Imedi.ge /  20 მაისი 2020, 19:59 / სანდო წყარო

პრემიერ-მინისტრმა ტურისტულ ინდუსტრიაში სავალდებულოდ აღსასრულებელ ახალ რეგულაციებსა და ეკონომიკის გახსნის პროცესში რეკომენდაციების შესრულებაზე სამუშაო შეხვედრა გამართა

ტურისტულ ინდუსტრიაში სავალდებულოდ აღსასრულებელ ახალ რეგულაციები, ეკონომიკის გახსნის მიმდინარეობა, ამ პროცესში სხვადასხვა მიმართულებით დაწესებული რეკომენდაციები და მათი აღსრულების მონიტორინგი განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს სასტუმრო სექტორის, კვების ობიექტებისთვის, ღია და დახურული ტიპის აუზებისთვის განსაზღვრულ სპეციფიკურ მოთხოვნებზე, რომლებიც მოიცავს როგორც დეზინფექციის სტანდარტებს, ასევე დისტანციის დაცვას, ტემპერატურულ სკრინინგს, ბარიერების განთავსებას თუ სხვა მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებებს.

სტანდარტები, რომელიც ტურისტულ ინდუსტრიაში მოქმედმა ყველა სუბიექტმა, მათ შორის განთავსების ობიექტებმა, სარესტორნო ბიზნესმა, ტურისტულმა კომპანიებმა, ტურისტულმა ტრანსპორტმა თუ გიდებმა უნდა დააკმაყოფილონ, საჯარო უახლოეს მომავალში გახდება.

პრემიერ-მინისტრთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მიღების წესები და ის სავალდებულო დოკუმენტაცია, რაც ტურისტს აუცილებლად თან უნდა ჰქონდეს მოგზაურობისას. ასევე, ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო აეროპორტებისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახმელეთო პუნქტების აღჭურვის სტანდარტებზე.

მთავრობის მეთაურმა სავალდებულო რეგულაციების აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით კონკრეტული მითითებები გასცა.

აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით შესრულება, რაც ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას და ქვეყანას მისცემს საშუალებას, შეინარჩუნოს ის წარმატებული მაჩვენებლები, რაც დღეს აქვს ხელისუფლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისა და მოსახლეობის ერთობლივი, კოორდინირებული ნაბიჯების შედეგად.

ყველა სიახლე

05 ივნისი 2020, 21:09

რეგიონი

სოფელ ტაძრისში 700მ სიგრძის რკინა-ბეტონის კაპიტალური გზა იგება

სოფელ ტაძრისში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლის ერთ-ერთ უბანში 700მ სიგრძის რკინა-ბეტონის კაპიტალური გზა იგება. ეწყობა სანიაღვრეები, ცხაურები და ეზოების შესასვლელი მონაკვეთები. პროექტს ადგილზე მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, საკრებულოს მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე ბუბა ბერიძე გაეცნენ. გზის მოწყობის სამუშაოები აღნიშნულ უბანში პირველად ხორციელდება. პროექტის შედეგად, ადგილობრივები კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

პირბადეები

05 ივნისი 2020, 21:05

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: არც ერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ წესების დაცვით ნიღბის გამოყენებამ ადამიანს ზარალი შეიძლება მიაყენოს

არც ერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ წესების დაცვით ნიღბის გამოყენებამ ადამიანს ზარალი შეიძლება მიაყენოს, ეს მოკლებულია ყოველგვარ მტკიცებულებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

05 ივნისი 2020, 21:05

სპორტი

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატში ფეხბურთელების შეცვლის ახალი წესი იმოქმედებს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დროებითი რეგულაციის შემოღებას დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვითაც, მწვრთნელებს თამაშის დროს 5 ფეხბურთელის შეცვლის საშუალება მიეცემათ. მანამდე თამაშის მსვლელობისას 3 ფეხბურთელის შეცვლა იყო შესაძლებელი. ახალი წესი სეზონის დასრულებამდე იმოქმედებს. კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება.

05 ივნისი 2020, 21:01

COVID19

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში კოვიდ 19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს აქვს

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში კოვიდ 19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს აქვს. სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებს შორის კოვიდ 19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოში ფიქსირდება, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი კი ყველაზე მაღალია. ყოფილ 14 საბჭოთა რესპუბლიკას შორის ლეტალური შემთხვევებითა და ინფიცირების მაჩვენებლით რუსეთი ლიდერობს. პანდემიის შედეგები პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ დროისათვის ასე გამოიყურება:

პაატა იმნაძე

05 ივნისი 2020, 20:59

COVID19

პაატა იმნაძე: ზოგს ეშინია, რომ ძალით აცრიან, დამერწმუნეთ, ძალით არავინ არავის აცრის

ზოგს ეშინია, რომ ძალით აცრიან, დამერწმუნეთ, ძალით არავინ არავის აცრის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „ყველას გვინდა, რომ ვაქცინა მალე შეიქმნას. ზოგს ეშინია, რომ ძალით აცრიან, დამერწმუნეთ, ძალით არავინ არავის აცრის, დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც ვაქცინა შეიქმნება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება,“ - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

05 ივნისი 2020, 20:56

სამართალი

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები „ლავასოღლის“ საქართველოში ექსტრადიციას განიხილავენ

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის“ საქართველოში ექსტრადიციას, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში Imedinews განუცხადეს.

ხათუნა ზახაშვილი

05 ივნისი 2020, 20:55

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: მოდით, მცირე მანძილზე გადაადგილებისთვის გამოვიყენოთ საკუთარი ფეხები

მოდით, სატრანსპორტო საშუალებებში დავუთმოთ ადგილი მათ, ვისაც ეს ტრანსპორტი ყველაზე მეტად სჭირდება; მცირე მანძილებზე გადაადგილებისთვის ისევ გამოვიყენოთ საკუთარი ფეხები და ვეცადოთ, რომ ნაკლებად ავიდეთ ტრანსპორტში, თუ ამისი გარდაუვალი საჭიროება არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

პაატა იმნაძე

05 ივნისი 2020, 20:50

COVID19

პაატა იმნაძე ტრანსპორტში კონდიციონერების ჩართვაზე: ჩვენ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ვერ ვითამაშებთ

ჩვენ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ვერ ვითამაშებთ. სანამ არ გვექნება მყარი მტკიცებულება, რომ ეს რისკებს არ ზრდის, ეს უნდა დარჩეს ძალაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ იგეგმება საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიციონერების ჩართვაზე ნებართვის გაცემა.

05 ივნისი 2020, 20:35

COVID19

აზერბაიჯანში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 6800-ს გადააჭარბა

აზერბაიჯანში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID19-ით კიდევ 338 ადამიანი დაინფიცირდა, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა.

05 ივნისი 2020, 20:30

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 40 ათასს გადააჭარბა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 40 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 40 261 ადამიანი გარდაიცვალა.

ამირან გამყრელიძე

05 ივნისი 2020, 20:24

COVID19

ამირან გამყრელიძე: არავინ იცის, საკმარისი იქნება ვაქცინის ერთხელ გაკეთება თუ მას მხოლოდ სეზონური დამცველობითი უნარი ექნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში არ არსებობს საერთო აზრი იმაზე, როგორი დამცველობის უნარი ექნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს - საკმარისი იქნება მისი ერთხელ გაკეთება თუ მას მხოლოდ სეზონური დამცველობითი უნარი ექნება.

05 ივნისი 2020, 20:23

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: ე.წ საბურთალოს კლასტერი მართულია, ყველა კონტაქტზე დაწესებულია ზედამხედველობა

გამოვლენილია ყველა შესაძლო კონტაქტი, რომელიც ადამიანურ ძალებს აღემატებოდა. ყველა მათგანზე დაწესებულია ზედამხედველობა. გუშინ იმავე შემადგენლობიდან კიდევ ორი შემთხვევა იყო დადასტურებული. ეს კონტაქტები უკვე გამოვლენილი იყო და იზოლირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

05 ივნისი 2020, 20:18

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით არ არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომ კორონავირუსი კავასაკის სინდრომს იწვევს

ჯერჯერობით მყარი მტკიცებულებები, რომ კორონავირუსი კავასაკის სინდრომს იწვევს, არ არსებობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ხათუნა ზახაშვილი

05 ივნისი 2020, 20:11

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: სექტემბრიდან სასწავლო პროცესებს ჯანმრთელი ბავშვები უნდა ესწრებოდნენ

სასწავლო პროცესებს ჯანმრთელი ბავშვები და პედაგოგები უნდა ესწრებოდნენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ჰიგიენის ზოგადი წესები და სასწავლო ოთახები შეძლებისდაგვარად კარგად განიავდეს.

პაატა იმნაძე

05 ივნისი 2020, 20:02

COVID19

პაატა იმნაძე: განკურნებული ადამიანის ორგანიზმში ვირუსი შეიძლება ისევ აღმოჩნდეს, მაგრამ ეს არაა ხელახლა ინფიცირება

ყველა მკვლევარი უფრო მეტად იხრება იმ აზრისკენ, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში, როგორც ცხვირ-ხახის ნაცხში, ასევე ფეკალიებში შეიძლება აღმოჩნდეს კორონავირუსი, მაგრამ ის აღარაა სიცოცხლისუნარიანი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

05 ივნისი 2020, 19:55

რეგიონი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის 24 სოფელში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის 24 სოფელში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან ერთად, ჟახუნდერის, ჩიხარეშის, ლენტეხის და ჩოლურის თემში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას და სანიაღვრე არხების მოწყობას ადგილზე გაეცნო. პროექტები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 1 210 000 ლარს შეადგენს.

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2020, 19:55

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმუშევრობის შემცირებაზე: იმედია, ჯორჯ ფლოიდი ახლა გვიყურებს და ამბობს, რომ ეს დიდებული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმუშევრობის დონის შემცირებაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ „ჯორჯ ფლოიდი კმაყოფილი იქნებოდა ამ დიდებული დღით“.

ნათია თურნავა

05 ივნისი 2020, 19:48

პოლიტიკა

ეკონომიკის მინისტრი: ჩვენს ქმედებებზე ვაგებთ პასუხს მოსახლეობის წინაშე, თუმცა შემდგომში ვინ რას ისაუბრებს კამერებთან, ეს მათი დღის წესრიგით არის ნაკარნახევი

მთლიანობაში მიუხედავად ყველაფრისა შეხვედრა იყო საქმიანი, ამომწურავად გავეცით ყველა კითხვას პასუხი, -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა..

05 ივნისი 2020, 19:41

სამართალი

ვარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული ა.ი. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „2020 წლის 5 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, 1975 წელს დაბადებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა.

საცურაო აუზი

05 ივნისი 2020, 19:36

COVID19

საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის ახალი პროტოკოლები შემუშავდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების გასახსნელად ახალი პროტოკოლების შემუშავება იქნება საჭირო.