19 მაისი 2020, 14:42 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა მეღვინეობა, კულტურა, სამზარეულო, სტუმარ-მასპინძლობა, ამას უნდა დავამატოთ, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება ვირუსს

„ჩვენი,როგორც ტურისტული ქვეყნის უპირატესობა უნდა გაძლიერდეს. თუმცა ყველა უნდა შევეგუოთ იმას, რომ წელს იმ რაოდენობის ტურისტს ვერ მივიღებთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ თავისი კონკურენტული უპირატესობები უნდა გამოიყენოს. „ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ჩვენი ისტორია, 8000 წლიანი მეღვინეობის ისტორია, ჩვენი ისტორიული ძეგლები, სამზარეულო, კულტურა, სტუმართმასპინძლობა უნდა დავამატოთ, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება და მართავს ვირუსის რისკებს და შეუძლია როგორც სწრაფი გამოვლენა, ასევე მკურნალობა, ამავდროულად კი ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეკონომიკა ავამოქმედოთ. ესაა ჩვენი მიზანი და ამას მარტო სახელმწიფო ვერ გააკეთებს, როგორც ვირუსთან ბრძოლის ნაწილში ეფექტური თანამშრომლობა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის იყო ძირითადი გასაღები იმ წარმატების, რომელიც დღეს გვაქვს, ასე თუ ისე, სხვებთან შედარებით, ზუსტად იგივე უნდა გავაკეთოთ ბიზნესთან მიმართებაშიც“, - აღნიშნა გახარიამ.

მისი თქმით, ამას მხოლოდ სახელმწიფო ვერ გააკეთებს.ამ წარმატების გასაღები არის მოქალაქისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა. ამიტომ ზუსტად იგივე უნდა გავაკეთოთ ბიზნესთან მიმართებით. „პირველად ჩვენ ვიყავით ამ თემაზე სასაუბროდ აჭარაში, ბათუმში. იქაც, მოგეხსენებათ, რომ ტურიზმის წილი ეკონომიკისა და რეგიონის განვითარებაში არის უკიდურესად დიდი, ზუსტად იგივეა დღეს კახეთში და ალბათ ლოგიკურია ისიც, რომ პირველ რიგში ჩვენ ტურიზმის განვითარებას ვიწყებთ რეგიონებიდან და არა მაგალითად თბილისიდან. იქ ცოტა სხვა რისკებია და ამ რისკების მართვა თბილისში ცოტა რთულია, კახეთში და ზოგადად რეგიონში ეს უფრო მარტივია. ეს არის რისთვისაც ჩამოვედით. თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და გააზრებული. ერთბაშად და სწრაფი მოხსნები ვერ იქნება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის და რისკის ქვეშ საერთოდ საქართველო, როგორც Covid-19-თან ეფექტურად მებრძოლი და რისკების ეფექტურად მმართველი ქვეყანა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარეშე, ტურიზმი ვერ იქნება და სტუმარი არ ჩამოვა. უნდა ვიყოთ Covid-19-სგან სუფთა, უსაფრთხო, მწვანე და ამის შემდგომ უკვე შეგვიძლია ყველაფერზე ვისაუბროთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

ბოგდან აურესკუ

25 მაისი 2020, 23:45

პოლიტიკა

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე აყვანა, მეტად გააღრმავებს საქართველოსთან თანამშრომლობას

წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუმინეთი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს როგორც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ელმარ მამადიაროვი

25 მაისი 2020, 23:40

პოლიტიკა

ელმარ მამედიაროვი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელს, დავით ზალკალიანს შესაბამის წერილს უგზავნის.

მევლუთ ჩავუშოღლუ

25 მაისი 2020, 23:33

პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ: საქართველოს და თურქეთს შორის კარგი მეზობლური ურთიერთობები მყარად ეფუძნება სტრატეგიულ პარტნიორობას

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს წერილს უგზავნის, სადაც პირადად მინისტრსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უსურვებს.

25 მაისი 2020, 23:32

COVID19

დიდ ბრიტანეთში საცალო ვაჭრობის სექტორი 15 ივნისიდან განაახლებს მუშაობას

დიდ ბრიტანეთში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების მეორე ეტაპის ფარგლებში საცალო ვაჭრობის სექტორი 15 ივნისიდან განაახლებს მუშაობას. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

25 მაისი 2020, 23:32

ეკონომიკა

EBRD-ი საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში 90 მლნ ევროს ღირებულების ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს, რომელიც სვანეთში, 500/220/35 კვ ნენსკრას ქვესადგურის, ნენსკრა-მესტიის ელექტროგადამცემი ხაზის, 500 კვ ლაჯანური-წყალტუბოს, 220 კვ წყალტუბო-ნამახვანისა და ნამახვანი - ტვიში - ლაჯანურის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს

ნათია თურნავა

25 მაისი 2020, 23:31

ეკონომიკა

ნათია თურნავა აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელთანაც ტურისტული მიმოსვლა ძალიან სწრაფად აღდგება

ვფიქრობთ, ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელთანაც ძალიან სწრაფად აღვადგენთ ტურისტულ მიმოსვლას, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოში ჩეხეთის ელჩთან, პეტერ მიკისკასთან შეხვედრის შემდეგ.

25 მაისი 2020, 23:09

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა ტრავმის გამო საფეხბურთო კარიერა დაასრულოს

„მილანის“თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა ტრავმის გამო კარიერის გაგრძელება ვეღარ შეძლოს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. Sky Sport-ის ინფორმაციით, 38 წლის ფორვარდს ვარჯიშზე სავარაუდოდ აქილევსის მყესი გაუწყდა. მსგავსი ტრავმებისგან რეაბილიტაცია რამდენიმე თვეს მოითხოვს, თუმცა ასაკის გათვალისწინებით, ზლატანს ტრავმა შესაძლოა კარიერის დასრულებად დაუჯდეს.

25 მაისი 2020, 22:32

ეკონომიკა

სახელმწიფო აუდიტი: 2019 წელს გაფორმებული ყველა სასესხო ხელშეკრულება ცვალებად საპროცენტო განაკვეთშია, რაც საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მერყეობის რისკს ზრდის

აუდიტის სამსახურმა საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. მოხსენებაში მთავრობის ვალთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ 2019 წელს გაფორმებული ყველა სასესხო ხელშეკრულება ცვალებად საპროცენტო განაკვეთშია, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მერყეობის რისკს.

25 მაისი 2020, 22:29

COVID19

პირველად 11 მარტიდან ირლანდიაში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ირლანდიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პირველად 11 მარტიდან ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

25 მაისი 2020, 22:08

კულტურა

ცნობილი დრამერი ჯიმი კობი 91 წლისა გარდაიცვალა

ცნობილი ჯაზმენი ჯიმი კობი ნიუ იორკში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რადიოსადგური NPR იტყობინება. მუსიკოსი ფილტვების კიბოთი იყო დაავადებული. მუსიკალური კარიერა ჯიმი კობმა 20 წლის ასაკში დაიწყო. ის მსოფლიო ჯაზის ლეგენდებთან, მაილს დევისთან, ჯონ კოლტრეინთან, უესტ მონტგომერსა და დინა ვაშინგტონთან თანამშრომლობდა. მათთან ერთად კობმა ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომი Kind of Blue ჩაწერა.

25 მაისი 2020, 21:58

COVID19

ჯანმო: ვირუსზე წნეხის მოხსნამ ოქტომბერში ან ნოემბერში მრუდის კვლავ ზევით აწევა შეიძლება გამოიწვიოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს, განაგრძონ ზომების მიღება კორონავირუსის გავრცელების ჩახშობისთვის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილი

25 მაისი 2020, 21:57

პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი: ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ გამყოფი ხაზის მეორე მხარეს ადამიანებს დავეხმაროთ

სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ პერევში ჩავიდა. ქეთევან ციხელაშვილი იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა.

თენგიზ ცერცვაძე

25 მაისი 2020, 21:50

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ადგილზე, თანამდებობას დავტოვებდი

„ბოლო სამი დღის განმავლობაში სომხეთში არის 1185 შემთხვევა და 8 გარდაცვლილი, საქართველოშ 13 ახალი შემთხვევა და 0 გარდაცვლილი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე

25 მაისი 2020, 21:27

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ეს იქნება ჩვეულებრივი, რიგითი ინფექცია, რომელსაც საზოგადოება ვერც კი გაიგებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური სექტორი იმდენად კარგადაა მომზადებული, რომ ვირუსი ჩვენის ცხოვრების რიტმზე, წესზე და ეკონომიკაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. ეს იქნება ჩვეულებრივი რიგითი ინფექცია, რომელსაც საზოგადოება, ხალხი ვერც კი გაიგებს, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მაიკლ რაიანი

25 მაისი 2020, 21:25

COVID19

ჯანმო: მსოფლიო ჯერ კიდევ კორონავირუსის პირველი ტალღის შუაშია

მსოფლიო ჯერ კიდევ კორონავირუსის პირველი ტალღის შუაშია, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

25 მაისი 2020, 20:59

სამართალი

BBC: ქართული ჩოგბურთის ვარსკვლავი ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული

ქართული ჩოგბურთის ვარსკვლავი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული. ამ სათაურით სტატიას BBC აქვეყნებს. 28 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს 5 წლის შვილის თვალწინ ცოლის ცემაში ადანაშაულებენ.

25 მაისი 2020, 20:57

COVID19

იტალიაში 29 თებერვლიდან კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 230 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

ირაკლი ხახუბია

25 მაისი 2020, 20:49

რეგიონი

ირაკლი ხახუბია: ფოთში ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალება ექნებათ მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისით ისარგებლონ

როგორც ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ხახუბიამ განაცხადა, 2020 წლის ბოლოსთვის ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში შესაძლებელი იქნება ქირურგიული ოპერაციებისა და კვლევების ჩატარება, გაიხსნება რეანიმაციის, ემერჯენსის, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური განყოფილებები, დაიდგმება კომპიუტერული ტომოგრაფი და ციფრული რენტგენი.

მარიამ კუბლაშვილი

25 მაისი 2020, 20:43

სამართალი

მარიამ კუბლაშვილი: საბედნიეროდ, წამყვან ჩოგბურთელს გაუმართლა, რომ პოლიტიკოსი, ან პოლიტიკური მხარე არ არის, თორემ დაუნდობელ რისხვას ვერ ასცდებოდა

„თავიდან იყო მცდელობები, რომ მისთვის წინასწარ განაჩენი გამოეტანათ, მაგრამ მთელი შეგნებული საზოგადოების აზრი აშკარად შემოტრიალდა და დღეს ის საპირისპიროს ამტკიცებს“, - ამის შესახებ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი Facebook-ზე წერს.

25 მაისი 2020, 20:42

სამართალი

თუ სასამართლო ნიკოლოზ ბასილაშვილს გაამართლებს, მაშინ რეპუტაციის შელახვისთვის ყოფილი ცოლის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებს

ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოძალადე არ არის. თუ სასამართლო ბასილაშვილს გაამართლებს, მაშინ ჩოგბურთელი რეპუტაციის შელახვისთვის ყოფილი ცოლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს