IMEDI /  16 მაისი 2020, 16:46 / სანდო წყარო

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ბავშვებისთვის თამბაქოს ხელმისაწვდომს გახდის

„ცვლილების პროექტით, თუთუნის გაყიდვა 50 და 100-გრამიანის მსგავსად, 15 გრამიანი შეფუთვითაც დაიშვება. აღსანიშნავია, რომ თუ, ჯერ კიდევ გასულ წელს, დეპუტატების გოგა გულორდავას და გურამ მაჭარაშვილის ინიცირებული კანონპროექტით 30 და 15 გრამიანი შეფუთვის დამატებას მოითხოვდნენ, 2020 წლის 18 თებერვალს იმავე პარლამენტარების მიერ წარმოდგენილ ახალ ინიციატივაში მოთხოვნა მხოლოდ 15 გრამიან შეფუთვაზეა“, - ამის შესახებ თამბაქოს კონრტროლის ალიანსის განცახდებაშია ნათქვამი.

არასამთავრობო ორგანიზაცია საკანონმდებლო ცვლილების პროექტს აპროტესტებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ცვლილებებით, მიზანმიმართულად ცდილობენ თამბაქოს კონტროლის კანონის დაშლას.

„კანონპროექტის განმარტებითი ბარათი სიცრუის და ცინიზმის ნაზავია, რადგან ინიციატორების მტკიცებით, ეს საკანონმდებლო ცვლილება,თურმე არც ევროდირექტივას ეწინააღმდეგება და თამბაქოს კონტროლის კანონთან წინააღმდეგობაშიც არ მოდის.

1. ინიციატორის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა იმიტომ მოამზადეს, რომ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ერთი კოლოფი სიგარეტის დასამზადებლად საჭირო თუთუნი.არადა, „თამბაქოს კონტროლის“ კანონის მთავარი მიზანი და არსია თამბაქოს ნაწარმზე მოთხოვნილების და მისი მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირება. გულორდავა-მაჭარაშვილის სახელით ინიცირებული ცვლილება სწორედ ამ მიზნის საწინააღმდეგოა, ცდილობენ, თუთუნი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.

ამასთან, ერთი კოლოფი სიგარეტის წარმოებისთვის მხოლოდ თუთუნი არ კმარა და ფასიც გაცილებით მეტია ვიდრე 50 გრ. შეფუთვა მხოლოდ თუთუნი. დღეის მონაცემებით, 50 გრამიანი შეფუთვით თუთუნი მომხმარებელს სამი-ოთხი ლარი უჯდება, 15 გრამიანი შეფუთვა სავარაუდოდ 1-1.5 ლარი ეღირება. ანუ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. 50 და 100 გრ შეფუთვა სწორედ ამ ხელმისაწვდომობის პრევენციას და უკვე არსებული მომხმარებლების შემცირებას ისახავდა მიზნად.

2. ავტორების მტკიცებით, კანონპროექტი საბიუჯეტო შემოსავლების ცვლილებას არ გამოიწვევს. არადა, აღმოვჩნდებით იგივე სიტუაციაში, რაც გასული წლის პირველ ნახევარში გვქონდა, ანუ ბოლომდე გაუთვლელი პოლიტიკის გამო, მწეველების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ხელით გასახვევი თამბაქოს ანუ თუთუნის მოხმარებაზე გადავიდა. ამ ჯერჯერობით ლეგალური და ლეტალური პროდუქტის ერთადერთი სარგებელი შეიძლება იყოს მისგან მაქსიმალური საბიუჯეტო შემოსავლის მიღება, რაც ამ შემთხვევაში ვერ მოხდება, რადგან მწეველების დიდი არმია, განსაკუთრებით ბავშვები და ახალგაზრდები დაიწყებენ,ხოლო სხვა მომხმარებლები გადავლენ ამ ძალიან იაფი და საეჭვო გადამუშავების პროდუქტის მოხმარებაზე, რადგან მისი ფასი 3-4 ჯერ ნაკლები იქნება თამბაქოს სხვა ნაწარმთან შედარებით და საბიუჯეტო შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება, რაზეც პასუხისმგებლობა მოუწევს არა მხოლოდ გულორდავა-მაჭარაშვილს (რომლებიც დათანხმდნენ „ზემოდან“ მიცემულ დავალებას კონკრეტული ადგილობრივი თამბაქოს წარმოების სასარგებლოდ მოეხდინათ ამ ცვლილების ინიცირება. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდსაც კი არ წამოუყენებიათ ეს ინიციატივა), არამედ მთელს პოლიტიკურ გუნდს, რომელიც სწორედ „თამბაქოს კონტროლის“ კანონში 2017 წელს შეტანილი ისტორიული ცვლილებებით ამაყობს, რასაც ახლა ძირს უთხრის გულორდავა-მაჭარაშვილის ინიციატივების მსგავსი გაუაზრებელი მოქმედებები.

3. მტკნარი სიცრუეა, თითქოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას. ევროკავშირში თუთუნის მინიმალური სტანდარტული შეფუთვა 30 გრამია, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის ხელმისაწვდომობას ზღუდავს. ასევე, ევროკავშირში ფისკალური ტვირთი ჩვენთან შედარებით მაღალია. შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვიდეთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობის ინტერესებიდან და მწეველობის ჯერ საკმაოდ მაღალი გავრცელების გამო, საქართველოში თუთუნი 50-100 გრ. შეფუთვით ყველაზე ოპტიმალურია.

4. ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით კრიზისულ პერიოდში 17 მარტს გაიტანეს. პლენარულ სესიაზე კენჭისყრის დროს წინააღდეგი იყო მხოლოდ ერთი დეპუტატი და მმართველი გუნდიდან შეგნებულად არ მიიღო მონაწილეობა11 დეპუტატმა, ექვსი ფრაქციის გარეშე დეპუტატმა და შვიდმა ოპოზიციურმა დეპუტატმა. ახლა, საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში, ამ საკითხის წამოწევა და მეორედ გატანა ფორსირებულად ხდება, რაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს მაშინ, როდესაც მთავრობა და ჯანდაცვის უწყებები მოსახლეობას კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციულ ზომად თამბაქოს მოხმარებაზე თავის დანებებისკენ მოუწოდებენ. კორონავირუსთან დაკავშირებით უკვე არსებული მტკიცებულებებიც ადასტურებს, რომ მწეველები 2.4-ჯერ მეტად საჭიროებენ ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობას და იღუპებიან ვიდრე არამწეველები. ამიტომაც პარლამენტარების დღევანდელი მოქმედება ყოველგვარ ლოგიკას და საღ აზრს სცილდება.

5. მაშინ, როდესაც თითქმის წელიწადია ველოდებით „თამბაქოს კონტროლის“ კანონის აღსრულების შესახებ საპარლამენტო მოკვლევის შედეგების დამტკიცებას, განსაკუთრებით საეჭვო ჩანს საგანგებო მდგომარეობაში კორუფციული გარიგებების ნიშნების მატარებელი, კანონპროექტის პრიორიტეტულად განხილვა.

ამიტომაც ყოველგვარი ფინანსურ-ეკონომიკური გათვლების გარეშე,საგანგებოდ კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტზე მორგებული ქმედების გამო, მოვითხოვთ:

1. ზემოაღნიშნული კანონპროექტი ავტორებმა დაუყონებლივ გაიწვიონ პარლამენტიდან;

2. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მივმართავთ მთავარ პროკურორს, დაიწყოს ამ პროცესში შესაძლო სისხლის სამართლებრივი ნიშნების არსებობის მოკვლევა;

3.პარლამენტმა, უახლოეს სასესიო სხდომაზე მოახდინოს „თამბაქოს კონტროლის“ კანონის აღსრულების მოკვლევის შედეგების და რეკომენდაციების დამტკიცება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

02 ივნისი 2020, 08:00

საზოგადოება

დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

02 ივნისი 2020, 01:01

ტაბლოიდი

ვიქტორია და დევიდ ბექჰემები სახლთან დამაკავშირებელ საიდუმლო გვირაბს აშენებენ

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი და მისი ცოლი ჯგუფ Spice Girls ყოფილი წევრი ვიქტორია საიდუმლო გვირაბის აშენებას გეგმავენ. ამის შესახებ Express წერს.

02 ივნისი 2020, 00:57

სამართალი

ნოჯიხევთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტში, ნოჯიხევის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი მანქანა სოფელ ბიიდან ნოჯიხევის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, მრავაწლოვან ხეებს შეეჯახა და მანქანაში მყოფი ორივე ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

02 ივნისი 2020, 00:45

ტაბლოიდი

ლედი გაგა ლოს-ანჯელესის ქუჩებში ბიუსჰალტერით გამოჩნდა. ფოტო

პოპულარული ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა, ლოს-ანჯელესის ქუჩებში ბიუსჰალტერით გამოჩნდა. ამის შესახებ Daily Mail წერს. გამოცემამ 34 წლის მომღერლის ფოტოები გაავრცელა, სადაც მას სამედიცინო ნიღაბი უკეთია. ფოტოებზე ჩანს, რომ ლედი გაგამ წონა აკრიფა. ის კაფეში ყავის დასალევად თავის აღმასრულებელ დირექტორთან მაიკლ პოლანსკისთან ერთად მივიდა.

02 ივნისი 2020, 00:40

მსოფლიო

დამოუკიდებელი ექსპერტიზა: ჯორჯ ფლოიდი ასფიქსიით გარდაიცვალა

დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ამის შესახებ ფლოიდის ოჯახის ადვოკატმა, ბენ კრამპმა განაცხადა.

02 ივნისი 2020, 00:30

ეკონომიკა

ანგარიში: 2020 წელს მთავრობა ეკონომიკის 4%-ით შემცირებას პროგნოზირებს

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

02 ივნისი 2020, 00:18

მსოფლიო

ჩინეთში იშვითი სახეობის მაიმუნები აღმოაჩინეს

ჩინეთში ჰაინანის კუნძულზე იშვიათი სახეობის მაიმუნები, ე.წ. ჰაინანური გიბონები აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. ორი მაიმუნი ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლებმა ტყის სიახლოვეს ჯერ კიდევ შარშან შენიშნეს, რის შესახებაც ხელისუფლებას აცნობეს. რამდენიმე დღის წინ კი მათი არსებობა საბოლოოდ დადასტურდა.

02 ივნისი 2020, 00:09

სპორტი

ამერიკელი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბობი მოროუ 84 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბობი მოროუ 84 წლისა გარდაიცვალა. სამივე ოქროს მედალი მოროუმ 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადაზე, 100 და 200 მეტრზე სირბილსა და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში მოიპოვა.

02 ივნისი 2020, 00:05

ტაბლოიდი

ინდოეთში ქალმა თავი მოიკლა, მას შემდეგ რაც ქმარმა სმარტფონი არ უყიდა

ინდოეთის ქალაქ ნიუ-დელიში ქალმა თავი მოიკლა, სავარაუდოდ, მას შემდეგ რაც ქმარმა სმარტფონის ყიდვაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Nations-ი ავრცელებს. 29 წლის ჯიოტი ქმარს სმარტფონის ყიდვას სთხოვდა, რომელიც მათ შვილებს ონლაინრეჟიმში მეცადინეობისთვის სჭირდებოდა. მას შემდეგ რაც კაცმა სმარტფონის ყიდვაზე უარი თქვა, ჯიოტიმ თავი მოიკლა.

Forbes

01 ივნისი 2020, 23:59

COVID19

Forbes-მა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა

„საქართველო ახლოსაა იმასთან, რომ იდილიური ადგილი გახდეს. დაიწყეთ მოგზაურობა თბილისიდან, ქალაქიდან, რომელშიც მრავლადაა უძველესი ტაძრები და რესტორნები მდინარე მტკვრის სანაპიროზე. დედაქალაქში მიღებული შთაბეჭდილებების შემდე კი დატკბით საქართველოს ულამაზესი ბუნებით და დასავლეთ საქართველოს პატარა მშვენიერი ქალაქებით.

01 ივნისი 2020, 23:55

COVID19

მოსკოვში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 71 ადამიანი დაიღუპა

1-ლი ივნისის მონაცემებით, მოსკოვში COVID19-მა 71 ადამიანი იმსხვერპლა. რუსული მედიის ცნობთ, ყველა პაციენტს კოვიდინფექცია დადასტურებული ჰქონდა.

კახა კალაძე

01 ივნისი 2020, 23:50

საზოგადოება

თბილისის მერმა ყაზბეგის გამზირზე ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა ყაზბეგის გამზირზე ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე, N52 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ლივერპული

01 ივნისი 2020, 23:33

მსოფლიო

„ლივერპულის“ ფეხბურთელებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ლივერპულის“ ფეხბურთელებმა მინეაპოლისში მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს. მერსისაიდული კლუბის 29 ფეხბურთელმა სტადიონზე წრე შეკრა და გარდაცვლილის მიმართ პატივისცემა წუთიერი დუმილით გამოხატა. აქცია ეგიდით „ერთობა ჩვენი ძალაა“ ჩატარდა.

ტომ კოტონი

01 ივნისი 2020, 23:29

მსოფლიო

სენატორი ტომ კოტონი: ვნახოთ, „ანტიფას“ ტერორისტები რამდენად მაგრები იქნებიან, როდესაც 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიას დაუპირისპირდებიან

„რესპუბლიკელი“ სენატორი, ტომ კოტონი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ში განვითარებულ ძალადობრივი საპროტესტო აქციების შემთხვევებს გამოეხმაურა. სენატორის თქმით, „არეულობა, ანარქია და ძარცვა დღეს საღამოს უნდა მორჩეს“.

01 ივნისი 2020, 23:27

სპორტი

„რეალმა“ სრული შემადგენლობით ივარჯიშა

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება. პირველ შეხვედრას „რეალი“ 14 ივნისს „ეიბართან“ გამართავს. მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. 27 ტურის შემდეგ სამეფო კლუბი სატურნირო ცხრილის ლიდერ „ბარსელონას“ 2 ქულით ჩამორჩება.

01 ივნისი 2020, 23:03

მსოფლიო

ცუკერბერგს ტრამპის გამო თანამშრომლები აუჯანყდნენ

Facebook-ის თანამშრომელთა ნაწილი ვირტუალური გაფიცვის მოწყობას აპირებს. ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

მაია ცქიტიშვილი

01 ივნისი 2020, 23:02

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: საქართველოში ყველა ტურისტს ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ

„აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ისრაელთან, ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. ეს ქვეყნებიც კორონავირუსთან ბრძოლას წარმატებით გაუძღვნენ და ინფიცირებულების დაბალი რაოდენობა ჰყავთ. შესაბამისად სწორედ ამ ქვეყნებთან ვმუშაობთ, რომ ტურისტი აქედან შემოვიყვანოთ. საქართველოში ყველა ტურისტის ჩამოსვლა ორგანიზებული იქნება“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ეკოგაზი

01 ივნისი 2020, 22:56

სამართალი

გაზგასამართ სადგურზე მომხდარ აფეთქებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე აცხადებს, რომ ეკოგაზის ტერიტორიაზე აფეთქებისას დაშავებული ერთი ადამიანი ამავე კომპანიის თანამშრომელია. ის კონტაქტური იყო და ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრია გადაყვანილი.

01 ივნისი 2020, 22:54

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის ძმა: რას აკეთებთ? ძალადობრივი პროტესტი ჩემს ძმას უკან არ დააბრუნებს

პოლიციის ძალადობის შედეგად მოკლული ჯორჯ ფლოიდის ძმა, ტერენს ფლოიდი მოქალაქებბს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ტერენს ფლოიდმა მისი ძმის გარდაცვალების ადგილას გამართული აქციის დროს განაცხადა.

01 ივნისი 2020, 22:43

რეგიონი

ქუთაისის მერია „ბავშვთა უფლებების კოდექსთან“ დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში, იმერეთის განვითარების ცენტრის ბავშვთა დაცვისა და ადვოკატირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე უძღვებოდა.