IMEDI /  12 მაისი 2020, 14:00 / სანდო წყარო

ნიკოლოზ გამყრელიძე: სებ-ის შეფასებით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, საქართველოს ბანკთან დაკავშირებულ მხარედ ითვლება

ნიკოლოზ გამყრელიძე

ნიკოლოზ გამყრელიძე

„ტვ პირველის“ გადაცემა „საქმიანი დილის” ეთერში ნიკოლოზ გამყრელიძემ თქვა, რომ გადაუწყვეტელი რჩება პრობლემა ეროვნულ ბანკთან მიმართებით, რის გამოც, GHG-ის აკრძალული აქვს სესხის “საქართველოს ბანკიდან” მოზიდვა. სებ-ის შეფასებით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, „საქართველოს ბანკთან“ დაკავშირებულ მხარედ ითვლება, თუმცა ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ ამგვარი კვალიფიკაცია არის დაუსაბუთებელი და კანონშეუსაბამო.

„პრობლემა იმაშია, რომ დღეს ჩვენ ვითვლებით ურთიერთდამოკიდებულ პირად საქართველოს ბანკთან. მარტივად რომ ვთქვა, გვეუბნებიან, რომ ვიღაცის ბიძაშვილი ხართ, ვეუბნებით რომ არ ვართ, სხვა გვარი გვაქვს, არც დედ-მამა და არც ბებია-ბაბუა არ არიან და-ძმა. ვითხოვთ ამის დასაბუთებას, თუმცა მათგან არის მხოლოდ განცხადება რომ მესამე პირი ვართ“, - ამბობს გამყრელიძე.

ამასთან, ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, სებ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი წლის ვადით, კომერციული ბანკებისთვის სასესხო ლიმიტებზე არსებული მოთხოვნები შეერბილებინა, რასაც სხვა ბანკისთვის საშუალება უნდა მიეცა, რომ მათ მიმართ არსებული დაფინანსება გაეზარდა.

„რა კომუნიკაციაც გვქონდა ეროვნულ ბანკთან გვითხრეს, რომ ბანკებს ზოგადად შეურბილებდნენ რეგულატორულ მოთხოვნებს, გარკვეული ვადით, ერთი წლით, რომელიც ტექნიკურად ხელმისაწვდომობას გაზრდიდა, ეს ტექნიკურად გაიხსნა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოხდა ერთი წლის ვადით და ყველა ბანკი გეუბნება, რომ ეს ერთი წლით მოხდა და ახლა რომ დაგაკრედიტო, ერთი წლის შემდეგ შეიძლება ისევ რეგულაციაში მოვყვე და შევიზღუდო, ამიტომ ამას აზრი არ აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩემი აზრით, თავიდან მოგვიშორეს. ჩემი აღქმა ეს არის. ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ, GHG-იმ გაასაჯაროვა ის წერილი, რომლითაც კომპანიის მენეჯმენტმა 20 მარტს, საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა და „საქართველოს ბანკთან“ დაკავშირებული პირის სტატუსის მოხსნა მოითხოვა. ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, ამის შემდეგ სებ-თან კიდევ რამდენჯერმე შედგა კომუნიკაცია, თუმცა კომპანიას არცერთხელ არ განუმარტეს ის თუ რის გამო აქვს „საქართველოს ბანკს“ მათთან დაკავშირებული მხარის სტატუსი.

ყველა სიახლე

ჯარი

02 ივლისი 2020, 11:24

თავდაცვა

პროფსასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტები სამხედრო სამსახურის ერთჯერადად გადავადებას შეძლებენ

„დღეს განათლების სამინისტრო სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებებს გამოიტანს. ამ ცვლილებების ძირითადი მიზანი პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადებაა. ეს ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას და არ შეაფერხებს გაწვევის პროცესს, ვინაიდან ეს მხოლოდ ერთჯერადი გადავადება იქნება. მოგეხსენებათ, პროფესიულ განათლებაში კურსები არის 12- ან 24-თვიანი და რაც მთავარია, პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდები მიდიან 15 წლიდან. ასე რომ, ეს ვერ გახდება სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, რამეთუ ეს მხოლოდ ერთჯერადი გადავადებაა“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია

02 ივლისი 2020, 11:23

საზოგადოება

პრემიერის თქმით, ემიგრანტებისთვის სამშობლოში დასაბრუნებული ბილეთის ფასი 200 ევროს არ უნდა აღემატებოდეს

„ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და არ უნდა იყოს ის რაღაც კატასტროფული ფასები, რომლებზეც ჩვენ ყველას გვსმენია. ამიტომ, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო დავალება, რომ ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ. ეს უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და პირველ რიგში უნდა იყოს მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე, ემიგრანტებზე, რომლებიც სასწრაფოდ გვყავს სხვადასხვა ქალაქიდან გამოსაყვანი“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

02 ივლისი 2020, 11:18

საზოგადოება

​აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს პირბადის მოხსნის საშუალება ექნებათ

„იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად ძალიან კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს საგამოცდო ადგილზე, მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერთით, გამოცდის ჩატარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

02 ივლისი 2020, 11:18

საზოგადოება

გიორგი გახარია: ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების პენსიის საკითხი, ვეღარასოდეს გახდება პოლიტიკური სპეკულირების საგანი

საკანონმდებლო ცვლილებით, რომლის გამოც, პენსიის ზრდა ყოველწლიურად მიება ეკონომიკურ მაჩვენებელს, ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების პენსიის საკითხი, ვეღარასოდეს გახდება პოლიტიკური სპეკულირების საგანი - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „1-ლი ივლისიდან საქართველოში მსახურებაში მყოფ ადამიანებს გაეზარდათ ხელფასი. ეს გახლავთ პოლიცია, სასწრაფო დახმარების პერსონალი სრულად, სოფლის ექიმები, სოციალური აგენტები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენზე და ჩვენს მოქალაქეებზე. საკანონმდებლო ცვლილებით, რომლის გამოც, პენსიის ზრდა ყოველწლიურად მიება ეკონომიკურ მაჩვენებელს, ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების პენსიის საკითხი, ვეღარასოდეს გახდება პოლიტიკური სპეკულირების საგანი. ეს არის მიღწევა, რომელიც ჩვენ ერთად, პარლამენტთან ერთად ეს საკანონმდებლო ცვლილებები მივიღეთ. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონრებითვის პენსია იქნება 250 ლარი. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობენ, 300 ლარი“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

02 ივლისი 2020, 11:13

საზოგადოება

პრემიერი: „მწვანე ქვეყნად“ გამოცხადება უდიდესი შესაძლებლობაა, რომელიც ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ

ევროკავშირის მიერ საქართველოს კორონავირუსისგან უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადება უდიდესი შესაძლებლობაა, რომელიც ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, რათა არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

02 ივლისი 2020, 11:13

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ეს ისტორიულ-პოლიტიკური პროცესი უნდა დაგვირგვინდეს დემოკრატიული, ღია და გამჭვირვალე არჩევნებით

პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს ისტორიული პოლიტიკური პროცეს უწოდა, რომელიც მისი შეფასებით, იყო რთული, დინანიური და ემოციური. გიორგი გახარიამ ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მარინა ეზუგბაია

02 ივლისი 2020, 11:12

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან 6 სატვირთოს მძღოლია

8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 22-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 931 შემთხვევა იყო და 8 ახალი დაემატა. ამდენად ამჟამად 939 დადასტურებული შემთვევაა.

გიზის პირამიდები

02 ივლისი 2020, 11:06

მსოფლიო

3-თვიანი პაუზის შემდეგ ეგვიპტის პირამიდები ვიზიტორებისთვის გაიხსნა

ვიზიტორებმა ამისთვის რამდენიმე წესი უნდა დაიცვან. კერძოდ, მათ და მათ ჩანთებს დეზინფექცია ჩაუტარდება. ამასთან, გაიხსნა კაიროში მდებარე ეგვიპტის მუზეუმიც. სამშაბათიდან კი ხელისუფლებამ საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.

აია-სოფია

02 ივლისი 2020, 11:03

მსოფლიო

თურქეთის საგარეო უწყებამ აია-სოფიას ტაძრის საკითხზე მაიკ პომპეოს განცხადება გააკრიტიკა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აია-სოფიას ტაძართან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ გაკეთებული განცხადება გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჯეფ ბეზოსი

02 ივლისი 2020, 10:51

ეკონომიკა

ჯეფ ბეზოსის ქონება 171,6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

სააგენტო Bloomberg-მა მილიარდერთა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიას კვლავ კომპანია Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი ლიდერობს, რომლის ქონებაც 56,7 მილიარდით გაიზარდა და დღეისათვის 171,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მიანმარი მეწყერი

02 ივლისი 2020, 10:39

მსოფლიო

მიანმარში მეწყერის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა მიწის ქვეშ კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანია დარჩენილი. მეწყერი ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

02 ივლისი 2020, 10:33

სამართალი

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული სამსახური ავრცელებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე უცხოური საწარმოს მსს „საფეჯის მუდმივი დაწესებულების“ თანამშრომელი დააკავეს.

მონღოლეთი შავი ჭირი

02 ივლისი 2020, 10:31

მსოფლიო

მონღოლეთში შავი ჭირის შემთხვევები დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში მონღოლეთის ერთ პროვინციაში შავი ჭირის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, შავი ჭირი ხოვდის პროვინციაში მცხოვრებ ორ ძმას დაუდასტურდა, რომლებმაც ზაზუნის ხორცი ჭამეს. მათთან კონტაქტში მყოფი 146 პირი უკვე გამოკვლეულია, მიმდინარეობს კონტაქტების გაფართოებული შესწავლა. პროვინციის ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

კორონავირუსი საქართველო

02 ივლისი 2020, 10:25

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა, 23 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მაკა ასათიანი

02 ივლისი 2020, 10:24

სამართალი

მაკა ასათიანი: ჩვენი ოჯახი „ნაციონალური მოძრაობის“ დაუმორჩილებლობისთვის „დაისაჯა“, თუმცა 12-წლიანი პროცესი გამარჯვებით დასრულდა

„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში მაკა ასათიანის და მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, მაკა ასათიანი განცადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა აღმოჩნდა მაგალითი, ადამინის უფლებების გამარჯვებისა უსამართლობაზე, ღირსების ზეობის უმორალობაზე. ჩემთვის ამ ხანგრძლივი ბრძოლის ამოსავალი გახლდათ, არა ბიზნეს და ფინანსური ინტერესები, არამედ მამაჩემის - კახი ასათიანის სახელისა და მისი ღირსების დაცვა.

დონალდ ტრამპი

02 ივლისი 2020, 10:13

მსოფლიო

სასამართლომ დონალდ ტრამპის ძმისშვილს მემუარების გამოქვეყნების უფლება მისცა

მერი ტრამპის წიგნი სახელწოდებით „მეტისმეტი და არასოდეს საკმარისი, როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადამიანი“ 28 ივლისს გამოვა. მანამდე, ქალაქ პოკიპსის სასამართლომ წიგნის პუბლიკაცია დროებით შეაჩერა.

კორონავირუსი მექსიკა

02 ივლისი 2020, 10:10

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მექსიკამ ესპანეთს გაუსწრო

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მექსიკამ ესპანეთს გაუსწრო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ 741 ადამიანი ემსხვერპლა, რამაც გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 28 510-მდე გაზარდა. ესპანეთში კორონავირუსს 28 364 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსი

02 ივლისი 2020, 09:57

COVID19

აშშ-ში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

აშშ-ში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 50 203 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 2,68 მილიონს გადააჭარბა. ინფექციას 128 062 ადამიანი ემსხვერპლა, 729 994 კი გამოჯანმრთელდა.

ერთნაირსქესიანთა ქორწინიება

02 ივლისი 2020, 09:44

მსოფლიო

მონტენეგროში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს

კანონპროექტის დასამტკიცებლად 41 ხმა იყო საკმარისი. ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას მხარი საბოლოოდ 46-მა დეპუტატმა დაუჭირა. ახალი რეგულაციით, ერთნაირსქესიან წყვილებს იგივე უფლებები ექნებათ, რაც ჰეტეროსექსუალ წყვილებს, თუმცა ბავშვის აყვანის უფლებით ვერ ისარგებლებენ.

სპილოები ბოტსვანა

02 ივლისი 2020, 09:31

მსოფლიო

ბოტსვანაში დაუდგენელი მიზეზით 350-მდე სპილო მოკვდა

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მკვდარი ცხოველების უმეტესობა მათ გუბურების სიახლოვეს იპოვეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სპილოების სიკვდილი შესაძლოა მოწამვლას ან უცნობ პათოგენს გამოეწვია.