IMEDI /  04 მაისი 2020, 14:00 / სანდო წყარო

საქართველოს კონკურენციის სააგენტო 2019 წლის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს კონკურენციის სააგენტო 2019 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, მიმდინარეობდა საქონლის/მომსახურების ბაზრის 8 მონიტორინგი. დასრულდა ერთი - სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პლატფორმების ბაზრის მონიტორინგი. გასული წლის მანძილზე, მოსალოდნელი კონცენტრაციის შეტყობინება უწყებაში შემოვიდა 4, რომელზეც გაიცა თანხმობა; 2019 წელს, ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ, შესაბამის ბაზარზე, კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, სააგენტომ გასცა 1 რეკომენდაცია.

კონკურენციის სააგენტოს მიერ, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, განხორციელდა 22 თემატური სემინარი/კონფერენცია. ფუნქციონირება დაიწყო სააგენტოს ახალმა ვებ-პორტალმა – www.competition.ge, სადაც გაუმჯობესებულია დაინტერესებულ მხარეებთან ნავიგაცია და განთავსებულია სააგენტოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება. 2019 წლის ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია - ევროკავშირის პროექტისა და GIZ-ის მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ასევე, საქართველოს პარლამენტში დაინიცირებული კანონპროექტების; კონკურენციის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით განხორციელებული აქტივობების, გზამკვლევი/სამეცნიერო დოკუმენტების შესახებ მასალა", - აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, 2020 წელს სააგენტოს წინაშე ორი მთავარი გამოწვევა დგას - არსებული კანონმდებლობის სრულყოფა, მისი ეფექტურობის გაზრდა და ეკონომიკური აგენტების მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხის მოპოვება. "ამ გამოწვევებს მაღალი სტანდარტით მიღებული გადაწყვეტილებებით უნდა ვუპასუხოთ. 2019 წელს, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ მომზადდა რეკომენდაციები -„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული და სამომავლოდ სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ასევე, დღის წესრიგში დგას „მომხმარებლის უფლებების დაცვის“ და „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტები, რაც სააგენტოს სტრუქტურის და ფუნქციონირების ახლებურ გააზრებას მოითხოვს“, - აღნიშნავს ირაკლი ლექვინაძე.

რაც შეეხება 2020 წლის 4 თვის მონაცემებს, მიმდინარე 7 მონიტორინგიდან დასრულდა - 3: ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, რითეილის და ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრების შესწავლა. ამ ეტაპისათვის, მიმდინარეა – ავტოდაზღვევის, პურ-პროდუქტების, საწვავის და ფარმაციის მონიტორინგები.

ამასთან, 2020 წლის პირველ კვარტალში, დასრულდა 1 მოკვლევა და დადგინდა დონიმირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. პარალელურ რეჟიმში, დაწყებული იქნა მოკვლევა 2 საკითხზე და დაუშვებლად იქნა ცნობილი 2 საჩივარი. მიმდინარეობს ორი საჩივრის შესწავლა მოკვლევის დაწყების თაობაზე. კონკურენციის სააგენტოს მიერ სხვადასხვა დროს მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ამ დროისათვის, მიმდინარეობს 10 სასამართლო საქმე სხვადასხვა ინსტაციაში. წლის პირველ კვარტალში სამუშაო შეხვედრები შედგა მედიის, სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო სექტორისა და დარგის ექსპერტებთან; დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. რეგიონულ დონეზე, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიზნით, 2020 წლის 1-ლი აპრილიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელმა დაიწყო საქმიანობა.

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2021, 13:37

სამართალი

პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

​​​​​​​გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რატი ბრეგაძე

27 სექტემბერი 2021, 13:34

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი: მსოფლიო ბანკის კვლევით, კანონის უზენაესობის კომპონენტში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 2 და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს

იუსტიციის მინისტრი მსოფლიო ბანკის კვლევას „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებს“ გამოეხმაურა. რატი ბრეგაძემ კანონის უზენაესობის კომპონენტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „საქართველო უსწრებს ევროკავშირის 2 და ნატოს წევრ 5 ქვეყანას, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მე-4 ადგილს იკავებს ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ.

27 სექტემბერი 2021, 13:31

ტაბლოიდი

ბრიტანეთში, დედისა და დედობილისგან უარყოფილი ჩოჩორი ადამიანმა შეიფარა

რძის ბოთლიდან სმა და საფენები - ასეთია 12 დღის ჩოჩორის ყოველდღიურობა, რომელიც ბიოლოგიურმა დედამ და დედობილმა ერთად უარყვეს. ის კაცმა შეიფარა და ოჯახთან ერთად უვლის. მას შემდეგ, რაც დედამ ჩოჩორი არ გამოკვება, ის სხვა ვირს მიაბარეს, თუმცა, რძე არც მან უწილადა.

27 სექტემბერი 2021, 13:28

ეკონომიკა

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ დელეგაცია არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნულ ნავთობ-კომპანიას საქმიანი ვიზიტით ეწვია

მენეჯმენტის უმაღლეს რგოლებს შორის შეხვედრებზე განხილულ იქნა არაბეთის ეროვნულ ნავთობკომპანიასა და კორპორაციას შორის პარტნიორული და საქმიანი თანამშრობლობის პერსპექტივები.

27 სექტემბერი 2021, 13:22

პოლიტიკა

მსოფლიო ბანკის კვლევა World Governance Indicators: „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის 45-ე, ხოლო კონტინენტური ევროპის მასშტაბით მე-19 პოზიციაზეა

მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ (World Governance Indicators) 2020 წლის კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. „გლობალური მმართველობის ინდიკატორებით“ ყოველწლიურად 214 ქვეყანა, მათ შორის მსოფლიო ბანკის 189 წევრი სახელმწიფო ისეთი პარამეტრების მიხედვით ფასდება, როგორიცაა „კორუფციის კონტროლი“, „ხელისუფლების ეფექტურობა“, „კანონის უზენაესობა“ „რეგულაციების ხარისხი“ და ა.შ., - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

27 სექტემბერი 2021, 13:22

საზოგადოება

ჟვანიას სკოლამ USAID-ის მხარდაჭერით, პროექტი „საჯარო ადმინისტრირების რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების განვითარება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში“ წარადგინა

„პროექტის ფარგლებში 40 ბენეფიციარი გადამზადდება. უზრუნველყოფილი იქნება იმ სერვისების მდგრადობა, რომლებიც განვითარდება ამ სატრენინგო პროექტის ფარგლებში, დარჩება სისტემაში და მომავალშიც იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის“, - განაცხადა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა.

27 სექტემბერი 2021, 13:17

თავდაცვა

ქართველი ოფიცრები უკრაინაში მიმდინარე საერთაშორისო სწავლებაში Rapid Trident 2021 მონაწილეობენ

ქართველი სამხედროები მრავალეროვნული ბრიგადის შტაბში საჰაერო თავდაცვისა და საცეცხლე მხარდაჭერის ოფიცრებით, ხოლო სწავლების კონტროლის ჯგუფში (EXCON) გამოცდილების გაზიარების და საერთაშორისო დამკვირვებელ- მაკონტროლებელი ოფიცრებით არიან წარმოდგენილი.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 13:14

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში და ამ მიმართულებით, არავითარ პრობლემას არ ველოდებით

„მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში და ჩვენ, ამ მიმართულებით, არავითარ პრობლემას და დაბრკოლებას არ ველოდებით“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

27 სექტემბერი 2021, 12:57

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე, პარიზში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე პარიზში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. ელისო ბოლქვაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

27 სექტემბერი 2021, 12:56

COVID19

WSJ: ჯანმო ახალ სამუშაო ჯგუფს შექმნის, რათა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიება განაახლოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ სამუშაო ჯგუფს შექმნის, რათა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიება განაახლოს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

27 სექტემბერი 2021, 12:54

ეკონომიკა

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ კამპანიებს აგრძელებს

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს სფეროს განვითარების და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, არაერთი პროექტი განახორციელა. 2021 წლის განმავლობაში, ადმინისტრაციამ 23 პრეს, ინფო და გასტროტური გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:53

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას; ჩვენს ოპონენტებს არ მივცემთ საშუალებას, რომ პროვოკაციები მოაწყონ

ჩვენ აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას და არა მხოლოდ, არამედ ჩვენს პარტნიორებს, ყველას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს, მაგრამ კანონის ფარგლებში

მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება კანონის ფარგლებში, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს, მაგრამ კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:46

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: „ხელისუფლების ეფექტიანობის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის 38-ე, ევროპაში კი მე-19 ადგილზე დასახელდა

„ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კანონის უზენაესობით უსწრებს დიდი შვიდეულის 1, ევროკავშირის 2 და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. აღსანიშნავია, რომ 2008-2012 წლებში საქართველოს შეფასება ბიუროკრატიის კუთხით რამდენიმე ათეულ ადგილს მიღმა, 62.5%-ის დონეზე იყო გაყინული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:44

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: რეიტინგის მიხედვით, საქართველოში კანონის უზენაესობა უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე იტალიაში, ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში

„რეიტინგის მიხედვით საქართველოში „კანონის უზენაესობა“ უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე იტალიაში, ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:43

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანელ და სომეხ ძმებს ვთავაზობთ მედიაციას, პლატფორმას, რომლის შექმნასაც ახლა თბილისში ვაპირებთ

აზერბაიჯანელ და სომეხ ძმებს ვთავაზობთ მედიაციას, პლატფორმას, რომლის შექმნასაც ახლა თბილისში ვაპირებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, კავკასიის რეგიონში სამშვიდობო დიალოგის ფორმატის დაფუძნების გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

კახა კუჭავა

27 სექტემბერი 2021, 12:40

პოლიტიკა

კახა კუჭავა: არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს თანამდებობის დატოვება, სანამ ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს

არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს თანამდებობის დატოვება, სანამ ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

27 სექტემბერი 2021, 12:38

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

1-ელ ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში 27-28 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

27 სექტემბერი 2021, 12:35

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებთან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:35

პოლიტიკა

პრემიერი IPSOS-ის კვლევის შედეგებს გაყალბებულს უწოდებს

„კვლევას ატარებს ადგილობრივი, ქართული კომპანია. ვინ დგას ამ კომპანიის უკან? დგას ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელი - ბატონი {ლევან} თარხნიშვილი და მისი კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში არჩევნებს უყალბებდა ჩვენს მოსახლეობას, 2012 წლამდე. იგივე თარხნიშვილი და „ნაცმოძრაობა“ აკეთებს ამ კვლევებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის გაყალბებული კვლევები. ამ კითხვას შეიძლება უბრალოდ ღიმილით ვუპასუხოთ. როგორ შეიძლება თითქმის იგივე შედეგი აჩვენოს „ნაცმოძრაობამ“ და ჩვენმა პარტიამ, რომელსაც თითქმის ორჯერ მეტი შედეგი აქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ და საბოლოო კვლევის შედეგი იქნება 2 ოქტომბერს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.