01 მაისი 2020, 18:25 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: ენერგეტიკის სექტორში გიგანტმა იაპონურმა კომპანია TEPCO-მ საქართველოში ინვესტიცია განახორციელა

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

გლობალური ეკონომიკის რეცესიაში შესვლის მიუხედავად, როცა ბიზნეს აქტივობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთმა გიგანტმა იაპონურმა კომპანია TEPCO-მ საქართველოში ინვესტიცია განახორციელა. ეს არის საქართველოში იაპონიის მხრიდან განხორციელებული უმსხვილესი პირდაპირი ინვესტიცია. ენერგეტიკა იყო და არის პრიორიტეტი და ტოპ-მიმზიდველი სექტორი ინვესტორებისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

100-წლოვანი ისტორიის მქონე უმსხვილესი იაპონური ენერგეტიკული კორპორაციის TEPCO – ს შვილობილი კომპანია „TEPCO Renewable Power” „დარიალი ჰესის“ მეწილე გახდა. იაპონური კორპორაციის ოფიციალური რელიზის თანახმად, „TEPCO“- მ საქართველოში ინვესტირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი და სანდო დარგობრივი პოლიტიკის სიმტკიცეში დარწმუნდა. საქართველო, ვიეტნამის შემდეგ, მეორე ლოკაციაა, სადაც „ TEPCO “ ენერგეტიკის სექტორში ინვესტორის სტატუსით შემოვიდა.

„საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ასევე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გუნდმა ძლიერი მზაობა გამოხატეს ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორში კერძო ინვესტიციების განხორციელების გაძლიერებისა და განვითარების კუთხით. ასევე მოხიბლული დავრჩით საქართველოში ჩვენი კერძო პარტნიორების, სელერებისა და ყველა იმ მხარის მუშაობით, ვინც ყველანაირად მხარში გვედგა, რათა ეს ტრანზაქცია შემდგარიყო, მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული შექმნილი ვითარებისა“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ „TEPCO“ - ს მფლობელობაში არსებული ენერგო სადგურების ჯამური წლიური გამომუშავება შეადგენს 220 მილიარდ კვტ.სთ-ს, რაც 17-ჯერ აღემატება საქართველოში წლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. კორპორაციას ფილიალები აქვს ვაშინგტონში, კოლუმბიასა და ლონდონში. მისი საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკულ კვლევებთან და ინოვაციებთან, მათ შორის მზისა და ქარის ენერგიების გამოყენება-განვითარებასთან.

ყველა სიახლე

ამერიკის საელჩო

31 მაისი 2020, 10:52

საზოგადოება

აშშ-ის საელჩო: პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ გვერდით

„პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად, სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი კაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს და მრავალ უძილო ღამეს ატარებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რთულ მომენტებში შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ვიცით რა, რომ ისინი ყოველთვის უპასუხებენ ჩვენს ზარს“.

31 მაისი 2020, 10:41

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

მილანი

31 მაისი 2020, 10:33

სპორტი

მედია: „მილანს“ „რეალის“ 4 ფეხბურთელის შეძენა სურს

მილანის ხელმძღვანელობას ედერ მილიტაოს, მარტინ ოდიგაარდის, ლუკას ვასკესის და ლუკა იოვიჩის შეძენა სურს. ზაფხულის სატრანსფერო სეზონის დროს, იტალიური კლუბი ამ ფეხბურთელებიდან რამდენიმეს შეძენას გეგმავს.

კორონავირუსი

31 მაისი 2020, 10:22

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 6 063 725 ადამიანი დაინფიცირდა, 2 566 048 კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 188 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.

ნათია თურნავა

31 მაისი 2020, 10:19

საზოგადოება

ნათია თურნავა ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა და პირადად გაეცნო მის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს. გერმანული კომპანია საქართველოში მზის ენერგიის მოდულებს აწარმოებს, ამ დრომდე განხორციელებული ინვესტიცია 10 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 140-ს შეადგენს.

დონალდ ტრამპი

31 მაისი 2020, 09:59

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა G7-ის სამიტი გადადო და მასზე კიდევ 4 ქვეყნის მიწვევის სურვილი გამოთქვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი შემოდგომამდე გადადო და მასზე ოთხი ქვეყნის - რუსეთის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდოეთის მიწვევის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „სამიტი გადაიდო, ვინაიდან მე არ ვგრძნობ, რომ „დიდი შვიდეული“ სწორად აფასებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. სამიტის ეს ფორმატი მოძველდა“, - განაცხადა ტრამპმა.

კორონავირუსი ჩვილი

31 მაისი 2020, 09:38

COVID19

ბრაზილიაში 5 თვის ჩვილმა კომაში გატარებული 32 დღის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში 5 თვის ჩვილმა კომაში გატარებული 32 დღის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. 5 თვის დომ ანდრადემ საავადმყოფოში 54 დღე გაატარა, აქედან 32 დღეს ის კომაში იმყოფებოდა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული.

31 მაისი 2020, 09:25

მსოფლიო

საპროტესტო აქციების გამო 25 დიდ ამერიკულ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ღამის საათებში გადაადგილება შეზღუდულია შემდეგ ქალაქებში: ლოს-ანჯელესი და ბევერლი-ჰილზი (კალიფორნია), დენვერი (კოლორადო), მაიამი (ფლორიდა), ატლანტა (ჯორჯია), ჩიკაგო (ილინოისი), ლუისვილი (კენტუკი), მინეაპოლისი და სენტ-პოლი (მინესოტა), როჩესტერი (ნიუ-იორკი), ცინცინატი, კოლუმბუსი, დეიტონი, ტოლედო და კლივლენდი (ოჰაიო), პორტლენდი და იუჯინი (ორეგონი), ფილადელფია და პიტსბურგი (პენსილვანია), ჩარლსტონი და კოლუმბია (სამხრეთ კაროლინა), ნეშვილი (ტენესი), სოლტ-ლეიკ-სიტი (იუტა), სიეტლი (ვაშინგტონი) და მილუოკი (ვისკონსინი).

დერეკ შოვინი

31 მაისი 2020, 09:04

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელის წინააღმდეგ მანამდე 18 საჩივარი იყო შესული

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მოკლული ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის წინააღმდეგ მანამდე ქალაქის პოლიციის დეპარტამენტში 18 საჩივარი იყო შესული. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. საჩივრების შინაარსზე პოლიციაში არ საუბრობენ. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დერეკ შოვინი პოლიციიდან გაათავისუფლებს, 29 მაისს კი დააკავეს.

რიად მარეზი

31 მაისი 2020, 08:54

სპორტი

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელის რიად მარეზის სახლი გაქურდეს

„მანჩესტერ სიტის“ ალჟირელი შემტევის, რიად მარეზის სახლი გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი ავრცელებს. ქურდები 29 წლის ფეხბურთელის სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც იქ არავინ იმყოფებოდა. ბოროტმოქმედებმა ძვირადღირებული საათები, სამკაულები და მარეზის კოლექციაში არსებული საფეხბურთო მაისურები წაიღეს.

ნიკოლ ფაშინიანი

31 მაისი 2020, 08:47

COVID19

ნიკოლ ფაშინიანი: მივესალმებით საქართველოს მზაობას, დაგვეხმაროს ვირუსთან ბრძოლაში, თუმცა ჯერჯერობით ამის საჭიროება არაა

სომხეთი მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში, თუმცა, იმედოვნებს, რომ ამის საჭიროება არ იქნება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ფაშინიანის თქმით, საქართველო და სომხეთი მოძმე ქვეყნები არიან და ყოველთვის მზად უნდა იყვნენ ერთმანეთის დასახმარებლად.

ლოს ანჯელესი პოლიცია

31 მაისი 2020, 08:40

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართულ აქციაზე ლოს-ანჯელესის პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო ლოს-ანჯელესში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და სხვა ნივთები დაუშინეს, დაიწვა პოლიციის ერთ-ერთი ავტომობილი. საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა.

პრინცი ჰარი

31 მაისი 2020, 08:21

ტაბლოიდი

ჟურნალისტებმა Facebook-ზე პრინცი ჰარის საიდუმლო გვერდი იპოვეს

ბრიტანელი პრინცი ჰარი რამდენიმე წლის განმავლობაში სპაიკ უელსის სახელზე დარეგისტრირებული Facebook-გვერდით სარგებლობდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mirror-ი წერს. ჟურნალისტებმა Facebook-გვერდი პრინცისა და მისი ყოფილი შეყვარებულის, ჩელსი დევის საერთო ფოტოების საშუალებით აღმოაჩინეს. გამოცემის ცნობით, ზედმეტი სახელი „სპაიკი“ („წვეტი“) ჰარის ვარცხნილობას უკავშირდება და ასე პრინცს ოჯახის წევრები და მეგობრები მიმართავენ.

კორონავირუსი

31 მაისი 2020, 08:10

COVID19

ჩინეთმა კორონავირუსის წარმოშობის ახალი ვერსია დაასახელა

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის დირექტორმა, გაო ფუმ კორონავირუსის წარმოშობის ახალი ვერსია დაასახელა, რომლის მიხედვითაც, ვირუსი ქალაქ უხანის ბაზრობაზე არ გაჩენილა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

ტურიზმი

31 მაისი 2020, 01:02

ეკონომიკა

ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა

ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა. სტატიაში პოპულარული პორტალი ხაზს უსვამს Covid 19-თან მიმართებით საქართველოს მიღწევებს, თბილისსა და ბათუმს კი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ტოპ ათეულში ასახელებს.

კიანუ რივზი ჯონ ვიკის როლში

31 მაისი 2020, 01:00

კულტურა

„ჯონ ვიკის“ პროდიუსერებს ფილმის სახელწოდების შეცვლა მოუწიათ, რადგან კიანუ რივზს ის ავიწყდებოდა

„კიანუ სურათის „ჯონ ვიკად“ მოიხსენიებდა. მაშინ მარკეტოლოგებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ თუ სახელწოდებას არ შევცვლით, სარეკლამო კამპანიაში ჩადებულ 4-5 მილიონ დოლარს დავკარგავთ. ასე რომ ახლა ფილმს „ჯონ ვიკი“ ჰქვია. უკვე ვერც წარმოვიდგენ, რომ მას შეიძლებოდა „ზიზღი“ რქმეოდა“, - ამბობს კოლსტადი.

Take That რობი უილიამსი

31 მაისი 2020, 00:40

კულტურა

რობი უილიამსმა Take That-თან ერთად ონლაინ-კონცერტი გამართა. ვიდეო

გარი ბარლოუ, ჰოვარდ დონალდი, მარკ ოუენი და რობი უილიამსი მსმენელისთვის საკუთარი სახლებიდან მღეროდნენ. კონცერტი უკვე 1,6 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა.

კიმ იონგ ჰი

31 მაისი 2020, 00:27

ტაბლოიდი

Samsung-ის გათავისუფლებულმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად სეულის ანძაზე ერთი წელი გაატარა

60 წლის კიმ იონგ ჰი Samsung-ის სათაო ოფისთან მდებარე 25-მეტრიან ანძაზე 2019 წლის 10 ივნისს ავიდა და კომპანიისგან მისი უსამართლო გათავისუფლებისთვის ბოდიშის მოხდა და კომპენსაცია მოითხოვა. მას შემდეგ ის ანძაზე ცხოვრობდა. საკვებს და ტანსაცმელს მას თოკზე მიბმული კალათით აწვდიდნენ.

31 მაისი 2020, 00:20

COVID19

ჩილეში 111 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ჩილეში, ქალაქ სანტიაგოს მცხოვრებმა 111 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

31 მაისი 2020, 00:12

COVID19

ბელგიაში სმენადაქვეითებულთათვის გამჭვირვალე პირბადეები შეკერეს

ბელგიაში, ერთ-ერთმა მცირე საწარმომ სმენადაქვეითებულთათვის სპეციალური სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ამის შესახებ euronews წერს. გამოცემის ცნობით, იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საწარმოში დასაქმებულ შშმ პირებთან მენეჯმენტს და თანამშრომლებს ურთიერთობა გაუჭირდათ.