imedi /  01 მაისი 2020, 14:50 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: ყველაზე კონსერვატიული პროგნოზებით, 2020 წელი ჩვენი ეკონომიკისთვის სულ მცირე მინუს ოთხი პროცენტით დასრულდება

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

„ყველაზე კონსერვატიული დათქმებით და პროგნოზებით, წლევანდელი წელი სულ მცირე მინუს ოთხი პროცენტით დასრულდება ჩვენი ეკონომიკისთვის, თუმცა 2021 წელს სულ მცირე 4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის შანსი გვაქვს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„2019 წელს ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი, აღმავალი ტენდენცია ჩვენს ეკონომიკაში, ვვითარდებოდით ძალიან სწრაფად და ორჯერ უფრო სწრაფი ტემპით ვიდრე მსოფლიო და ოთხჯერ უფრო სწრაფი ტემპით ვიდრე ევროზონა. თუმცა დაგვიდგა ყველას გლობალური გამოწვევა, დაიწყო პანდემია და მას დაერთო ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური რეცესია, ეკონომიკური კრიზისი და წლევანდელი წელი იქნება უარყოფითი ზრდის მომტანი როგორც მთლიანად მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის. განსაკუთრებით გაუჭირდება ევროპას, ევროზონას, სადაც ჯერ კიდევ მძვინვარებს კრიტიკული პერიოდი.

ასევე, საქართველოში საკმაოდ ეფექტურად, მაგრამ ჯერ კიდევ ვებრძვით ეპიდემიას და ძალიან ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ ეს პროცესი ვმართოთ და არ გახდეს ჩვენთვის კრიტიკული და სავალალო შედეგების მომტანი, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, წლევანდელი წელი ყველაზე კონსერვატიული დათქმებით და პროგნოზებით, სულ მცირე მინუს ოთხი პროცენტით დასრულდება ჩვენი ეკონომიკისთვის. თუმცა ჩვენი ეფექტური პოლიტიკის შედეგად, მათ შორის ანტიკრიზისული გეგმის შედეგად, ჩვენ ყველას გვაქვს შანსი, რომელსაც ასევე აფასებენ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები და დონორები, გავიზარდოთ 2021 წელს, დავუბრუნდეთ ზრდის პოზიტიურ ტრაექტორიას და სულ მცირე 4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ისევ გვქონდეს. ეს დაახლოებით იგივე ტემპს გვიჩვენებს, რაც ევროპაში. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:33

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ნუ გეშინიათ - არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში და ვაპირებ, აქტიურად ჩავერთო წინასაარჩევნო კამპანიაში

მინდა ვუთხრა ოპონენტებს - ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში. შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, ამაზე საუბარიც არ ყოფილა. მე მაქვს გეგმა - ვაპირებ, აქტიურად ვიყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. თუკი მათ შერჩათ ელემენტარული ლოგიკის უნარი - ერთი მეორეს გამორიცხავს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:30

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: ალბათ ხვალ ისინი პოლიტიკურ ცირკს მოაწყობენ

„შოუც აღარ არის ეს, შოუს რაღაც ხარისხს გულისხმობს თავის თავში ეს სიტყვა. ეს არის ჩვეულებრივი ცირკი პოლიტიკური, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ იფართხალონ არჩევნებამდე. 5 თვე დარჩა და მათ უნდა აჩვენეონ რაღაც ტიპის მოძრაობა საკუთარ თავს და საკუთარ ამომრჩეველს“, - განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:24

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: 2011-12 წლებში სტრასბურგში საქართველოდან იმდენი საჩივარი შედიოდა, რომ ახალი იურისტების მოყვანა დასჭირდათ

2011-2012 წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესული საჩივრების რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ სასამართლოს კონკურსის გამოცხადება და ახალი იურისტების მოყვანა, ვინაიდან მე, ერთი იურისტი, ერთდროულად 500 საქმეს ვერ ავუდიოდი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:20

სამართალი

თეა წულუკიანმა განმარტა რა ტიპის საჩივრები შედის სტრასბურგში მთავრობის წინააღმდეგ

„მე ვიტყოდი, რომ დღეს საქართველოდან სტრასბურგში მიდის იმავე ტიპის საქმეები, რაც დასავლეთ ევროპული ქვეყნებიდან. მაგალითად, სახელმწიფოს უჩივის მოქალაქე, ძირითადად ეს არიან ქალები, და ამბობენ, რომ „ვერ დამიცვეს სათანადოდ ოჯახში ძალადობისგან“. ეს არის ზოგადევროპული პრობლემა, ეს არ არის მხოლოდ ქართული პრობლემა, ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს ეს პრობლემა. ან კიდევ საჩივარი მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ ესა თუ ის პროცედურული ნორმა დაირღვა რომელიმე ინსტანციაში და ჩვენ არ ვართ შორს იმ სტანდარტისგან, რაც სტრასბურგში არსებობს ევროპული ქვეყნებისადმი“, - განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:15

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემა იყო დანაშაულებრივი და დამოკიდებული ორ-სამ ადამიანზე

„ნაციონალური მოძრაობის“ სისტემა იყო დანაშაულებრივი და დამოკიდებული ორ-სამ ადამიანზე, რომლებიც იღებდნენ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

ირმა ჭკადუა

26 მაისი 2020, 23:07

საზოგადოება

ირმა ჭკადუას თქმით, ნეკა დოროყაშვილმა ამერიკის ღია ჩემპიონატზე კონსპირაციულად შეაღწია და ნიკოლოზ ბასილაშვილს სკანდალი მოუწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმის, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამის შესახებ მან „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა. ადვოკატის თქმით, ნეკა დოროყაშვილმა ამერიკის ღია ჩემპიონატზე ყოფილ მეუღლეს სკანდალიც მოუწყო.

ანა აბაშიძე

26 მაისი 2020, 23:02

საზოგადოება

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი: ბასილაშვილის ოჯახი ითხოვდა, რომ განქორწინების შემდეგ ნეკას 7 წელი არ ექორწინა

როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი მის მეუღლესთან განქორწინებას ითხოვდა, პირობა ჰქონდათ, რომ შემდეგ ნეკას 7 წელი არ ექორწინა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ განაცხადა.

26 მაისი 2020, 23:01

მსოფლიო

რუსეთში უმუშევრობის დონემ ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს მიაღწია

რუსეთში აპრილის თვეში უმუშევრობის დონე 5.8%-მდე გაიზარდა, რაც მაქსიმუმია 2016 წლის აპრილიდან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

26 მაისი 2020, 22:56

სპორტი

უნგრეთის თასის ფინალში ზივზივაძის „მეზოკოვესდი“ გავიდა

უნგრეთის თასის ფინალში ზივზივაძის „მეზოკოვესდი“ გავიდა. „ფეჰერვართან“ თასის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ბუდუმ 72 წუთი ითამაშა და მერვე წუთზე ანგარიში მასპინძელთა კარში სწორედ მან გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა უპირატესობა გაზარდეს, დარჩენილ დროში „ფეჰერვარმა“ გათანაბრება შეძლო.

26 მაისი 2020, 22:50

საზოგადოება

რა წესები იმოქმედებს სავაჭრო ცენტრებში გახსნის შემდეგ

„სავაჭრო ცენტრში შესასვლელად ყველა მომხმარებლისთვის სავალდებულო იქნება ტემპერატურის შემოწმება, დეზობარიერის გავლა, სადენზიფექციო ხსნარით ხელების დამუშავება, ასევე ყველა მომხმარებელს უნდა ეკეთოს პირბადე. შეიცვლება ლიფტის გამოყენების წესები, მხოლოდ 4 ადამიანი დაიშვება, ისინი უნდა იდგნენ ზურგით ერთმანეთთან. ამასთან ერთად, უნდა მოხდეს ძალიან ხშირი ვენტილაცია შენობის და გაწმენდა მოაჯირების, ესკალატორების, ლიფტების და ა.შ“, - განაცხადა ახობაძემ.

ერევანი საქართველოს დროშა

26 მაისი 2020, 22:49

საზოგადოება

ერევნის ქუჩებში სარეკლამო ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

სომხეთის დედაქალაქის, ერევნის ქუჩებში სარეკლამო ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

26 მაისი 2020, 22:42

სპორტი

„ბაიერნმა“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უმთავრესი კონკურენტი დაამარცხა

გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის 28-ე ტურის ცენტრალური მატჩი მიუნხენის „ბაიერნის” გამარჯვებით დასრულდა. მიუნხენელებმა სტუმრად ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უმთავრესი კონკურენტი დორტმუნდის „ბორუსია” მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხეს.

ილიანა იოტოვა

26 მაისი 2020, 22:38

პოლიტიკა

ბულგარეთის ვიცეპრეზიდენტი: ქართველებო, გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, განაგრძეთ ქრისტიანობის ციხე-სიმაგრედ ყოფნა, იყავით დამოუკიდებელნი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საელჩოს Facebook-ის გვერდზე ვიდეოკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

26 მაისი 2020, 22:31

სპორტი

ირმა ჭკადუა: ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილისა და ყოფილი ცოლის წინაშე წყაროს წყალივით წმინდაა

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილისა და ყოფილი ცოლის წინაშე წყაროს წყალივით წმინდაა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა. მისივე თქმით, ბასილაშვილის უდანაშაულობის დამამტკიცებელი ვიდეომასალა არსებობს, თუმცა ვიდეოს გასაჯაროება დაცვის მხარემ არასრულწლოვანის ინტერესების გამო გადაიფიქრა.

იბიცა პლიაჟი

26 მაისი 2020, 22:27

მსოფლიო

იბიცაზე ვირუსის გადამტანი კოღოები გამოჩნდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, კოღოებს ისეთი საშიში ვირუსული ინფექციების გადატანა შეუძლიათ, როგორიცაა ზიკა, დენგე, დასავლეთ ნილოსის ციებ-ცხელება, ჩიკუნგუნია, მალარია და ყვითელი ციებ-ცხელება. ვარაუდობენ, რომ კოღოების გავრცელების მიზეზი მოუვლელი აუზები გახდა.

26 მაისი 2020, 22:20

COVID19

საფრანგეთში დღე-ღამეში კორონავირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსს 28 530 ადამიანი ემსხვერპლა.

სალომე ზურაბიშვილი კერსტი კალიულაიდი

26 მაისი 2020, 22:20

საზოგადოება

კერსტი კალიულაიდი: საქართველოს შეუძლია ესტონეთის იმედი ჰქონდეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

„ვულოცავ სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ყოველთვის მსიამოვნებდა ჩვენი ახლო ურთიერთობა და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი უფრო გაძლიერდება. საქართველოს შეუძლია ესტონეთის იმედი ჰქონდეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - წერს კალიულაიდი.

ჯიმ რიში

26 მაისი 2020, 22:10

პოლიტიკა

სენატორი ჯიმ რიში: ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, ქართველ ხალხს, დამოუკიდებლობის დღეს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ანატოლი ბიბილოვი

26 მაისი 2020, 22:05

პოლიტიკა

ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა დინა გასიევამ განაცხადა. მისივე თქმით, აღლუმზე ანატოლი ბიბილოვი პირადად რუსეთის პრეზიდენტმა მიიწვია.

26 მაისი 2020, 22:03

ეკონომიკა

თბილისი გაზიარებითი ეკონომიკის მხრივ მსოფლიოს 10 ყველაზე მეგობრულ ქალაქს შორის მოხვდა

ინდექსი თავის მხრივ პირველია და მას გამოიყენებენ მომხმარებელთა ინფორმირებისთვის, თუ რომელი ქალაქი უზრუნველყოფს უკეთ ეკონომიკის ამ მოდელზე აგებული სერვისების მრავალფეროვნებას და მხარს უჭერს მომხმარებელთა მიერ მათ ხელმისაწვდომობას.