imedi /  11 მაისი 2020, 16:11 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: კრიზისი უნდა იქცეს შესაძლებლობად და საქართველოს, როგორც ტურისტულ ბრენდს უნდა დავუმატოთ გამაძლიერებელი კომპონენტი - COVID-19-თან ეფექტურად მებრძოლი

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ ეკონომიკის გახსნის კონკრეტული გეგმა, სადაც ტურიზმს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ტურიზმის არის ეკონომიკის ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორი, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შესაძლებლობები უნდა შევზღუდოთ, პირიქით. მე დღეს კოლეგებთან ერთად ვსაუბრობდი და გავიმეორებ, რომ ჩვენ ეს კრიზისი უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობად, პირველ რიგში, ეს უნდა ვაჩვენოთ ტურიზმის სექტორში. საერთოდ საქართველოსთვის პანდემია, ეს გლობალური კრიზისი უნდა გახდეს ახალი შესაძლებლობა ეკონომიკური აღდგენის და წინსვლის, ეკონომიკური აღორძინების. ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ კონკურენციაზე, სადაც ჩვენ, მას შემდეგ რაც სხვებთან შედარებით კარგად, ნორმალურად ვმართეთ პანდემიის რისკები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს ყველა რესურსი კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა და საქართველოს შეუძლია გლობალურ კონკურენციაში წლის დასაწყისთან შედარებით გაიუმჯობესოს თავისი პოზიციები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სექტორში, ვფიქრობთ, რომ მიმდინარე და მომავალი წლის დევიზად უნდა ვაქციოთ: „კრიზისი - როგორც შესაძლებლობა“, ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის აჭარის სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

მისივე თქმით, საქართველოს, როგორც ტურისტული ბრენდის და ლოკაციის სიძლიერეს, უნდა დაემატოს ახალი კომპონენტი - პანდემიისგან უსაფრთხო ზონა და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმი გახდა ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, მნიშვნელოვანი სექტორი. გარდა ამისა საქართველო, როგორც ტურისტული ლოკაცია მსოფლიოში გახდა ძალზედ ცნობილი და როგორც ტურიზმის წერტილი გახდა ძლიერი ბრენდი თავისი 8 000-წლიანი მეღვინეობის ისტორიით, თავისი ათასწლეულების ისტორიით, სამზარეულოთი, კულტურით და ყველაფრით. უამრავი ადამიანი მოილტვოდა საქართველოსკენ და გააჩნია სურვილი ნახოს საქართველო. ჩვენ საქართველოს, როგორც ტურისტული ბრენდის და ლოკაციის სიძლიერეს უნდა დავუმატოთ ახალი კომპონენტი - პანდემიისგან უსაფრთხო ზონა, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს კიდევ ერთი გამოვლინება უნდა იყოს კრიზისის როგორც შესაძლებლობის. ქართული ტურიზმი კი არ უნდა შეშინდეს და უკან დაიიხიოს, მან უნდა დაუმტკიცოს ყველას, რომ ჩვენ COVID-19-ის ინფექციას ვმართავთ ისე, რომ ამავდროულად შეგვიძლია მივიღოთ ტურისტები და სტუმრები ჩვენს ქვეყანაში, ესაა ფორმულა, რომლითაც უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას და ავაღორძინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, პირველ რიგში, აჭარაში. აქ ბევრი წარმატებული სასტუმროა, მოგეხსენებათ, ბევრი წარმატებული ტურისტული კომპანიაა, ვისაუბრეთ როგორ შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ, ჩვენ შევქმნით ჯგუფს, რომელიც იქნება ფოკუსირებული და იმუშავებს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ აჭარისთვის კონკრეტული უსაფრთხოების წესების დასაცავად იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად აჭარაში ტურიზმი აღვადგინოთ, მაგრამ ყველა ეს გეგმა დაგვრჩება უკან და იქნება უსაფუძვლო, თუ თითოეულმა მოქალაქემ, კომპანიამ და სახელმწიფომ არ დავიცავით ელემენტარული წესები,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა ანახოს მსოფლიოს, რომ ქვეყანას შეუძლია მიიღოს ტურისტები, ამუშაოს ეკონომიკა და ამავდროულად, წარმატებულად უმკურნალოს Covid-19-ით ინფიცირებულ როგორც საკუთარ მოქალაქეებს, ისე სტუმრებს.

„სამწუხაროდ, ყველა უნდა შევეგუოთ, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის წესები ეს ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი გახდა, ეს არის ის, რასაც ვუწოდებთ ადაპტაციას. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს ადაპტაცია და მთელ მსოფლიოს ვანახოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ტურისტები, ვამუშაოთ ეკონომიკა და ამავდროულად შეგვიძლია წარმატებულად ვუმკურნალოთ Covid-19-ით ინფიცირებულ როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ისე სტუმრებს. შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის კრიზისი უნდა გახდეს შესაძლებლობა, ახალი ზრდის წერტილების, ახალი გარღვევების აღმოჩენის შესაძლებლობა და საქართველოს როგორც ტურისტულ ბრენდს უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი გამაძლიერებელი კომპონენტი, საქართველო, როგორც Covid-19-თან ეფექტურად მებრძოლი, Covid-19-ის ეფექტურად მმართველი და Covid-19-სგან სუფთა ქვეყანა,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

06 ივნისი 2020, 14:40

ტექნოლოგიები

რუსეთის მთავრობა მოქალაქეთა გენეტიკური მონაცემების ბაზას შექმნის

ბაზის შექმნაზე რუსეთის მთავრობა და კვლევის ეროვნული ცენტრი იმუშავებენ. მუშაობის პირველი ეტაპის შედეგების შესახებ რუსეთის პრემიერი და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი პრეზიდენტის წინაშე 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა წარდგენ.

ალექსანდრ ლუკაშენკო

06 ივნისი 2020, 14:37

COVID19

ალექსანდრ ლუკაშენკო: ბელარუსში ხუთი პანდემია გვაქვს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გარდა ქვეყანაში კიდევ ოთხი პანდემია მძვინვარებს - ჯანდაცვის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და ინფორმაციის მიწოდების დარგებში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო BELTA ავრცელებს.

06 ივნისი 2020, 14:23

მსოფლიო

ერგნეთში აქცია-პერფორმანსი გაიმართა, სადაც დე-ფაქტო რეჟიმი გააპროტესტეს

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა ერგნეთში აქცია-პერფორმანსი ცხინვალიდან 1-კილომეტრში გამართა, სადაც დე-ფაქტო რეჟიმი გააპროტესტეს. მოხალისე ეპიდემიოლოგებმა და ვირუსოლოგებმა ქართული წარმოშობის კოღოებისა და სხვა მწერებისგან აღებული ნაცხები შეაგროვეს და ანატოლი ბიბილოვისთვის, სიმბოლურად, საოკუპაციო ხაზთან დატოვეს.

06 ივნისი 2020, 14:19

COVID19

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ლიცენზია კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ პრეპარატზე გასცა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ადგილობრივი წარმოების პრეპარატი „ლევილამბი“ დაარეგისტრირა, - ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება. უწყება განმარტავს, რომ პრეპარატი მძიმე პაციენტებში ე.წ. „ციტოკინურ შტორმს“ აფერხებს. ერთი კვირის წინ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ლიცენზია კიდევ ერთ კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატზე გასცა.

ავსტრალია აქცია

06 ივნისი 2020, 14:16

მსოფლიო

ავსტრალიაში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაში ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მარშები პოლიციის მიერ დაკავებული ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო გაიმართა, თუმცა დემონსტრანტებმა ხაზი ავსტრალიის აბორიგენების მარგინალიზაციასა და ცუდ მოპყრობას გაუსვეს.

06 ივნისი 2020, 14:11

COVID19

ინდონეზიაში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდონეზიაში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. 24 საათის განმავლობაში აქ 993 ახალი შემთხვევა აღწერეს. ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე 30 514-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა და COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვი უკვე 1 801-ს გაუტოლდა.

06 ივნისი 2020, 13:59

მსოფლიო

NBA-ს კალათბურთელი ტრამპს თეთრი სახლიდან გაგდებით დაემუქრა

NBA-ს ჩემპიონი სტივენ ჯეკსონი, რომელიც პოლიციელების მოკლული ჯორჯ ფლოიდის მეგობარი იყო, პირობას დებს, რომ დონალდ ტრამპს თეთრი სახლიდან გააძევებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას clutchpoints ავრცელებს. „გპირდები, რომ ნოემბერში თეთრ სახლში აღარ იქნები. შენ გადაგირჩევენ. ჩვენ მოვალთ და თეთრი სახლიდან გაგაგდებთ. ამას გააკეთებს 18 ქვეყანა და ამერიკის 50 შტატი, სადაც საპროტესტო აქციები იმართება. შენ აღარ იქნები თეთრ სახლში,“- განაცხადა კალათბურთელმა.

06 ივნისი 2020, 13:57

COVID19

ირანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას ერთ-ერთმა ქორწილმა შეუწყო ხელი

„ერთ ადგილას, ჩვენ პანდემიის პიკი ვიხილეთ. ამის წყარო კი იყო ქორწილი. შეკრებამ პრობლემა შეუქმნა ადამიანებს, ჯანდაცვის მუშაკებსა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას“ - განაცხადა ჰასან როუჰანმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში საუბრისას, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, თუ სად ჩატარდა აღნიშნული ქორწილი.

06 ივნისი 2020, 13:51

მსოფლიო

ცხინვალში ე.წ. იუსტიციის მინისტრს სახლის ფანჯრები ჩაუმსხვრიეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. იუსტიციის მინისტრს სახლის ფანჯრები ჩაუმსხვრიეს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ დეფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ზალინა ლალიევას სახლზე ღამის 23:00-ზე განხორციელდა.

კახა კალაძე

06 ივნისი 2020, 13:51

ტაბლოიდი

თბილისის მერმა მოქალაქეს, რომელიც გუშინ ვარკეთილში დაუპირისპირდა, მაისური აჩუქა

„სავარაუდოდ, თვითონ შემოიხია მაისური, ამიტომაც ერთ მაისურს მას, მეორეს კი „მთავარ არხს“ გადავცემთ საჩუქრად”, - განაცხადა კალაძემ და ჟურნალისტებს შავი მაისური აჩვენა, რომელზეც მოქალაქის და მიხეილ სააკაშვილის საერთო ფოტოა გამოსახული.

06 ივნისი 2020, 13:39

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 930 ადამიანს კი ვირუსი დაუდგინდა. სულ ქვეყანაში ინფიცირების 168 340 შემთხვევაა აღწერილი, 4 648 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 133 400 კი გამოჯანმრთელდა. თურქეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 მარტს გამოვლინდა.

ბათუმის სასამართლო

06 ივნისი 2020, 13:38

რეგიონი

„ლავასოღლის“ მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 8 პირი 1000 ლარით დაჯარიმდა, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის („ლავასოღლი“) მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების საქმეზე იმსჯელა. მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ცხრავე პირი სამართალდამრღვევად ცნო, აქედან რვა მათგანი 1000-1000 ლარით დააჯარიმა, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

06 ივნისი 2020, 13:28

საზოგადოება

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში და პანდემიის პერიოდში საკუთარ მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს: დღეიდან, ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობისას არ დაიხარჯება მობილური ინტერნეტი და გამოყენება უკვე იმ შემთხვევაშიც კი იქნება შესაძლებელი თუ მობილურის ბალანსზე თანხა ან მობილური ინტერნეტის მეგაბაიტები არ არის ხელმისაწვდომი.

ბათუმი პლაჟი

06 ივნისი 2020, 13:24

COVID19

თენგიზ ცერცვაძემ განმარტა რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება

„ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

06 ივნისი 2020, 13:19

საზოგადოება

როგორ დავიცვათ ზაფხულში ბავშვები ნაწლავური ინფექციებისგან? - პედიატრის რჩევები

რას უკავშირდება ზაფხულში ინფექციების გავრცელების მაღალი მაჩვენებელი და რატომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით ბავშვების შემთხვევაში? - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ანატომიასთან“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პედიატრმა და თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

ლუის ჰამილტონი

06 ივნისი 2020, 13:16

მსოფლიო

ლუის ჰამილტონის თქმით, მას ბავშვობაში მუქი ფერის კანის გამო ხშირად აბულინგებდნენ და სცემდნენ

ლუის ჰამილტონის თქმით, მას ბავშვობაში მუქი ფერის კანის გამო ხშირად აბულინგებდნენ და სცემდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც მან აღნიშნა, მასზე ისეთი ნეგატიური ფსიქოლოგიური ეფექტები გამოიწვია ამ ყველაფერმა, რისი გაზომვაც შეუძლებელია. ფორმულა 1-ის ექვსგზის ჩემპიონმა სპორტის გარდა სახელი რასიზმისა და უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლითაც გაითქვა.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივნისი 2020, 13:08

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ტურიზმის აღდგენა ძალიან დიდი გამოცდა იქნება

„ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდა, იმიტომ რომ შეზღუდვების მოხსნის პირობებში საზოგადოებამ მაინც შეინარჩუნა ის ჩვევები და ქართველებმა გამოავლინეს მათთვის არადამახასიათებელი მობილიზება და პასუხისმგებლობის გრძნობა და ამიტომ შეზღუდვების მოხსნა კარგად გადაიტანეს. ჯერ ზღვაზე გასვლის მასობრივი სეზონი და შემდეგ უკვე საერთაშორისო ტურიზმის გახსნა იქნება ძალიან დიდი გამოცდა“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მირტაგი ასადოვი

06 ივნისი 2020, 13:02

სამართალი

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუსში გამოკითხვაზე იმყოფება

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგ ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სუს-ში დაუდასტურეს. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივნისი 2020, 12:56

COVID19

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში შეზღუდვების მოხსნას ეპიდსიტუაციაზე უარყოფითი გავლენა არ მოჰყოლია

„თქვენ ხედავთ რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სადაც შეზღუდვები მოიხსნა. რაღაც კატასტროფა ხდება. დღეში ჰყავთ იმაზე მეტი ავადმყოფი ვიდრე ჩვენ 3 თვის განმავლობაში დაგვიგროვდა. მაგრამ ჩვენთან, საქართველოში შეზღუდვების მოხსნას ჯერჯერობით არანაირი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ისევ გრძელდება ერთეული შემთხვევები, რაც იქნება“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

კორონავირუსი დიდი ბრიტანეთი

06 ივნისი 2020, 12:47

COVID19

ექსპერტებმა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გამოწვეული ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მიზეზები განმარტეს

ექსპერტებმა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გამოწვეული მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მიზეზები განმარტეს. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს. სამეფო სამედიცინო საზოგადოების ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელის, გაბრიელ სკელის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებას რომ ჯანმოს რეკომენდაციები გაითვალისწინება და დროულად დაეწესებინა საკარანტინო ზომები, გარდაცვალებების უმეტესობის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.