imedi /  04 მაისი 2020, 11:11 / სანდო წყარო

„ფრონტერა” ნავთობისა და გაზის კორპორაციას შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ფრონტერა

კომპანია „ფრონტერა” ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ „ფრონტერასთან” დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მათი განცხადებით, ნავთობისა და გაზის კორპორაციის განცხადების მიზანია, შეგნებულად გაგრძელდეს უზუსტობებით სავსე, შეცდომაში შემყვანი და შეთხზული ინფორმაციის გავრცელება, „ფრონტერასთვის“ ზიანის მიყენებისა და დისკრედიტაციის მიზნით.

„მიმდინარე წლის 29 აპრილს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაავრცელა საჯარო განცხადება „ფრონტერასთან“ დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. განცხადება დაკავშირებულია საარბიტრაჟო დავასთან, რომელიც 2018 წელს ხელისუფლებამ წამოიწყო ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ და წარმოადგენს 2013 წლიდან მოყოლებული, კომპანიის სისტემატიური შევიწროვების, ობსტრუქციის, კონტრაქტის შეწყვეტისა და პროექტის ექსპროპრიაციის მრავალგზის წარუმატებელ მცდელობას.

არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ შეიცავს და არც გულისხმობს „ფრონტერას“ კონტრაქტის შეწყვეტას. კორპორაციის ეს განცხადება გამიზნულია შეგნებულად გააგრძელონ უზუსტობებით სავსე, შეცდომაში შემყვანი და შეთხზული ინფორმაციის გავრცელება, ჩვენი კომპანიისთვის ზიანის მიყენებისა და დისკრედიტაციის მიზნით. მარტივად რომ ვთქვათ, მათ არც ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება აქვთ და არც კონტრაქტი შეიცავს პირობას, რომელიც კონტრაქტის ვადამდელ ავტომატურ შეწყვეტას გულისხმობს.

სწორედ „ფრონტერასთან“ დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა იყო ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, იმ ბრალდებით, რომ თითქოს კომპანია არღვევდა კონტრაქტის მთელ რიგ პირობებს, თუმცა სასამართლომ ხელისუფლების ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ხელისუფლების მოთხოვნა, რომ ფრონტერას დაკისრებოდა დაახლოებით 320 მილიონი ლარის გადახდა.

რაც შეეხება ხელისუფლების მოთხოვნას, დავაბრუნოთ გარკვეული საძიებო ტერიტორია, გვინდა განვმარტოთ, რომ ეს ის ფართობია, რომელზეც ხელისუფლება, წარმოდგენილი ენერგეტიკის ყოფილი მინისტრით, ნავთობის და გაზის კორპორაციისა და სააგენტოს ხელმძღვანელებით და კიდევ სხვებით, წლების განმავლობაში საჯაროდ აცხადებდა, რომ ეს ფართობი არის სრულიად უსარგებლო და უპერსპექტივო ნავთობისა და გაზის პოტენციალის მხრივ. ჩვენ რა თქმა უნდა დავუბრუნებთ სახელმწიფოს ამ ფართობს მათი სურვილისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

მივმართავთ ნავთობისა და გაზის კორპორაციას და სააგენტოს, რათა შევხვდეთ და ჩამოვაყალიბოთ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ერთობლივი საჯარო განცხადების ტექსტი, თუმცა ვერ დავთანხმდებით მთლიანი დოკუმენტის გასაჯაროვებას, რომელიც შეიცავს პერსონალურ, კომერციულ, ტექნიკურ, საკუთრების და სხვა კონფიდენციალურ ინფორმაციას, რამაც შესაძლოა შეასუსტოს ჩვენი პოზიცია მომავალში ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოების შემთხვევაში. ჩვენ განვიხილავთ და შევაფასებთ ასეთი პროცესის დაწყებას იმ ჭრილში, რომ ამან ხელი შეუწყოს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად. რამაც შესაძლოა კონსტრუქციული შეტყობინება გაუგზავნოს მათ, ვინც ცდილობს იარაღად გამოიყენოს სასამართლო, რათა შეტევა განახორციელოს საქართველოში მომუშავე ინვესტორებსა და სამუშაო ადგილების შემქმნელების წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს „ფრონტერასა” და ასევე სხვა ამერიკული ბიზნესის წინააღმდეგ მიმართული, საზოგადოებასთან ურთიერთობის ეს ყალბი და მავნე კამპანია.

გვჯერა, რომ ახლა ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რათა COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს დავეხმაროთ ეკონომიკის აღდგენაში. როგორც ყველაზე დიდი კერძო ამერიკელი ინვესტორი საქართველოში, „ფრონტერა” რჩება ამ ქვეყნის ერთგულ კორპორატიულ მოქალაქედ იმ მისწრაფებით, რომ კახეთში ჩვენს მიერ ჩატარებული და მომავალში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მივაღწიოთ საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რომ კვლავაც გაგრძელდეს ინვესტიციების შემოდინება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

უილიამ შეტნერი

25 სექტემბერი 2021, 19:56

ტექნოლოგიები

90 წლის უილიამ შეტნერი კოსმოსში გაფრინდება

სერიალ „ვარსკვლავური გზის“ მსახიობი უილიამ შეტნერი, რომელიც 90 წლისაა, კოსმოსში გაფრენას გეგმავს. ამის შესახებ TMZ წერს. გამოცემის ცნობით, მსახიობი კოსმოსში ხომალდ New Shepard-ით გაფრინდება, რომელიც კომპანია Blue Origin-ს ეკუთვნის.

25 სექტემბერი 2021, 19:35

რეგიონი

ხობის სოფელ შავღელეში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ხობის მუნიციპალიტეტში, შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

25 სექტემბერი 2021, 19:09

ტაბლოიდი

მონაკოს პრინცი Planetary Health-ის გალა შეხვედრაზე შერონ სტოუნთან ერთად გამოჩნდა

მონაკოს პრინცი ალბერტ მეორე Planetary Health-ის გალა შეხვედრაზე ამერიკელ მსახიობ შერონ სტოუნთან ერთად გამოჩნდა. ამის შესახებ Paris Match წერს. გამოცემის ცნობით, პრინცის ცოლი შარლენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ დრომდე სამხრეთ აფრიკაში იმყოფება.

25 სექტემბერი 2021, 19:03

რეგიონი

პანკისის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

პანკისში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა, - ინფორმაციას ადასტურებენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. ელექტროენერგიის აღსადგენად, სამუშაოები მდინარე ალაზანზე წყლის დაკლებისთანავე დაიწყო და ამ დროისთვის, სრულად დასრულებულია.

25 სექტემბერი 2021, 18:40

კულტურა

ერთი დღით, მუზეუმებში ვიზიტი უფასო იქნება. ჩამონათვალი სრულად

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, 28 სექტემბერს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო მუზეუმებში ვიზიტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის უფასო იქნება.

ტატო გრიგალაშვილი

25 სექტემბერი 2021, 18:27

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ფინალშია

ხორვატიის დედაქალაქში, ზაგრებში, ძიუდოს ტურნირზე ტატო გრიგალაშვილმა ფინალის საგზური მოიპოვა. გრიგალაშვილი, ოქროს მედლისთვის, ბრაზილიელ გილერმე შმიდტს შეხვდება.

აბელ აბესაძე

25 სექტემბერი 2021, 17:54

პოლიტიკა

აბელ აბესაძე კასპში მომხდარ ინციდენტზე: კრიმინალი და პროვოკატორი მელიას დავალებაა, შეურაცხყოფითა და ხმაურით მოგვივარდნენ ოფისებში და ჩვენი პროვოკაციაზე წამოგება სცადონ, რაც არ გამოუვათ

„ქართული ოცნების“ კასპის პარტიულ შტაბთან ხმაური იყო. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, პარტიის რამდენიმე აქტივისტთან ერთად,შტაბთან მივიდა და დესტრუქციული ქმედებებით ცდილობდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების პროვოცირებას.

ამირან გამყრელიძე

25 სექტემბერი 2021, 17:49

COVID19

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა შემთხვევში იქნება პანდემიის მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ოქტომბერ-ნოემბერში მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა აიცრება, მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი.

25 სექტემბერი 2021, 17:45

პოლიტიკა

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345-ია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასრულა ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 შეადგენს.

გიორგი ვოლსკი

25 სექტემბერი 2021, 17:28

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გაეროში ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა იმ ქვეყნის სახელით, რომელიც პარტნიორია რეგიონული და საერთაშორისო პრობლემების მოგვარების საქმეში

პრემიერ-მინისტრმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა საერთაშორისო რეიტინგებიდან გამომდინარე იმ რეალური პროცესის საფუძველზე, რომელიც მარტო ჩვენთან არ კეთდება და მარტო ჩვენთვის არაა თვალსაჩინო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაეროში სიტყვის გამოსვლის შეფასებისას განაცხდა.

გიორგი ხელაშვილი

25 სექტემბერი 2021, 17:25

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: 30 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, კავკასიის სამმა ქვეყანამ თავის თავზე აიღოს სამშვიდობო მისია რეგიონში

პირველად მოხდა ამ 30 წლის განმავლობაში, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, კავკასიის სამმა ქვეყანამ თავის თავზე აიღოს სამშვიდობო მისია რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა. „პრაქტიკულად, ეს არის მოწოდება სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ, რომ კავკასიის სამმა ქვეყანამ თავის თავზე აიღოს ისტორიული მისია, ჩვენს რეგიონს ჩვენ თვითონვე მოვუაროთ. როდესაც პრემიერი საუბრობდა, რომ თბილისმა უნდა უმასპინძლოს რეგიონულ ინიციატივას, იქვე მან თქვა ერთი რამ, ამისთვის საჭიროა, რომ საქართველოსთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რაშიც იგულისხმება დასავლეთის ჩართულობა“, - განაცხადა ხელაშვილმა.

ირაკლი ჩიქოვანი

25 სექტემბერი 2021, 17:11

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი ვარაუდი გამართლდა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგი პროვოკაცია კასპში მოაწყო

„ჩვენი ვარაუდი გამართლდა და დღეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგი პროვოკაცია მოაწყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

25 სექტემბერი 2021, 16:53

მსოფლიო

გერმანიაში ანგელა მერკელის გამოსახულებით ოქროს მონეტები გამოუშვეს

გერმანიის ონლაინმაღაზიამ გასაყიდად გამოიტანა ოქროს მონეტები, რომელზეც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია გამოსახული. ოქროს მონეტა გერმანიის კანცლერის 16 წლიან საქმიანობას მიეძღვნა.

25 სექტემბერი 2021, 16:43

მსოფლიო

უკრაინამ ქაბულიდან 100-მდე ადამიანი გაიყვანა

უკრაინამ ქაბულიდან კიევში კიდევ 96 ადამიანი ჩაიყვანა. რეისზე, უკრაინის მოქალაქეებთან და ქვეყანაში ბინადრობის უფლების მქონე ადამიანებთან ერთად, ვატიკანის თხოვნით ევაკუირებული 18 სტუდენტი და კანადის 2 მოქალაქეც იყო.

25 სექტემბერი 2021, 16:39

საზოგადოება

თეა ახვლედიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელ ჯიჰან სულთანოღლუს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელთან ჯიჰან სულთანოღლუსთან შეხვედრა გამართა.

დავით ქართველიშვილი

25 სექტემბერი 2021, 16:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ცაგერში „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს და მანქანის კი არა, კენჭსაც არავის მისამართით არ გაისვრიან

„როგორ გულდასმით აქვს გამჯდარი გახარიას „კაგებეშნიკური“ მეთოდები. ატეხეს დილიდან ამბავი, ცაგერში კანდიდატის მანქანას ესროლესო“, - წერს, ექსპერტი დავით ქართველიშვილი პარტია „საქართველოსთვის” მიერ, გავრცელებულ ინფორმაციაზე.

მამუკა მდინარაძე

25 სექტემბერი 2021, 15:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როდესაც იცი, რომ ადამიანს ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და მის მიმართ პროვოკაციას ახორციელებ, ამაში მორალი არ არსებობს

„ძალადობას არაფერი ამართლებს, მაგრამ რა იყო ამ ძალადობის საფუძველი და რამდენად ამორალურია პროვოკაციის ხასიათი, როდესაც იცი, რომ ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ადამიანს და მაინც და მაინც მის მიმართ ახორციელებ პროვოკაციას, ეს საზოგადოებამ განსაჯოს, ამაში მორალი არ არსებობს, ამაში არის მხოლოდ ამორალურობა“ - განაცხადა „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, დმანისის ინციდენტზე საუბრისას.

25 სექტემბერი 2021, 15:39

COVID19

იმუნიზაციის მასობრივი კამპანიის ფარგლებში მობილური ამცრელი ჯგუფები კახეთში ჩავიდნენ

იმუნიზაციის მასობრივი კამპანიის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მობილური ამცრელი ჯგუფები კახეთში ჩავიდნენ.

გიორგი ვოლსკი

25 სექტემბერი 2021, 15:26

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვერცერთი ჭკუათმყოფელი ვერ დაიჯერებს, რომ ცაგერში მომხდარი თავდასხმა მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა ჩაიდინეს

საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ვოლსკი, ცაგერში, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის ავტომობილის მისამართით სროლის ფაქტს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

25 სექტემბერი 2021, 15:20

საზოგადოება

თბილისის მერიამ ისანში მცხოვრებ 39 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა

დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და ისნის გამგეობის თანამშრომლებმა ისნის რაიონში მცხოვრებ 39 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცეს. თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება. იმ მოქალაქეებს, რომლებსაც, წლების განმავლობაში, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ.