imedi /  05 მაისი 2020, 08:00 / სანდო წყარო

დღეიდან სამშენებლო კომპანიები მუშაობას განაახლებენ

ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი, დღეიდან დასაშვები ხდება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 5 მაისიდან მუშაობას განაახლებს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანია და ასევე ის კომპანიები, რომლებიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით.

გიორგი გახარიას თქმით, მუშაობას შეძლებენ ის კომპანიებიც, რომლებიც სამშენებლო ბიზნესთან სხვადასხვა სახით არიან დაკავშირებულები.

ყველა სიახლე

კახა იმნაძე

25 სექტემბერი 2021, 21:23

პოლიტიკა

კახა იმნაძე: თანამეგობრობა კარგად არის განწყობილი პრემიერის მიერ გაჟღერებული ინიციატივის მიმართ, რადგან იციან, რომ საქართველო რასაც ამბობს აკეთებს კიდეც

ის სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც პრემიერის მხრიდან გაჟღერდა თანამეგობრობისა და დაინტერესებული ქვეყნებიდან ძალიან კარგი განწყობა აქვს. მათ უკვე აქვთ იმის გამოცდილება, რომ საქართველო რასაც ამბობს აკეთებს კიდეც, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 სექტემბერი 2021, 21:23

საზოგადოება

ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა ირაკლი ღარიბაშვილი კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად მიიწვია

ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამავე უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად მიიწვია, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

25 სექტემბერი 2021, 21:13

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელი: ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ირაკლი ღარიბაშვილის ლექციით გაიხსნება

ძალიან დიდი ქართული საქმე გაკეთდა, რაც საამაყოა ყველა ქართველისთვის. ეს ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა, როცა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ფუნქციონირებას იწყებს ქართველოლოგიის პროგრამა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2021, 20:51

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმები, რათა მსოფლიო საზოგადოებას ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები აქვს ჩვენს ქვეყანას

ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმები, რათა მსოფლიო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები აქვს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

კახა იმნაძე

25 სექტემბერი 2021, 20:45

პოლიტიკა

კახა იმნაძე: პრემიერ-მინისტრის მიერ ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან როცა ასე მკაფიოდ ჟღერდება დეოკუპაციის საკითხი, ეს მნიშვნელოვანია

დეოკუპაცია არაა მარტივი თემა. რა თქმა უნდა ესაა რთული საკითხი. ის, რომ ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ჟღერდება ასე მკაფიოდ ეს საკითხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კახა იმნაძემ განაცხადა.

კახა იმნაძე

25 სექტემბერი 2021, 20:41

პოლიტიკა

კახა იმნაძე: პრემიერმა გაეროში მკაფიოდ ისაუბრა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროში, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან აბსოლუტურად ყველაფერზე ისაუბრა. მან საქართველოს გამოწვევების გარდა ისაუბრა გაეროს პრობლემატიკაზეც. გლობალურ საკითხებზე, რომლებზეც უნდა იმუშაოს გენერალურმა ასამბლეამ, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ განაცხადა.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2021, 20:31

პოლიტიკა

კახა კალაძე: ბოლო სერიაში პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოდ თავს დაიწვავს

ეს არის დიდი სიბინძურე, - ასე შეაფასა კახა კალაძემ „მთავარი აქცენტების“ ეთერში მამის, კარლო კალაძის მისამართით გაჟღერებული ბრალდება. „ეს არის დიდი სიბინძურე. „სანტა ბარბარა“ მოაწყო გუშინ „მთავარმა არხმა“. მესმის, არჩევნებია, ამიტომ ყველაფერს კადრულობენ. ბოლო სერიაში, ალბათ, პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოთ თავს დაიწვავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2021, 20:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველა ნერვებზეა, გარკვეული დაპირისპირება არსებობს პარტიებს შორის, მაგრამ ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ, მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ

მესმის რთულია, ყველა ნერვებზეა, გარკვეული დაპირისპირება არსებობს პარტიებს შორის, სხვადასხვა მოსაზრებებია, მაგრამ ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდზე, მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა.

უილიამ შეტნერი

25 სექტემბერი 2021, 19:56

ტექნოლოგიები

90 წლის უილიამ შეტნერი კოსმოსში გაფრინდება

სერიალ „ვარსკვლავური გზის“ მსახიობი უილიამ შეტნერი, რომელიც 90 წლისაა, კოსმოსში გაფრენას გეგმავს. ამის შესახებ TMZ წერს. გამოცემის ცნობით, მსახიობი კოსმოსში ხომალდ New Shepard-ით გაფრინდება, რომელიც კომპანია Blue Origin-ს ეკუთვნის.

25 სექტემბერი 2021, 19:35

რეგიონი

ხობის სოფელ შავღელეში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ხობის მუნიციპალიტეტში, შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

25 სექტემბერი 2021, 19:09

ტაბლოიდი

მონაკოს პრინცი Planetary Health-ის გალა შეხვედრაზე შერონ სტოუნთან ერთად გამოჩნდა

მონაკოს პრინცი ალბერტ მეორე Planetary Health-ის გალა შეხვედრაზე ამერიკელ მსახიობ შერონ სტოუნთან ერთად გამოჩნდა. ამის შესახებ Paris Match წერს. გამოცემის ცნობით, პრინცის ცოლი შარლენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ დრომდე სამხრეთ აფრიკაში იმყოფება.

25 სექტემბერი 2021, 19:03

რეგიონი

პანკისის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

პანკისში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა, - ინფორმაციას ადასტურებენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. ელექტროენერგიის აღსადგენად, სამუშაოები მდინარე ალაზანზე წყლის დაკლებისთანავე დაიწყო და ამ დროისთვის, სრულად დასრულებულია.

25 სექტემბერი 2021, 18:40

კულტურა

ერთი დღით, მუზეუმებში ვიზიტი უფასო იქნება. ჩამონათვალი სრულად

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, 28 სექტემბერს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო მუზეუმებში ვიზიტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის უფასო იქნება.

ტატო გრიგალაშვილი

25 სექტემბერი 2021, 18:27

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ფინალშია

ხორვატიის დედაქალაქში, ზაგრებში, ძიუდოს ტურნირზე ტატო გრიგალაშვილმა ფინალის საგზური მოიპოვა. გრიგალაშვილი, ოქროს მედლისთვის, ბრაზილიელ გილერმე შმიდტს შეხვდება.

აბელ აბესაძე

25 სექტემბერი 2021, 17:54

პოლიტიკა

აბელ აბესაძე კასპში მომხდარ ინციდენტზე: კრიმინალი და პროვოკატორი მელიას დავალებაა, შეურაცხყოფითა და ხმაურით მოგვივარდნენ ოფისებში და ჩვენი პროვოკაციაზე წამოგება სცადონ, რაც არ გამოუვათ

„ქართული ოცნების“ კასპის პარტიულ შტაბთან ხმაური იყო. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, პარტიის რამდენიმე აქტივისტთან ერთად,შტაბთან მივიდა და დესტრუქციული ქმედებებით ცდილობდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების პროვოცირებას.

ამირან გამყრელიძე

25 სექტემბერი 2021, 17:49

COVID19

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა შემთხვევში იქნება პანდემიის მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ოქტომბერ-ნოემბერში მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა აიცრება, მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი.

25 სექტემბერი 2021, 17:45

პოლიტიკა

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345-ია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასრულა ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 შეადგენს.

გიორგი ვოლსკი

25 სექტემბერი 2021, 17:28

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გაეროში ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა იმ ქვეყნის სახელით, რომელიც პარტნიორია რეგიონული და საერთაშორისო პრობლემების მოგვარების საქმეში

პრემიერ-მინისტრმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა საერთაშორისო რეიტინგებიდან გამომდინარე იმ რეალური პროცესის საფუძველზე, რომელიც მარტო ჩვენთან არ კეთდება და მარტო ჩვენთვის არაა თვალსაჩინო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაეროში სიტყვის გამოსვლის შეფასებისას განაცხდა.

გიორგი ხელაშვილი

25 სექტემბერი 2021, 17:25

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: 30 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, კავკასიის სამმა ქვეყანამ თავის თავზე აიღოს სამშვიდობო მისია რეგიონში

პირველად მოხდა ამ 30 წლის განმავლობაში, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, კავკასიის სამმა ქვეყანამ თავის თავზე აიღოს სამშვიდობო მისია რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა. „პრაქტიკულად, ეს არის მოწოდება სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ, რომ კავკასიის სამმა ქვეყანამ თავის თავზე აიღოს ისტორიული მისია, ჩვენს რეგიონს ჩვენ თვითონვე მოვუაროთ. როდესაც პრემიერი საუბრობდა, რომ თბილისმა უნდა უმასპინძლოს რეგიონულ ინიციატივას, იქვე მან თქვა ერთი რამ, ამისთვის საჭიროა, რომ საქართველოსთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რაშიც იგულისხმება დასავლეთის ჩართულობა“, - განაცხადა ხელაშვილმა.

ირაკლი ჩიქოვანი

25 სექტემბერი 2021, 17:11

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი ვარაუდი გამართლდა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგი პროვოკაცია კასპში მოაწყო

„ჩვენი ვარაუდი გამართლდა და დღეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგი პროვოკაცია მოაწყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.