imedi /  13 მაისი 2020, 00:07 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი ონის ჰესების კასკადზე: უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ჩვენი თანამოქალაქეების გრძნობებით თამაშობენ

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

ეს არის რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის და არასამთავრობო ორგანიზაციის სტანდარტული ხელწერა, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი მოსახლეობის გრძნობებით თამაშობენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ონის ჰესების კასკადის“ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ დავინახეთ რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის და არასამთავრობო ორგანიზაციის ქმედება. ეს არის მათი სტანდარტული ხელწერა. სამწუხაროდ, ისინი თამაშობენ ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი მოსახლეობის გრძნობებით. მე რომ რაჭველი ვიყო და ვიღაცამ მითხრას, რომ რაჭა განადგურდება და ეს ულამაზესი ბუნება მოისპობა, ბუნებრივია, მექნება ასეთი რეაქცია, შეიძლება უფრო მძაფრიც, ვიდრე დღეს ვნახეთ. უბრალოდ ისინი ხატავენ აპოკალიპტურ სურათს. ყველა ფაქტი, რომელიც მათი მხრიდან იყო მოყვანილი, იყო არა უბრალოდ უზუსტო, არამედ პირდაპირი ტყუილი. ძალიან თავხედი და უპასუხისმგებლო უნდა იყო, ასეთი რაღაც რომ გააკეთო. შეიძლება ამას მავნებლობაც უწოდო, ამაზე ემოციის გარეშე საუბარი ძალიან მიჭირს. პროცესი რამდენიმე წელი მიმდინარეობდა და ჩვენ არაერთხელ დავაზუსტებინეთ ინვესტორს სხვადასხვა დეტალი, ბევრი დამატებითი შესწავლა მოვითხოვეთ, რათა საბოლოოდ გამართული დოკუმენტაცია მიგვეღო. საგანგებო მდგომარეობის დროს ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ვადები გაწერილია კანონმდებლობაში. ისინი ამბობენ, რომ რაღაც საბჭოთა კანონმდებლობით ვსარგებლობთ, თუმცა ეს კანონმდებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არის მიღებული. ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება ექსპერტულ დასკვნებს. სახელმწიფო სამსახურები მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოქმედებენ და მკაფიოდ არის გაწერილი, რომ არ უნდა მოხდეს ნეგატიური ზემოქმედება მინერალურ წყლებზე, ეკოსისტემაზე და ასე შემდეგ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მანამდე ონის ჰესების კასკადთან დაკავშირებით მედიაში გასულ ინფორმაციას სს „ონი კასკადმა“ განცხადებით უპასუხა.

ყველა სიახლე

05 ივნისი 2020, 00:59

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დაკავებულ სამ ყოფილ პოლიციელს სასამართლომ გირაოს სახით 1 მილიონი დოლარი შეუფარდა

პოლიციის სამ ოფიცერს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდთან დაკავშირებული ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, სასამართლომ გირაოს სახით 1 მილიონი დოლარი შეუფარდა.

გრიგორე ლუპი

05 ივნისი 2020, 00:54

ტაბლოიდი

რუმინელმა მეწაღემ სოციალური დისტანცირების დასაცავად სპეციალური ფეხსაცმელი შექმნა

რუმინელმა მეწაღემ შექმნა ფეხსაცმელი, რომელიც ადამიანებს სოციალური დისტანცირების წესების დაცვას გაუადვილებს. ამის შესახებ გამოცემა Independent-ი წერს. ქალაქ კლუჟის მკვიდრის, გრიგორე ლუპის მიერ შექმნილი ფეხსაცმლის ზომა ევროპული ფორმატით 75-ს უდრის.

თამარ ქიტიაშვილი

05 ივნისი 2020, 00:49

საზოგადოება

რა გამოწვევების წინაშე დადგა პროფესიული სწავლება და რა სიახლეებია პროგრამების მიმართულებით

„როგორც აღმოჩნდა, მომავალში შესაძლოა ჩვენ დისტანციური სწავლების გარკვეული კომპონენტები შევინარჩუნოთ კიდეც და სწორედ ამ მიმართილებით ჩვენი დონორების მხარდაჭერით ახლა ვმუშაობთ სხვადასხვა პლატფორმის შექმნაზე იმისათვის, რომ მეტი რესუსრსი გახდეს სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი და იმ კომპონენტების დანერგვა შევძლოთ, რომლებსაც პროფესიული განათლება შეითვისებს და შეითავსებს დისტანციური და შერეული სწავლების პრინციპის გათვალისწინებით“- აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.

ლადო ბოჟაძე

05 ივნისი 2020, 00:44

პოლიტიკა

ლადო ბოჟაძე: გიორგი არველაძე მიხეილ სააკაშვილის უერთგულესი თანამებრძოლია

გიორგი არველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ უერთგულესი თანამებრძოლია მთელი ამ წლების განმავლობაში. მას ძალიან მაღალი თანამდებობები ეკავა, დღესაც მიხეილ სააკაშვილის უერთგულესი თანამებრძოლია და იმყოფება უკრაინაში, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ის, რასაც ვერ ან არ გაახმოვანებს სააკაშვილი, სავარაუდოდ, დირექტივების მიმცემი ასე საჯაროდ, Facebook-ით გიორგი არველაძე იქნება.

05 ივნისი 2020, 00:24

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის კუბოსთან მუხლზე დაჩოქილი მინეაპოლისის მერი ატირდა. ვიდეო

მინეაპოლისში, ჩრდილოეთის ცენტრალურ უნივერსიტეტში ჯორჯ ფლოიდის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს მინეაპოლისის მერი, ჯეიკობ ფრეიც დაესწრო. ქალაქის მერმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგო. იგი ჯორჯ ფლოიდის კუბოსთან მუხლებზე დაიჩოქა და ატირდა.

ლადო ბოჟაძე

05 ივნისი 2020, 00:22

პოლიტიკა

ლადო ბოჟაძე: ისტორიას რომ გადავხედოთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში არ გაუმარჯვია

„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მიზანი ერთადერთია - როგორმე შენარჩუნდეს არსებული საარჩევნო სისტემა ერთადერთი მიზეზით, რომ მათ გააგრძელონ საუბარი, რომ სისტემა არის უსამართლო და არჩევნების შედეგები იქნება აქედან გამომდინარე არალეგიტიმური, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა

05 ივნისი 2020, 00:11

COVID19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი: საპროტესტო აქციების მონაწილეებმა კორონავირუსზე ტესტირება უნდა გაიარონ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, საპროტესტო აქციების მონაწილეებმა კორონავირუსზე ტესტირება უნდა გაიარონ.

გიორგი გახარია

05 ივნისი 2020, 00:08

პოლიტიკა

გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ კოალიციური მმართველობის საჭიროება არ იქნება

„გაერთიანება ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ, იქ ვინაიდან მთავარი ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“, ჩემთვის ისე ჩანს, რომ ის ყველა სხვა პოლიტიკურ ჯგუფს შთანთქავს თავის თავში. გაერთიანება ეს შედეგს მოიტანს. გაერთიანება შეიძლება მომგებიანი იყოს ნაცმოძრაობისთვის, მაგრამ დამღუპველი ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ჯგგუფისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ ასოცირდება ნაციონალურ მოძრაობასთან“- აღნიშნა გიორგი კახიანმა.

გიორგი კახიანი

04 ივნისი 2020, 23:59

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ოპოზიციური გაერთიანება სრულიად ეკლექტური ერთობაა

ოპოზიციური გაერთიანება სრულიად ეკლექტური ერთობაა, როდესაც სრულიად განსხვავებული ღირებულებების მქონე პოლიტიკური ჯგუფები არიან გაერთიანებული - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციური გაერთიანება დროებითია და ეს უკვე ჩანს.

გიორგი კახიანი

04 ივნისი 2020, 23:54

პოლიტიკა

გიორგი კახიანი გიორგი არველაძის მოწოდებაზე: ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათია

მე არ ვიცი ამ განცხადებით ის სააკაშვილს ახმოვანებს თუ სხვა ჩანაფიქრია, მაგრამ ჩემთვის ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათი, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატის, გიორგი არველაძის განცხადებას, რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით.

04 ივნისი 2020, 23:44

პოლიტიკა

გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თავისი ქმედებებებით ქვეყანა დააზიანონ, ისინი მხოლოდ თავის თავს დააზიანებენ

რა თქმა უნდა, ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს ვერ დააყენებს. მით უმეტეს, თუ ამ პროცესს განერიდნენ და მასში მონაწილეობა არ მიიღეს ანუ დარჩნენ იმ პოზიციაზე, რასაც დღეს აცხადებენ ღიად - ამის შესახებ გიორგი კახიანმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

გიორგი კახიანი

04 ივნისი 2020, 23:35

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ოპოზიცია ვერანაირ ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის შანსს არჩევნებში ვერ ხედავს. ისინი განცხადებებს აკეთებდნენ, რომ მიუხედავად ყველაფრის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერენ, შემდეგ პოზიცია შეიცვალეს. ეს მათი არათანმიმდევრულობა ბევრ რამეზე მეტყველებს. როგორც აქამდე, ყველა არჩევნებში მათი მცდელობები იყო წარუმატებელი და ვერანაირ შედეგს ვერ იღებდნენ, გარდა იმისა, რომ ძალიან დის მარცხს განიცდიდნენ, თუ რიტორიკას ასე გააგრძელებენ იგივე შედეგით დაამთავრებენ ამ არჩევნებსაც, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

გიორგი კახიანი

04 ივნისი 2020, 23:32

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: თუ ცვლილებები ვერ განხორციელდა, არჩევნები იმ სისტემით ჩატარდება, რომელიც დღეს მოქმედებს

თუ მოხდა და ეს ცვლილებები ვერ განხორციელდა, არჩევნები იმ სისტემით ჩატარდება, რომელიც დღეს მოქმედებს, შერეული სისტემით. ჩვენთვის ეს სისტემა შესაძლოა უფრო მომგებიანიც იყოს, მაგრამ ჩვენ საკითხს ასე არ ვუყურებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.

ბილ გეითსი

04 ივნისი 2020, 23:26

COVID19

ბილ გეითსი: რთულია ჩემ შესახებ შეთქმულების თეორიების უარყოფა, რადგან ძალიან სულელური თეორიებია

The Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა უარყო გავრცელებული შეთქმულების თეორიები იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებით იგი კაცობრიობის ჩიპირებას აპირებს.

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 23:23

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები ღიად ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვილებებს მხარს დაუჭერენ

რა თქმა უნდა, გარკვეული პირადი ურთიერთობები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ამ საკითხზე იყო, მაგრამ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ისინი ღიად აცხადებდნენ- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ კითხვას, უჭერენ თუ არა დამოუკიდებელი კანდიდატები მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

უილიამ ბარი

04 ივნისი 2020, 23:04

მსოფლიო

აშშ-ის გენერალური პროკურორი: არსებობს მტკიცებულება, რომ გარე ძალები ყველა მხარეს თამაშობენ საპროტესტო აქციებზე ძალადობის წასაქეზებლად

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე განხორციელებული ძალადობის გამოძიებამ ცხადყო, რომ არა მხოლოდ სხვადასხვა ექსტრემისტი იყენებს არეულობას საკუთარი მიზნებისათვის, არამედ გარე ძალებიც მონაწილეობენ მასში.

04 ივნისი 2020, 23:02

საზოგადოება

თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსების ფასადები განათდა

შესაბამისი განათების სისტემა უნივერსიტეტის ძალისხმევით დამონტაჟდა. თსუ-ს მეორე კორპუსის სარემონტო სამუშაოებისა და ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ეტაპზე, ფასადების განათების გარდა, უნივერსიტეტის ეზოში არსებული დაზიანებული ნარგავები განახლდება. გამწვანების სამუშაოები უახლოეს მომავალში, დედაქალაქის მერიასთან ერთად იგეგმება.

ზურაბ ჯაფარიძე

04 ივნისი 2020, 22:26

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე გიორგი არველაძის მოწოდებაზე: გაუძღვეს რევოლუციას და ვნახოთ ვინ გაჰყვება

საქართველოში არის პარტიები, რომელსაც შეიძლება ნაყარ-ნუყარი დაუძახო, მანდ ვერ შევეკამათები, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. რაც შეეხება რევოლუციურ გეგმებს, მისი თქმით, არველაძე თავადვე გაუძღვეს რევოლლუციას და გამოჩნდება ვინ გაჰყვება.

გოგა ხაინდრავა

04 ივნისი 2020, 22:24

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: უგულავას და ბოკერიას ცეცხლივით ეშინიათ რურუასი

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რას ნიშნავს ხანდაზმულობის ვადა. თორაძეების ოჯახში შვიდი ადამიანი მოკლეს: დედა, მამა და 5 ძმა როგორ შეიძლება ამ დანაშაულს ჰქონდეს ხადაზმულობის ვადა?! ე.ი. 20 წლის წინ ეს იყო დანაშაული და 20 წლის მერე ეს დანაშაული აღარ არის?!, - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

04 ივნისი 2020, 22:12

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რევოლუციური სცენარი დამარცხებისთვისაა განწირული

ეს იყო გაგრძელება მიხეილ სააკაშვილის, შემდეგ მელიას და ოქრუაშვილის აღიარებების. პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მსჯელობენ ასეთ საკითხებზე, რადგან ზუსტად იციან, რომ არჩევნები მათი გამარჯვების გზა ვერ იქნება- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გიორგი არველაძის განცხადებას.