები და ყოფნა რეგიონში საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობასა და საქართველოს უსაფრთხოებას. დაზვერვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და საინტერესო ანალიზი მაღალ შეფასებას იმსახურებს, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს.

12 აპრილი 2021, 22:31

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 99 ათასს გადააჭარბა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 536 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 385 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ირაკლი ჯინჭარაძე

12 აპრილი 2021, 22:12

რეგიონი

ბათუმის ბულვარის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში არსებული დარღვევები დასახელდა. ირაკლი ჯინჭარაძე აცხადებს, რომ საკრებულოში ხმაურიანი განცხადებების გამო „დასაჯეს“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 აპრილი 2021, 22:11

მსოფლიო

ზელენსკი: აშშ უკრაინის კარგი მეგობარია, მაგრამ პრეზიდენტმა ბაიდენმა მეტი უნდა გააკეთოს

აშშ უკრაინის კარგი მეგობარია, მაგრამ პრეზიდენტმა ბაიდენმა მეტი უნდა გააკეთოს, რომ რუსეთი შეაჩეროს და ხელი შეუწყოს ამ კონფლიქტის დასრულებას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასში ვიზიტისას ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა.

გიორგი კახიანი

12 აპრილი 2021, 22:08

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: მედიამ საზოგადოებას 25 წლის წინ შეძენილი სახლი ისე წარმოუჩინა, რომ თითქოს პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ შევიძინე და გავმდიდრდი

„ბინა, რომელშიც დაახლოებით 25 წელია ვცხოვრობ, სახლი მცხეთაში, რომელიც მაქვს დაახლოებით 35 წელია, სანათესაოს სახლი სოფელში, რომელიც 8-9 წლის ვიყავი როდესაც აშენდა. ყველაფერი ეს, საზოგადოებას ისე წარმოუჩინეს, რომ თითქოს ეს იყო ქონება, რომელიც მე პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ შევიძინე და ამით გავმდიდრდი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

12 აპრილი 2021, 21:33

COVID19

თურქეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას 1-ელ ივნისამდე შეზღუდავს

თურქეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას 1-ელ ივნისამდე შეზღუდავს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხად

12 აპრილი 2021, 21:30

კულტურა

თეა წულუკიანმა ბრიტანეთის ელჩთან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავისუფალ შემოქმედთათვის ელექტრონული პლატფორმის, ე.წ. „ვირტუალური ჰაბის“ შექმნას, სადაც ნებისმიერ ხელოვანს საშუალება მიეცემა დარეგისტრირდეს და წარმოაჩინოს საკუთარი შემოქმედება. პლატფორმა სამინისტროსა და ხელოვანებს შორის კომუნიკაციის მიმართულებით ერთგვარი ხიდის ფუნქციას შეასრულებს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაზე, ინკლუზიური მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე და სხვადასხვა ასპექტში თანამშრომლობის გაღრმავებაზე“.

გიორგი ვოლსკი

12 აპრილი 2021, 21:27

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „გირჩის“ მოთხოვნებზე: არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღს ჩავიდებთ ჯიბეში და გარკვეული პრივილეგიები გვექნება, ეს საკმარისი არაა, რათა თემებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ

„არ შეიძლება, რომ ბატონი იაგოს განცხადებებზე აიგოს ჩვენი პოზიცია. არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღს ჩავიდებთ ჯიბეში და გარკვეული პრივილეგიები გვექნება, ეს არ არის საკმარისი, რათა თემებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ. გარდა ამისა, შანტაჟის განცხადება, რომ შემოვალთ, თუ ჩვენს ამ მოთხოვნებს შეასრულებთ, არ მგონია, სერიოზული იყოს. თუმცა, რასაც ეს პარტია გვიყვება, შესაძლოა, პოლიტიკისთვის და მხარდამჭერთა რაოდენობის მობილიზების თვალსაზრისით კარგი იყოს, მაგრამ საზოგადოებას სხვა მოთხოვნა აქვს პარლამენტის მიმართ“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.