imedi /  01 მაისი 2020, 11:56 / სანდო წყარო

გადასახადის გადამხდელთა კავშირი ანტიკრიზისულ გეგმას ეხმიანება

გადასახადის გადამხდელთა კავშირი

გადასახადის გადამხდელთა კავშირი მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება და აცხადებს, რომ გეგმაში არ იყო გათვალისწინებული ბიზნესისა და გადასახადის გადამხდელების ინტერესები, - ამის შესახებ ინფორმაციას გადასახადის გადამხდელთა კავშირი ავრცელებს. „ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს და კითხვებს ტოვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„კრიზისის დაწყებისთანავე, ბიზნესაოციაციების უმეტესი ნაწილი, ცალ-ცალკე თუ ერთობლივად, ვაკეთებდით განცხადებებს და ვთავაზობდით ხელისუფლებას ინიციატივებსა თუ რეკომენდაციებს, იმისათვის რომ ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაში გათვალიწინებული ყოფილიყო მთავარი გადამხდელის - ბიზნესის ინტერესები, რასაკვირველია, სახელმწიფოს ინტერესებთან სრული შეთავსებით. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა რომ მთავრობამ არა თუ გაითვალისწინა, არამედ, ჩვენს მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებსა თუ მოთხოვნებზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა. უფრო მეტიც, გვახსოვს პრემიერის მუქარისშემცველი ფრაზაც, რომ მოვა დრო და ბიზნესს მოაკითხავს.

გავეცანით რა პრემიერის, ხოლო შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულად წოდებული გეგმის პრეზენტაციას, რომელიც დღემდე დეტალურად გაწერილი სრული დოკუმენტის სახით არსად გამოქვეყნებულა და შესაბამისად, არც არავის უნახავს, ჩვენი წევრი კომპანიების სახელით, ვითხოვთ, საჯარო მკაფიო განმარტებებს ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით და იმ აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინებას, რომელიც უკვე არაერთხელ გავაჟღერეთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ბიზნესის გადარჩენისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

● გთხოვთ, დეტალურად განმარტოთ, მისაღები საერთაშორისო დახმარებების პირობები, მიზნობრიობა და ვადები.

● Გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ მიმდინარე წლის კორექტირებული ბიუჯეტი, სადაც განგვიმარტავთ მიმდინარე ხარჯებიდან დაზოგილი თანხების მოცულობებსა და მუხლებს.

● სახელმწიფომ პანდემიის დაწყებისთანავე დაანანონსა ტურიზმის სექტორისთვის ქონების გადასახადის გადავადება. მიმდინარე კვლევები დღემდე ვერ პროგნოზირებენ კრიზისის დასრულების ვადებს, შესაბამისად, ოთხი თვის ვადაში ( საიდანაც ორი უკვე გასულია) შეუძლებელია ამ სექტორის ამოქმედება ვივარაუდოთ, მითუმეტეს, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული გეგმის მიხედვით, ყველაზე ადრე, ივლისის თვეშია სასტუმროების ამოქმედება შესაძლებელი. ეს ავტომატურად არ გულისხმობს ამ სექტორში შემოსავლების მიღების შესაძლებლობას, ამიტომ აუცილებელია სასტუმროს ბიზნესი 2020 წლისთვის გათავისუფლდეს ქონების გადასახადიდან, იმ არგუმენტით, რომ ამ წელს ისინი ვერ შეძლებენ ამ ქონებით ფაქტიურად სარგებლობას.

● ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ კრიზისმა დააზარალა თითქმის ყველა სექტორი, მიუხედავად იმისა, შეწყვიტა თუ არა საქმიანობა. ამიტომ ქონების გადასახადის გადავადების შესაძლებლობის მიცემა წლის ბოლომდე იქნება ეფექტიანი დახმარება იმისათვის, რომ ბიზნესმა შეძლოს მიმდინარე ხარჯებთან გამკლავება.

● ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის შესაძლებელი გახდეს ენერგოკომპანიებისთვის მათ ანგარიშებზე არსებული დეპოზიტებიდან მიმდინარე დავალიანების გადახდა.

● წარმოდგენილი გეგმა ძირითადად მოიცავს ექვს თვიან საშეღავათო პერიოდს, გვაინტერესებს, იმ დროს, როდესაც თავად ეტაპები სამ თვეზეა გაწერილი, რატომ გადანაწილდა სოციალური პაკეტების უმრავლესობა 6 თვეზე? ამასთანავე, უსამართლო და არაეფექტიანია უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულებისა და დასაქმებულების დახმარების მოცულობებს შორის სხვაობა.

● დღეს, როცა მიმდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არის უაღრესად პრობლემატური, ყველა მოქმედი ბიზნესი იბრძვის გადარჩენისთვის და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის, აუცლებელია, რომ დაანონებული 6 თვის განმავლობაში, შეჩერდეს საპენსიო შენატანები. ეს დაუზოგავს ფულს როგორც დამსაქმებელს, ასევე დასაქმებულსა და თავად სახელმწიფოსაც თანაბარპროპორციულად.

● დღგ-ს ავტომატური დაბრუნების შესაძლებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს ანტიკრიზისული პროგრამის ნაწილად, რადგან ეს კრიზისამდე იყო დაანონსებული და ამავდროულად, ამ შესაძლებლობით სარგებლობას შეძლებს ბიზნესის ძალიან მცირე ნაწილი. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ იმპორტირებული საქონლის განბაჟებისას, დროებით, დღგ-ს გადახდის ვალდებულება უნდა დადგეს საქონლის რეალიზაციის შემდეგ, რაც კომპანიებს მეტ საბრუნავ საშუალებებს დაუტოვებს. შესაბამისად, უნდა აღსდგეს ე.წ. ოქროს სიის წესი. მხოლოდ, ადრე არსებულისგან იმ განსხვავებით, რომ იგი უნდა გავრცელდეს უკლებლივ ყველა კომპანიაზე.

● ბიზნესის დასახმარებლად საგარანტიო სქემის ამოქმედებას ხელისუფლება 2 წლის წინ გეგმავდა, თუმცა ანონსი ანონსად დარჩა დღემდე, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როდის მოხდება, რა პირობებით და ვისთვის იქნება შესაძლებელი ამ სქემით სარგებლობა? ხაზს ვუსვამთ, რომ პროგრამების დროული ამოქმედება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

● სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი თანხები სრულებით არასაკმარისია. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ, იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით, აღმოვჩნდით უდიდესი რისკების წინაშე. Ეს ეხება როგორც პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ექსპორტის შეზღუდვას, ასევე საკუთარ უაღრესად მწირ საწარმოო სიმძლავრეებზე დამოკიდებულებას.

● ასეთ ვითარებაში, როდესაც წარმოდგენილი გეგმა, პრემიერისვე განმარტებით, არის მოკლევადიანი, მხოლოდ უკვე მიმდინარე უარყოფით პროცესებზე რეაგირებაზე გათვლილი, სრულიად კონტექსტიდან ამოვარდნილია მიწის რეგისტრაციის პროცესის დაანონსება, რომელიც სამ წელზეა გათვლილი.

● და რაც მთავარია, პრეზენტაციისას პრემიერს არც კი უხსენებია ეროვნული ვალუტა, რომელმაც მიმდინარე პერიოდში განიცადა რეკორდული ვარდნა, რამაც გამოიწვია მაღალი ინფლაცია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ქვეყანას, გადასახადის გადამხდელებს, ბიზნესს, ეკონომიკურად აქტიურ სუბიექტებს გვჭირდება რადიკალური და ქმედითი, სწრაფი მოქმედება ამ კრიზისის დასაძლევად და არა კოსმეტიკური ნახევარ-ნაბიჯები, ან წლების წინ დაანონსებული პროგრამები, რომელთა ხელმისაწვდომობაც და მიზნობრიობაც დღემდე გაურკვეველია. ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება, ამჯერად მაინც მოგვისმენს და არა მარტო გაგვცემს არგუმენტირებულ პასუხებს, არამედ სამოქმედო გეგმაშიც გაითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართული სუბიექტების კვალიფიციურ რეკომენდაციებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

თორნიკე შენგელია

29 მაისი 2020, 14:47

სპორტი

Eurobasket.com-ის მიერ გამოქვეყნებულ საუკთესოთა სიაში თორნიკე შენგელია მოხვდა

Eurobasket.com-მა კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ევროლიგის გათამაშება შეაჯამა და საუკეთესოები დაასახელა. ამ შემადგენლობაში არის ესპანური „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია. შენგელია დასახელდა ევროლიგის პირველ სიმბოლურ ნაკრებსა და ევროპელთა გუნდში. მიმდინარე სეზონში თორნიკეს ანგარიშზე საშუალოდ: 15.9 ქულა, 5.6 მოხსნა და 2.9 პასი იყო. ევროლიგის მიმდინარე გათამაშება მარტის დასაწყისში შეწყდა, 25 მაისს კი, სეზონის გაუქმდა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:47

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს

„პრობლემა გახლავთ ის, რომ დღეს, როდესაც უმწვავესი კრიზისის დროს, ჩვენ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისთვის ვიბრძვით და იმისთვის, რომ ადამიანებს ოჯახში შესატანი შემოსავალი შევუნარჩუნოთ, ამ დროს სპეკულირებენ და პოლიტიკური ქულებისა და დივიდენდების აკრეფას ცდილობენ გაჭირვებაზე, ადამიანების სიღარიბეზე“.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:44

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ბატონ რომან გოცირიძეს და მის პოლიტიკურ ძალას საერთოდ არ აინტერესებდათ, რა იყო თვითდასაქმებული

ქართულ ეკონომიკაში 2012 წლამდე თვითდასაქმებულის მცნება საერთოდ არავის აინტერესებდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის კითხვას უპასუხა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:38

საზოგადოება

გიორგი გახარია: 2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს ჯანდაცვის დაფინანსება 1 მლრდ 76 მლნ ლარია

მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდგომ და დღევანდელი ფაქტით, საქართველოს ბიუჯეტის 1/3 არის მიმართული სოციალური ხარჯებისთვის, რაც აქამდე ასე არ იყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს კი ეს არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი.

29 მაისი 2020, 14:33

პოლიტიკა

გიორგი გახარია პარლამენტის თავმჯდომარეს: მკაცრად დაიცავით რეგლამენტი, ეს მოგვცემს საშუალებას, ხალხზე მეტი ვიზრუნოთ, ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვას ვუპასუხოთ

მან პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართა: „ბატონო თავმჯდომარე, მინდა, გთხოვოთ, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ ჩვენ 11 საათი აქ ვიდექით და ეს იყო სულ ერთ დღის წინ, მკაცრად დაიცვათ რეგლამენტი. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ ელემენტარულად, ხალხზე მეტი ვიზრუნოთ, ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვას ვუპასუხოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:31

საზოგადოება

გიორგი გახარია: 2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები უფასო გახდა, ამ წლის შემდეგ მშობლებს სასკოლო წიგნებში ფული არ გადაუხდიათ

„საქართველოს მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ ბავშვები, განსაკუთრებით მთიან და აგრარულ რაიონებში სკოლებში მიგვეყვანა. ეს ყოველდღიურად მშობლების ჯიბიდან ამოღებული ფული იყო და ეს არის 100 მილიონი მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების ნაწილში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:28

პოლიტიკა

გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. LIVE

პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ. პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს ვირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიში საკუთარი ინიციატივით ორი დღის წინ წარუდგინა, თუმცა წინ კიდევ ერთი მოხსენებაა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:28

პოლიტიკა

გიორგი გახარია: 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 10.5%-ით შემცირდა

ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე 10.5%-ით შემცირდა. 2012 წელს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ზე მეტი იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 19.5%-ია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ტომაშ პეტრშიჩეკი

29 მაისი 2020, 14:26

პოლიტიკა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხმიანება

ჩეხეთის რესპუბლისკის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რუსეთის უკანონო ნაბიჯებს ფიციალური Twitter გვერდის მეშვეობით ეხმაურება. „არ შემიძლია არ გავიმეორო, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები, ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას. სავალალოა, რომ ე.წ. „ბორდერიზაცია“ და სხვა უკანონო მოქმედებები COVID 19 პანდემიის მიუხედავად გრძელდება“, - წერს ტომაშ პეტრშიჩეკი.

ირაკლი სესიაშვილი

29 მაისი 2020, 14:12

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ოპოზიციას ძლიერი სახელმწიფო და ქვეყნის წარმატება არ აწყობს

პრემიერმა ყველა კითხვას 27 მაისს ამომწურავი პასუხი გასცა. ჩვენს მიღწევებს ვირუსთან ბრძოლაში საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, ერთადერთი, ვინც ეს ვერ გაიგო, იყო ოპოზიცია. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

29 მაისი 2020, 14:10

სამართალი

ეტაპობრივი გახსნის შედეგად თბილისში 31 სანოტარო ბიურო ამოქმედდა

სანოტარო ბიუროების გახსნა და მათი ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება 20 მაისს თბილისით დაიწყო და კვლავაც გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „სანოტარო ბიუროების ინპექტირებისა და შესაბამის ნოტარიუსებთან სამუშაო შეხვედრების გამართვის შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეისათვის თბილისში 31 სანოტარო ბიუროზე უკვე გასცა მუშაობის განახლების ნებართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

29 მაისი 2020, 14:04

პოლიტიკა

„ლელო“ საპარლამენტო არჩევნებში თავის კანდიდატს ყველა მაჟორიტარულ ოლქში წარადგენს

როგორც პარტიის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, მათ ოცდაათივე ოლქში ეყოლებათ კანდიდატი და არ გამორიცხავენ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები გაიარონ. თუმცა როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთო კანდიდატზე ისინი თანახმა არიან.

ფახულანი-საბერიოს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან აქცია

29 მაისი 2020, 13:54

რეგიონი

ფახულანი-საბერიოს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მოქალაქეთა ნაწილმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გააპროტესტა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფახულანი-საბერიოს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, სამოქალაქო მოძრაობის "ხმა" ორგანიზებით, აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის დროშებით მივიდნენ ე.წ. საზღვართან და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

29 მაისი 2020, 13:40

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ ახალი ლოგო და კამპანია წარადგინა

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური ორგანიზაციის ახალი ლოგო და კამპანია, სახელწოდებით „ახალი ძალა, ახალი იმედი“ წარადგინა. ხაზარაძის განცხადებით პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ახალი ლოგოტიპი გამარჯვებისა და მშვიდობის სიმბოლოა.

29 მაისი 2020, 13:40

საზოგადოება

მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა

მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა. დღეიდან ქალაქში ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდება.

საბერძნეთი

29 მაისი 2020, 13:40

საზოგადოება

საგარეო უწყება საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებაზე: საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ოჯახის წევრებთან

საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ აცხადებს, რომ ცხედრის ექსპერტიზა მიმდინარეობს.

დევიდევიდ ნაბარო

29 მაისი 2020, 13:38

COVID19

ჯანმოს სპეციალური წარმომადგენელი: კორონავირუსი არსად გამქრალა - მსოფლიო ახალი ეპიდემიოლოგიური აფეთქებისთვის მზად უნდა იყოს

კორონავირუსის საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ნაბაროს განცხადებით, კორონავირუსი არსად გამქრალა და მსოფლიო ახალი ეპიდემიოლოგიური აფეთქებისთვის მზად უნდა იყოს.

29 მაისი 2020, 13:38

ეკონომიკა

Renault-ის 15 ათასი თანამშრომელი უმუშევრად დარჩა

ფრანგულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Renault-მა მსფოლიოს მასშტაბით განთავსებულ საწარმოებში ჯამში 15 ათასი სამუშაო ადგილი გააუქმა. ამ ნაბიჯით კომპანია €2 მილიარდის დაზოგვას გეგმავს. Renault-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისისგან თავის დასაცავად მიიღო.

ვლადიმერ ბოჟაძე

29 მაისი 2020, 13:29

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან გაიზარდა ამომრჩეველი, კარგად არჩევს თეთრსა და შავს, ზუსტად იცის, ვის უნდა ანდოს საკუთარი სამშობლო

„პოლიტიკურად ძალიან გაიზარდა ამომრჩეველი, კარგად არჩევს თეთრსა და შავს, ზუსტად იცის, ვის უნდა ანდოს საკუთარი სამშობლო, - ამის შესახე ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ის საკუთარგვედრზე წერს და Gorbi-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე აცხადებს. „დარჩება თუ არა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მესამე ვადით? ამ კითხვაზე პასუხი Gorbi-ის კვლევაშია. დიახ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, პოლიტიკურ პარტიას მესამე ვადით ანდობს ხელისუფლებას ამომრჩეველი, 55% მზად არის კვლავ მმართველ პარტიას მისცეს ხმა, რაც სრულიად საკმარისია მყარი საპარლამენტო უმრავლესობის და შესაბამისად მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

ვასილ როინიშვილი

29 მაისი 2020, 13:23

სამართალი

ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

უზენაესმა სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის პროცესი დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს. „ვფიქრობ, რომ ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაში. ყოველ შემთხვევაში, შევეცდები“,- განაცხადა როინიშვილმა სხდომის დაწყებამდე.