IMEDI /  13 მაისი 2020, 11:56 / სანდო წყარო

70 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის პენსიის ზრდის უფრო მაღალი ინდექსი წესდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ის საკითხები წარადგინა, რომელსაც მომდევნო პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.

მათ შორისა სახელმწიფო პენსიის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები, რაც პენსიის ინდექსაციას გულისხმობს. „მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვზრდით პენსიას, როგორც პირობა იყო მიცემული, ამის გარდა მოხდება პენსიის ინდექსაცია, რაც ნიშნავს, რომ პენსიონერებს ეკონომიკის ზრდის პარალელურად, ყოველწლიურად გაეზრდებათ პენსიები იმის მიხედვით, თუ რა ეკონომიკური ზრდა ექნება ქვეყანას“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული წესი განისაზღვრა, რითაც პენსიის ოდენობა გამოითვლება. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

ინიციატივაში აღნიშნულია, რომ პენსიის ოდენობა აისახება გაანგარიშებული შემდეგი წესით – 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით; ასევე 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის, ჯამით, რომელიც უდრის ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს დამატებული ბოლო ექვსი კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს, რომ აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ოდენობა, მრგვალდება მეტობით, უახლოეს ხუთის ჯერად რიცხვამდე.

მთავრობის ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლის აპრილის მდგომარეობით, 770 ათასი ასაკით პენსიონერია, რომელთა პენსიაც 220 ლარს შეადგენს და 2020 წლის ივლისიდან 70 წლის ასაკის ზემოთ პენსიონერებისთვის დაგეგმილია დამატებით 30 ლარიანი ზრდა. ასევე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები დამატებით იღებენ პენსიაზე დანამატს (20 პროცენტი).

ყველა სიახლე

მარკ ცუკერბერგი და დონალდ ტრამპი

06 ივნისი 2020, 14:45

ტექნოლოგიები

დონალდ ტრამპის პოსტის შემდეგ მარკ ცუკერბერგი Facebook-ის პოლიტიკის გადახედვას აპირებს

Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი გეგმავს, სოციალური ქსელის პოლიტიკას გადახედოს. ეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სოცქსელში გამოქვეყნებული პოსტის რეაგირების გარეშე დატოვებას საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

06 ივნისი 2020, 14:40

ტექნოლოგიები

რუსეთის მთავრობა მოქალაქეთა გენეტიკური მონაცემების ბაზას შექმნის

ბაზის შექმნაზე რუსეთის მთავრობა და კვლევის ეროვნული ცენტრი იმუშავებენ. მუშაობის პირველი ეტაპის შედეგების შესახებ რუსეთის პრემიერი და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი პრეზიდენტის წინაშე 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა წარდგენ.

ალექსანდრ ლუკაშენკო

06 ივნისი 2020, 14:37

COVID19

ალექსანდრ ლუკაშენკო: ბელარუსში ხუთი პანდემია გვაქვს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გარდა ქვეყანაში კიდევ ოთხი პანდემია მძვინვარებს - ჯანდაცვის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და ინფორმაციის მიწოდების დარგებში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო BELTA ავრცელებს.

06 ივნისი 2020, 14:23

მსოფლიო

ერგნეთში აქცია-პერფორმანსი გაიმართა, სადაც დე-ფაქტო რეჟიმი გააპროტესტეს

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა ერგნეთში აქცია-პერფორმანსი ცხინვალიდან 1-კილომეტრში გამართა, სადაც დე-ფაქტო რეჟიმი გააპროტესტეს. მოხალისე ეპიდემიოლოგებმა და ვირუსოლოგებმა ქართული წარმოშობის კოღოებისა და სხვა მწერებისგან აღებული ნაცხები შეაგროვეს და ანატოლი ბიბილოვისთვის, სიმბოლურად, საოკუპაციო ხაზთან დატოვეს.

06 ივნისი 2020, 14:19

COVID19

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ლიცენზია კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ პრეპარატზე გასცა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ადგილობრივი წარმოების პრეპარატი „ლევილამბი“ დაარეგისტრირა, - ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება. უწყება განმარტავს, რომ პრეპარატი მძიმე პაციენტებში ე.წ. „ციტოკინურ შტორმს“ აფერხებს. ერთი კვირის წინ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ლიცენზია კიდევ ერთ კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატზე გასცა.

ავსტრალია აქცია

06 ივნისი 2020, 14:16

მსოფლიო

ავსტრალიაში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაში ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მარშები პოლიციის მიერ დაკავებული ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო გაიმართა, თუმცა დემონსტრანტებმა ხაზი ავსტრალიის აბორიგენების მარგინალიზაციასა და ცუდ მოპყრობას გაუსვეს.

06 ივნისი 2020, 14:11

COVID19

ინდონეზიაში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდონეზიაში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. 24 საათის განმავლობაში აქ 993 ახალი შემთხვევა აღწერეს. ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე 30 514-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა და COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვი უკვე 1 801-ს გაუტოლდა.

06 ივნისი 2020, 13:59

მსოფლიო

NBA-ს კალათბურთელი ტრამპს თეთრი სახლიდან გაგდებით დაემუქრა

NBA-ს ჩემპიონი სტივენ ჯეკსონი, რომელიც პოლიციელების მოკლული ჯორჯ ფლოიდის მეგობარი იყო, პირობას დებს, რომ დონალდ ტრამპს თეთრი სახლიდან გააძევებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას clutchpoints ავრცელებს. „გპირდები, რომ ნოემბერში თეთრ სახლში აღარ იქნები. შენ გადაგირჩევენ. ჩვენ მოვალთ და თეთრი სახლიდან გაგაგდებთ. ამას გააკეთებს 18 ქვეყანა და ამერიკის 50 შტატი, სადაც საპროტესტო აქციები იმართება. შენ აღარ იქნები თეთრ სახლში,“- განაცხადა კალათბურთელმა.

06 ივნისი 2020, 13:57

COVID19

ირანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას ერთ-ერთმა ქორწილმა შეუწყო ხელი

„ერთ ადგილას, ჩვენ პანდემიის პიკი ვიხილეთ. ამის წყარო კი იყო ქორწილი. შეკრებამ პრობლემა შეუქმნა ადამიანებს, ჯანდაცვის მუშაკებსა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას“ - განაცხადა ჰასან როუჰანმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში საუბრისას, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, თუ სად ჩატარდა აღნიშნული ქორწილი.

კახა კალაძე

06 ივნისი 2020, 13:51

ტაბლოიდი

თბილისის მერმა მოქალაქეს, რომელიც გუშინ ვარკეთილში დაუპირისპირდა, მაისური აჩუქა

„სავარაუდოდ, თვითონ შემოიხია მაისური, ამიტომაც ერთ მაისურს მას, მეორეს კი „მთავარ არხს“ გადავცემთ საჩუქრად”, - განაცხადა კალაძემ და ჟურნალისტებს შავი მაისური აჩვენა, რომელზეც მოქალაქის და მიხეილ სააკაშვილის საერთო ფოტოა გამოსახული.

06 ივნისი 2020, 13:51

მსოფლიო

ცხინვალში ე.წ. იუსტიციის მინისტრს სახლის ფანჯრები ჩაუმსხვრიეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. იუსტიციის მინისტრს სახლის ფანჯრები ჩაუმსხვრიეს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ დეფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ზალინა ლალიევას სახლზე ღამის 23:00-ზე განხორციელდა.

06 ივნისი 2020, 13:39

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 930 ადამიანს კი ვირუსი დაუდგინდა. სულ ქვეყანაში ინფიცირების 168 340 შემთხვევაა აღწერილი, 4 648 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 133 400 კი გამოჯანმრთელდა. თურქეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 მარტს გამოვლინდა.

ბათუმის სასამართლო

06 ივნისი 2020, 13:38

რეგიონი

„ლავასოღლის“ მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 8 პირი 1000 ლარით დაჯარიმდა, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის („ლავასოღლი“) მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების საქმეზე იმსჯელა. მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ცხრავე პირი სამართალდამრღვევად ცნო, აქედან რვა მათგანი 1000-1000 ლარით დააჯარიმა, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

06 ივნისი 2020, 13:28

საზოგადოება

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში და პანდემიის პერიოდში საკუთარ მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს: დღეიდან, ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობისას არ დაიხარჯება მობილური ინტერნეტი და გამოყენება უკვე იმ შემთხვევაშიც კი იქნება შესაძლებელი თუ მობილურის ბალანსზე თანხა ან მობილური ინტერნეტის მეგაბაიტები არ არის ხელმისაწვდომი.

ბათუმი პლაჟი

06 ივნისი 2020, 13:24

COVID19

თენგიზ ცერცვაძემ განმარტა რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება

„ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

06 ივნისი 2020, 13:19

საზოგადოება

როგორ დავიცვათ ზაფხულში ბავშვები ნაწლავური ინფექციებისგან? - პედიატრის რჩევები

რას უკავშირდება ზაფხულში ინფექციების გავრცელების მაღალი მაჩვენებელი და რატომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით ბავშვების შემთხვევაში? - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ანატომიასთან“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პედიატრმა და თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

ლუის ჰამილტონი

06 ივნისი 2020, 13:16

მსოფლიო

ლუის ჰამილტონის თქმით, მას ბავშვობაში მუქი ფერის კანის გამო ხშირად აბულინგებდნენ და სცემდნენ

ლუის ჰამილტონის თქმით, მას ბავშვობაში მუქი ფერის კანის გამო ხშირად აბულინგებდნენ და სცემდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც მან აღნიშნა, მასზე ისეთი ნეგატიური ფსიქოლოგიური ეფექტები გამოიწვია ამ ყველაფერმა, რისი გაზომვაც შეუძლებელია. ფორმულა 1-ის ექვსგზის ჩემპიონმა სპორტის გარდა სახელი რასიზმისა და უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლითაც გაითქვა.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივნისი 2020, 13:08

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ტურიზმის აღდგენა ძალიან დიდი გამოცდა იქნება

„ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდა, იმიტომ რომ შეზღუდვების მოხსნის პირობებში საზოგადოებამ მაინც შეინარჩუნა ის ჩვევები და ქართველებმა გამოავლინეს მათთვის არადამახასიათებელი მობილიზება და პასუხისმგებლობის გრძნობა და ამიტომ შეზღუდვების მოხსნა კარგად გადაიტანეს. ჯერ ზღვაზე გასვლის მასობრივი სეზონი და შემდეგ უკვე საერთაშორისო ტურიზმის გახსნა იქნება ძალიან დიდი გამოცდა“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მირტაგი ასადოვი

06 ივნისი 2020, 13:02

სამართალი

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუსში გამოკითხვაზე იმყოფება

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგ ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სუს-ში დაუდასტურეს. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივნისი 2020, 12:56

COVID19

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში შეზღუდვების მოხსნას ეპიდსიტუაციაზე უარყოფითი გავლენა არ მოჰყოლია

„თქვენ ხედავთ რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სადაც შეზღუდვები მოიხსნა. რაღაც კატასტროფა ხდება. დღეში ჰყავთ იმაზე მეტი ავადმყოფი ვიდრე ჩვენ 3 თვის განმავლობაში დაგვიგროვდა. მაგრამ ჩვენთან, საქართველოში შეზღუდვების მოხსნას ჯერჯერობით არანაირი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ისევ გრძელდება ერთეული შემთხვევები, რაც იქნება“, - აღნიშნა ცერცვაძემ.