07 მაისი 2020, 18:20 / სანდო წყარო

მარიამ ქვრივიშვილი: ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს საქართველოში მოგზაურობისკენ მოვუწოდოთ

მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ტურიზმის აღდგენის პროცესში, საქართველოს პოზიციონირება ქვეყნის უსაფრთხოებაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს, ვინაიდან ქვეყანამ შეძლო, მსოფლიო პანდემიასთან წარმატებით ბრძოლა.

„საქართველოს გადაწყვეტილება ასეთია - ახალი პოზიციონირების სტრატეგია იქნება ბოლომდე დაყრდნობილი უსაფრთხოებაზე. ჩვენ ყველაფერი გვაქვს საიმისოდ, რომ გამოვიდეთ და მთელ მსოფლიოს მოვუწოდოთ, რომ იმოგზაურონ საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ციფრები საკმაოდ შთამბეჭდავია.

ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ის, თუ როდის შეძლებს ჩვენი ყვეყანა იმ ნიშნულზე დაბრუნებას, რომელიც გასულ წელს გვქონდა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენთვის საინტერესო და ტურისტულად, ღირებულების მქონე ქვეყნებთან, რათა შეიქმნას უსაფრთხო დერეფნები. მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად გავყვეთ და ვნახოთ, როგორი იქნება ავიაკომპანიების სიძლიერე, რამდენი ქვეყნიდან აქვთ მათ რეისების დაუყოვნებლივ აღდგენის რესურსი. პირველ ეტაპზე, ჩვენ დავუბრუნდებით იმ ძირითად ნიშნულს, რომელიც ჩვენს რეგიონში გაძლიერებას გულისხმობს. აუცილებელია ცენტრალურად მნიშვნელოვვან ქვეყნებთან თანამშრომლობა. ეს შეიძლება იყოს ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ევროკავშირის ქვეყნები... რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, იქამდე ამ ქვეყნებათან უსაფრთხო დერეფნები შეთანხმდეს“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი ტურიზმი 15 ივნისიდან აღდგება, უცხოელ ტურისტებს კი საქართველო პირველი ივლისიდან მიიღებს. ფრენების განახლებაზე ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

28 მაისი 2020, 19:01

კულტურა

იტალიაში ვენახის ქვეშ უძველესი რომაული მოზაიკა აღმოაჩინეს. ფოტოები

ჩრდილოეთ იტალიაში, ნეგრარში მდებარე ერთ-ერთი ვენახის ქვეშ რომის იმპერიის პერიოდის, იდეალურად შემონახული მოზაიკა აღმოაჩინეს. ფოტოებზე, რომელიც ქალაქის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა, კარგად ჩანს, თუ რამდენად რთულ ნამუშევართან და ფერადი დეტალებით დატვირთულ გამოსახულებასთან გვაქვს საქმე.

თამარ გაბუნია

28 მაისი 2020, 18:59

საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „პლაქვენილის” საკითხზე სამინისტროში ხვალ კლინიკური ჯგუფი იმსჯელებს

ჩვენ მივყვებით მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ამჟამინდელ რეკომენდაციას და „პლაქვენილის” გამოყენება რეკომენდებული არ იქნება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა, რომელზეც კლინიცისტები ცალკე იმსჯელებენ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პლაქვენილის” გამოყენების შეჩერებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, როგორც ცნობილია, კორონავირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. მედიკამენტები, რომლებიც აქამდე იყო მოწოდებული სამკურნალოდ, არის სხვა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები და ხდებოდა კორონავირუსით დაავადებული პაცოენტებში გამოყენება იმ იმედით, რომ შედეგი იქმებოდა კეთილსაიმედო.

28 მაისი 2020, 18:56

COVID19

რა რისკები ახლავს დახურულ სივრცეებში კონდიციონერის გამოყენებას - სპეციალისტის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ მაღაზიებსა და დახურულ სივრცეებში კონდიციონერის გამოყენების რისკებზე ისაუბრა. პაატა იმნაძის განმარტებით, საყოფაცხოვრებო კონდიციონერი, რომელიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება და ჰაერს შიგნით ატრიალებს, მაღალ რისკს შეიცავს.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 18:53

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: არ დავუშვებთ, რომ მხოლოდ რუსული დელეგაცია ჩამოვიდეს, ვთავაზობთ, საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში ჩამოვიდნენ

რას ნიშნავს ჩამოვლენ და ყველა კუთხე კუნჭულში შევლენ და ასე და ასე შემდეგ. ისევე ჩამოვა რუსი აქ , როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში. რამოდენიმეჯერ მოვიწვიეთ რუსები, ოღონდ არა მარტო რუსები. ამას არ დავუშვებთ ჩვენმ რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში“ , - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

იუსტინუსენი

28 მაისი 2020, 18:49

სპორტი

ფარერების ჩემპიონატში ერთ-ერთმა ფეხბურთელმა 8 წუთში სამი ჯარიმა გაიტანა. ვიდეო

ფარერების ჩემპიონატში ერთ-ერთმა ფეხბურთელმა 8 წუთში სამი ჯარიმა გაიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას sportbible ავრცელებს. „არგირი“ - „ტორსჰავნის“ შეხვედრაში, რომელიც სტუმრებმა 0:5 მოიგეს, ადრიან იუსტინუსენმა მე-8, მე-12 და მე-17 წუთზე სტანდარტული სიტუაციიდან თავი სამჯერ გამოიჩინა.

პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 18:48

საზოგადოება

პაატა იმნაძემ განმარტა, როგორ გაკონტროლდება რესტორნებსა და ღამის კლუბებში დისტანციის დაცვის რეკომენდაცია

„რესტორნებსა და ღამის კლუბებში დისტანციის დაცვის რეკომენდაციები შემუშავებულია. ყველა მეპატრონეს ვალდებულება ექნება, როგორც მონიშნული იყო სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ეკლესიების ეზოებში, ადამიანი სად უნდა დამდგარიყო, აი ასეთ მონიშნულ ადგილზე დადგას მაგიდა. როდესაც რესტორანში შევალთ და ვნახავთ, რომ მონიშნული ადგილის გარდა, კიდევ არის მაგიდა ჩამატებული, ასეთ რესტორანში ნუღარ შევალთ, ეს იქნება ყველაზე კარგი კონტროლი“, - აღნიშნა იმნაძემ.

28 მაისი 2020, 18:48

COVID19

ჯანმო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წევრ ქვეყნებსა და ყველა სამედიცინო დაწესებულებას აფრთხილებს, რომ დაუმტკიცებელი მედიკამენტი კორონავირუსის მკურნალობისას არ გამოიყენონ

არ არსებობს რაიმე დამტკიცებული მედიკამენტი კორონავირუსის სამკურნალოდ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს წევრ ქვეყნებსა და ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომ დაუმტკიცებელი მედიკამენტი არ გამოიყენონ, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების უფროსმა სპეციალისტმა, კეტრინ სმოლვუდმა „ტვ იმედის“ მიერ დასმულ კითხვაზე.

28 მაისი 2020, 18:40

პოლიტიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში

ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგ ნაკადების გაკონტროლებაზე შესაბამისი უწყებები იმუშავებენ, ეს მათი პრეროგატივაა, ჩვენი მხრიდან რეკომენდებულია, რომ მგზავრთა ნაკადები იმგვარად იყოს მობილიზებული, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გადაიკვეთოს მგზავრების დიდი რაოდენობა ერთ სივრცეში და ეს სიტუაცია კონტროლირებული იყოს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

28 მაისი 2020, 18:40

სპორტი

ინგლისის პრემიერ-ლიგა 17 ივნისს განახლდება

ინგლისის პრემიერლიგა 17 ივნისს განახლდება. ამის შესახებ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ დღეს ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. BBC-ის ინფორმაციით. ოთხშაბათს, 17 ივნისს ორი გადადებული შეხვედრა, „ასტონ ვილა“ - „შეფილდ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ - „არსენალი“ შედგება.

ზაალ ანჯაფარიძე

28 მაისი 2020, 18:37

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: პრემიერის გუშინდელი ვიზიტით ოპოზიციამ ბრძოლის ეს რაუნდიც წააგო

რაც შეეხება პრემიერის გამოსვლას, თუ ვიმსჯელებთ თუნდაც სოციალური ქსელების გამოხმაურებებს, მათ შორის იმ ადამიანებისაც, რომლებიც ვერ ჩაითვლებიან ხელისუფლების მომხრეებად, აშკარად ჩანს, რომ ოპოზიციამ ბრძოლის ეს რაუნდიც წააგო - ამის შესახებ ზაალ ანჯაფარიძემ, „დღის ქრონიკის“ ეთერში, პრემიერ-მინისტრის გუშინდელი მოხსენების შეფასებისას განაცხადა. ანალიტიკოსმა საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა გააგრძელებს თუ არა ოპოზიცია ბოიკოტს, ცვლილებები საჭირო რაოდენობის მხარდამჭერს პარლამენტში მაინც მოიპოვებს.

რამაზ საყვარელიძე

28 მაისი 2020, 18:32

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებზე: ბიბლიიდან ვიცით, რომ ურწმუნო თომა არსებობს - რამდენი ფაქტიც არ უნდა აჩვენო, აზრს არ შეიცვლიან

ბიბლიიდან მოყოლებული ვიცით, რომ ურწმუნო თომა არსებობს. რამდენიც არ უნდა ანახო ადამიანთა რაღაც ჯგუფს მათი პოზიციის საწინააღმდეგო ფაქტები, ისინი აზრს არ შეიცვლიან, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „დღის ქრონიკასთან“, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORDI) კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 18:30

COVID19

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის

ამ ეტაპამდე დაბალი გავრცელების ქვეყნად ვრჩებით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო

28 მაისი 2020, 18:26

რეგიონი

ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით გუშინ დაკავებულთაგან 26 მოქალაქეს ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინდელ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა პროცესი დასრულდა. სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, პროცესზე განხილული იყო 29 მოქალაქის საქმე. 26 მათგანს დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ერთი სიტყვიერი შენიშვნით გათავისუფლდა, ორი პირის პროცესი კი, 4 და 10 ივნისისთვის გადაიდო.

ხათუნა ზახაშვილი

28 მაისი 2020, 18:25

COVID19

ხათუნა ზახაშვილის თქმით, ყველა იმ სამსახურმა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, სასურველია მუშაობა ონლაინ გააგრძელოს

პანდემიის პროცესში საზოგადოდ არსებული რეკომენდაციებით ყველა იმ სამსახურისთვის, რომლისთვისაც დასაშვებია მუშაობა განორციელდეს და გაგრძელდეს ონლაინ რეჟიმში ისე, რომ ეს თუ არ აყენებს მათ გარკვეულ ზარალს, რეკომენდირებულია, რომ ამავე რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

28 მაისი 2020, 18:23

მსოფლიო

ბუნდესტაგზე კიბერშეტევის საქმეზე გერმანიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტების მისაცემად გამოიძახეს

2015 წელს გერმანიის პარლამენტზე განხორციელებული კიბერშეტევის საქმეზე გერმანიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტების მისაცემად გამოიძახეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

ამირან გამყრელიძე პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 18:20

COVID19

PCR ტესტირების დღიური საშუალო მაჩვენებელი 1500-ზე მეტს შეადგენს

ამ ეტაპამდე დაბალი გავრცელების ქვეყნად ვრჩებით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 18:17

COVID19

ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპზე საქართველო მწვანე ზონად რჩება

„გარკვეული ქვეყნები დაინტერესებული არიან, რომ საქართველოსთან იყოს ორმხრივი შეთანხმება ტურისტული მარშუტის და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

28 მაისი 2020, 18:11

მსოფლიო

ინდოეთში 200-ზე მეტი მკვდარი ღამურა იპოვეს

ინდოეთში, უტარ პრადეშის პროვინციაში 200-ზე მეტი გარდაცვლილი ღამურა იპოვეს, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ადგილობრივები ამ ფაქტს კორონავირუსს უკავშირებენ, რის გამოც სახლიდან აღარ გადიან. ეპიდემიოლოგებმა დახოცილი ფრინველები გამოკვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

ზაალ ანჯაფარიძე

28 მაისი 2020, 18:08

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აფასებს მთავრობის საქმიანობას კორონავირუსთან გამკლავების საქმეში, სიურპრიზი არ ყოფილა

საკმაოდ საინტერესო კვლევა იყო. პრინციპში ის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან დადებითად აფასებს მთავრობის საქმიანობას კორონავირუსთან გამკლავების საქმეში, სიურპრიზი არ ყოფილა - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ, „დღის ქრონიკის“ ეთერში, „იმედის“ დაკვეთით ჩაატარებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა. „ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ნებისმიერ მოქალაქეს ალბათ უნდა ეამაყებოდეს ის, რომ საკუთარი ქვეყნის მთავრობა ასე კარგად გაუმკლავდა ამ ძალიან საშიშ პანდემიას. ჩვენ ვნახეთ თუ რა სიტუაცია იყო ამ მხრივ ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერ სახელმწიფოებში. ამის ფონზე, ასევე ლოგიკურად გამოიყურება ის, რომ გამოკითხულთა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ამას უკავშირებს „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ ძალას და შესაბამისად, მმართველი ძალის რეიტინგი და მისი პოლიტიკური და რეპუტაციული დივიდენდები არის მომატებული. როგორ იმოქმედებს ეს არჩევნებზე - ჩვენ ამას ვნახავთ დარჩენილი 5 თვის მანძილზე. რამდენად მოახერხებს ხელისუფლება შეინარჩუნოს ის პოზიტივი, რაც მან აკრიფა პანდემიის დროს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

თენგიზ ცერცვაძე

28 მაისი 2020, 18:07

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევა ბევრისმეტყველია

GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევა ბევრისმეტყველია, საინტერესო კვლევაა. თან, როგორც იქნა, ქართული კვლევა ვნახე. ეს არაა NDI და IRI, სადაც პოლიტიკური შენარევი იგულისხმება, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „დღის ქრონიკასთან“, GORBI-ს კვლევაზე საუბრისას განაცხადა.