04 მაისი 2020, 19:36 / სანდო წყარო

დადგა შენი პირველი iPhone-ის შეძენის დრო - არჩევანი უპირობოა

და აი, დადგა ის დრო, რომელსაც ბევრი ჩვენგანი რამდენიმე წელი ელოდა! IPhone SE-განახლებული სახით ტრიუმფალურად დაბრუნდა. ახალი სმარტფონი Apple-ის ოფიციალურ ვებსაიტებზე მოულოდნელად, წინასწარი პრეზენტაციების გარეშე გამოჩნდა, რასაც აჟიოტაჟი და დიდი დაინტერესება მოჰყვა.

მსოფლიო მედია ყველაზე ხელმისაწვდომი და აქტუალური iPhone SE–ის მოდელის პოპულარობას ერთხმად პროგნოზირებს. წინასწარი შეკვეთების შესახებ მომხმარებლების განაცხადები კი ყოველ წუთს დიდი სისწრაფით იზრდება.

ამის მთავარ მიზეზს კი ასე ხსნიან: არასოდეს ყოფილა Apple-ის უახლესი სმარტფონის დასაკუთრება ისეთი ხელმისაწვდომი, როგორც ახლა. Apple-ის ახალი მოდელის ფასი 1799 ლარიდან იწყება. უკვე ისედაც მისაღები ფასი კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება, როდესაც გაიგებთ, რომ ზოგიერთი ოფიციალური რესელერი iPhone SE–ის განვადებით შეძენას თვეში 89 ლარიდან გთავაზობთ!

ახალ iPhone SE- iPhone 8-ის დიზაინი აქვს და წარმოდგენილია სამ ფერში: შავი, თეთრი და წითელი. ახალ მოდელზე დაბრუნდა საკულტო ღილაკი თითის ანაბეჭდის სკანერით - Touch ID v2. ეკრანის ზომაა 4.7 დიუმი, Retina HD– მხარდაჭერით. ყველაზე მთავარი - SE–ს გააჩნია Apple–ის მოწყობილობებს შორის ყველაზე ძლიერი პროცესორი - A13 Bionic, რომელიც დამონტაჟებულია iPhone 11 და 11 Pro–ში. რაც შეეხება სხვა უპირატესობებს: მისი მთავარი კამერა 12 მეგაპიქსელით არის წარმოდგენილი, ასევე გააჩნია უკაბელო დატენვის და eSIM ტექნოლოგიის მხარდაჭერა.

ასეთი მოწინავე თვისებების მქონე iPhone აქამდე არასოდეს ყოფილა ასე ხელმისაწვდომი. ექსპერტები ახალი iPhone SE-ის დეფიციტსაც კი პროგნოზირებენ. ამიტომ გირჩევთ, რომ იჩქაროთ წინასწარ შეკვეთა, შეარჩიოთ ნანატრი ახალი პროდუქტი სასურველი ფერისა და მეხსიერების ზომებში.

საქართველოში წინასწარი შეკვეთების მიღება 21 აპრილს დაიწყო.

ახლანდელ არასტაბილურ სამყაროში, ის მაინც არ იცვლება. Apple კვლავ ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს ყველას და ბაზარზე უშვებს სმარტფონს, რომელიც ნამდვილი ბესტსელერი გახდება.

ახალი iPhone SE-ის შეკვეთა უკვე შესაძლებელია Apple-ის ავტორიზებულ რესელერებთან:

iSpace, Alta, Elit Electronics, iPlus და iTechnics.

(R)

ყველა სიახლე

30 სექტემბერი 2020, 01:58

მსოფლიო

კორონავირუსის გამო, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ტელედებატების დაწყებისას ერთმანეთს ხელს არ ჩამოართმევენ

კორონავირუსის პანდემიის გამო, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები რიგი ცვლილებების გათვალისწინებით ჩატარდება.

ზაურ დარგალი

30 სექტემბერი 2020, 01:55

რეგიონი

ზაურ დარგალი: ამ დროისთვის, მარნეულში სიმშვიდეა

ამ დროისთვის, მარნეულში სიმშვიდეა და დაპირისპირება დასრულებულია, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა განუცხადა.

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2020, 01:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი კლივლენდში ჩავიდნენ, სადაც რამდენიმე საათში პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები დაიწყება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი კლივლენდში ჩავიდნენ, სადაც პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები გაიმართება.

30 სექტემბერი 2020, 01:24

საზოგადოება

მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„პირველ პაციენტთან ცხვირის ძვლის მოტეხილობაა. მეორე პაციენტთან ტრავმული დაზიანებები არ არის გამოხატული, დაზიანებებია სახის არეში. ორივე პაციენტი ამ დროისთვის რჩება კლინიკაში. მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან. ხოლო, რაც შეეხება მესამე პაციენტს, ის უკვე გაეწერა", - განაცხადა ექიმმა.

არჩილ თალაკვაძე

30 სექტემბერი 2020, 01:10

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არავის მივცემთ უფლებას, რომ ძალადობრივი ინციდენტებით ჩრდილი მიაყენონ წინასაარჩევნო კამპანიას

ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ძალადობრივი ინციდენტებით ჩრდილი მიაყენონ წინასაარჩევნო კამპანიას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბეჭდების მბრძანებელი

30 სექტემბერი 2020, 00:52

კულტურა

ახალ ზელანდიაში „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღებები განახლდა

ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე Amazon-ის სერიალ „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღების ნებართვა გასცა. ამის შესახებ Deadline წერს. მანამდე გადაღებები რამდენჯერმე კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა.

30 სექტემბერი 2020, 00:41

ეკონომიკა

ბრიტანელმა პენსიონერმა ფაიფურის ჩაიდანი £390 ათასად გაყიდა

ბრიტანელმა პენსიონერმა სახლის დალაგებისას იპოვა ფაიფურის ჩაიდანი, რომელიც აუქციონზე £390 ათასად გაყიდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, ჩაიდანი პენსიონერის ბაბუას ეკუთვნოდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შორეულ აღმოსავლეთში მსახურობდა. ნივთის შემფასებელმა განაცხადა, რომ ეს XVIII საუკუნის ნივთია და ჩინეთის იმპერატორ ციანლუნის სასახლის ჭურჭლის სერვიზის ნაწილია.

30 სექტემბერი 2020, 00:40

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ,,ქართული ოცნების“ ოფიციალურ facebook-გვერდზე განთავსებული განცხადება ბოტების სამიზნე გახდა

„ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადება, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტს ეხებოდა, ყალვი ფეისბუქ -მომხმარებლების, ე.წ. ბოტების სამიზნე გახდა. როგორც ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რადიკალიზაცია ნაცების არჩევანია არჩევნებზეც და სოციალურ ქსელებშიც.

გოგი მეშველიანი

30 სექტემბერი 2020, 00:35

პოლიტიკა

გოგი მეშველიანი: რაც ხდება, ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესში ნამდვილად რომ არ შედის, ყველამ ვიცით

ბუნებრივია, რაც ხდება, ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესში ნამდვილად რომ არ შედის, ყველამ ვიცით. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. მას კითხვით მიმართეს, დღეს მარნეულში, ასევე, ამ დღეებში, სოფელ ნახიდურში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, თუ ვის ინტერესში შედის მსგავსი პროვოკაციების მოწყობა.

30 სექტემბერი 2020, 00:33

მსოფლიო

რუმინეთში მერის არჩევნებში ხმის მიცემამდე 10 დღის წინ გარდაცვლილმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ალიმანს ხმა 1600 ამომრჩევლიდან 1020-მა მისცა. ხმის მიცემის შემდეგ ადგილობრივები მის საფლავზე მივიდნენ და პოლიტიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსახლეობამ არჩევანი იმით ახსნა, რომ ასე მერისადმი პატივისცემის გამოხატვა უნდოდათ, რადგან მისი საქმიანობით ყოველთვის კმაყოფილები იყვნენ.

ბობ მენენდესი

30 სექტემბერი 2020, 00:17

მსოფლიო

სენატორი ბობ მენენდესი: ტრამპის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევა უნდა შეაჩეროს

„დემოკრატი“ სენატორი, ბობ მენენდესი მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავებას გამოეხმაურა და აზერბაიჯანი დაგმო.

გოგი მეშველიანი

30 სექტემბერი 2020, 00:15

პოლიტიკა

გოგი მეშველიანი: ჩვენი ოპონენტები ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდში ძალადობრივი სცენარით ხელისუფლებაში დაბრუნება სცადონ

ჩვენი ოპონენტები შეგუებულები არიან, რომ საარჩევნო მარათონს დაასრულებენ წაგებით, და ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდში სცადონ, ძალადობრივი სცენარით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში

ელიოტ ენგელი

29 სექტემბერი 2020, 23:58

მსოფლიო

ელიოტ ენგელი: თურქეთი მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტში უგუნურად ერევა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელიოტ ენგელმა განაცხადა, რომ თურქეთი მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტში უგუნურად ერევა.

სოზარ სუბარი

29 სექტემბერი 2020, 23:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ქვემო ქართლში განვითარებულ მოვლენებზე: ამას რომ პოლიტიკური ძალა კადრულობ, ეს არის მტრობა

„ამას რომ ადამიანი კადრულობ, ამას რომ პოლიტიკური ძალა კადრულობ, ეს არის მტრობა. მაგრამ აქ კიდევ გასაოცარია მეორე. დღეს ვუსმენდი „ევრონაცების“ წარმოამდგენლებს და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც პირდაპირ მხარს უჭერენ ამ მოძალადეებს და ადამიანებს, რომელთა მხრიდანაც დესტაბილიზაციის მცდელობას აქვს ადგილი და ცდილობენ ცეცხლს ნავთი დაასხან. მათ ჰქონიათ, რომ მღვრიე წყალში ადვილად დაიჭერენ თევზს, მაგრამ არავის მივცემთ წყლის ამღვრევის საშუალებას, ეს კარგად გაითავისოს ყველამ“, - განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარი

29 სექტემბერი 2020, 23:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: დამარცხდებიან, რადგან ძალადობის, ყაჩაღობისა და რეკეტის დრო წასულია

„ამ დრომდე, წინასაარჩევნო პროცესი ძალიან მშვიდად მიდიოდა. მოხდა გარკვეული ინციდენტები, და იმედი მაქვს, რომ ეს შემთხვევები ძალიან მალე იქნება გამოძიებული, თუმცა, ის რაც ბოლო დღეებში მოხდა ბოლნისსა და მარნეულში, ძალიან სერიოზულ გამოძიებას საჭიროებს და ყველა ადამიანმა უნდა აგოს პასუხი. ეს მთავარი პრევენციაა“.

სოზარ სუბარი

29 სექტემბერი 2020, 23:48

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობის“ წევრები პირდაპირ მიაკუთვნებდნენ დავით გარეჯს აზერბაიჯანს, როცა ჯერ არაფერი იყო შესწავლილი

როდესაც პროკურატურის განცხადება მოვისმინე, ამოვწიე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ძველი განცხადებები, რომლებიც საოცრებებს ამბობდნენ, როდესაც ჯერ არაფერი არ იყო დადასტურებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ სამგორის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

29 სექტემბერი 2020, 23:39

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს

სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს და ყველა პირი, ვინც კანონის ფარგლებს გაცდება, უმკაცრესად დაისჯება, - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში, რომლითაც მარნეულის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენებს ეხმაურება.

სოზარ სუბარი

29 სექტემბერი 2020, 23:39

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: რეკეტიორები, ყაჩაღები, მკვლელები - ეს 3 სიტყვა ზუსტად ახასიათებს „ნაციონალურ მოძრაობას“

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, როცა სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმას, ხულიგნობას, ყაჩაღობას, ცემას, ძალადობას აცხადებენ გმირობად, აცხადებენ ადამიანობად, აცხადებენ ადამიანის უფლებათა დაცვად ქონების წართმევას. აღარ ვლაპარაკობ უკვე ციხეში რა დღეში იყვნენ. ეს საერთოდ ცალკე ისტორიაა, მართლა ცალკე სამყაროა. აი ამის მობრუნება უნდათ ისევ. ხედავენ, რომ წაგებული აქვთ ყველანაირი არჩევნები, ყველანაირი რეიტინგებით და ცდილობენ ისევ და ისევ ამ ძალადობით დაიბრუნონ თავისი ადგილი“, - განაცხადა სუბარმა

29 სექტემბერი 2020, 23:23

სამართალი

შსს-მ მარნეულში ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგანს საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გოგნიაშვილმა აღნიშნა, რომ მომხდარ დანაშაულის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სოზარ სუბარი

29 სექტემბერი 2020, 23:19

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სააკაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში ისევ ქვების სროლით დაბრუნდება

როგორც ჩანს, სააკაშვილს ისტორიის თავიდან დაწყება, განმეორება სურს. ბოლნისიდან დაიწყო ქვების სროლით, ქვების სროლა გააგრძელა 2012 წლის არჩევნებზე და ახლა ისევ ფიქრობს, რომ ქვების სროლითვე დაბრუნდება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“, მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.