imedi /  04 მაისი 2020, 08:00 / სანდო წყარო

დღეს თბილისის 200-ზე მეტ ქუჩას წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება

4 მაისს, თბილისის ხუთი რაიონის 255 ქუჩას წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას Georgian Water and Power ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების შეწყვეტა ბახტრიონის სატუმბო სადგურზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება, რომლებიც 4 მაისის 15 საათზე დაიწყება და 5 მაისის 15 საათისთვის დასრულდება.

ქუჩების ჩამონათვალი, რომლებსაც შეზღუდვა შეეხება, შეგიძლიათ GWP-ს ვებგვერდზე იხილოთ.

ყველა სიახლე

15 მაისი 2021, 00:55

მსოფლიო

პარიზის ცენტრი ავტოტრანსპორტისთვის დაიხურება

საფრანგეთის ხელისუფლება გეგმავს, რომ პარიზის ცენტრში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდოს. ამის შესახებ BBC წერს. ქალაქის საბჭო გეგმავს პარიზის ცენტრი ავტომობილებისგან გაათავისუფლოს და პრიორიტეტული ქვეითად მოსიარულეთათვის გახადოს. ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავარაუდოდ პარიზის ოთხ რაიონში შეიზღუდება. ახალი სქემის თანახმად, პარიზში შეიქმნება ზონა დაბალი ტრაფიკით. შედეგად გაიზრდება უსაფრთხოება და ქუჩები ბევრად ეკოლოგიური გახდება.

15 მაისი 2021, 00:45

მსოფლიო

ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ დახმარების სახით პალესტინელებს მილიონობით დოლარს გაუგზავნის

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ დახმარების სახით პალესტინელებს მილიონობით დოლარს გაუგზავნის, რაც მიზნად ისრაელთან მშვიდობის დამყარებას ისახავს. ინფორნმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

15 მაისი 2021, 00:45

ტაბლოიდი

წითელი ტუჩსაცხი კვლავ ტრენდული გახდა

ცნობილმა მოდელებმა 2021 წელს არჩევანი წითელ ტუჩსაცხზე გააკეთეს და პარფიუმის ეს ფერი ტრენდული გახდა. ამის შესახებ Independent წერს.

კიმ კარდაშიანი

15 მაისი 2021, 00:32

ტაბლოიდი

ექსპერტებმა 2021 წლის მოდური ფერი დაასახელეს

ექსპერტებმა ყავისფერი 2021 წლის ყველაზე მოდურ ფერად დაასახელეს. ამის შესახებ Daily Mail წერს. მოდის სახლ Gucci-ის მანეკენებმა მაისის ჩვენებაზე Ouverture-ის ხაზი კარამელისფერსა და ქვიშისფერში გადაწყვეტილი მოდელები წარმოადგინეს, ტანსაცმელს ყავისფერი ტონებიც ჰქონდა.

15 მაისი 2021, 00:15

ტაბლოიდი

ლატარიის ბილეთი, რომელმაც 26 მილიონი დოლარი მოიგო, ქალმა სარეცხ მანქანაში გარეცხა

ამერიკაში, კალიფორნიის შტატში, ქალმა ხელიდან გაუშვა შანსი მილიონერი გამხდარიყო. აღმოჩნდა, რომ მან 26 მილიონი დოლარი მოიგო, თუმცა ბილეთი სარეცხ მანქანაში გარეცხა. თანხა 14 ნოემბერს გათამაშდა და მოთხოვნის ბოლო ვადა გუშინ, ხუთშაბათს ამოიწურა. „ქალმა თქვა, რომ ბილეთი ყიდვის შემდეგ ჯიბეში ჩაიდო შარვალი კი გარეცხა. ქაღალდი მცირე ნაწილაკებად დაიშალა და ის ცდილობდა აღდგენაც, მაგრამ ვერ შეძლო“, - ყვებიან იმ მაღაზიის თანამშრომლები, სადაც მომგებიანი ბილეთი გაიყიდა.

15 მაისი 2021, 00:01

ტაბლოიდი

რომის მახლობლად ტახებმა ქალს სუპერმარკეტში ნაყიდი პროდუქტები წაართვეს. ვიდეო

იტალიის დედაქალაქ რომის მახლობლად, სოფელ ლე რუგში ტახებმა სუპერმარკეტიდან გამოსულ ქალს პროდუქტები წაართვეს. შემთხვევის ამსახველი ვიდეო Facebook-ზე გავრცელდა.

ამირან გამყრელიძე

14 მაისი 2021, 23:46

COVID19

ამირან გამყრელიძე: მაღალი აქტივობის გამო, ვაქცინის ჯავშნების პორტალზე შეფერხება იყო, თუმცა ბაზა გასწორდა და სისტემა გამართულად მუშაობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის ჯავშნების პორტალზე ტექნიკური ხარვეზები იყო, თუმცა ამ დროისთვის აღმოფხვრილია. „იმუნიზაციის ბაზა ერთ-ერთი დიდი ბაზაა. იქ მარტო კოვიდი არ არის, ბავშვთა იმუნიზაციაც შედის. როდესაც ჩვენ დაავაანონსეთ გახსნა „სინოფარმის“ მეორე დოზისთვის რეგისტრაციის გასავლელად, ასევე 45 წლამდე დაიწია ასაკმა „ასტრაზენეკას“ აცრებზე, ბაზას შეექმნა პრობლემები. იმუნიზაციის ბაზიდან ასევე პრობლემა

14 მაისი 2021, 23:30

მსოფლიო

ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის დროშა აღიმართა

ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის დროშა აღიმართა.

ანრი ოხანაშვილი

14 მაისი 2021, 23:27

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი გიორგი გახარიაზე: მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის - მისი გუნდი არანაირი „ქართული ოცნება 2“ არ არის

მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის და გახარიას გუნდი არანაირი ქართული ოცნება 2“ არ არის, -. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

14 მაისი 2021, 23:19

პოლიტიკა

მთავრობის სტრატკომი: სიცრუეა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პროექტში „განახლებული რეგიონები“ კორუფციული სქემებია

მთავრობის სტრატკომი მედიაში პროექტ „განახლებული რეგიონები“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ მორიგ დეზინფორმაციას და „ფეიკნიუსს“, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული უპრეცედენტო პროექტის „განახლებული რეგიონები“ დისკრედიტაციას ემსახურება. კონკრეტული მედიასაშუალებები მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას ჩაშლილ ტენდერებზე და თითქოსდა პროგრამაში არსებულ კორუფციულ სქემებზე“, ნათქვამია სტრატკომის განცხადებაში.

14 მაისი 2021, 23:04

მსოფლიო

სირიის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს

სირიის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმია ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი

14 მაისი 2021, 22:58

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სიუნიქში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სიუნიქში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთს სამხედრო დახმარების გაწევის თხოვნით მიმართა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 მაისი 2021, 22:45

მსოფლიო

უკრაინამ 557 ე.წ. „კანონიერი ქურდის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინის ეროვნული ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ 557 ე.წ. „კანონიერი ქურდის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

14 მაისი 2021, 22:29

მსოფლიო

რუსეთის მთავრობამ რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების სია დაამტკიცა

რუსეთის მთავრობამ რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების სია დაამტკიცა. ოფიციალურმა მოსკოვმა აღნიშნულ სიაში აშშ და ჩეხეთი შეიყვანა.

14 მაისი 2021, 22:22

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 717 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 717 513 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 043 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ზაალ უდუმაშვილი

14 მაისი 2021, 22:16

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: ჩვენ თუ პარლამენტში შევედით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ საერთოდ ქუჩის აქციებზე - ერთდროულად ვიქნებით როგორც საპარლამენტო, ასევე ქუჩის ოპოზიცია

ჩვენ თუ პარლამენტში შევედით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ უარს ვამბობთ ქუჩის აქციებზე, პირიქით. ქუჩის აქციები იქნება და საპროტესტო მუხტიც იქნება. ჩვენ პარლამენტის ტრიბუნა სწორედ იმისთვისაც უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყანაში და მისი მობილიზაცია მოვახდინოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ანდრიუს კუბილიუსი

14 მაისი 2021, 22:08

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: მკაცრად უნდა მივუდგეთ ღირებულებების მიმართ ქვეყნების ერთგულებას, როდესაც საქმე ევროკავშირის გაფართოებას ეხება

ქართველმა პოლიტიკოსებმა ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომელიც 1993 წელს დამტკიცდა. ეს არის ძირითადი ღირებულებების მიმართ ერთგულებაზე. ეს კრიტერიუმები იყო უმთავრესი, როდესაც ჩვენ, ცენტრალური ევროპის ქვეყნები ევროკავშირში გავწევრიანდით, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განუცხადა.

მარინა კალიურანდი

14 მაისი 2021, 21:53

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ჩემი რჩევაა გავიხედოთ წინ, მომავლისკენ და პარტიებმა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ითანამშრომლონ

მე არასდროს გამომიყენებია ტერმინი პოლიტპატიმარი. დიახ, არის კითხვები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა

14 მაისი 2021, 21:44

ეკონომიკა

კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“ კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა

2021 წლის 12 მაისს ქალაქ კარაგანდაში წარმოებაში ოფიციალურად ჩაეშვა ახალი ნახშირგამამდიდრებელი ფაბრიკა რომელსაც დსთ-ს მასშტაბით ანალოგი არ აქვს. გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოადგილემ რომან სკლიარმა. ინოვაციური საწარმო აშენდა „ყაზახეთის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით. უნიკალური ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად გამოარჩიოს სასარგებლო მინერალები ნედლეულის მთლიანი ქანების მასისაგან. საწარმო საშუალებას იძლევა ნედლი ქვანახშირში ნაცრის შემცველობა 15%-დან გამდიდრების შედეგად დაიყვანოს 2-3%-მდე.

ანდრიუს კუბილიუსი

14 მაისი 2021, 21:39

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: პოლიტიკური კრიზისის დასრულებასთან ერთად საჭიროა, რომ კრიზისში ყოფნის განწყობაც წარსულს ჩაბარდეს

მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი დავუჭირეთ და მოვუწონეთ მმართველ გუნდს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქვეყანამ 2024 წელს ევროკავშირში მომავალ წევრობაზე ოფიციალური განაცხადი უნდა გააკეთოს. ეს არ უნდა იყოს პროპაგანდა. მზადებას რეფორმები და ბევრი მუშაობა სჭირდება. ეს არის საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განუცხადა.