12 მაისი 2020, 21:16 / სანდო წყარო

ნინო ზამბახიძე: სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებულია ის საკითხები, რომელიც ფერმერებს აწუხებდა

ნინო ზამბახიძე

ნინო ზამბახიძე

ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებულია ის საკითხები, რომელიც ფერმერებს აწუხებდა და ასევე ფერმერთა ასოციაციის კვლევაში იყო წარმოდგენილი,- ამის შესახებ ,,ფერმერთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, ნინო ზამბახიძე ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას ეხმიანება.

ზამბახიძე მადლობას უხდის მთავრობას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

,,იშვიათად ვარ კმაყოფილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამებით, თუმცა ეს ის შემთხვევაა,როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მთავრობას მადლობა უნდა ვუთხრა! ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებულია ის საკითხები, რომელიც ფერმერებს აწუხებდა და ასევე ფერმერთა ასოციაციის კვლევაში იყო წარმოდგენილი - თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით; ყოველი ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი; ფერმერები სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან ანუ სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ 2020 წლის განმავლობაში; 50 % გრანტს მიიღებენ ტექნიკაზე; გაგრძელდება ხელშეწყობა, სამაცივრე შემნახველ და გადამამუშავებლებზე; დაფინანსდება სარწყავი სისტემები და სასათბურე მეურნეობები. ეს არასრული ჩამონათვალია ანტიკრიზისული გეგმის”,- წერს ,,ფერმერთა ასოციაციის“ პრეზიდენტი.

დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა დახმარებასა და შეღავათებს სთავაზობს მთავრობა ფერმერებს, გაეცანით ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

რომის პაპი ფრანცისკე

31 მაისი 2020, 17:31

COVID19

რომის პაპის თქმით, პანდემიის დროს ადამიანების გადარჩენა ეკონომიკაზე მნიშვნელოვანია

„ადამიანების გადარჩენაა მნიშვნელოვანი და არა ფულის შენახვა და ეკონომიკის დახმარება, ადამიანების გადარჩენა, რაც ეკონომიკაზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ, ადამიანები წმინდა სულის ტაძრები ვართ, ეკონომიკა კი არა“, - განაცხადა პონტიფექსმა.

ისანი

31 მაისი 2020, 17:25

სამართალი

ისანში კაცი დაჭრეს

უჯარმის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

31 მაისი 2020, 17:23

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ იმაზე უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის „ბამბუ ბიჩ ციხისძირი“ მშენებლობა იწყება სწორედ იმ დროს, როდესაც გლობალური ტურისტული ინდუსტრია დიდი გამოწვევის წინაშე დგას და ტურიზმი ძალიან არის დაზარალებული გლობალური პანდემიის გამო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ციხისძირში, დეველოპერული კომპანიის „რედკოს“ ახალი პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

31 მაისი 2020, 17:05

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოს ენერგეტიკის განვითარება ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცების ერთადერთი გზაა

ასეთი მაღალი სტანდარტისა და სუფთა ტექნოლოგიებით აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც კიდევ შემოგვემატება უახლოეს წლებში, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საწინდარია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით ასეთ პროექტებს და ყოველთვის დავუჭერთ მხარს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შუახევი ჰესის კასკადის მონახულების შემდეგ.

31 მაისი 2020, 16:47

COVID19

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

დედოფლისწყაროში სატვირთო მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ადასტურებენ მუნიციალუტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. pcr ტექსტი უკვე ჩაუტარეს, რომელმაც ვირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა.

31 მაისი 2020, 16:44

რეგიონი

ხელვაჩაურში, საცხოვრებელ სახლთან ახლოს შველი იპოვეს

ხელვაჩაურში, სოფელ ყოროლისთავში მოქალაქემ საცხოვრებელ სახლთან ახლოს შველი იპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შესული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს.

მოჰამად ბაღერ ღალიბაფი

31 მაისი 2020, 16:44

მსოფლიო

ირანის პარლამენტის სპიკერი: ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის აშშ-ზე შური უნდა ვიძიოთ

ვაშინგტონის მიმართ თეირანის სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის შური უნდა ვიძიოთ, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის ახალმა სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა. მისივე თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტი ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებს და კომპრომისებზე წასვლას უსარგებლოდ მიიჩნევს.

სალომე ზურაბიშვილი

31 მაისი 2020, 16:42

საზოგადოება

პრეზიდენტი: პოლიცია იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ჩვენს სიმშვიდეს, რაც ამ პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დამტკიცდა

„პოლიცია ის ინსტიტუტია, რომელიც იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ჩვენს სიმშვიდეს, რაც ამ პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დამტკიცდა. თითოეულ პოლიციელს გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც დღევანდელ რთულ გამოწვევებთან ბრძოლაში იჩენთ. გისურვებთ გამარჯვებებს ქვეყნის საკეთილდღეოდ და წარმატებებს საქართველოს სამსახურში!“,- ნათქვამია ზურაბიშვილის მილოცვაში.

კორონავირუსი ირანი

31 მაისი 2020, 16:29

COVID19

ირანში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 150 ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 63 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 7 797-მდე გაიზარდა.

ბურკინა-ფასო თავდასხმა

31 მაისი 2020, 16:21

მსოფლიო

ბურკინა-ფასოში საქონლის ბაზარზე თავდასხმას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა

რამდენიმე შეიარაღებული კაცი ბაზრის ტერიტორიაზე მოტოციკლებით შევიდა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ქვეყანაში მოქმედ არც ერთ შეიარაღებულ დაჯგუფებას არ აუღია.

კამტიმი

31 მაისი 2020, 16:09

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსისგან 100 წლის ქალი განიკურნა

კამტიმი, რომელსაც ბევრი ინდონეზიელის მსგავსად მხოლოდ სახელი აქვს, საავადმყოფოდან ამ კვირაში მკურნალობის 1-თვიანი კურსის შემდეგ გაწერეს. 1920 წელს დაბადებული ქალი ქვეყნის უხუცესი მოქალაქეა, ვინც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება შეძლო.

თორნიკე რიჟვაძე

31 მაისი 2020, 15:59

საზოგადოება

აზერბაიჯანის შს მინისტრი: დღეს ქართული პოლიცია ემსახურება ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვილაიატ ეივაზოვი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პოლიციელის დღეს ულოცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საფრანგეთი ექიმები

31 მაისი 2020, 15:57

COVID19

ფრანგი მეცნიერების მტკიცებით, კორონავირუსმა ქვეყანაში ჯერ კიდევ ნოემბერში შეაღწია

ფრანგი მეცნიერების მტკიცებით, კორონავირუსმა ქვეყანაში ჯერ კიდევ ნოემბერში შეაღწია. NBC News-ის ცნობით, ამის შესახებ პროფესორ მიშელ შმიტისა და მისი ხელმძღვანელობით მოქმედი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს. ექიმები, რომლებიც საფრანგეთში ნულოვანი პაციენტის ძიებას განაგრძობენ, შეისწავლეს შარშანდელი ავადმყოფების გულმკერდის რენტგენის სურათები და აღმოაჩინეს, რომ სულ მცირე 2 პაციენტს, სიმპტომების მიხედვით, კორონავირუსი ჰქონდა.

ლენი კრავიცი

31 მაისი 2020, 15:37

კულტურა

თბილისში ლენი კრავიცის კონცერტის ახალი თარიღი ცნობილია

თბილისში ლენი კრავიცის კონცერტის ახალი თარიღი ცნობილია, ლეგენდარული მუსიკოსის კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2021 წლის 29 მაისს ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ.

ნინოობა

31 მაისი 2020, 15:35

საზოგადოება

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვას ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს. ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა სამების ტაძარში ქადაგების შემდეგ განაცხადა. წმიდა ნინოს ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: პირველ ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს - გარდაცვალება.

ნათია თურნავა

31 მაისი 2020, 15:15

საზოგადოება

ნათია თურნავა: გვჯერა, რომ პანდემიასთან ბრძოლის შემდეგ, სულ უფრო მეტი ქვეყანა შემოუერთდება ჩვენს უსაფრთხო დერეფანს

„ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დრო ტურისტულ ინდუსტრიაზე ადაპტირებისთვის, რადგან ჩვენს ისტორიულ ტრადიციებთან ეს საქმიანობა ძალიან ახლოსაა და ვამბობთ ხოლმე - „სტუმარი ღვთისაა.“ ამ პროცესმა დააგროვა ღირებული გამოცდილება და ეს არის ქართული სასტუმრო სექტორის მოქნილობის მაგალითი, მოერგოს ახალ ნორმებს. სწორედ ამიტომ, ვაცხადებთ, რომ საქართველო შესაძლოა ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, რადგან საუბარია პროტოკოლების დაცვაზე“- ამის შესახებ ნათია თურნავამ „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კელი დეგნანი
ვახტანგ გომელაური

31 მაისი 2020, 14:58

საზოგადოება

აშშ-ს ელჩმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს პოლიციის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა

აშშ-ს ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს ქართული პოლიციის დღე მიულოცა და სიმბოლურისაჩუქარი გადასცა. შშს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაში, აღმოჩენილი დახმარებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დანაყოფებისთვის პერსონალური დაცვის აღჭურვილობის გადაცემისთვის.

31 მაისი 2020, 14:52

საზოგადოება

ესპანეთის სამეფოს შსს-ს ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები ქართველ პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავენ

ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსდა ქართველ პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

31 მაისი 2020, 14:30

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო საპროტესტო აქცია ნიუ იორკში მიმდინარეობს. ვიდეო

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო საპროტესტო აქცია ნიუ იორკში მიმდინარეობს. ვიდეო, რომელსაც Bloomberg ავრცელებს ნათლად ასახავს, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში და რა რეაქცია მოჰყვა პოლიციის მანქანის გამოჩენას შეკრებილი საზოგადოების მხრიდან.

ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2020, 14:29

COVID19

ამირან გამყრელიძე: მომესმა, რომ მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა, ეს არის დანაშაული, რომელიც უნდა აღიკვეთოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვისკენ. ამის საჭიროება ამირან გამყრელიძემ პირბადის არასწორად გამოყენების შესახებ ცნობების გავრცელების გამო დაინახა. რაღაც მომესმა, რომ ზოგიერთ სამარშრუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო. პირდაპირ გეტყვით, ეს არის დანაშაული და ის უნდა აღიკვეთოს შესაბამისი ორგანოების მიერ , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.