15 მაისი 2020, 10:27 / სანდო წყარო

კორონავირუსით გამოწვეულმა მსოფლიო ზარალმა შესაძლოა $8.8 ტრილიონს მიაღწიოს - ADB-ის ახალი ანგარიში

მსოფლიო ეკონომიკამ ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის შედეგად შესაძლოა 5.8-დან 8.8 ტრილიონ აშშ დოლარამდე იზარალოს, რაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6.4%-დან 9.7%-მდეა, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის დღეს გამოქვეყნებულ (ADB) ანგარიშში.

ანგარიში, კოვიდ-19-ის პოტენციური ეკონომიკური ზეგვლენის განახლებული შეფასება, ადგენს, რომ ეკონომიკურმა ზარალმა აზიასა და ოკეანეთში შესაძლოა იმერყეოს 1.7 ტრილიონი აშშ დოლარიდან — გავრცელების სწრაფი შეკავების, სამთვიანი სცენარის შემთხვევაში — 2.5 ტრილიონ აშშ დოლარამდე— ხანგრძლივი შეკავების ექვსთვიანი სცენარის შემთხვევაში, რაც მსოფლიო წარმოებაში რეგიონის წვლილს 30%-ით შეამცირებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ შესაძლოა 1.1-დან 1.6 ტრილიონ აშშ დოლარამდე ზარალი ნახოს.

ახალი ანალიზი აზიის განვითარების პროგნოზი 2020-ის მონაცემების განახლებული ვერსიაცაა. 3 აპრილს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში მსოფლიო ზარალი 2.0-დან 4.1 ტრილიონ აშშ დოლარამდე იყო ნავარაუდევი.

მსოფლიოს მასშტაბით მთავრობები პანდემიის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირებით გამოირჩეოდნენ და მიიღეს როგორც ფისკალური და სავალუტო რეგულაციების შემსუბუქების ზომები, ასევე გაზარდეს ხარჯვა ჯანდაცვის სფეროში და პირდაპირი დახმარება მოგებასა და შემოსავლებში არსებული დანაკარგების შესამცირებლად. ანგარიშის მიხედვით, თუ მთავრობები მსგავს ღონისძიებებს გააგრძელებენ, ამან შესაძლოა კოვიდ-19-ის ეკონომიკური ზემოქმედება 30%-დან 40%-მდე შეარბილოს და პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური დანაკარგები 4.1-დან 5.4 ტრილიონ აშშ დოლარამდე შუალედში შეამციროს. ანალიზი, რომელიც იყენებს გლობალური ვაჭრობის ანალიზის პროექტის ზოგადი ეკვილიბრუმის მოდელს, მოიცავს პანდემიისგან დაზარალებულ 96 ეკონომიკას კოვიდ-19-ის 4 მილიონზე მეტი რეგისტრირებული შემთხვევით. ტურიზმის, მოხმარების, ინვესტიციების, ვაჭრობისა და წარმოების ჯაჭვების შოკებს, რომელიც აზიის განვითარების პროგნოზი 2020-ში იყო ნავარაუდევი ახალ ანგარიშში ემატება გადამცემი არხები, როგორიცაა ვაჭრობის ხარჯების ზრდა, რაც აფერხებს მობილობას, ტურიზმს და სხვა დარგებს; დარღვევები მიწოდების ჯაჭვში, რაც უარყოფითად მოქმედებს მწარმოებლუნარიანობასა და ინვესტიციებზე; და მთავრობის საპასუხო პოლიტიკა, რომელიც კოვიდ-19-ის მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენას არბილებს.

„ახალი ანალიზი წარმოადგენს კოვიდ-19-ის პოტენციური მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზემოქმედების ფართო სურათს. ის ასევე ხაზს უსვამს ზარალის შესამცირებლად მთავრობის ღონისძიებების მნიშვნელობას. ახალი მონაცემები შესაძლოა მთავრობებს სახელმძღვანელოდაც გამოადგეს და იმ ზომების განსაზღვრაში დაეხმაროს, რაც პანდემიის შეკავებასა და ეკონომიკებსა და მოსახლეობაზე მისი ზემოქმედების შერბილებაში დაეხმარება”, - განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა, იასუიუკი სავადამ.

ADB-ის კოვიდ-19-ის რეგულაციების მონაცემთა ბაზა შეიცავს დეტალურ ინფორმაციას იმ მთავარ ეკონომიკურ მექანიზმებზე, რასაც ADB-ის წევრები პანდემიის წინააღმდეგ მიმართავენ. გავრცელების შეკავების მოკლე და გრძელ სცენარებში ანგარიში განმარტავს, რომ საზღვრების ჩაკეტვა, სამგზავრო შეზღუდვები და კარანტინი, რაც პანდემიით დაზარალებულმა ეკონომიკებმა კოვიდ-19-ის გავრცელების შესაჩერებლად მიიღეს, მსოფლიო ვაჭრობას სავარაუდოდ 1.7-დან 2.6 ტრილიონ აშშ დოლარამდე შეამცირებს. დასაქმება მსოფლიოს მასშტაბით შემცირდება 158-დან და 242 მილიონამდე სამუშაო ადგილით, რაც აზიასა და ოკეანეთში ჯამური სამუშაო ადგილების დაკარგვის 70%-ს შეადგენს. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან შემოსავლის შემცირება 1.2-დან 1.8 ტრილიონ აშშ დოლარამდეა მოსალოდნელი, რომლის 30%-ს რეგიონის ეკონომიკები იგრძნობენ, ანუ 359 მილიარდიდან 550 მილიარდ აშშ დოლარამდე.

„ჯანდაცვის ხარჯების გაზრდასა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასთან ერთად შემოსავლისა და დასაქმების ძლიერი დაცვაც აუცილებელია უფრო რთულად მიმდინარე და გახანგრძლივებული ეკონომიკური გაჯანსაღების თავიდან ასაცილებლად. მთავრობებმა მიწოდების ჯაჭვების უწყვეტობა უნდა უზრუნველყონ; ხელი შეუწყონ და გააღრმავონ ელექტრონული კომერცია და საქონლისა და მომსახურების მიწოდების ლოგისტიკა და დააფინანსოს დროებითი სოციალური დაცვის მექანიზმები, უმუშევრობის სუბსიდირება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საშუალებების — განსაკუთრებით საკვების — მიწოდება მოხმარების კიდევ უფრო მკვეთრი შემცირების თავიდან ასაცილებლად”, - აღნიშნულია ანგარიშში.

„ADB აქტიურად მუშაობს მისი წევრების კოვიდ-19-ის შედეგებზე რეაგირებაში დასახმარებლად მიმდინარე წლის 13 აპრილს გამოცხადებული 20 მილიარდი აშშ დოლარის საპასუხო პაკეტის საშუალებით. ბანკმა რეფორმათა სერია გაატარა ოპერაციების დასაჩქარებლად და დახმარების მოკლე ვადებში, მოქნილი პროცედურებით მისაწოდებლად. ეწვიეთ ADB-ის ვებგვერდს ჩვენი მიმდინარე საპასუხო საქმიანობის შესახებ. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი”, - წერია აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

18 ივლისი 2024, 08:19

პოლიტიკა

ხვალ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილება

საკანონმდებლო ორგანოში ხვალ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილება შემდეგ კი რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით გავა. მმართველ პარტიაში კანონპროექტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მიზანი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და პატიმართა რაოდენობის შემცირებაა. ცნობისთვის, პროექტი საერთო ჯამში, 300-მდე მუხლს მოიცავს. დეპუტატები მესამე მოსმენით მას საშემოდგომო სესიის დროს მიიღებენ.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 08:15

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს პარლამენტისადმი ასარჩევად წარდგენილ გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმენენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს საპროკურორო საბჭოს მიერ ასარჩევად პარლამენტისადმი წარდგენილ გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმენენ და მისი არჩევის საკითხს განიხილავენ. გიორგი გაბიტაშვილს კომიტეტის წევრები კითხვებსაც დაუსვამენ.

ირაკლი კობახიძე

18 ივლისი 2024, 08:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე დღეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში იმართება. მთავრობის მეთაურს სამიტზე ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს, როლს და იმ სარგებელს, რომელიც საქართველომ შეიძლება მოუტანოს ევროკავშირს.

ჯო ბაიდენი

18 ივლისი 2024, 02:30

არჩევნები ამერიკაში

ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

18 ივლისი 2024, 01:33

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: საქართველოში წინა მთავრობის დროს ქონების გადაცემის შემთხვევები იყო, რომელიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

18 ივლისი 2024, 01:30

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: საქართველო გამჭვირვალობის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური თავისუფლების კუთხით საერთაშორისო რეიტინგებში რეგულარულად იკავებს მაღალ ადგილს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 01:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არის ერთი მთავარი თემა, რომელზეც არასწორ წარმოდგენას უქმნიან მოქალაქეებს, თითქოს ევროკავშირი ავტომატურად ნიშნავს კეთილდღეობას. რეალურად, პირიქით არის - ეკონომიკურად თუ არ გავძლიერდით, ევროკავშირში არავინ მიგვიღებს

არის ერთი მთავარი თემა, რომელზეც არასწორ წარმოდგენას უქმნიან მოქალაქეებს, თითქოს ევროკავშირი ავტომატურად ნიშნავს კეთილდღეობას. რეალურად, პირიქით არის - ეკონომიკურად თუ არ გავძლიერდით, ევროკავშირში არავინ მიგვიღებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმდენად გამჭვირვალე არჩევნები იქნება წელს, რომ ძალიან რთული იქნება ამ არჩევნებზე რაიმე ცუდის დაწერა

იმდენად გამჭვირვალე არჩევნები იქნება წელს, რომ ძალიან რთული იქნება ამ არჩევნებზე რაიმე ცუდის დაწერა. ამის მიუხედავად, თუ დაწერენ უარყოფით დასკვნებს, ქართველი ხალხი ამასაც შეხედავს და ამიტომ ვეუბნებით ჩვენ ბევრ სიმართლეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

18 ივლისი 2024, 00:56

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, ეს ის ევროკავშირია საითაც მივისწრაფოდით? - რატომ არ შეიძლება ქართულ საზოგადოებაში დადგეს საკითხი, ავწონოთ, დავწონოთ, რა გვაწყობს ევროკავშირთან ურთიერთობაში

სულ მაინტერესებს, ევროკავშირზე რომ მიდის ლაპარაკი, ბრიტანეთმა რატომ დატოვა ევროკავშირი, რატომ არავინ კითხულობს ამას? რა, პუტინთან წავიდა? რატომ დატოვა ინგლისმა ევროკავშირი? ესე იგი ამის მიზეზები არის, ყველა ქვეყანას აქვს თავისი შეხედულება, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეპოქის და ვითარების ცვლილებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ქვეყანას ის მიზანი აღარ ჰქონდეს, რაც ხუთი წლის წინ ჰქონდა. მისივე თქმით, საქართველოს ფასი გაიზარდა, რადგან ყველამ დაინახა, რომ ქვეყანამ ყველაზე წინ საკუთარი თავი დააყენა.

გოგა ხაინდრავა

18 ივლისი 2024, 00:48

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: საქართველოს წინააღმდეგ მიდის პოლიტიკური ტერორი და ხომ უნდა მიხვდეს ქართული საზოგადოება ვის ემსახურებიან ეს მანქურთები - ვითომ ოპოზიციური ძალები

სტეისი პლასკეტი, დემოკრატი კონგრესმენი პირდაპირ ეთერში მოუწოდებდა - ჩვენ უნდა ვესროლოთ და მოვკლათ დონალდ ტრამპიო. ეს რომ შეთქმულებაა, ამას საუბარი რად უნდა, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

18 ივლისი 2024, 00:45

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ყურის ძირში მიდის მესამე მსოფლიო ომი. გადავრჩით მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არის პრინციპული კაცი. ღმერთმა გამოგვიგზავნა ბიძინა ივანიშვილი

„საქართველოზე მიდის სასტიკი პოლიტიკური ტერორი, ყურის ძირში მიდის მესამე მსოფლიო ომი“,-ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ისაუბრა. მისი თქმით საქართველო გადარჩა მხოლოდ იმის გამო, რომ მას პრინციპული ადამიანი მართავს.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უთანასწორო ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ და დავარწმუნოთ როგორც პარტნიორი, მეგობარი, ასევე ის ძალები, რომლებიც ძალიან გვეჭიდავებიან, რომ საქართველოში უნდა ელაპარაკონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას

მშვიდობა უნდა იყოს იმისათვის, რომ ჩვენ მერე შევძლოთ, რომ ღირსებით ევროკავშირისკენ ვიაროთ. ღირსება უნდა შევინარჩუნოთ იმისათვის, რომ ჩვენ შემდეგ მორალური უფლება გვქონდეს და კიდევ მეტად განვითარდეთ და ეს ყველაფერი, მშვიდობა, ღირსება გვჭირდება და გვინდა იმისათვის, რომ ასე მყარად ვიდგეთ, განვითარებამ კეთილდღეობა მოიტანოს უფრო მეტი და საბოლოო ჯამში თითოეული მოქალაქის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:26

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპონენტების მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ხმა მოაგროვონ არჩევნებზე და ამით „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში ხელი შეუშალონ, რაც ამ კონფიგურაციით შეუძლებელია

„ვერ შეთანხმდნენ მანდ არ არსებობს, რასაც დაავალებენ იმაზე შეთანხმდებიან“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა. კითხვაზე: რატომ ვერ შეძლო ოპოზიციამ გაერთიანება, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ეს მათზე არ იყო დამოკიდებული. მისივე თქმით, ახლა მთავარი მიზანი ოპონენტების არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მოაგროვონ არჩევნებზე და ამით „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში ხელი შეუშალონ, რაც ამ კონფიგურაციით შეუძლებელია.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პარტიის სათაურშივე ტყუილია - ასეთი ძველი და ბნელი „ახალს“ რომ დაირქმევ, პოლიტიკური თაღლითი ხარ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საარჩევნოდ ოპოზიციის შანსები შეაფასა. მისი თქმით, მთავარი კონკურენტი სამწუხაროდ, კვლავ ნაციონალური მოძრაობაა

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:07

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ანა დოლიძე, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას

ანა დოლიძე, რომელსაც მე ძალიან კარგად, ძალიან ახლოს ვიცნობ წარსულიდან და ვცდილობ, რომ ავარიდო მასზე ლაპარაკს თავი, მაგრამ ახლა არ გამომივა ეს ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.

ჯეიმს დევიდ ვენსი

17 ივლისი 2024, 23:59

არჩევნები ამერიკაში

ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი: დროა მოვიშოროთ ბაიდენისა და ჰარისის კორუმპირებული რეჟიმი

დროა მოვიშოროთ ბაიდენისა და ჰარისის კორუმპირებული რეჟიმი, - განაცხადა დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ტყუილზე დაყრდნობით ესროლა იმ ადამიანმა ტრამპსაც და საქართველოში ტყუილზე დაყრდნობით უკვეთდა ვიღაცა მოქალაქეებს 84 დეპუტატის დახვრეტას - ამის უკან ლიბერალური ფაშიზმი და გლობალური ძალების აგენტურა დგას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ოპონენტების ყველაზე ამაზრზენი ბრალდება არის ის, რომ ხელისუფლება საგარეო კურსს იცვლის. როგორც მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, ეს შეიძლება საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაიჯეროს, თუმცა მათი რაოდენობა არ იქნება იმდენი, რომ ამან არჩევნების ბედი ოპოზიციის სასარგებლოდ გადაწყვიტოს.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:56

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არსებობენ ძალები, რომლებმაც შვეიცარიის ბანკი გააკოტრეს, საქართველოში ერთი პატრიოტი ადამიანი რომ დაეშანტაჟებინათ. ბიძინა ივანიშვილი ჰქვია იმ პატრიოტ ადამიანს. შვეიცარიის ბანკი, მეორე რომ იყო მსოფლიო რეიტინგში

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს მართავენ გარკვეული დიდი ძალები და იმის მტკიცება, რომ „გლობალური ომის“ პარტია არ არსებობს, არასწორია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ სიმართლის გატანის ძალა გაცილებით მეტი გვაქვს დღეს, შეუდარებლად, ვიდრე თუნდაც შარშან და უფრო მეტი, ვიდრე შარშანწინ და გაცილებით მეტი, ვიდრე სამი და ოთხი წლის წინ

მოდით, ვაღიაროთ ერთი რაღაც, ჩვენ სიმართლის გატანის ძალა გაცილებით მეტი გვაქვს დღეს, შეუდარებლად, ვიდრე თუნდაც შარშან და უფრო მეტი, ვიდრე შარშანწინ და გაცილებით მეტი, ვიდრე სამი და ოთხი წლის წინ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:42

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, ინტერესები და რიტორიკა შეიცვლება

იცვლება ისტორია, ისტორიული მოვლენები და იცვლება ინტერესები. ეს უმარტივესი ამბავია. როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, ინტერესები და რიტორიკა შეიცვლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.