IMEDI /  11 მაისი 2020, 18:03 / სანდო წყარო

მარიამ ქვრივიშვილი: ტურიზმი არ უნდა გახდეს უნებლიედ ვირუსის გამავრცელებელი, შეიქმნება უსაფრთხო დერეფნები და აეროპორტებისთვის სპეციალური რეკომენდაციები შემუშავდება

მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

ტურიზმი არ უნდა გახდეს უპასუხისმგებლო ინდუსტრია და უნებლიედ ვირუსის გამავრცელებელი, რის გამოც ქვეყანაში უსაფრთხო დერეფნები უნდა შეიქმნას, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია რომ ტურიზმის ინდუსტრია გახდეს ისეთი პასუხისმგებლიანი დღეს, როგორც არასდროს ,წინა პერიოდებში, რადგან ჩვენი ინდუსტრია არ უნდა იყოს უნებლიე ვირუსის გამავრცელებელი“- აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მისი თქმით ტურიზმის აღდგენის პროცესი ორ მიმართულებად იყოფა. „ერთი არის ის უსაფრთხო დერეფნები რაც აღვნიშნეთ, ეს არის მიმართულება, როდესაც ორი ქვეყანა თანხმდება ერთმანეთში იმ კრიტერიუმებზე, რომელიც შეიძლება იყოს დამაკმაყოფილებელი ორივე მიმართულებით. ეს იქნება სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გასატარებელი აქტივობები, ეს შეიძლება იყოს რა დოკუმენტაციით უნდა იმოგზაუროს ადამიანმა, როდესაც ის მოფრინავს ჩვენი სტრატეგიული ქვეყნიდან და ასევე, შეეხება იმ მიმართულებას რა პროცედურები უნდა გაიაროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ, როდესაც მათ მოუნდებათ უცხო ქვეყანაში მოგზაურობა. უსაფრთხო დერეფანი თავისი შინაარსით და სიტყვის წყობითაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს, იმას რომ მაქსიმალურად შეიქმნას უსაფრთხო მიმოსვლის კრიტერიუმები. ეს იქნება მინიმუმ სამმაგი ფილტრი, ეს არის ქვეყანა რომელსაც ტოვებს ადამიანი, თავის მხრივ ატარებს შესაბამის საქმიანობას. შემდგომ აეროპორტი. როგორც იცით, უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა საერთაშორისო აეროპორტები ცდილობენ, რომ მაქსიმალური მობილიზება გააკეთონ და დანერგონ ისეთი გაიდლაინები, რომელიც არის საერთაშორისოდ აღიარებული“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებიით, ქვეყნის აეროპორტებისთვის სპეციალური რეკომენდაციები შემუშავდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ ელოდება იკაოს, ასევე როგორც ევროკომისიის გაიდლაინებს, ჩვენ ისევე როგორც სხვა ქვეყნებმა, გვაქვს IATA (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია) მიერ დაწესებული რეკომენდაციები და წესები აეროპორტების მიმართებაში. თუ როგორ უნდა იყოს ინფრასტრუქტურა. საქართველოს შემთხვევაში, საავიაციო სააგენტო უკვე მუშაობს გაერთიანებულ აეროპორტებთან ერთად იმ წესებზე, თუ რეკომენდაციებზე, რაც აუცილებლად იქნება დანერგილი თბილისის ყველა საერთაშორისო აეროპორტში. ეს შეიძლება მარტივი მაგალითები რომ მოვიყვანოთ გულისხმობდეს, რა თქმა უნდა, სოციალურ დისტანცირებას, ძალიან დიდი აქცენტებია გაკეთებული ადამიანებზე, ვინც მუშაობენ აეროპორტებში იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ სრული დაცვა. ეს იქნება პირბადე, ხელთათმანი თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება და რაღა თქმა უნდა, ხშირი დეზინფექციის ხსნარის გამოყენება, სწორი დალაგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა რიგი აქტივობები გატარდება, თუმცა მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ როგორც ჩვენ ისე მთელი მსოფლიო ელოდება იკაოსა და ევროკომისიის რეკომენდაციებსა და წესებს.

პრემიერ- მინისტრის დავალება ძალიან მკაფიოა და მისი დავალება არის ესეთი. რომ ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ეს იქნება აეროპორტები თუ სახმელეთო საზღვრები, მაქსიმუმ დაყოვნება ტურისტის შემოწმების კუთხით, არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველანაირი საერთაშორისო სტანდარტების აღჭურვილობის საშუალება იქნება ჩვენს ქვეყანაში იმისათვის, რომ ძალიან კომფორტული და ძალიან უსაფრთხო იყოს."- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დაწესებულ შეზღუდვებს მთავრობა ეტაპობრივად ხსნის. უკვე ცნობილია, რომ 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურიზმი აღდგება, უცხოელ ტურისტებს კი, საქართველო პირველი ივლისიდან მიიღებს.

მთავრობამ ტურიზმის ამოქმედების გეგმა 7 მაისს წარადგინა.

ყველა სიახლე

ბრუნო ლე მერი

02 ივნისი 2020, 16:39

ეკონომიკა

საფრანგეთში წელს ეკონომიკის 11%-იან ვარდნას ელოდებიან

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის, ბრუნო ლე მერის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა 2020 წელს 11%-ს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

02 ივნისი 2020, 16:37

COVID19

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 ათასს გადააჭარბა

უკრაინაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 24 ათასს გადააჭარბა და 24,340 შეადგინა. ჯამში, ქვეყანაში ვირუსს 727 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსის დამარცხება 10,078-მა ადამიანმა შეძლო. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კიდევ 328 ადამიანს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. გადაიცვალა 9 ადამიანი.

02 ივნისი 2020, 16:33

COVID19

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბელარუსი კორონავირუსი

02 ივნისი 2020, 16:29

COVID19

ბელარუსში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 44 ათასს გადააჭარბა

გასული 24 საათის განმავლობაში ბელარუსში კორონავირუსის 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.

ნათია თურნავა

02 ივნისი 2020, 16:26

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო უსაფრთხო დანიშნულების ადგილია და ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ საერთაშორისო აეროპორტებსაც

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების პროცესს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროცესს ასევე გაეცნენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე.

დავით ჭიჭინაძე

02 ივნისი 2020, 16:24

პოლიტიკა

დავით ჭიჭინაძე: პირადად მე, ისნის რაიონში ვაპირებ ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი და ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ სხვები აბსოლუტურად უშანსო იქნებიან

„პირადად მე, ისნის რაიონში ვაპირებ ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი და ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ სხვები იქნებიან აბსოლუტურად უშანსო, „ოცნებასთანაც“ რომ გაერთიანდნენ.“ - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა

აბას მუსავი

02 ივნისი 2020, 16:23

მსოფლიო

ირანის მთავრობის პრესმდივანი: აშშ-მა თავისი ხალხის წინააღმდეგ უსამართლო და აგრესიული ქმედებები უნდა შეწყვიტოს

ირანის მთავრობამ აშშ-ის ხელისუფლება საპროტესტო აქციებზე რეაგირების გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო IRNA ავრცელებს. „ადამიანების მკვლელობების და რასობრივი დისკრიმინაციის გამო აშშ-ის ხელმძღვანელები საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ“, - განაცხადა ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა, იბრაჰიმ რაესიმ.

02 ივნისი 2020, 16:17

ეკონომიკა

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნება

სავალუტო ჯიხურების ასოციაციის წარმომადგენელი ვახტანგ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 8 ივნისიდან გაიხსნება. მან Imedinews განუცხადა, რომ ინფორმაცია ამ ბიზნესის გახსნის შესახებ ასოციაციას ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს.

ეკატერინე ტიკარაძე

02 ივნისი 2020, 16:13

პოლიტიკა

„დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტის სხდომაზე დაიბარეს

როგორც ფრაქციის წევრები განმარტავენ, იმ შემთხვევაში თუკი მინისტრი კომიტეტზე არ ცხადდება, ვალდებულია გამოუცხადებლობის მიზეზი ფრაქციას კომიტეტამდე ერთი კვირით ადრე წერილობით აცნობოს და მისი მოსმენის სხვა თარიღი შეათანხმოს.

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 16:11

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“

თუ ვერ იქნება მიღებული საარჩევნო ცვლილებები, ჩატარდება იმ საარჩევნო სისტემით, რაც გაგვაჩნია. გაცილებით უფრო დიდი საფრთხეებია ქვეყნის წინაშე, ვიდრე ის, რითიც ოპოზიცია იმუქრება და მუშტებს გვიქნევს. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მათ შვილებს და ჩვენს შვილებს არ შეექმნათ საფრთხე. რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავის-2“-ის ეთერში განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 16:09

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ხელისუფლება მზადაა არჩევნების ჩასატარებლად ისე, რომ გამოირიცხოს პანდემიასთან დაკავშირებული რისკები

გადაწყვეტილებები მაჟორიტარებთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს და კონსულტაციების რეჟიმიც ხმამაღლა ნათქვამია. ვფიქრობ, რომ ვადაში ჩავეტევით და როდესაც „ქართული ოცნება“ დაამთავრებს კონსულტაციებს, წარმოადგენს სიას და პროგრამას,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავის-2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კანდიდატების შერჩევა საზოგადოების სხვადასხვა წრიდან. მოხდება. მისივე თქმით, ხელისუფლება მზადაა არჩევნების ჩატარებისთვის ისე, რომ გამოირიცხოს პანდემიის გავრცელების რისკები.

02 ივნისი 2020, 16:05

მსოფლიო

გერმანია ტურიზმთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო პრინციპებს მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მაასის განცხადებით, ქვეყანა ტურიზმთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო პრონციპებს (ე.წ. „გაიდლაინებს) მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს. უწყების ცნობით, შემუშავებული რეგულაციები იმაზე „რბილი“ იქნება, ვიდრე ეს ევროკავშირის მიერაა დადგენილი.

გია ჟორჟოლიანი

02 ივნისი 2020, 16:05

პოლიტიკა

გია ჟორჟოლიანი არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის უფასო საეთერო დროის ინიციატივით გამოდის

უფასო საეთერო დრო არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს უნდა მიეცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა განუცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერი 0%-მდე დაყავთ იმ მიზეზის გამო, რომ ყველას მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს უფასო საეთერო დრო არ ექნება, მაშინ აღნიშნული უფლების რეალიზება ვერ მოხდება.

დიმიტრი პესკოვი

02 ივნისი 2020, 16:03

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: მადლობა ღმერთს, ამერიკაში მიმდინარე მოვლენები ჩვენთან არ ხდება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ში პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების საკითხი რუსეთისთვის აქტუალურ დღის წესრიგს არ წარმოადგენს.

02 ივნისი 2020, 15:48

საზოგადოება

საქართველოში ამინდი გაუარესდება

დღეს საღამოს საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივნისს დღის ბოლოდან 4 ივნისის დილამდე და 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

02 ივნისი 2020, 15:47

ეკონომიკა

Tbccredit.ge-ზე სამომხმარებლო სესხის აღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

სტანდარტული ონლაინსესხისგან განსხვავებით, თიბისი კრედიტის სესხი ინდივიდუალური საპროცენტო განაკვეთით მტკიცდება. დაფარვის მაქსიმალური ვადა 48 თვეა, თუმცა სესხის დაფარვა მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

ფორმულა 1-ის რბოლა

02 ივნისი 2020, 15:46

სპორტი

ფორმულა 1 მაყურებლის გარეშე ავსტრიაში 5 ივლისს ჩატარდება

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო ტურნირი, ფორმულა 1 ავსტრიის გრან პრით 5 ივლისს განახლდება, რომელიც მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ზუსტად შვიდ დღეში ავსტრიაში კიდევ ერთი რბოლა გაიმართება, თვის უკანასკნელ შეჯიბრს კი 19 ივლისს უნგრეთი უმასპინძლებს.

02 ივნისი 2020, 15:44

მსოფლიო

აშშ-ის ხუთი ქალაქის თავზე ჯორჯ ფლოიდის უკანასკნელი სიტყვების შემცველი ბანერები გამოჩნდა

აშშ-ის სხვადასხვა ქალაქის თავზე ბანერები გამოჩნდა, რომლებზეც ჯორჯ ფლოიდის უკანასკნელი სიტყვებია დატანილი - „ვერ ვსუნთქავ“.

გიორგი ქინქლაძე

02 ივნისი 2020, 15:39

სპორტი

გიორგი ქინქლაძე ინგლისის პრემიერლიგის 1995 წლის საუკეთესო ტრანსფერებს შორის მოხვდა

სამი წლის განმავლობაში ქინქლაძემ „სიტის“ შემადგენლობაში გამართულ 118 შეხვედრაში 22 ბურთი გაიტანა, განსაკუთრებით ეფექტური კი „საუთჰემპტონის“ კარში გატანილი გოლი იყო. ქართველ ფეხბურთელთან ერთად, 1995 წლის საუკეთესო ტრანსფერებში დენის ბერგკამპი, რუუდ გულიტი, დავიდ ჟინოლა და ჟუნინიო პაულისტა მოხვდა.

დავით ზალკალიანი; ტომაშ პეტრჟიჩეკი

02 ივნისი 2020, 15:34

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგასთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხ კოლეგასთან, ტომაშ პეტრჟიჩეკთან. მინისტრებმა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე. ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს. დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგას, პანდემიის პირობებში, ჩეხეთის მხარის სოლიდარობისთვის და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.