imedi /  01 მაისი 2020, 14:36 / სანდო წყარო

ნათია თურნავა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაციას მართავს. LIVE

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ პრეზენტაციას მართავს.

ნათია თურნავა წარადგენს დეტალურ ინფორმაციას სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად დაგეგმილი პროგრამების შესახებ.

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების განახლებულ ფორმატს, რომელიც გულისხმობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორიცაა შენარჩუნებულ სამუშაო ადგილებზე საგადასახადო შეღავათის დაწესება, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნეს სუბიექტებისთვის, საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის სესხის სუბსიდირება, ყველა იურიდიული პირისთვის სესხის რესტრუქტურიზების შესაძლებლობა, ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის დაზღვევა, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების განახლებული ფორმატით განხორციელება, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების მექანიზმის ამოქმედება და სხვ.

უწყების ცნობით, დაგეგმილია სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტების თანადაფინანსების ერთი წლით გახანგრძლივება, ასევე თანადაფინანსების პროცენტის გაზრდა სამი პროცენტით. აღნიშნულ კომპონენტში ლიმიტი 150 000 ლარიდან 50 000 ლარამდე დაიწევს, საქმიანობის სახეობები კი 104-დან 211-მდე გაიზრდება, რაც 300-მდე მცირე და საშუალო ბიზნესს აღნიშნული კომპონენტით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

ამასთან, სამინისტროს ინოფრმაციით, ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია საკრედიტო-საგარანტიო სქემის განახლებული ფორმატის შეთავაზება კრიზისის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მის ასამოქმედებლად 300 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ 2 მლრდ ლარზე მეტი სასესხო პორტფელი გაჯანსაღდება და მის მიმღებ ასობით ბიზნესსუბიექტს მათ წინაშე არსებული ფინანსური გამოწვევის უფრო მარტივად გამკლავების შესაძლებლობას მისცემს.

ყველა სიახლე

Take That რობი უილიამსი

31 მაისი 2020, 00:40

კულტურა

რობი უილიამსმა Take That-თან ერთად ონლაინ-კონცერტი გამართა. ვიდეო

გარი ბარლოუ, ჰოვარდ დონალდი, მარკ ოუენი და რობი უილიამსი მსმენელისთვის საკუთარი სახლებიდან მღეროდნენ. კონცერტი უკვე 1,6 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა.

კიმ იონგ ჰი

31 მაისი 2020, 00:27

ტაბლოიდი

Samsung-ის გათავისუფლებულმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად სეულის ანძაზე ერთი წელი გაატარა

60 წლის კიმ იონგ ჰი Samsung-ის სათაო ოფისთან მდებარე 25-მეტრიან ანძაზე 2019 წლის 10 ივნისს ავიდა და კომპანიისგან მისი უსამართლო გათავისუფლებისთვის ბოდიშის მოხდა და კომპენსაცია მოითხოვა. მას შემდეგ ის ანძაზე ცხოვრობდა. საკვებს და ტანსაცმელს მას თოკზე მიბმული კალათით აწვდიდნენ.

31 მაისი 2020, 00:20

COVID19

ჩილეში 111 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ჩილეში, ქალაქ სანტიაგოს მცხოვრებმა 111 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

31 მაისი 2020, 00:12

COVID19

ბელგიაში სმენადაქვეითებულთათვის გამჭვირვალე პირბადეები შეკერეს

ბელგიაში, ერთ-ერთმა მცირე საწარმომ სმენადაქვეითებულთათვის სპეციალური სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ამის შესახებ euronews წერს. გამოცემის ცნობით, იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საწარმოში დასაქმებულ შშმ პირებთან მენეჯმენტს და თანამშრომლებს ურთიერთობა გაუჭირდათ.

31 მაისი 2020, 00:10

ტექნოლოგიები

ისტორიაში პირველად SpaceX-მა და NASA-მ კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი გაუშვეს

ისტორიაში პირველად SpaceX-მა და NASA-მ კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი Crew Dragon გაუშვეს. SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ორი ასტრონავტის გაგზავნა.

თენგიზ ცერცვაძე

30 მაისი 2020, 23:55

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: მედიცინაში ჩემი წასვლა ნაკლებად მოსალოდნელი იყო, მაგრამ ოჯახურმა ტრადიციებმა თავისი გაიტანა

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ, TV პალიტრას ეთერში, „ბლიცინტერვიუში“ საკუთარი ბავშვობა გაიხსენა. როგორც ცერცვაძე ამბობს, მას ბავშვობაში უყვარდა სპორტი, მათემატიკა და ნაკლებად მოსალოდნელი იყო მისი მედიცინაში წასვლა.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 23:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მთავარია, საქმე გავაკეთოთ - რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება და მადლობას ვუხდით საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის

„მთავარია საქმე გავაკეთოთ - რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება და მადლობას ვუხდით საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის. „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც 55 %-იანი მხარდაჭერა ნამდვილად არ უკვირს, საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენ წინა ექსვსი არჩევნები დამაჯერებლად მოვიგეთ და მოვემაზდებით გამარჯვებისთვის ამ არჩევნებშიც“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „GORBI“-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 23:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველომ დაამტკიცა, რომ რთულ გამოწვევებთან გამკლავება შეუძლია

„საქართველომ ეფექტურად შეძლო ვირუსის შეკავება და ეს იყო ხელისუფლების, ჯანდაცვის სამსახურების, საზოგადოების და ინსტიტუტების, მათ შორის, ისეთის, როგორიცაა ეკლესია და ჩვენი მეგობრების, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ერთიანი ძალისხმევის დამსახურება. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით კოვიდ19-ის გავრცელება აგვეყვანა სრული კონტროლის ქვეშ და შეგვეჩერებინა მისი მასიური გავრცელება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 23:11

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რუსეთს მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, მას უნდა შესვლა ყველაფერში, რაზეც საქართველოს წარმატებები დგას

პარლამენტის თავმჯდომარემ ლუგარის ლაბორატორიას კორონავირუსის წინააღმდეგ წარმატებით ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და დრაივერი უწოდა. როგორც არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ქრონიკა„ განაცხადა, ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა რუსეთის მხრიდან, პირდაპირ უდრის რუსეთის, რ

დონალდ ტრამპი

30 მაისი 2020, 22:52

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ლიბერალმა გუბერნატორებმა და მერებმა უფრო მკაცრად უნდა იმოქმედონ, ან ჩვენი სამხედროების შეუზღუდავ ძალას გამოვიყენებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შტატების ხელისუფლებას მოუწოდა, მკაცრად იმოქმედონ ძალადობრივი საპროტესტო აქციების აღკვეთის მიზნით.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 22:44

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიციის ეს ჯგუფი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, არჩევნებზე მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის

ოპოზიციის ეს ჯგუფი არჩევნებს ნებისმიერ თემაში გაცვლის. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ოპოზიციის ულტიმატუმზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც ისინი გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

30 მაისი 2020, 22:44

სამართალი

ოზურგეთის სოფელ გურიანთაში ექვსი წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ექვსი წლის ბიჭი, სახლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში გარდაცვლილი იპოვეს.

დიმიტრი პესოვი

30 მაისი 2020, 22:16

COVID19

პუტინის პრესმდივანი: წვერი მექნება, ვიდრე კორონავირუსს ბოლომდე დავამარცხებ

პუტინის პრეს-მდივანმა იმიჯი შეიცვალა. დიმიტრი პესკოვმა წინაში საგრძნობლად დაიკლო და წვერი მოუშვა. „წვერი მექნება მანამდე, სანამ კორონავირუსს ბოლომდე დავამარცხებ. როგორც კი სამსახურში გავალ, გავიპარსავ“, -განაცხადა პესკოვმა გადაცემა „მოსკოვი, კრემლი, პუტინის“ ეთერში.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 22:04

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც 55%-იანი მხარდაჭერა ნამდვილად არ უკვირს

დღეს პარლამენტის მიმართ ნდობა მომატებულია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მან მთავარ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტმა ძალიან კარგად და სინქრონულად იმუშავა მთავრობასთან ერთად და იზრუნა თავის მოქალაქეებზე.

30 მაისი 2020, 21:57

მსოფლიო

ავღანეთში ტერაქტს ორი ჟურნალისტი ემსხვერპლა

ქაბულში მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ამის შესახებ Tolo News იტყობინება. ასაფეთქებელი მოწყობილობა ტელეარხ Khurshid-ის მიკროავტობუსში ამოქმედდა. აფეთქების შედეგად ტელეკომპანიის ორი თანამშრომელი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 21:40

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სამომავლოდ დაგვჭირდება უფრო გაბედული და მასშტაბური ინტერვენციები, რომ ეკონომიკის აღდგენა დროულად მოვახერხოთ

საქართველომ დაამტკიცა, რომ ეფექტურად მართა კოვიდ პანდემია, შეძლო ვირუსის შეკავება და ეს იყო ხელისუფლების, საზოგადოების, ინსტიტუტების, მათ შორის ეკლესიის, ასევე, მეგობრების - ევროკავშირის, აშშ-ის დამსახურება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მან ანტიკრიზისული გეგმის მიმართულებებზე ისაუბრა.

30 მაისი 2020, 21:32

ტაბლოიდი

ჯონ ლენონისა და მისი მკვლელის დღემდე უცნობი ფოტოები გამოქვეყნდა

გამოცემა Daily Mail-მა ჯონ ლენონის დღემდე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც მისი მკვლელობის დღეს, 1980 წლის 8 დეკემბერს არის გადაღებული.

30 მაისი 2020, 21:12

მსოფლიო

ინგუშეთში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ინგუშეთის ქალაქ სუნჟაში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მებრძოლთა ჯგუფი მოიქციეს ალყაში. ამ დროისათვის ოპერაციის დამასრულებელი ფაზა მიმდინარეობს.

30 მაისი 2020, 20:59

რეგიონი

ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში გადმოყვანილი ექვსი წლის ბავშვი რეანიმაციაშია

ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში ექვსი წლის ბავშვი გადმოიყვანეს. როგორც Imedinews დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ბავშვს წყლით სხეულის 20% აქვს დამწვარი და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 20:31

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია იმდენ ქვას ისვრის, ეს ქვები რომ შეეგროვებინათ, რაღაცის ასაშენებლად ნამდვილად ეყოფოდათ

პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში პრემიერის მოსმენისას ოპოზიციისგან სოციალური დახმარების სისტემის რეფორმაზე მსჯელობის წამოწყებას ელოდა. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა და აღნიშნა, რომ პანდემიის დროს გამოჩნდა, რომ ეს სფერო რეფორმას საჭიროებს და ის უფრო სამართლიანი უნდა გახდეს.