IMEDI /  18 მაისი 2020, 16:28 / სანდო წყარო

აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტი 83,3%-ით შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2020 წლის აპრილის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 1,0 ათასი ტონა, რაც 5,0 ათასი ტონით ანუ 83,3%-ით ნაკლებია მარტის თვის მაჩვენებელთან (6,0 ათასი ტონა) შედარებით.

ასევე იმპორტის ეს მაჩვენებელი 8,2 ათასი ტონით ანუ 89,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,2 ათასი ტონა) შედარებით.

2020 წლის აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტის 100% (1,0 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 19,5 ათასი ტონა, რაც 11,4 ათასი ტონით ანუ 36,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (30,9 ათასი ტონა) შედარებით.

2020 წლის იანვარ-აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტის 75,4% (14,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 13,3% (2,6 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 11,3% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, საავიაციო ნავთის იმპორტის შემცირება პირდაპირ კავშირშია COVID-19-თან დაკავშირებული ავიარეისების შეჩერებასთან.

ყველა სიახლე

კელი დეგნანი
ვახტანგ გომელაური

31 მაისი 2020, 14:58

საზოგადოება

აშშ-ს ელჩმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს პოლიციის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა

აშშ-ს ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს ქართული პოლიციის დღე მიულოცა და სიმბოლურისაჩუქარი გადასცა. შშს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაში, აღმოჩენილი დახმარებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დანაყოფებისთვის პერსონალური დაცვის აღჭურვილობის გადაცემისთვის.

31 მაისი 2020, 14:52

საზოგადოება

ესპანეთის სამეფოს შსს-ს ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები ქართველ პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავენ

ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსდა ქართველ პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

31 მაისი 2020, 14:30

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო საპროტესტო აქცია ნიუ იორკში მიმდინარეობს. ვიდეო

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო საპროტესტო აქცია ნიუ იორკში მიმდინარეობს. ვიდეო, რომელსაც Bloomberg ავრცელებს ნათლად ასახავს, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში და რა რეაქცია მოჰყვა პოლიციის მანქანის გამოჩენას შეკრებილი საზოგადოების მხრიდან.

ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2020, 14:29

COVID19

ამირან გამყრელიძე: მომესმა, რომ მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა, ეს არის დანაშაული, რომელიც უნდა აღიკვეთოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვისკენ. ამის საჭიროება ამირან გამყრელიძემ პირბადის არასწორად გამოყენების შესახებ ცნობების გავრცელების გამო დაინახა. რაღაც მომესმა, რომ ზოგიერთ სამარშრუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო. პირდაპირ გეტყვით, ეს არის დანაშაული და ის უნდა აღიკვეთოს შესაბამისი ორგანოების მიერ , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.

ნათია თურნავა

31 მაისი 2020, 14:21

ეკონომიკა

ნათია თურნავა: თბილისისა და ბათუმის უსაფრთხო ქალაქებად აღიარება იმ კონცეფციის დადასტურებაა, რითიც ჩვენ ხელახლა ვაცნობთ მსოფლიოს საქართველოს

თბილისისა და ბათუმის უსაფრთხო ქალაქებად აღიარება სწორედ იმ ახალი კონცეფციის დადასტურება, რითიც ჩვენ ხელახლა ვაცნობთ მსოფლიოს საქართველოს, როგორც ყველაზე უსაფრთხო დანიშნულების ადგილს, ტურისტულად, ეპიდემიოლოგიურად ყველაზე მეტად უსაფრთხო ქვეყანას, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ევროპაში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმის - European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დასახელდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეკრემ იმამოღლუ

31 მაისი 2020, 13:53

მსოფლიო

გამოკითხვა: სტამბოლის ოპოზიციონერი მერი საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაამარცხებდა

სტამბოლის ოპოზიციონერი მერი, ეკრემ იმამოღლუ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ მეთაურს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაამარცხებდა. თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ევრაზიული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.

CNN საქართველო სტატია

31 მაისი 2020, 13:19

საზოგადოება

CNN-მა საქართველო საერთაშორისო ტურიზმისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად დაასახელა

„რომელი საერთაშორისო მიმართულებები იხსნება ტურისტებისთვის“ - ამ სათაურით მომზადებულ სტატიაში ტელეკომპანია CNN-ი უსაფრთხო მიმართულებებზე, მათ შორის საქართველოზე წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობების უმეტესობა საერთაშორისო ტურიზმის წინააღმდეგ გამოდის, ზოგიერთი ქვეყნები უკვე იწყებენ შეზღუდვების შემსუბუქებას, რათა ტურისტებს გაუხსნან კარი.

არჩილ თალაკვაძე

31 მაისი 2020, 13:16

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ქვეყნის პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლიციის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, სადაც ის მადლობას უხდის თითოეულ პოლიციელს გაწეული სამსახურისთვის, - ამის შესახებ მან facebook-ზე დაწერა.

ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2020, 13:14

COVID19

ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ შემთხვევათა მატება მოსალოდნელია, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არის თუ არა შიშის და პანიკის საფუძველი - ამ შეკითხვას შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს უპასუხა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ზოგადად, შემსუბუქების ღონისძიების მიმდინარეობისას ყველა ქვეყანაში მოიმატა შემთხვევათა რაოდენობამ.

ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2020, 12:52

COVID19

ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით, 100-მდე კონტაქტი გამოიკვლიეს

დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელმა კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევის წყაროზე ისაუბრა. ამირან გამყრელიძის თქმით,18 უკავშირდება ყველაზე ცხელ წერტილს - ბოლნისის მუნიციპალიტეტს.

მოწევა

31 მაისი 2020, 12:37

COVID19

თამბაქოს მომხმარებლებში გართულებები და ლეტალური გამოსავალი გაცილებით ხშირია, ვიდრე არამწეველ კოვიდ-პაციენტებში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლელა სტურუას განცხადებით, კვლევები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში თამბაქოს ეფექტურობაზე მიუთითებს, მცდარი მეთოდოლოგიით არის ჩატარებული. მისივე თქმით, თამბაქოს მომხმარებლებში გართულებები, ინტენსიური თერაპიის ბლოკებში მოთავსების მაჩვენებელი და ლეტალური შემთხვევების რიცხვი გაცილებით მაღალია, ვიდრე არამწეველ კოვიდ-პაციენტებში.

გიორგი გახარია

31 მაისი 2020, 12:34

საზოგადოება

გიორგი გახარია: არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ღირსება, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანასა და მოქალაქეს

„ჩემთვის დიდი პატივია და საამაყოა, მქონდეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მივულოცო პოლიციის დღე თითოეულ თქვენგანს - ოფიცერს, რიგითს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას, მესაზღვრეს, მაშველს, მეხანძრეს, ყველას, ბატონო ვახტანგ, თქვენ გილოცავთ პირველ რიგში, როგორც ამ მნიშვნელოვანი უწყების ღირსეულ ხელმძღვანელს“, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციის დღე შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას.

ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2020, 12:30

COVID19

ამირან გამყრელიძე: თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკით ცდილობს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას, რომ დიდი მოგება ნახოს, რაც დიდი უზნეობაა

თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკებით და მიმზიდველობით ცდილობს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას, რომ ამით დიდი მოგება ნახოს. სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეობა ჩემი გადასახედიდან , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, როდესაც თამბაქოს დღესთან დაკავშირებით ისაუბრა.

გიორგი გახარია

31 მაისი 2020, 12:30

საზოგადოება

გიორგი გახარია: ჩვენი მოქალაქეების, ექიმების, პოლიციის, ერთობლივი დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა

„პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების, ექიმების, პოლიციის, ერთობლივად ყველას დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც უწყების სრულ შემადგენლობას პოლიციის დღე მიულოცა.

31 მაისი 2020, 12:27

COVID19

საფრანგეთში კატა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საფრანგეთში 9 წლის კატა, სახელად პეპილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ გამოცემა New York post-ი წერს. ცხოველი სავარაუდოდ პატრონისგან დაინფიცირდა, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუდგინეს. ცხოველის გამოჯანმრთელებას თითქმის ერთი თვე დასჭირდა.

31 მაისი 2020, 12:20

მსოფლიო

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი გამოცემა Tatler-ს სასამართლოში უჩივიან

პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეით მიდლტონი აცხადებენ, რომ გამოცემა Tatler-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ, - ამის შესახებ ინფორმაციაც dailymail ავრცელებს. მიზეზი ჟურნალის ახალ ნომერში გამოქვეყნებული სტატია გახდა, სახელწოდებით „ეკატერინე დიდი“, რომელშიც კემბრიჯის ჰერცოგენიაზეა საუბარი.

ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2020, 12:19

COVID19

ამირან გამყრელიძე: მითია, თითქოს ნიკოტინს კორონავირუსისგან დაცვის უნარი აქვს

თამბაქო და Covid19 აზიანებს სასუნთქ სისტემას და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

შსს

31 მაისი 2020, 12:09

სამართალი

გიორგი გახარიამ და ვახტანგ გომელაურმა შსს-ს 10 თანამშრომელი მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს.

31 მაისი 2020, 12:04

მსოფლიო

„მატარებელი ტომასის“ მთხრობელი მაიკლ ანჯელისი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბავშებისთვის საყვარელი ანიმაციური ფილმის, „მატარებელი ტომასის“ მთხრობელი მაიკლ ანჯელისი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას independent ავრცელებს. მისი აგენტის თქმით, 30 მაისს მსახიობი უეცრად გარდაიცვალა, ის სახლში ცოლთან ერთად იმყოფებოდა. მაიკლი „მატარებელი ტომასის“ მთხრობელი 13 სერიის განმავლობაში იყო, მან 1991 წელს რინგო სტარი ჩაანაცვლა.

სომხეთი

31 მაისი 2020, 12:03

COVID19

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 9 000-ს გადააჭარბა

სომხეთში Covid19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი. ამ დროისთვის სომხეთში კორონავირუსის 9 282 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 131 ადამიანი, 3 386 კი გამოჯანმრთელდა.