07 მაისი 2020, 16:27 / სანდო წყარო

კობა გვენეტაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

კობა გვენეტაძე

კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორთან კომუნიკაციას ვიდეოკონფერენციის ფორმატში განაგრძობს. ამჯერად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერს, გოგა მელიქიძეს და მის მოადგილეს, ლევან ვერძეულს შეხდვა. გოგა მელიქიძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურს 2020 წლის 1 აპრილიდან ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის, საუბარი შეეხო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, ასევე, სამომავლოდ დაგეგმილ აქტუალურ საკითხებს.

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და ხედვები გაუზიარეს. მონაწილეებს შორის კიდევ ერთხელ აღინიშნა საპენსიო სააგენტოს კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის სტრატეგიული მნიშვნელობა. მხარეებმა შესაბამისი ჩარჩოს შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელეს. საინვესტიციო სამსახურის წარმომადგენლებმა სრული მზაობა გამოთქვეს ეროვნულ ბანკთან უფრო აქტიურ და გახსნილ კომუნიკაციაზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის ხელმძღვანელთა შეხვედრას ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

26 მაისი 2020, 00:17

რეგიონი

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებთ, ქუთაისში ოპერის თეატრის ფასადი საქართველოს დროშის ინსტალაციით განათდა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებთ, ქუთაისში ოპერის თეატრის ფასადი საქართველოს დროშის ინსტალაციით განათდა. სახელმწიფო ანსამბლის მომღერლებმა სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადენლები დაესწრნენ. მათ მოსახლეობას 26 მაისი მიულოცეს.

26 მაისი 2020, 00:16

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5.3 მილიონს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებკის 100 264 შემთხვევა დადასტურდა, რამაც კორონავირუსით ინფიცირებულთა გლობალური მაჩვენებელი 5 304 772-მდე გაზარდა.

იაცეკ ჩაპუტოვიჩი 

26 მაისი 2020, 00:00

პოლიტიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: გზა, რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად მიჰყვება, ქვეყანას ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციამდე მიიყვანს

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ, უჭერენ და მომავალშიც მხარს დაუჭერენ ქართველ მეგობრებს დემოკრატიული ფასეულობების არჩევაში და დასავლური სამყაროსადმი მათი კუთვნილების განმტკიცებაში“, - ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაცეკ ჩაპუტოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოგზავნილ მისალოც წერილში წერს.

ეკატერინე ზაჰარიევა

25 მაისი 2020, 23:56

COVID19

ბულგარეთი საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად საჭირო 500 შეკვრა სპეციალურ აღჭურვილობას უგზავნის

„კოვიდ-19“-ის პანდემია ჯანდაცვის გლობალური კრიზისია, რომელმაც მთელი მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დააყენა და ძირეული ზიანი მიაყენა საზოგადოებებს. ჩვენ ყველამ კარგად გავაცნობიერეთ, რომ პანდემიის შედეგებთან წარმატებით გამკლავების ერთადერთი გზა გაერთიანება და ერთობლივი მოქმედებებით სოლიდარობის გამოვლენაა. დღეს ბულგარეთის დევიზი – „ძალა ერთობაშია“, ჭეშმარიტია როგორც არასდროს!“, – ნათქვამია წერილში.

ბოგდან აურესკუ

25 მაისი 2020, 23:45

პოლიტიკა

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე აყვანა, მეტად გააღრმავებს საქართველოსთან თანამშრომლობას

წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუმინეთი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს როგორც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ელმარ მამადიაროვი

25 მაისი 2020, 23:40

პოლიტიკა

ელმარ მამედიაროვი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელს, დავით ზალკალიანს შესაბამის წერილს უგზავნის.

მევლუთ ჩავუშოღლუ

25 მაისი 2020, 23:33

პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ: საქართველოს და თურქეთს შორის კარგი მეზობლური ურთიერთობები მყარად ეფუძნება სტრატეგიულ პარტნიორობას

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს წერილს უგზავნის, სადაც პირადად მინისტრსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უსურვებს.

25 მაისი 2020, 23:32

COVID19

დიდ ბრიტანეთში საცალო ვაჭრობის სექტორი 15 ივნისიდან განაახლებს მუშაობას

დიდ ბრიტანეთში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების მეორე ეტაპის ფარგლებში საცალო ვაჭრობის სექტორი 15 ივნისიდან განაახლებს მუშაობას. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

25 მაისი 2020, 23:32

ეკონომიკა

EBRD-ი საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში 90 მლნ ევროს ღირებულების ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს, რომელიც სვანეთში, 500/220/35 კვ ნენსკრას ქვესადგურის, ნენსკრა-მესტიის ელექტროგადამცემი ხაზის, 500 კვ ლაჯანური-წყალტუბოს, 220 კვ წყალტუბო-ნამახვანისა და ნამახვანი - ტვიში - ლაჯანურის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს

ნათია თურნავა

25 მაისი 2020, 23:31

ეკონომიკა

რომელია ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელთანაც ტურისტული მიმოსვლა აღდგება

ვფიქრობთ, ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელთანაც ძალიან სწრაფად აღვადგენთ ტურისტულ მიმოსვლას, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოში ჩეხეთის ელჩთან, პეტერ მიკისკასთან შეხვედრის შემდეგ.

25 მაისი 2020, 23:09

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა ტრავმის გამო საფეხბურთო კარიერა დაასრულოს

„მილანის“თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა ტრავმის გამო კარიერის გაგრძელება ვეღარ შეძლოს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. Sky Sport-ის ინფორმაციით, 38 წლის ფორვარდს ვარჯიშზე სავარაუდოდ აქილევსის მყესი გაუწყდა. მსგავსი ტრავმებისგან რეაბილიტაცია რამდენიმე თვეს მოითხოვს, თუმცა ასაკის გათვალისწინებით, ზლატანს ტრავმა შესაძლოა კარიერის დასრულებად დაუჯდეს.

25 მაისი 2020, 22:32

ეკონომიკა

სახელმწიფო აუდიტი: 2019 წელს გაფორმებული ყველა სასესხო ხელშეკრულება ცვალებად საპროცენტო განაკვეთშია, რაც საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მერყეობის რისკს ზრდის

აუდიტის სამსახურმა საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. მოხსენებაში მთავრობის ვალთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ 2019 წელს გაფორმებული ყველა სასესხო ხელშეკრულება ცვალებად საპროცენტო განაკვეთშია, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მერყეობის რისკს.

25 მაისი 2020, 22:29

COVID19

პირველად 11 მარტიდან ირლანდიაში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ირლანდიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პირველად 11 მარტიდან ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

25 მაისი 2020, 22:08

კულტურა

ცნობილი დრამერი ჯიმი კობი 91 წლისა გარდაიცვალა

ცნობილი ჯაზმენი ჯიმი კობი ნიუ იორკში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რადიოსადგური NPR იტყობინება. მუსიკოსი ფილტვების კიბოთი იყო დაავადებული. მუსიკალური კარიერა ჯიმი კობმა 20 წლის ასაკში დაიწყო. ის მსოფლიო ჯაზის ლეგენდებთან, მაილს დევისთან, ჯონ კოლტრეინთან, უესტ მონტგომერსა და დინა ვაშინგტონთან თანამშრომლობდა. მათთან ერთად კობმა ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომი Kind of Blue ჩაწერა.

25 მაისი 2020, 21:58

COVID19

ჯანმო: ვირუსზე წნეხის მოხსნამ ოქტომბერში ან ნოემბერში მრუდის კვლავ ზევით აწევა შეიძლება გამოიწვიოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს, განაგრძონ ზომების მიღება კორონავირუსის გავრცელების ჩახშობისთვის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილი

25 მაისი 2020, 21:57

პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი: ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ გამყოფი ხაზის მეორე მხარეს ადამიანებს დავეხმაროთ

სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ პერევში ჩავიდა. ქეთევან ციხელაშვილი იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა.

თენგიზ ცერცვაძე

25 მაისი 2020, 21:50

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ადგილზე, თანამდებობას დავტოვებდი

„ბოლო სამი დღის განმავლობაში სომხეთში არის 1185 შემთხვევა და 8 გარდაცვლილი, საქართველოშ 13 ახალი შემთხვევა და 0 გარდაცვლილი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე

25 მაისი 2020, 21:27

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ეს იქნება ჩვეულებრივი, რიგითი ინფექცია, რომელსაც საზოგადოება ვერც კი გაიგებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური სექტორი იმდენად კარგადაა მომზადებული, რომ ვირუსი ჩვენის ცხოვრების რიტმზე, წესზე და ეკონომიკაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. ეს იქნება ჩვეულებრივი რიგითი ინფექცია, რომელსაც საზოგადოება, ხალხი ვერც კი გაიგებს, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მაიკლ რაიანი

25 მაისი 2020, 21:25

COVID19

ჯანმო: მსოფლიო ჯერ კიდევ კორონავირუსის პირველი ტალღის შუაშია

მსოფლიო ჯერ კიდევ კორონავირუსის პირველი ტალღის შუაშია, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

25 მაისი 2020, 20:59

სამართალი

BBC: ქართული ჩოგბურთის ვარსკვლავი ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული

ქართული ჩოგბურთის ვარსკვლავი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული. ამ სათაურით სტატიას BBC აქვეყნებს. 28 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს 5 წლის შვილის თვალწინ ცოლის ცემაში ადანაშაულებენ.