www.imedi.ge /  13 მაისი 2020, 18:10 / სანდო წყარო

ირაკლი კოვზანაძე: დანაპირები ძალაში რჩება და 1-ლი ივლისიდან პენსიები გაიზრდება

ირაკლი კოვზანაძე

ირაკლი კოვზანაძე

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბიუჯეტში ყოველდღიურად განვიცდით დანაკლისს, ძალაში დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებული ცვლილება და 1-ლი ივლისიდან 30 ლარით იზრდება პენსიები 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის და მათთვის პენსია 250 ლარი ხდება, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.


მისი თქმით, პარლამენტის ბიუროზე 2 უმნიშვნელოვანესი კანონ-პროექტი შევიდა, რომელთაგან ერთი პენსიების იდექსაციის საკითხს ეხება, ხოლო მეორე - საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს. ორივე ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმიდან გამომდინარეობს.

„პენსია ყველასთვის არის 220 ლარი, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის უფრო მაღალი კოეფიციენტით არის პენსია გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბიუჯეტში ყოველდღიურად განვიცდით დანაკლისს, ძალაში დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებული ცვლილება, რომ 1-ლი ივლისიდან 30 ლარით იზრდება პენსიები 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის და მათთვის პენსია 250 ლარი ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე 1-ლი აპრილიდან ჩვენ ეკონომიკური პრობლემები უკვე დაწყებული გვაქვს და მაისში ეს აშკარად მოჩანს, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, როგორც კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომელიც ყოველდღიურად ვხედავ იმ დანაკლისს, რაც ჩვენ ბიუჯეტში გვაქვს, მაგრამ ეს პენსიების გაზრდაზე არ აისახება, დანაპირები ძალაში რჩება და 1-ლი ივლისიდან პენსიები გაიზრდება. 2020 წლის ბიუჯეტი რომ დავამტკიცეთ, ეს ცვლილება ჩადებული გვქონდა“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 15:11

პოლიტიკა

გიორგი გახარია ოპოზიციაზე: ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს

ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰქონიათ, რომ გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

29 მაისი 2020, 15:07

პოლიტიკა

38 000 მოქალაქეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟების თანხა გადაუვადდა

38 000 მოქალაქეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟების თანხა გადაუვადდა იმისთვის, რომ მოულოდნელი კრიზისის პირობებში ადამიანებს ჯიბიდან ფული არ ჰქონოდათ ამოსაღები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

რომან გოცირიძე

29 მაისი 2020, 14:59

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მოშიმშილე ქვეყანაა მსოფლიოში

2 დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის 11-საათიანი მოხსენება, თუმცა ვერ მოვისმინეთ ვერ ერთი ზუსტი და დამაიდებელი პასუხი, რომელიც ამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ჩვენს მოქალაქეებს სიმშვიდეს, მხარდაჭერასა და დახმარებას მოუტანდა- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენენ

ჩჟაო ლიცზიანი

29 მაისი 2020, 14:53

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: აშშ-ს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჰონგ-კონგის საკითხზე პოლიტიკური მანიპულაციები

ჩინეთის მთავრობა აშშ-ის წინააღმდეგ ყველა საჭირო კონტრზომას მიიღებს, თუ ამერიკული მხარე ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევას განაგრძობს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:50

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

თორნიკე შენგელია

29 მაისი 2020, 14:47

სპორტი

Eurobasket.com-ის მიერ გამოქვეყნებულ საუკთესოთა სიაში თორნიკე შენგელია მოხვდა

Eurobasket.com-მა კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ევროლიგის გათამაშება შეაჯამა და საუკეთესოები დაასახელა. ამ შემადგენლობაში არის ესპანური „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია. შენგელია დასახელდა ევროლიგის პირველ სიმბოლურ ნაკრებსა და ევროპელთა გუნდში. მიმდინარე სეზონში თორნიკეს ანგარიშზე საშუალოდ: 15.9 ქულა, 5.6 მოხსნა და 2.9 პასი იყო. ევროლიგის მიმდინარე გათამაშება მარტის დასაწყისში შეწყდა, 25 მაისს კი, სეზონი გაუქმდა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:47

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს

„პრობლემა გახლავთ ის, რომ დღეს, როდესაც უმწვავესი კრიზისის დროს, ჩვენ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისთვის ვიბრძვით და იმისთვის, რომ ადამიანებს ოჯახში შესატანი შემოსავალი შევუნარჩუნოთ, ამ დროს სპეკულირებენ და პოლიტიკური ქულებისა და დივიდენდების აკრეფას ცდილობენ გაჭირვებაზე, ადამიანების სიღარიბეზე“.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:44

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ბატონ რომან გოცირიძეს და მის პოლიტიკურ ძალას საერთოდ არ აინტერესებდათ, რა იყო თვითდასაქმებული

ქართულ ეკონომიკაში 2012 წლამდე თვითდასაქმებულის მცნება საერთოდ არავის აინტერესებდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის კითხვას უპასუხა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:38

საზოგადოება

გიორგი გახარია: 2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს ჯანდაცვის დაფინანსება 1 მლრდ 76 მლნ ლარია

მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდგომ და დღევანდელი ფაქტით, საქართველოს ბიუჯეტის 1/3 არის მიმართული სოციალური ხარჯებისთვის, რაც აქამდე ასე არ იყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს კი ეს არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი.

29 მაისი 2020, 14:33

პოლიტიკა

გიორგი გახარია პარლამენტის თავმჯდომარეს: მკაცრად დაიცავით რეგლამენტი, ეს მოგვცემს საშუალებას, ხალხზე მეტი ვიზრუნოთ, ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვას ვუპასუხოთ

მან პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართა: „ბატონო თავმჯდომარე, მინდა, გთხოვოთ, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ ჩვენ 11 საათი აქ ვიდექით და ეს იყო სულ ერთ დღის წინ, მკაცრად დაიცვათ რეგლამენტი. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ ელემენტარულად, ხალხზე მეტი ვიზრუნოთ, ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვას ვუპასუხოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:31

საზოგადოება

გიორგი გახარია: 2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები უფასო გახდა, ამ წლის შემდეგ მშობლებს სასკოლო წიგნებში ფული არ გადაუხდიათ

„საქართველოს მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ ბავშვები, განსაკუთრებით მთიან და აგრარულ რაიონებში სკოლებში მიგვეყვანა. ეს ყოველდღიურად მშობლების ჯიბიდან ამოღებული ფული იყო და ეს არის 100 მილიონი მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების ნაწილში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:28

პოლიტიკა

გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. LIVE

პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ. პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს ვირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიში საკუთარი ინიციატივით ორი დღის წინ წარუდგინა, თუმცა წინ კიდევ ერთი მოხსენებაა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:28

პოლიტიკა

გიორგი გახარია: 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 10.5%-ით შემცირდა

ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე 10.5%-ით შემცირდა. 2012 წელს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ზე მეტი იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 19.5%-ია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ტომაშ პეტრშიჩეკი

29 მაისი 2020, 14:26

პოლიტიკა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხმიანება

ჩეხეთის რესპუბლისკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტომაშ პეტრშიჩეკი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რუსეთის უკანონო ნაბიჯებს ოფიციალური Twitter გვერდის მეშვეობით ეხმაურება. „არ შემიძლია არ გავიმეორო, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები, ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას. სავალალოა, რომ ე.წ. „ბორდერიზაცია“ და სხვა უკანონო მოქმედებები COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, გრძელდება“, - წერს ტომაშ პეტრშიჩეკი.

ირაკლი სესიაშვილი

29 მაისი 2020, 14:12

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ოპოზიციას ძლიერი სახელმწიფო და ქვეყნის წარმატება არ აწყობს

პრემიერმა ყველა კითხვას 27 მაისს ამომწურავი პასუხი გასცა. ჩვენს მიღწევებს ვირუსთან ბრძოლაში საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, ერთადერთი, ვინც ეს ვერ გაიგო, იყო ოპოზიცია. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

29 მაისი 2020, 14:10

სამართალი

ეტაპობრივი გახსნის შედეგად თბილისში 31 სანოტარო ბიურო ამოქმედდა

სანოტარო ბიუროების გახსნა და მათი ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება 20 მაისს თბილისით დაიწყო და კვლავაც გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „სანოტარო ბიუროების ინპექტირებისა და შესაბამის ნოტარიუსებთან სამუშაო შეხვედრების გამართვის შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეისათვის თბილისში 31 სანოტარო ბიუროზე უკვე გასცა მუშაობის განახლების ნებართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

29 მაისი 2020, 14:04

პოლიტიკა

„ლელო“ საპარლამენტო არჩევნებში თავის კანდიდატს ყველა მაჟორიტარულ ოლქში წარადგენს

როგორც პარტიის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, მათ ოცდაათივე ოლქში ეყოლებათ კანდიდატი და არ გამორიცხავენ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები გაიარონ. თუმცა როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთო კანდიდატზე ისინი თანახმა არიან.

ფახულანი-საბერიოს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან აქცია

29 მაისი 2020, 13:54

რეგიონი

ფახულანი-საბერიოს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მოქალაქეთა ნაწილმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გააპროტესტა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფახულანი-საბერიოს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, სამოქალაქო მოძრაობის "ხმა" ორგანიზებით, აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის დროშებით მივიდნენ ე.წ. საზღვართან და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

29 მაისი 2020, 13:40

საზოგადოება

მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა

მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა. დღეიდან ქალაქში ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდება.

29 მაისი 2020, 13:40

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ ახალი ლოგო და კამპანია წარადგინა

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური ორგანიზაციის ახალი ლოგო და კამპანია, სახელწოდებით „ახალი ძალა, ახალი იმედი“ წარადგინა. ხაზარაძის განცხადებით პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ახალი ლოგოტიპი გამარჯვებისა და მშვიდობის სიმბოლოა.