imedi /  08 მაისი 2020, 18:31 / სანდო წყარო

ზურაბ პოლოლიკაშვილი: საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც საზღვრებს გახსნის

ზურაბ პოლოლიკაშვილი

ზურაბ პოლოლიკაშვილი

ძალიან გვიხარია, რომ ასეთ მოკლე ვადებში განხორციელდა და კონკრეტულად ჩამოყალიბდა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს იმ ეტაპებს, თუ როგორ შეიძლება პირველ რიგში გაიხსნას ადგილობრივი ტურიზმი, დაიწყოს ადგილობრივი მიმოსვლა და შემდგომ უკვე საერთაშორისო მიმოსვლა, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია კოორდინაცია და ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან.

„დაანონსებული იყო 15 ივლისი და ალბათ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს შეძლო და ხსნის ტურიზმს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ ამის პოპულარიზაციას. აუცილებელია კოორდინაცია და ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის არის ევროპული ბაზრები და ალბათ არაბეთის ქვეყნები, მათთან უკვე დაწყებულია მუშაობა და ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ შემდეგ კვირაში უკვე დაანონსდება, თუ რა დოზით გაიხსნება ევროპული ბაზრები და არაბთა გაერთიანებული საემიროების მხრიდან უკვე არის თანხმობა, რომ ივლისის ბოლოს დუბაიდან ყველა მიმართულებით დაიწყება მიმოსვლები. ეს საქართველოს ძალიან კარგ პოზიციონირებას უქმნის, ვინაიდან იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის საზღვრებს. ადგილმდებარეობით და იმ ტურისტული ინფრასტრუქტურით, რომელიც შექმნილი იყო უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველო შეიძლება, რომ იყოს საკმაოდ კონკურენტუნარიანი ძველი და ამავე დროს ახალი ტურისტული მიმართულება. ამ მომენტის კარგად გამოყენება შესაძლებელია და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კოორდინაცია გავუწიოთ იმ მიზნობრივ ბაზრებს, რომელიც საინტერესოა ჩვენი ქვეყნისთვის, რათა ეს მძიმე და კრიზისული პერიოდი ადვილად იქნას გადალახული. პირველი, რაც ჩვენ ყოველთვის გვაფიქრებს და ჩვენი ძირითადი ამოცანაა, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვინც ამ სექტორში არიან დასაქმებულები. საქართველოს შემთხვევაში 150 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს სექტორში, ამ ადამიანებს სჭირდებათ ხელშეწყობა და გვერდში დგომა. ანტიკრიზისული გეგმა პირველ რიგში ამას ემსახურება“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ყველა სიახლე

05 ივნისი 2020, 22:08

რეგიონი

სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩოში ბომბი ვერ იპოვეს

სოხუმში რუსეთის ე.წ საელჩოდან თანამშრომლების ევაკუაცია გახდა საჭირო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შენობაში არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ „საელჩოს“ სამორიგეო ნაწილში ანონიმური წერილი შევიდა. ადგილზე ე.წ. სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი, თუმცა შენობაში ბომბი ვერ იპოვეს.

05 ივნისი 2020, 22:02

COVID19

დიდ ბრიტანეთში ჰიდროქსიქლოროქინის კვლევები კორონავირუსის მკურნალობისას მისი არაეფექტურობის გამო შეწყდა

დიდ ბრიტანეთში „RECOVERY კვლევის“ ფარგლებში ჰიდროქსიქლოროქინის კვლევები კორონავირუსის მკურნალობისას მისი არაეფექტურობის გამო შეწყდა.

05 ივნისი 2020, 21:59

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის ოჯახის დახმარების ფონდმა 13 მილიონი დოლარი შეაგროვა

მინეაპოლისში მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ოჯახის დახმარების ფონდმა 13 მილიონი დოლარი შეაგროვა. ამის შესახებ გამოცემა TMZ იტყობინება. ფონდის ინფორმაციით, ოჯახს თანხა მსოფლიოს 125 ქვეყნიდან ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაურიცხა. 46 წლის ჯორჯ ფლოიდი პოლიციელებმა მინეაპოლისში 25 მაისს მოკლეს, რასაც აშშ-ში მასობრივი არეულობები მოჰყვა.

ამირან გამყრელიძე

05 ივნისი 2020, 21:59

COVID19

ამირან გამყრელიძე: მზად ვართ დავეხმაროთ სომხეთს, ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ურთიერთდახმარებაზე არასდროს უკან არ ვიხევთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ქართულმა მხარემ სომხეთს კორონავირუსთან დაკავშირებით მხარდაჭერა შესთავაზა და თუ სომხეთს დახმარება სჭირდება, საქართველო ამისთვის მზად არის, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გიორგი გახარია

05 ივნისი 2020, 21:57

რეგიონი

გიორგი გახარია: წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ბრილიანტი

შეიძლება, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, დროში ცოტა ჩამოვრჩეთ, მაგრამ წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდგომი ბრილიანტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ გეოგრაფიულად, დღეს, წყალტუბო, ტურისტული თვალსაზრისით, ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა, რომელსაც სჭირდება ინვესტიციები. „ყველაფერთან ერთად, ყველაზე მიმზიდველი, ბევრი თვალსაზრისით, ჯერ ერთი, წყალტუბოს ტრადიციებით. წყალტუბო, როგორც ტურისტული ბრენდი, უკვე ჩამოყალიბებულია. მას სჭირდება იმ ძველი ისტორიის აღდგენა, თანამედროვეობის გარკვეული ხარისხის ნიშნის დამატება და ეს ყველაფერი იქნება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

05 ივნისი 2020, 21:52

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ანაკლიისა და ფოთის პორტების პროექტები აუცილებლად განხორციელდება, როგორც ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი

მთელი ამ წლების მანძილზე ჩვენი ქმედებით, ჩვენი ცვლილებებით, ჩვენი დამოკიდებულებით თუნდაც წინა ინვესტორთან, იმას ვავლენდით, რომ ყველანაირად მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ მედიასთან კომენტარისას განაცხადა. მინისტრის განმარტებით, დღესაც მიდის მზადება ახალი ტენდერისთვის, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება. ნათია თურნავას თქმით, ამ მიზნით მუშაობა გრძელდება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, მიდის კონსულტაციები, რომ სწორ დროს მოხდეს ამ ტენდერის გამოცხადება.

05 ივნისი 2020, 21:47

COVID19

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი უფასო იქნება

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „ავიფავირი“ სადაზღვეო პოლისის მქონე პაციენტებისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა. მისივე თქმით, პრეპარატის მოხმარება რუსეთის კლინიკებში 11 ივნისიდან დაიწყება. „ავიფავირის“ ამბულატორიული ტესტირება 180-მდე პაციენტზე ჩატარდა და 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. დიმიტრიევის ინფორმაციით, პრეპარატით დაინტერესება უკვე გამოთქვა მსოფლიოს 10-მა ქვეყანამ.

ტოივო კლაარი

05 ივნისი 2020, 21:42

პოლიტიკა

ტოვიო კლაარი: აუცილებელია პოლიტიკური ნება, რომ ჟენევის მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირეების მექანიზმის შეხვედრები მალე განახლდეს

ჩვენ გავაუქმეთ ჟენევის მოლაპარაკებების გაზაფხულზე დაგეგმილი რაუნდი. ასევე ვერ გავმართავთ ივნისში ჩანიშნულ შეხვედრას შვეიცარიაში, რაც ძალიან ცუდია. მნიშვნელოვანია პირისპირ შეხვედრები. თანათავმჯდომარეებმა გავაკეთეთ ყველაფერი და ძალიან ვეცადეთ, რომ პანდემიის დროს კონტაქტი შეგვენარჩუნებინა მოლაპარაკების ყველა მონაწილესთან გვქონდა რეგულარული შეხვედრები ზუმის და სხვა საშუალებების გამოყენებით. ამით პულსზე ხელი გვეჭირა - ამის შესახებ Imedinews ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკების თანათავჯდომარემ ტოვიო კლაარმა განუცხადა.

05 ივნისი 2020, 21:25

COVID19

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი მოსახლეობას: თავი შეიკავეთ ანტირასისტულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან, ვინაიდან კორონავირუსის საფრთხე არსად გამქრალა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეტ ჰენკოკმა მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ანტირასისტულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან, ვინაიდან კორონავირუსის საფრთხე არსად გამქრალა.

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2020, 21:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ამაყმა გუბერნატორებმა ძალადობის აღსაკვეთად ეროვნული გვარდია უნდა დაიხმარონ

თეთრი სახლის ლიდერი გუბერნატორებს საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად კვლავ ეროვნული გვარდიის გამოყენებისკენ მოუწოდებს. „ზოგიერთმა ამაყმა გუბერნატორმა უარი უნდა თქვას სიამაყეზე და საქმე აკეთოს. უმჯობესი იქნება დასახმარებლად ეროვნულ გვარდიას მიმართოთ და მეც ხშირად დამირეკოთ“, - განაცხადა ტრამპმა. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები აშშ-ში 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. აქციები მასობრივ არეულობებში გადაიზარდა, რის გამოც ათობით ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს.

05 ივნისი 2020, 21:20

რეგიონი

ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ე.წ. Shuttle bus-ები იმოძრავებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ე.წ. Shuttle bus-ები იმოძრავებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს იმერეთის რეგიონში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა. „მოვაგვარეთ ეს, შევთანხმდით და „შატლები“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით იმოძრავებს, ისევე როგორც რკინიგზის სადგური გარემონტდება, რომელიც 1.5 კმ.-ით არის დაშორებული აეროპორტიდან და ქალაქისთვისაც კარგი იქნება, იმ „შატლს“ დაუკავშირდება ეს რკინიგზის სადგურიც და ჩვენი შტადლერები, რომლებიც მოძრაობს, ქუთაისშიც გაჩერდება“, - აღნიშნა პრემიერმა.

ხათუნა ზახაშვილი

05 ივნისი 2020, 21:17

COVID19

ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ კარაოკე ბარში წასვლისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებდა

„ამ ეტაპზე კარაოკე ბარში წასვლისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი. რაც შეეხება რესტორნებსა და კაფეებში პირბადის ტარებას, ეს ვალდებულება მხოლოდ მომსახურე პერსონალს ეკისრება. ნიღბით რომ ადამიანი სასმელსა და საკვებს ვერ მიირთმევს, ეს ყველასთვის გასაგებია“, - აცხადებს ზახაშვილი.

05 ივნისი 2020, 21:09

რეგიონი

სოფელ ტაძრისში 700მ სიგრძის რკინა-ბეტონის კაპიტალური გზა იგება

სოფელ ტაძრისში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლის ერთ-ერთ უბანში 700მ სიგრძის რკინა-ბეტონის კაპიტალური გზა იგება. ეწყობა სანიაღვრეები, ცხაურები და ეზოების შესასვლელი მონაკვეთები. პროექტს ადგილზე მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, საკრებულოს მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე ბუბა ბერიძე გაეცნენ. გზის მოწყობის სამუშაოები აღნიშნულ უბანში პირველად ხორციელდება. პროექტის შედეგად, ადგილობრივები კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

პირბადეები

05 ივნისი 2020, 21:05

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: არც ერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ წესების დაცვით ნიღბის გამოყენებამ ადამიანს ზარალი შეიძლება მიაყენოს

არც ერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ წესების დაცვით ნიღბის გამოყენებამ ადამიანს ზარალი შეიძლება მიაყენოს, ეს მოკლებულია ყოველგვარ მტკიცებულებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

05 ივნისი 2020, 21:05

სპორტი

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატში ფეხბურთელების შეცვლის ახალი წესი იმოქმედებს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დროებითი რეგულაციის შემოღებას დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვითაც, მწვრთნელებს თამაშის დროს 5 ფეხბურთელის შეცვლის საშუალება მიეცემათ. მანამდე თამაშის მსვლელობისას 3 ფეხბურთელის შეცვლა იყო შესაძლებელი. ახალი წესი სეზონის დასრულებამდე იმოქმედებს. კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება.

05 ივნისი 2020, 21:01

COVID19

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში კოვიდ 19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს აქვს

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში კოვიდ 19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს აქვს. სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებს შორის კოვიდ 19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოში ფიქსირდება, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი კი ყველაზე მაღალია. ყოფილ 14 საბჭოთა რესპუბლიკას შორის ლეტალური შემთხვევებითა და ინფიცირების მაჩვენებლით რუსეთი ლიდერობს. პანდემიის შედეგები პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ დროისათვის ასე გამოიყურება:

პაატა იმნაძე

05 ივნისი 2020, 20:59

COVID19

პაატა იმნაძე: ზოგს ეშინია, რომ ძალით აცრიან, დამერწმუნეთ, ძალით არავინ არავის აცრის

ზოგს ეშინია, რომ ძალით აცრიან, დამერწმუნეთ, ძალით არავინ არავის აცრის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „ყველას გვინდა, რომ ვაქცინა მალე შეიქმნას. ზოგს ეშინია, რომ ძალით აცრიან, დამერწმუნეთ, ძალით არავინ არავის აცრის, დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც ვაქცინა შეიქმნება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება,“ - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

05 ივნისი 2020, 20:56

სამართალი

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები „ლავასოღლის“ საქართველოში ექსტრადიციას განიხილავენ

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის“ საქართველოში ექსტრადიციას, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში Imedinews განუცხადეს.

ხათუნა ზახაშვილი

05 ივნისი 2020, 20:55

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: მოდით, მცირე მანძილზე გადაადგილებისთვის გამოვიყენოთ საკუთარი ფეხები

მოდით, სატრანსპორტო საშუალებებში დავუთმოთ ადგილი მათ, ვისაც ეს ტრანსპორტი ყველაზე მეტად სჭირდება; მცირე მანძილებზე გადაადგილებისთვის ისევ გამოვიყენოთ საკუთარი ფეხები და ვეცადოთ, რომ ნაკლებად ავიდეთ ტრანსპორტში, თუ ამისი გარდაუვალი საჭიროება არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

პაატა იმნაძე

05 ივნისი 2020, 20:50

COVID19

პაატა იმნაძე ტრანსპორტში კონდიციონერების ჩართვაზე: ჩვენ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ვერ ვითამაშებთ

ჩვენ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ვერ ვითამაშებთ. სანამ არ გვექნება მყარი მტკიცებულება, რომ ეს რისკებს არ ზრდის, ეს უნდა დარჩეს ძალაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ იგეგმება საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიციონერების ჩართვაზე ნებართვის გაცემა.