imedi /  08 მაისი 2020, 18:12 / სანდო წყარო

ზურაბ პოლოლიკაშვილი: ტურიზმის უსაფრთხოების სტანდარტები, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველას შეეხება

ზურაბ პოლოლიკაშვილი

ზურაბ პოლოლიკაშვილი

ტურიზმის უსაფრთხოების სტანდარტები სტანდარტები არა მხოლოდ საქართველოს, ყველას შეეხება. ჩვენ ამ სტანდარტებს ვამუშავებთ ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორებიც არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, კრუიზის მიმართულებით გვყავს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია KLIA, ასევე, საერათშორისო საზღვაო ორგანიზაცია, ამას ემატება რამდენიმე კერძო კომპანია, - ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მისი თქმით, ტურიზმის და ტურისტის მენტალიტეტი სავარაუდოდ შეიცვლება, იქნება ბევრად უფრო გამკაცრებული, თუმცა ეს იქნება გარკვეული დროით.

„ეს რეკომენდაციები მაისის ბოლოს უკვე დამტკიცდება და მიეწოდება წევრ ქვეყნებს. ეს სტანდარტები არანაირ სირთულეებთან არ იქნება დაკავშირებული, უბრალოდ იქნება ნორმატივები და პროტოკოლი, რომლის დაცვაც საკმაოდ მარტივი იქნება. რა თქმა უნდა მხოლოდ ხელების დაბანა არ იქნება, თუმცა იქნება გაწერილი ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც თითოეულმა ტურისტმა უნდა გაითვალისწინოს. ტურიზმის და ტურისტის მენტალიტეტი სავარაუდოდ შეიცვლება, იქნება ბევრად უფრო გამკაცრებული, თუმცა ეს იქნება გარკვეული დროით, ვფიქრობთ და ვვარაუდობთ, რომ გარკვეული პერიოდის მერე არავის აღარ გვეხსომება ეს რთული და მძიმე პერიოდი, რომელიც ინდუსტრიამ მიიღო 2-3 თვის მანძილზე, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ყველა სიახლე

26 მაისი 2020, 20:40

COVID19

ბრიტანეთმა რემდესივირზე უარი არ თქვა

ბრიტანულმა რეგულატორმა რემდესივირის გამოყენება დასაშვებად მიიჩნია. პრეპარატს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სისტემა კოვიდ 19-ის მკურნალობისთვის გამოიყენებს. ბრიტანეთში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატის გამოყენებამ კოვიდინფიცირების გამოჯანმრთელების პროცესი დააჩქარა.

თენგიზ ცერცვაძე

26 მაისი 2020, 20:39

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ტურისტული სეზონის გახსნა ტრანსპორტის ამოქმედებაზე უფრო მეტ რისკს შეიცავს

მთავრობამ, რომელიც აქამდე ძალიან კარგად მართავდა ამ კრიზისს, რაღაც ფანტაზია უნდა გამოიჩინოს და ოპტიმალური ალგორითმი უნდა შექმნას, როგორ მივიღოთ უცხოელი ტურისტები, ისე რომ მათ არ დავუკარგოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. მეორე მხრივ, ჩვენს მოსახლეობას რა რეგულაცია უნდა დავუწესოთ, რომ მათაც არ გაუქრეთ მოგზაურობის სურვილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ვილნიუსი საქართველოს დროშა

26 მაისი 2020, 20:38

საზოგადოება

ვილნიუსში საქართველოს დროშა გაშალეს

„დიდი მადლობა ლიეტუვის მთავრობას და ლიეტუველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის განსაკუთრებულად გულთბილი მოლოცვისთვის“, - წერია საელჩოს მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

26 მაისი 2020, 20:32

COVID19

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 397 კი დაინფიცირდა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 230 555 შემთხვევა დადასტურდა.

თენგიზ ცერცვაძე

26 მაისი 2020, 20:20

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების პლაზმა 2 შემთხვევაში გამოიყენეს

„პლაზმით მკურნალობამ ჯერჯერობით ერთ პაციენტთან გამოიღო ცალსახად დადებითი შედეგი, რაც გამოიხატა იმაში, რომ ვირუსი გაქრა. ხოლო მეორე პაციენტში, რომელიც განსაკუთრებულად მძიმე იყო, კრიტიკულად მძიმე და პრაქტიკულად განწირული და სხვა მედიკამენტებით და სხვა საშუალებებით მკურნალობა იყო უშედეგო და მოსალოდნელი იყო ლეტალური ეფექტი, ჩვენ იქ გამოვიყენებთ და ორჯერ გადავასხით პლაზმა და ასევე გამოვიყენეთ მეორე ინოვაციური მიდგომა - მედიკამენტი „ტოცილიზუბაბი“, ეს პაციენტი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა ანუ მას აღარ აღენიშნება სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევები, აღარ არის ჟანგბად-დამოკიდებული, ლაბორატორიული პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ ჯერ შორს ვართ იქიდან, რომ ვთქვათ - ეს პაციენტი გადავარჩინეთ“, - განმარტა ცერცვაძემ.

გიორგი გახარია და ბენიამინ ნეთანიაჰუ

26 მაისი 2020, 20:18

პოლიტიკა

გიორგი გახარიასა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქართველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

თენგიზ ცერცვაძე

26 მაისი 2020, 20:10

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პლაქვენილი კორონავირუსის მასშტაბური კვლევიდან დროებით ამოიღო

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელიც იწყებს კვლევა „სოლიდარობას“, - ერთ-ერთ ყველაზე მაშტაბურ კვლევას მსოფლიოში და ის გულისხმობდა ოთხი მედიკამენტის ერთმანეთთან შედარებას, გამოაცხადა, რომ ამ ოთხი მედიკამენტის სიიდან დროებით ამოეღო პლაქვენილი. იქ ხაზგასმილია, რომ დროებით და არა საბოლოოდ“.

ნიკოლ ფაშინიანი

26 მაისი 2020, 20:06

COVID19

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში კორონავირუსის მეორე ტალღა ვრცელდება

სომხეთში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა ვრცელდება, ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ მძიმეა, - ამის შესახებ ბრიფინგზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის გავრცელების მაღალი ტემპი ფიქსირდება. მხოლოდ ბოლო 2 დღეში ვირუსი 700-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა.

შვეიცარია აპლიკაცია კორონავირუსი

26 მაისი 2020, 19:58

ტექნოლოგიები

შვეიცარია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების გამოსავლენად Google-ის და Apple-ის პროგრამა გამოიყენა

ახალი დაავადებულის გამოვლენისთანავე, მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს მობილური ტელეფონის საშუალებით ინფორმაცია და რეკომენდაციები მიეწოდებათ, მაგრამ არ მიიღებენ ინფორმაციას თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო მათი დაინფიცირების წყარო.

26 მაისი 2020, 19:53

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება: რუსეთი მზად არის ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში სადამკვირვებლო ფრენები დაუშვას 10-კილომეტრიანი ზონის გასწვრივ, თუ საქართველო თავის ტერიტორიაზე რუსეთს ფრენების ნებართვას მისცემს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი მზად არის ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში სადამკვირვებლო ფრენები დაუშვას 10-კილომეტრიანი ზონის გასწვრივ, თუ საქართველო თავის ტერიტორიაზე რუსეთს ფრენების ნებართვას მისცემს.

ელისო ბოლქვაძე

26 მაისი 2020, 19:52

კულტურა

„იუნესკო“ მოცარტზე და მისი შემოქმედების მნიშვნელობაზე ელისო ბოლქვაძის ვიდეოლექციის შესახებ წერს

ცნობილი პიანისტის და UNESCO-ს მშვიდობის ელჩის, ელისო ბოლქვაძის ინიციატივამ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მხრიდან განსაკუთრებული მოწონება და აღიარება დაიმსახურა.

მიტროპოლიტი შიო

26 მაისი 2020, 19:33

საზოგადოება

მიტროპოლიტი შიო: ქვეყნის 20% დაპყრობულია და ეს ყველა პატრიოტი ქართველისთვის უპირველესი სატკივარია

უფალმა ინებოს, ჩვენ ყველანი მოვესწროთ ჩვენი ერის გამთლიანებას და ჭეშმარიტ თავისუფლებას, - ამის შესახებ ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ განაცხადა. მეუფემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიტროპოლიტმა ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქარღველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევა და მოლოცვა გადასცა.

ედმონ მარუკიანი

26 მაისი 2020, 19:30

COVID19

პარტია „ნათელი სომხეთის“ ლიდერი: ჩვენი ჯანდაცვის მინისტრის განცხადება საქართველოზე უბრალოდ სამარცხვინო იყო

პარტია „ნათელი სომხეთის“ ლიდერი, ედმონ მარუკიანი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, არსენ ტოროსიანს საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებული კომენტარის გამო აკრიტიკებს.

უკრაინის პრემიერლიგა

26 მაისი 2020, 19:28

სპორტი

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების ნებართვა გასცა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ 30 მაისიდან ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების ნებართვა გასცა. ამის შესახებ Facebook-ზე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ანდრეი პაველკო წერს.

26 მაისი 2020, 19:28

COVID19

დღე-ღამეში უკრაინაში ახალ კორონავირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში ახალ კორონავირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა, 339 ადამიანს კი ვირუსი დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 21 584 შემთხვევაა აღწერილი. მათგან 644 ადამიანი გარდაიცვალა, 7 575 კი გამოჯანმრთელდა.

ვლადიმერ პუტინი

26 მაისი 2020, 19:12

COVID19

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთმა კორონავირუსის პანდემიის პიკი გადალახა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ქვეყანამ ახალი კორონავირუსის პანდემიის პიკი უკვე გადალახა. „ჩვენთან პანდემიის პიკი, ექსპერტების შეფასებით, გადავლილად მიიჩნევა“ - განაცხადა პუტინმა.

კორონავირუსი

26 მაისი 2020, 19:05

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი 132 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 4 403 შეადგინა. დაიღუპა 52 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 819 პაციენტი.

ანტონიო გუტერეში

26 მაისი 2020, 19:02

COVID19

გაეროს გენმდივანი: ამ ვირუსმა ჩვენი გლობალური სისუსტე გამოაჩინა და ეს სისუსტე მხოლოდ ჯანდაცვის სისტემებით არ შემოიფარგლება

ამ ვირუსმა ჩვენი გლობალური სისუსტე გამოაჩინა და ეს სისუსტე მხოლოდ ჯანდაცვის სისტემებით არ შემოიფარგლება, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა Vatican News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

სერჯო მატარელა

26 მაისი 2020, 18:56

პოლიტიკა

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. იტალიის პრეზიდენტის მილოცვის ტექსტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

26 მაისი 2020, 18:56

საზოგადოება

ქორწინების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ახალი ბრძანებით, ქორწინების სარიტუალო წესი შეიცვალა. კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა.